(საშინელი სამსჯავროძ
არ არის უფრო საშიში და უფრო ფაქიზი საკითხი, ვიდრე საკითხი აპოკალიფსისა (ანუ: "მეორედ მოსვლა", "საშინელი სამსჯავრო", "განკითხვა", "იოანეს გამოცხადება"). ამასთან, არ არის უფრო რთული საღვთისმეტყველო წიგნი, რომლის სიმბოლოები ცხრამეტი საუკუნეა ღვთისმეტყველთა თავსატეხია. "აპოკალიფსი" ჩვენში ხშირი და ხშირი ხსენების თემაა. მას ახსენებენ ისინიც, ვინც კარგად ვერ უმართავს ენას. მისი მოხშირება არც ისე კარგი ცხოვრებითაა ნაკარნახევი. პანიკა მეორედ მოსვლის საშინელების შესახებ მთელს მსოფლიოში ძლიერდება. მასზე წერს ყველა, ესმის თუ არ ესმის; თუმცა იმასაც ნუ დაიქადიან თვით დიდი სულიერი მამანი, ღვთისმეტყველნი, რომ აპოკალიფსის შიფრი საბოლოოდ ვინმემ გახსნა. იგი მუდმივი გამოცანის თემაა. მთავარი ინტერესი კი მიმართულია იქეთკენ, გავიგოთ, ახლოსაა თუ არა მეორედ მოსვლა. მეორედ მოსვლა, ღვთაებრივი სასამართლო სამყაროს აღსასრულია, თუ სამყაროს შეცვლა. ქრისტეს მეორედ მოსვლის წელი, თვე, დღე და საათი დაფარულია. იგი თვით ანგელოსთა დასმაც კი არ იცის. უფალი ამჯერად ისე აღარ მოვა, როგორც პირველი მოსვლის ჟამს. ჩვენთვის რომ ეწამა, თავისი უმანკო სისხლით განბანა კაცობრიობა და აგერ ოცი საუკუნე სინათლის გზას გაუყენა იგი. ამჯერად ღმერთი პასუხს მოგვთხოვს - რატომ, როგორ განვუდექით ღმერთს. პასუხის ფორმა საშინელი სამსჯავროა.
ძვირფასო მკითხველო, ვოცნებობ ამ ურთულესი საკითხის არამარტო წვდომას, ძალიან, ძალიან მინდა იგი გასაგები გავხადო სხვისთვისაც. უფალს პატიებას ვთხოვ, იოანე ღვთისმეტყველის სულს, რათა არცა მივუმატო რაიმე, არცა გამოვაკლო რაიმე იმას, რასაც გავიგებ. მაგრამ წმინდა იოანე ამ წიგნს კი არ გვიმალავს, გვთავაზობს, ვცადოთ, ვწვდეთ მის შინაარსს. მიზანი უნდა იყოს ზნეობრივი. შევამოწმოთ ჩვენი სული, ჩვენი ცოდვანი, იქნება შევძლოთ მოვინანიოთ ცოდვანი წინაშე ღვთისა.
აპოკალიფსის თემას საზღვარი არა აქვს. მასზე უამრავი ლიტერატურაა. ჩემს ნაცოდვილარ პუბიკაციებსაც შეგახსენებთ: "ანტიქრისტე" (1990), "ჩერნობილი აპოკალიფსში" (1990), "აპოკალიფსი" (1993) და სხვა.
დღევანდელი საუბრისათვის გამოვყავით ცალკე თემა: ანტიქრისტეს სამეფოს (იმპერიის) დედაქალაქი მეორედ მოსვლის წინ და სამსჯავროს ჟამს. თითქმის ოცი საუკუნის წინ კუნძულ პატმოსზე მყოფი იოანე ღვთისმეტყველს რომ ქრისტე გამოეცხადა, ზეგანცვიფრებას იწვევს წინასწარხედვა ღდევანდელი კაცობრიობისა.
მართალია, მეორე-მესამე საუკუნიდანაც ფიქრობდნენ, რომ იგი დღევანდელობას ეხებაო, საცაა მეორედ მოსვლას უნდა ველოდოთო. ასე იყო ევროპაში მე-9, მე-10 საუკუნეში და შემდეგაც. პანიკას იწვევდა ზნეობის დაცემა და აქტიური უღმერთობა. მაგრამ დღევანდელი ტექნიკური ცივილიზაციის სურათი გამჭვირვალედ სჩანს აპოკალიფსში. მართალია, აქ ნახსენები არ არის ბირთვული იარაღის სახეობები, მაგრამ ზუსტად იხატება ზეციური ცეცხლის, ქვეყნისა თუ ქალაქის აფეთქების სურათები, ზღვისა და წყლების მოწამვლა. ეკოლოგიური კატასტროფის სურათი ცივილიზაციის ისტორიაში ასე აპოკალიფსურ გაცხადებას არასდროს ჰპოვებდა.
ახლა უფრო ახლოს მივიდეთ მთავარ საკითხთან. ანტიქრისტეს მსოფიო სამეფო (იმპერია), მთავარი ქეყანა არის ანტიქრისტიანული, მაგრამ არა არაქრისტიანული ქვეყანა. მკითხველო, არ გამიჯავრდე! ეს არ არის არც მუსულმანური, არც ბუდისტური და სხვა რელიგიის ქეყანა. იგი არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ღალატობს ქრისტეს. ანტიქრისტე სატანაა, რომელიც გარდაისახება, აცდუნებს და მოირგებს ქრისტიანულ სამოსელს. ე.ი. ფსევდოქრისტიანული დაუნდობლად ებრძვის ჭეშმარიტ ქრისტიანულს. არ მინდა დავეთანხმო, მაგრამ განსჯისთვს საინტერესოა სადამ ჰუსეინისა და ირანის პრეზიდენტის ხატამის განცხადება, ამერიკა ებრძვის ქრისტიანებსა და მუსულმანებსო. ყოველ შემთხვევაში ანტიქრისტიანული ცნება გულისხმობს ღმერთის მტრობას, პირველ ყოვლისა, ქრისტეს დამარცხებას. ამიტომ ყოველგვარ მადლს, ზნეობრივს, სიკეთეს ებრძვის ძალმომრეობითა და მზაკვრობით. მაშასადამე, ესაა მსოფლიოზე გაბატონებული იმპერია, უკანასკნელი ჟამისა, რომელიც ქრისტეს ნიღბით ებრძვის ქრისტეს და ამარცხებს კიდევაც მას დედამიწაზე. ანტიქრისტე გაბატონდება და დედამიწაზე, დაამარცხებს ქრისტეს, ქრისტიანობას, მოახდენს გავლენას კაცობიობაზე. ქრისტიანობა გავრცელდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ საოცრად შემცირდება გულით მორწმუნე, ჭეშმარიტ ქრისტიანთა რიცხვი. დღეს მართლაცდა ქრისტე მეორედაა ჯვარცმული. მაგრამ აპოკალიფსის მთელი არსი ისაა, რომ ანტიქრისტეს გაბატონების ჟამი, ხანმოკლე ჟამი (1260 დღე, ანუ 42 თვე, ანუ სამნახევარი წელი, ესაა ბნელი დესპოტია ანტიქრისტიანული იმპერიისა), რომელსაც მოსდევს ქრისტესმიერი სასამართო, როცა უკვე ქრისტე ამარცხებს ანტიქრისტეს და ანტიქრისტეს მხეცის ბეჭდით დაბეჭდილ მის ემისრებს. სასჯელის სახეობებს ახლა არ დავახასიათებთ.
ახლა როგორ გამოიყურება "აპოკალიფსური ბაბილონი?" იგი არის უკანასკნელი ჟამის "მსოფლიოს სამეფოს" (იმპერიის) ცენტრი. აქ არიან მას დაქვემდებარებული ქვეყნების მეფე-გამგებლები. არ ჩანს მისი კონკურენტი ქვეყანა. ბაბილონი არის მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი. მსოფლიოს მეფენი და ვაჭრები აქ ერთად მეძვაობენ (ანუ ერთი ანტიქრისტიანული მოძღვრებით არიან შეკავშირებულნი). ეს არის გაბატონებული ცენტრი, დედაქალაქი, "რომელმაც წარყვნა დედამიწა თავისი მეძავობით" (19,1).
"დეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მეძავობის მძვინვარების ღვინო ასვა ყველა ხალხს" (14,8).
"დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა" (17,5) "დაეცა დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმინდა და საზიზღარი ფრინველის თავშესაფრად.ვინაიდან მისი მძვინვარების სიძვის ღვინისაგან სვა სხვა ყველა ერმა და დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან, და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ" (18, 2-3).
მკითხველს შევახსენებ, რომ აპოკალიფსში მონათხრობი წარსული დროის ფორმით რომ არის, არ გეგონოთ - ფაქტობრივად უკვე მომხდარის სურათია. იგია იოანეს ხილვა, როგორც სიზმარს ჰყვება ადამიანი წარსულ დროში, მაგრამ მისი განხორციელების შესახებ მსჯელობს მომავალ დროში. ცხადია, იმაზე არ ღირს გარჯა, რომ აპოკალიფსის ბაბილონს არავითარი კავშირი არა აქვს ისტორიულ ბაბილონთან. მისი სიმბოლურობა აქ ხაზგასმულია. იგია ქრისტეს მტერი მოძღვრების ცენტრი.
ანტიქრისტეს მოსვლა უკავშირდება სუბიექტს, ქრისტეს დიდ მიწიერ მტერ მეფეს, რომლის სახელია "666". მკითხველს შევახსენებ, რომ ძველად, როგორც მსოფლიოში, ისე ქართულშიც რიცხვები, თარიღი აღინიშნებოდა ასოებით. ვთქვათ ესა თუ ის მოვლენა მოხდა (პირობითად) ჩუყპტ წელს. ამიტომ ანტიქრისტე, ქრისტეს ყველაზე დიდი და საზიზღარი მტერი, არის სატანა, რომელსაც ჰქვია სახელი, რომლის ასოების მთლიანობა შეადგენს "666". აქ ნაწინასწარმეტყველებს მოარგებდნენ ხოლმე ქრისტეს ისტორიულ მტერ მეფეებს, მაგრამ ვინც ამ მხრივ გამოირჩეოდა, სახელი არ ემთხვეოდა. ვთქვათ - ნერონი. მკითხველს თავი რომ არ მოვაწყინო, 666-ის წაკითხვა ასე ხდება: ვთქვათ გამჟღავნდა ანტიქრისტეს სახელი და ასოთაგან კრებულმა შეადგინა "666". ასეთი სახელი, ვთქვათ, არის ტიტანი (წმინდა ირინეის მაგალითით). ტიტანი ბერძნულად იქნება ტეიტან: ტ-300, ე-5, ი-10, ტ-300, ა-1, ნ-50 300-5-10-300-1-50-666.
მაგრამ დღემდე ყოველგვარი მცდელობა ღვთისმეტყველთაგან ამოხსნას ანტიქრისტე, უნაყოფოა. კაცმა რომ თქვას, მთავარ დატვირთვას არც ანიჭებს იოანეს გამოცხადება ამ რიცხვით ანტიქრისტეს მოსვლის საიდუმლოების გახსნას. აქ მთავარია არა ანტიქრისტე - ლიდერის სახელის საიდუმლოების გახსნა, არამედ ანტიქრისტეს ეპოქა, ანტიქრისტეს სატანური სული, მისი, როგორც ხალხის ღმერთისადმი ღალატის სახეობა. როგორ სჯის ღმერთი უღმერთობას. ანტიქრისტე ეს არ არის უბრალო, გულგრილი ათეიზმი. ეს არის ღმერთის, სიწმინდის, სიკეთის დაუძინებელი მტერი. ანტიქრისტე ძალას იღებს გველისაგან, ღმერთისა და ადამიანის დასაბამიდანვე მტრისაგან.
სიკეთე და ბოროტება მუდამ თანაარსებობენ, ებრძვიან ერთმანეთს. არსებობს უმაღლესი აზრი, უმაღლესი ღირებულება არის სიკეთე. ეს იცის სატანამ და ამიტომ იგი ირქმევს სიკეთის სახელებს. გარდაისახება, როგორც მზაკვარი და ჰუმანიტარულად ბომბავს ("კეთილ" საქმეს აკეთებს, როცა ბომბავს ბავშვებს, ქალებს, ადამიანებს, ქალაქებს, ქვეყნებს...) მაგრამ, როცა ლაპარაკია, სახელდობრ, ანტიქრისტეს ჟამზე, იგულისხმება ის განსაკუთრებული პერიოდი, როცა სატანა აშვებულია, როცა სატანა ამარცხებს მიწაზე ღმერთს, ღვთისნიერებას, სიკეთეს. სატანა, ბოროტება, გამარჯვებულია. აქ ზეიმობს ბოროტება. მკვიდრდება ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუე, მზაკვრობა. თავისუფლების სამოსელში გახვეულია გარყვნილება: სულიერ-ხორციელი მეძავობა. მაგრამ ეს პერიოდი აპოკალიფსში ხაზგასმულია, როგორც მოკლე დრო. მისი ახსნა ასეთია: ღმერთმა ქვესკნელში სატანა დაამწყვდია, ათასი წლით. ათასი წლის შემდეგ მას აუშვებს ღმერთი. სატანა გაბატონდება თავისი ცრუმაცდუნებელი ანტიღვთაებრივი იდეოლოგიით. იგი დაიპყრობს მსოფლიოს და, როცა ეგონება ჩემი მომრევი არავინააო, მაშინ მოდის რისხვა უფლისა: "ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რამეთუ ერთ საათში მოვიდა შენი სასამართლო. დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მასზე, ვინაიდან აღარავინ ყიდულობს მათ საქონელს" (18,11).
მრვალ სიძნელეთა შორის არის ასეთი სიძნელეც: თუ ამოიცანი ანტიქრისტეს მოსვლა, ამოიცნობ მეორედ მოსვლის მოახლოებას. (არა ზუსტად დღეს და საათს!) ანტიქრისტეს ზეობა, პავლე მოციქულის წინასწარმეტყველებით იქნებაო ხანმოკლე და მალე მოდის სასამართლო. მაგრამ თვით ანტიქრისტეს მოსვლაც არ იძლევა გაცხადებულ სიგნალს. იგი ისე მოვა, მას ვერც გავიგებთო. მე მწამს, რომ ეს ჟამი დაწყებულია. როდესაც "ბაბილონში" მზადდება ნაირ-ნაირი სულიერ-ხორციელი გამხრწნელი საშუალებები, მზადდება გეგმა ჭეშმარიტი ქრისტიანობის დასათრგუნად, გამოიყოფა მილიარდები, რათა გახრწნან და გამოათაყვანონ ადამიანები, არ უწყიან, რომ აპოკალიფსური სასჯელი უსასტიკესი, უწინარეს ყოვლისა, იმათზე მოდის ვინც გარყვნა, ვიდე იმათზე, ვინც გაირყვნა.
ანტიქრისტეს იმპერია არის ქრისტიანული ქვეყანა, ასე ეწოდება, ასეა ფორმალურად, გარეგნულად. ვითომ ქრისტიანები ებრძვიან მართლა ქრისტიანებს. მიაქციეთ ყურადღება ერთ საოცარ ფაქტს: ამერიკის მბრძანებლობით 19 ქვეყანა ებრძვის ერთ მართლმადიდებელ ქვეყანას - სერბიას. 19 ქვეყნიდან ერთია მუსულმანი ძთურქეთი), რომელსაც შედარებით პასიური როლი აქვს ამ უბინძურეს ომში. ეს არის ომი ღმერთის, ღვთაებრივის წინააღმდეგ, კაცობრიობის დასათრგუნავად, დასამონებლად. ანტიქრისტემ მიაღწია კიდეც თავის მიზანს, როცა ყეყეჩი და დათრგუნული კაცობრიობა შეჰყურებს ამ უბოროტეს ქმედებას, კაცობრიობა ვერ იცავს თავს. კაცობრიობას არა აქვს ზნეობრივი სახე. სადაც სატანა მეფობს, იქ სინდისზე და ნამუსზე არცაა ლაპარაკი. კაცმა რომ თქვას, დღეს მომხდარი ფაქტების მოწმის მდგომარეობა, გარდასული დროის ბევრ ღვთისმეტყველს შეშურდება. დღეს აღსრულდა ისეთი ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან იყო განჭვრეტილი, ღვთის რჩეულთათვის. ანტიქრისტეს, სატანის აშვების სამნახევარი წლის მანძილზე, სატანისტებს ექმნებათ ილუზია მათი უძლეველობისა და მუდმივობის თაობაზე. ესაა თრობა ბოროტებითა, რომელსაც, როგორც აპოკალიფსშია, ღმერთი უმზადებს გოგირდისა და ცეცხლის ტბაში თავის ადგილს.
კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ტექნიკური ცივილიზაციით უნიფიცირებულ კაცობრიობას მართავს ერთპოლარული სისტემა, აშშ-ს ჰეგემონისტური რეჟიმი, მსოფლიოს ჟანდარმი უკანასკნელი დროის "მსოფლიო სამეფო", რა თქმა უნდა, რომი ვერ იქნებოდა. ჯერჯერობით ვერც ერთი ღვთისმეტყველი ვერ დაასახელებს "ბაბილონის" სხვა შემცვლელ ქალაქს. უკანასკნელი ჟამის ანტიქრისტეს ცენტრი, დედაქალაქი, მსოფლიოს ერთმპყრობელი... მართლმადიდებელ სერბიას 19 ქვეყანა ბარბაროსულად ბომბავს. ამ ფონზე ვაშინგტონში სიცილ-ხარხარით, სატანური სიცილ-ხარხარით, ტარდება ნატოს ორმოცდაათი წლისთავი. იქ, იმპერატორთან, არიან "დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან" (18,9)... ყოველ შემთხვევაში დამისახელონ ჩემმა ოპონენტებმა "ბაბილონის" აპოკალიფსური სახის შემცვლელი სხვა ქალაქი...
როცა ანტიქრისტე იგრძნობს თავის უძლეველობას (ღმერთი დაამარცხა, დედამიწა დაიპყრო, ჩვენა ვართ ღმერთიო) მაშინ მოდის აპოკალიფსური ნამგალი, მაშინ მოდის სასამართლო. დიდ ბოროტებას რომ დიდი სასჯელი მოსდევს, ამას ინსტიქტით გრძნობს ყოველი დამნაშავე, იქნება ადამიანი თუ კაცობრიობა... გასულ წელს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს, გაანებეთ თავი ამერიკის კლანჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიღუპებით; შეიქმნება ბირთვული ქვეყნების აღმოსავლური ბლოკი. სხვათაშორის მაშინ, იმჟამად ნატოს არც ერთი ადამიანი არ ჰყავდა მოკლული და არც აღმოსავლური სამკუთხედის (რუსეთი-ჩინეთი-ინდოეთი) ხსენებაც არ იყო. მოვუწოდოთ ევროპის ხალხებს, თვით ამერიკის კეთილი ნების ადამიანებს მოვუწოდოთ იმ ანგელოზის ხმით, რომელიც იოანე ღვთისმეტყველს გამოეცხადა, ციდან ჩამოგვძახა: "და მოვისმინე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, რომ არ ეზიაროთ მის ცოდვებს. და არ მიიღოთ მისი წყლულებისაგან. ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცამდე მოაღწია და გაიხსენა ღმერთმა. მისი უსამართლობანი" (18,4-5).
მკითხველს ვთხოვ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კადრი ვაშინგტონის ნატოს საიუბილეო შეკრებისა, ერთად რომ ნებივრობდნენ დედამიწის მეფენი. აპოკალიფსის გაფრთხილებაც გავიხსეოთ: "ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი და დაიწვება ცეცხლში, რამეთუ ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც გაასამართლებს მას და იტირებენ და გოდებენ მასზე დადამიწის მეფეები, რომლებიც მეძავობდნენ და ნებივრობდნენ მასან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რამეთუ ერთ საათში მოვიდა შენი სასამართლო და დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მასზე, ვინაიდან აღარავინ ყიდულობს მათ საქონელს" (18, 8-11).
დღეს მსოფლიოს ერთი ჰეგემონ-მბრძანებელი, დამპყრობელი განაგებს. მისი მართვის მექანიზმი სატანურია. ძირითადად მამონას (ფულის მეშვეობით მიაბა რკინის პალოზე, დაყოფილ-დაქუცმაცებული ქვეყნები, სულს ხდის, სულს ურყვნის კაცობრიობას. მაგრამ მისი ძალმომრეობის უგნურებაში გადასვლა დღეს უკვე გაცხადდა და ზეციურ მჭვრეტელობის გარეშეც, უბრალოდ, ჩანს ბევრი რამ. მსოფლიო საოცარი სიძულვილით აღავსო მსოფლიოს დამპყრობლის მიმართ. უგუნურება გამოიხატება იმ გაბრუებაში, რომ მათ ჰგონიათ - მათ მეუფებას არ აქვს სამზღვარი. მოვერიდე ღვთისმეტყველთა ციტატებს. ერთი მაინც მინდა მოვიტანო, თითქმის საუკუნის წინ დაწერილი კომენტარიდან: ბაბილონის "უწინდელი სიამაყე და თვითდაჯერებულობა როგორც ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქისა - აღმოჩნდება სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაში - მისი მოულოდნელი დაღუპვით. ის თავის თავს თვლიდა უძლეველად, მარადიულად, მაგრამ იგი იღუპება, იღუპება სრულიად უეცრად... უწინარეს კი ატირდებიან მეფეები, მმართველები ცალკეული პროვინციებისა და სახელმწიფოებისა, რომლებიც შეადგენენ ანტიქრისტეს ერთიან სამეფოს. მათთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება დედაქალაქის გავერანება. მაგრამ ისინი მხოლოდ შორიდან დაუწყებენ ყურებას მის ტანჯვას და ვერ გაბედავენ მიშველებას, შეაჩერონ უბედურება და დაიწყებენ ტირილს: ვაი, ვაი... შემდეგი იტირებენ ვაჭრები, რომელთა ინტერესები უშუალოდაა დაკავშირებული მასთან მისი ხვედრი, რადგან მსოფლიოს ქალაქ ბაბილონთან მჭილდროდაა დაკავშირებული მსოფლიოს ვაჭრობა. ვაჭრებიც ასევე შორიდან იძახებენ: ვაი, ვაი!"
ბაბილონის ფიზიკური კატასტროფის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებია. ზოგი თვლის ზეციურ ხანძარს, ზოგი მიწისძვრისაგან დასკდებაო ქალაქი: "დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად, და წარმართთა ქალაქები დაეცა და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღმერთის წინაშე, რომ მისცემოდა მისი რისხვის მძვინვარების თასი" (16,19).
მართლმადიდებელნო, ჭეშმარიტნო მორწმუნენო გულით, ვევედროთ ღმერთს ბაბილონის (შესაძლოა ვაშინგტონის) ბავშვების, მოხუცების, ყველა უდანაშაულო ადამიანის გადარჩენისათვის. ღმერთმა ნუ ჰქნას იქ მხოლოდ ერთი ბიბიური ლოტის ოჯახი იყოს უცოდველი.
თანამემამულენო, ერიდეთ შფოთს, ნუ შეასკდებით სატანის მსახურთ. მათი აღსასრულის ჟამი რომ ახლოა, თეოლოგები თეოლოგიურად ცნობენ, გრძნობენ ცხოველნიც კი. ამიტომ გთხოვთ, ნუ იფიქრებთ რევოლუციებზე, გადატრიალ-გადმოტრიალებაზე. საქართველოს ბედი ისტორიულად არასდროს გადაწყვეტილა საქართველოში. იგი წყდებოდა კტესიფონში, ისპაჰანში, თეირანში, კონსტანტინეპოლში, სტამბულში, პეტერბურგში, მოსკოვში და ათი წელიწადია ჩვენი დიდი დედაქალაქია ვაშინგტონი. მაგრამ ეს მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში გაცხადდა ცხადად. ყველა იმპერია მთავრდება. ამ იმპერიის დასასრულიც უკვე გამოჩნდა. ამიტომ მოვითმინოთ და აღსრულდება ნება უფისა. უფლის ნება კი სამართლიანია - ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის ტკბილი. "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების" (რუსთაველი).
ვახტანგ გოგუაძე
გაზეთი "2000", #28,
15 ივნისი 1999 წელი
http://2012y.clan.su/blog/babiloni_tu_vashingt'oni/2009-09-25-6

Комментариев нет:
Отправить комментарий