ბიზანტიის იმპერია ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია — შუა საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთით წარმოშობილი სახელმწიფო. დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. ქვეყანას მართავდა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ კონსტანტინე I მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად „ახალ რომს“ უწოდებდნენ.
თავისი არსებობის მანძილზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა ევროპაში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო რომაულ-სპარსული და ბიზანტია-არაბეთის ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყებს. მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო თურქ-სელჩუკთა შემოსევები. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია, კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება, იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1204 წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. 1261 წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში პალეოლოგოსთა დინასტია ჩაუდგა. ბიზანტიაში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.

Комментариев нет:
Отправить комментарий