ერთი რამ თავიდანვე უნდა ითქვას: თანამედროვე მეცნიერებაში უამრავი თეორია და ჰიპოთეზა არსებობს, არა მარტო განსხვავებული ერთმანეთისაგან, არამედ დიამეტრულად საწინააღმდეგოც. ამიტომ დარვინის თეორია უბრალოდ ერთ-ერთი მრავალთაგანია (თანაც მას არც კი გააჩნია რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებანი), მაგრამ ამასთან - ყველაზე გავრცელებულიც. რაში მდგომარეობს დარვინიზმის პრინციპი? ბუნებაში განუწყვეტელი ბუნებრივი შერჩევა მიმდინარეობს. არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორგანიზმები ახერხებენ გადარჩენას, გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები და სუსტები კი იღუპებიან. ორგანიზმებს უყალი-ბდებათ გადახრები სახეობიდან, რაც სასარგებლოც შეიძლება გამოდგეს, და მაშინ ამ ორგანიზმებს გადარჩენის დამატებითი შანსი ეძლევათ. სასარგებლო ნიშნები მემკვიდრეობით გადაეცემა. ასე ჩნდება ცოცხალ არსებათა ახალი ფორმები და სახეობები. განვითარება მარტივიდან რთულისაკენ მიმდინარეობს.
შეუძლიათ კი ამ დებულებებს ჩვენი დაკმაყოფილება? შეგვიძლია კი ჩვენ მათზე ავაგოთ ევოლუციის გრანდიოზული შენობა?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დარვინის თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა, რადგანაც აშკარა მტკიცებულებანი მას არ გააჩნია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთი სახეობა მეორეში გადასულიყო ანდა ბუნებაში ახალი სახეობა გაჩენილიყო. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ სახესხვაობებზე, მაგრამ არა თვისობრივად ახალ სახეობებზე.
დარვინის თეორიის თანახმად, ევოლუციას განაპირობებს სამი პრინციპი - გარემოსთან შემგუებლობა, სახეობებს შორის ბრძოლა და გამრავლების უნარი. მაგრამ აქ ჩვენ რაღაც პარადოქსს ვაწყდებით: ამ თვისებებით უფრო მეტად ხასიათდებიან არა უმაღლესი არსებები, არამედ ყველაზე დაბლები - სოკოები და ის მცენარეები, რომლებიც სპორების საშუალებით მრავლდებიან. ყველაზე ადვილად გარემო პირობებს სწორედ ისინი ეგუებიან. ვულკანების ამოფრქვევის, წყალდიდობების შემდეგ ანდა პირიქით, უდაბნოში, როდესაც დიდხანს არ მოდის წვიმა და გარშემო მხოლოდ მკვდარი ველია, უფრო მაღალგანვითარებული ორგანიზმები იღუპებიან, პრიმიტიულები კი ცოცხლები რჩებიან. ეს პრიმიტიული არსებები, მაღალგანვითარებულებთან შედარებით, გამრავლების უკეთესი უნარით გამოირჩევიან. ასე რომ, დარვინიზმის სამ პრინციპს თუ ვენდობით, სიცოცხლე სოკოებისა და სპორების დონეზე უნდა გაჩერებულიყო. ეს იქნებოდა ცოცხალ არსებათა ოპტიმალური სახეობა, დედამიწაზე ცხოვრების პირობებთან შეგუებული. ამგვარად, ამ სამ პრინციპს არასგზით არ შეესაბამება უფრო რთული და ამიტომ გარემოსთან მიმართებაში უფრო “მყიფე”, უფრო “ნაზი” სახეობების გაჩენა.
განვაგრძოთ: დარვინის თეორია კაზუალურია, ანუ შემთხვევითობებზე აგებული. რომელიმე არსებას შემთხვევით ახალი თვისება უჩნდება. თუ ეს თვისება სასარგებლოა (ანუ ახალ შანსებს აძლევს გარემო პირობებში გასაძლებად), იგი მოცემულ არსებას უნარჩუნდება და მემკვიდრეობით გადაეცემა. აი, დარვინისტული მორფოლოგიის საფუძველი: უმაღლესი არსებები ყველაზე დაბლებისგან წარმოიშობიან კაზუალურად, საერთო ნორმისაგან რაღაც შემთხვევითი გადახრების გაჩენის გზით. შეგვიძლია კი დავკმაყოფილდეთ საკითხის ასეთი გადაწყვეტით, არის კი ეს მართებული? ჩვენ ვიცით, რომ განვითარებული ორგანო სასარგებლოა, ჩანასახობრივ მდგომარეობაში მყოფი ანდა არასაკმარისად განვითარებული ორგანო კი არავითარ სასურველ ზემოქმედებას არ ახდენს, არავითარ უპირატესობას არ იძლევა, პირიქით, ორგანიზმისათვის ტვირთად იქცევა ხოლმე. მაგალითად, რომელიღაც არ-სებას, რომელიც ევოლუციის გზით ფრინველი უნდა გახდეს, მომავალი ფრთის ადგილას რაღაც წანაზარდი გაუჩნდა. თვითონ დარვინის თეორია უარყოფს ფრთის უეცარ გაჩენას, იგი ამბობს, რომ ეს “რაღაც” თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს ფრთად. და აი, არსებას, უცნობია რატომ (ალბათ რაღაც ანომალიის გამო) გაუჩნდა წანაზარდი, რომლისგანაც შემდეგ ფრთა ჩამოყალიბდა. რა საერთო აქვს ამ წანაზარდს მოცემული ინდივიდის გადარჩენასთან? არავითარი. იგი არ იქნება მისთვის სასარგებლო, პირიქით, ხელსაც შეუშლის არსებობისათვის ბროლაში: ნადავლის დაჭერაში, მტრისაგან გაქცევაში და სხვ. ამგვარად, სანამ ეს წანაზარდი ფრთად იქცეოდეს, ის კი არ დაეხმარება, არამედ ზედმეტი ტვირთი იქნება. და რა აუცილებელია, რომ წანაზარდი დარჩეს? როგორც შემთხვევით გაჩნდა, ასევე შემთხვევით (შემდგომ თაობებში) იგი უნდა გაქრეს. ეს დარვინიზმისათვის წაყენებული მეორე კონტრარგუმენტია, რომელზეც მას სათქმელი აღარაფერი აქვს.
შემდეგ: არიან არსებები, რომლებიც რთულ მეტამორფოზებს განიცდიან. მაგალითად, როდესაც მუხლუხო პეპლად იქცევა, მუხლუხოს სხეული ჭიის პარკში იხსნება, სქელ მასას ემსგავსება და შემდეგ ამ მასიდან თანდათან სხვა, პეპლის ორგანიზმი ჩნდება. რა შუაშია აქ სასარგებლო ან საზიანო თვისებები? ამ მეტამორფოზას ვერაფრით ვერ ახსნი იმით, რომ არსებას “შემთხვევით” გაუჩნდა რაღაც ორგანოების ჩანასახები ანდა სხვა, ასე ვთქვათ, სასარგებლო თვისებები. აქ უკვე არსებობის რთულ პლანზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, სხეულის არც ერთი ორგანო არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად. ყველა ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან თავ-თავიანთი ფუნქციებით, ამიტომ ერთი ორგანოს ნებისმიერ შეცვლას მთელი ორგანიზმის შეცვლა მოჰყვება.
საუბარია აგრეთვე ე. წ. “ნარჩენ (რუდიმენტულ) ორგანოებზეც” - დარვინიზმის ერთ-ერთ დებულებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულში არის ორგანოები, რომლებიც უკვე აღარ ფუნქციონირებენ, ამით კი მტკიცდება, რომ ოდესღაც ადამიანის ორგანიზმი სხვაგვარი იყო. მაგრამ ჩვენ არც ეს განმარტება გვაკმაყოფილებს. გასულ საუკუნეში სწავლულმა ევოლუციონისტებმა ადამიანის ორგანიზმში ასოთხმოცამდე, მათი აზრით, სრულიად ზედმეტი ორგანო დაითვალეს. მაგრამ შემდგომში მათი უმეტესობა შინაგანი სეკრეციის ორგანოები აღმოჩნდა, რომელთა გარეშეც ადამიანის სიცოცხლე სრულიად შეუძლებელია. ამიტომ აქ საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას: ჯერ ერთი, ჩვენ ორგანოების ყველა ფუნქციას ზედმიწევნით კარგად არ ვიცნობთ; მეორეც, ადამიანის ორგანიზმს აქვს ე. წ. სარეზერვო ორგანოები, ისინი რომელიმე ორგანოს დაზიანებისას მის ფუნქციებს საკუთარ თავზე იღებენ. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი არაფერია.
მეცნიერები გეოლოგიური შრეების, ნამარხების და ა. შ. ასაკს სხვადასხვა რიცხვითი მოცემულობების სახით განსაზღვრავენ, ამიტომ ზოგიერთს ეჩვენება, რომ ბიბლია ეწინააღმდეგება მეცნიერებას. მაგრამ როდესაც კაცობრიობის ასაკზე ვლაპარაკობთ, ათვლის წერტილად ვიღებთ შესაქმის დასრულებას, კაცის შექმნას. მანამდე იყო შესაქმის პერიოდები, რომლებსაც ბიბლიაში “დღეები” ეწოდებათ. “დღეებში” წმ. მამები (მაგ., წმ. ბასილი დიდი) გულისხმობდნენ პერიოდებს, რომელთა ხანგრძლივობა ჩვენთვის უცნობია. “დღეები” დაიწყო ჯერ კიდევ მზის შექმნამდე, ამიტომ “დღეები” არის ეტაპები, როდესაც ახალი იბადებოდა, ხოლო რა შუალედები იყო ამ ეტაპებს შორის, ჩვენ არ ვიცით - ამის დადგენა არ შეგვიძლია.
და საერთოდ, შეუძლია კი მეცნიერებას ბიბლიური წელთაღრიცხვის უარყოფა? დიალექტიკური მატერიალიზმი ამბობს, რომ მატერია უნივერსალური სუბსტანციაა და ყველაფერი მასთან არის კავშირში; იგი განიხილავს სამყაროს, როგორც უსასრულოს და მთლიანს, სადაც შეუძლებელია არსებობდეს რაიმე, გარემოსაგან იზოლირებული. მეცნიერები, რომლებიც გეოლოგიური შრეების, ნამარხების და ა. შ. ასაკს განსაზღვრავენ, დათარიღების სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. არსებობს რადიოაქტიური მეთოდი, ე. წ. კალიუმარგონული მეთოდი. არის სხვა, ნახშირბადული მეთოდიც, ეს მეთოდი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ ცნობილია ნახშირორჟანგის მოლეკულების დაშლის პერიოდი. არსებობს სხვა ხერხებიც: ზოგიერთი მეცნიერი დედამიწის ზედაპირზე არსებული მეტეორიტული მტვრის ფენების გაზომვას ეყრდნობა, ზოგი ნარიყებისაგან გაზრდილი მდინარის დელტის გაზომვებს (ვინაიდან მდინარეში ნალექების გარკვეული რაოდენობა ჩაედინება, დელტა სულ უფრო მატულობს სიგრძეში). შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ დათარიღების ეს ხერხები ზუსტია? ჩვენი პლანეტის წარსულის დათარიღებისთვის უნიფორმიზმის პრინციპი უნდა მივიღოთ, ეს კი ნიშნავს: პროცესები, რომლებიც წარსულში ხდებოდა, თავიანთი ხასიათითა და ინტენსიურობით იგივეა, რაც დღევანდელ დღეს მიმდინარე და მომავალში მოსახდენი პროცესები. მაგრამ რამდენად გამართლებულია ეს პრინციპი?
არსებობს ე. წ. კატალიზატორები, რომელთა დახმარებითაც ერთი და იგივე ქიმიური პროცესი შეიძლება სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობდეს. არის კატალიზატორები, პროცესებს ასჯერ რომ აჩქარებენ. ამიტომ, საიდან ვიცით, რომ უწინ არ არსებობდა კატალიზატორები, რომელთა მეშვეობითაც იგივე პროცესები შეუდარებლად უფრო მოკლე ვადებში ხდებოდა, ვიდრე დღეს? ვინ მოგვცა უფლება ვამტკიცოთ, რომ ძველად იგივე პირობები იყო, რაც დღეს არის, და რომ დედამიწის შექმნაში ზუსტად იგივე ძალები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეს მოქმედებენ? ამგვარად, ყველა ეს დათარიღება ჰიპოთეტურია - ვარაუდების სფეროს ეკუთვნის.
უნიფორმიზმი ცუდად ურიგდება დიალექტიკურ მატერიალიზმს, რომელიც სწორედ მოვლენების ურთიერთკავშირსა და ბუნებაში მიმდინარე განუწყვეტელი ხარისხობრივი ცვლილებების შესახებ ლაპარაკობს. ჩვენ ვიცით, რომ არცთუ ისე შორეულ, ჩვენთვის მისაწვდომ წარსულშიც კი პროცესები სხვაგვარად ვითარდებოდა. მაგ., დედამიწის მაგნიტური ველი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა - ათასნახევარი წლის მანძილზე თითქმის ორჯერ შემცირდა. სხვაგვარი იყო უწინ რადიაციის ინტენსივობის დონეც. თვითონ მატერიალისტები ამბობენ, რომ ადრე ატმოსფეროს შედგენილობა სხვანაირი იყო, ე. ი. მაშინ სხვა ძალები მოქმედებდნენ. უნიფორმიზმის თეორია, რომელსაც ყველა “დათარიღება” ეფუძნება, არ შეიძლება დასაბუთებულად მივიჩნიოთ.
განვაგრძოთ: დათარიღების სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებულ შედეგს იძლევა. ეს განსაკუთრებით ეხება მეტეორიტული მტვრის ფენების გაზომვის მიხედვით დათარიღებას. დედამიწა რომ იმ ასაკის იყოს, რასაც ევოლუციონისტები უთითებენ, იგი მთლიანად კოსმიური მტვრის ჯავშნით იქნებოდა შებოჭილი, ოკეანეთა ფსკერზეც ამ მტვრის ფენები უნდა იდოს. შესაძლოა გვიპასუხონ, რომ ხდებოდა მტვრის თანდათანობითი განზავება დედამიწის ფენებში. მაგრამ მეტეორიტული მტვერი სხვა ქიმიური შედგენილობისაა, ვიდრე დედამიწის ზედაპირი: იქ ბევრად უფრო მეტია ნიკელი, ამიტომ მეტეორიტული მტვრის აღმოჩენა სრულიადაც არ იქნებოდა ძნელი. გაირკვა, რომ ეს ფენა ძალიან თხელია, განსაკუთრებით ოკეანეთა ფსკერზე. მაგრამ მეტეორიტული მტვრის ფენების გაზომვის მიხედვით დათარიღებასა და ევოლუციონისტების კონცეფციებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მთვარის ზედაპირს მიაღწიეს. რადგანაც ითვლებოდა, რომ მთვარე და დედამიწა დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან, შესაბამისად, კოსმიური მტვრის ფენა მთვარეზე, სადაც ატმოსფერო ფაქტობრივად არ არსებობს, საკმაოდ სქელი უნდა ყოფილიყო. ფიქრობდნენ, რომ ეს ფენა რამდენიმე კილომეტრს აღწევდა, ამიტომ კოსმოსური ხომალდები ისე იყო აგებული, თითქოს ისინი ჭაობზე უნდა დამსხდარიყვნენ. გარდა ამისა, ვარაუდობდნენ, რომ ღრმულებში კოსმიური მტვრის ფენა კიდევ უფრო სქელი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ადამიანებმა მთვარის ზედაპირს მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ მისი ზედაპირი კოსმიური მტვრის შედარებით თხელი ფენით იყო დაფარული და ადამიანები მასში სრულიადაც არ ჩაფლულან. ეს უკვე იმას მოწმობს, რომ დედამიწა ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ევოლუციის თეორიის მომხრენი ამტკიცებენ.
შემდეგ: ევოლუციონისტები ამბობენ, სიცოცხლე უმარტივესი ფორმებისგან - ვირუსებისგან გაჩნდაო. მაგრამ გაირკვა, რომ ვირუსებს არსებობა შეუძლიათ მხოლოდ უფრო მაღალი ორგანიზმების პარაზიტების სახით. დამოუკიდებლად არსებობა ვირუსებს არ ძალუძთ! დარვინიზმის კიდევ ერთი “პოსტულატი” ეს არის: მორფოლოგიურად ადამიანის მსგავს არსებებს ადამიანურ არსებათა რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ. ადამიანი არის სულიერი ფენომენი, რომელსაც ხილულ სამყაროში არავითარი ანალოგი არ მოეძებნება. გარსის მსგავსება ჯერ კიდევ არ ამტკიცებს მათში მოთავსებული მარცვლების იგივეობას (მაგ., ხორბალი და სარეველა). ჩვენ არაფერი ვიცით იმ ნამარხი არსებების ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, ჩვენს წინაპრებად რომ აცხადებენ. დავუშვათ, რომ ბუნებაში ყველა მაიმუნი გაქრა, გათხრების დროს გორილების რამდენიმე ჩონჩხი და ძვლების ფრაგმენტები იპოვეს, მათ გვერდით კი - ქვები და ჯოხები კაკლების ჩამოსაყრელად; მაშინ მეცნიერებს, მორფოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე, შეუძლიათ ივარაუდონ, რომ მათ წინაშეა პრიმიტიული ადამიანის ნეშტი. გორილის ძვლები მეცნიერული შთაგონების, დისერტაციებისა და მონოგრაფიების წყარო გახდება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაიმუნი სრულიად სხვა არსებაა, თვისობრივად განსხვავებული ადამიანისგან - ესაა ცხოველი. ამგვარად, როდესაც სხვადასხვა არსებების ჩონჩხებს პოულობენ, გარეგნული ანატომიური მონაცემების მიხედვით ჯერ კიდევ არაფრის თქმა არ შეიძლება მათი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. ეს არსებები, ისევე როგორც მაიმუნები, შეიძლება უბრალოდ ადამიანის მსგავსი ცხოველები იყვნენ. საერთოდ, მორფოლოგიის მიხედვით შეუძლებელია ფსიქოლოგიაზე მსჯელობა, მით უფრო, თუკი ეს მორფოლოგია საკმაოდ საეჭვო ხასიათისაა. ოდესღაც იმასაც ამბობდნენ, რომ დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს, არის თავის ტვინის ქერქის ფართობი და მისი შეფარდება ტვინის საერთო მოცულობასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დელფინის თავის ტვინის ქერქის ფართობი აღემატება ადამიანისას როგორც აბსოლუტურ, ისე პირობით განზომილებებში. ამგვარად, თუ მხოლოდ ფორმალური აგებულების მიხედვით ვიმსჯელებთ, დელფინი ინტელექტუალურად განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე ადამიანი. შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ეს მონაცემი, არამედ ტვინის სტრუქტურის სირთულეც. მაგრამ აქაც აღმოჩნდა, რომ დელფინის თავის ტვინის ქერქი სტრუქტურულად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ადამიანისა. ასე რომ, არ შეიძლება ნამარხი ნეშტების მიხედვით ამა თუ იმ არსების გონებრივ შესაძლებლობებზე მსჯელობა. ჯერჯერობით არავითარი გარდამავალი ფორმები ცხოველსა და ადამიანს შორის აღმოჩენილი არ არის. ისინი რომ არსებულიყვნენ, გაუგებარი იქნებოდა, რატომ გაქრა უეცრად ყველა ადამიანი-ცხოველი (თანაც გაქრა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა გარემო პირობების მქონე ყველა რეგიონში). ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საერთოდაც არ არსებობდნენ.
ევოლუციონისტები იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის ჩანასახი თავისი განვითარებისას ევოლუციის მთავარ სტადიებს იმეორებს. მაგრამ ამ თეორიასაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. ძირითადად ეყრდნობიან “ლაყუჩების ხვრელების” არსებობას ჩანასახის განვითარების გარკვეულ სტადიაზე, მაგრამ ეს ე. წ. “ლაყუჩების ხვრელები” გულმოდგინე გამოკვლევისას მხოლოდ ნაკეცები აღმოჩნდა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო თევზების ლაყუჩებთან. ისინი სულ სხვა მასალისგან შედგებიან და ლაყუჩების ფუნქციას არასოდეს ასრულებენ, მათგან ადამიანის სახე ყალიბდება. ამასთან, მაიმუნის ნაყოფი გარკვეულ ადრეულ საფეხურებზე გაცილებით მეტად ჰგავს ადამიანს, ვიდრე მაიმუნს: თმა არა აქვს, თავი სხვა აგებულებისაა და ა. შ. და თუკი ჩვენ ევოლუციონისტების პრინციპს მივყვებით, მაშინ ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მაიმუნი გაჩნდა ადამიანისგან. ამგვარად, დარვინიზმის ამ დებულებასაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.
წიგნიდან: მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი
თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
qadageba.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий