ღმერთი

ღმერთი

среда, 5 февраля 2014 г.

როგორი ცოდვებითაც უნდა იყო ეშმაკის საცთურებით შეკრული,

არასდროს დაკარგო ღმერთის წყალობის იმედი. შეწყალებისათვის ილოცე მთელი გულით და სასოებით. აკაკუნე ღმერთის მოწყალების კარზე და განგეღება. თავად მე, ცოდვილი მღვდელი ვარ ამის მაგალითი. ეშმაკის მოქმედებით როგორ არ შევცოდავ ხანდახან. მაგალითად, ზოგჯერ მტრულად მოეპყრობი შენს ძმას, თუნდაც მართალი საქმისათვის და მთლიანად მოიშლები. ძმასაც მტრულად განაწყობ და წმიდა საიდუმლოსაც უღირსად აღასრულებ – არა ნებსითი შეურაცხყოფით, არამედ მოუმზადებლობით და ეშმაკის ზემოქმედებით. მაგრამ მონანიების შედეგად ყველაფერს გპატიობს უფალი, განსაკუთრებით წმიდა საიდუმლოს ღირსეულად ზიარების შემთხვევაში. ქრისტეს სისხლით თოვლივით განსპეტაკდები, შენს გულში ზეციური სამყარო დაივანებს და სიმსუბუქეს იგრძნობ მასში, ნეტარი გახდები. დაივიწყებ ყველა წუხილსა და მღელვარებას, ეშმაკის მხრიდან შევიწროვებას და თითქოს მკვდრეთით აღმდგარი სრულიად განახლდები. როგორი ცოდვებიც უნდა გქონდეთ ჩადენილი, იმედს ნუ დაკარგავთ, ძმებო, ოღონდაც შემუსვრილი გულით და დამდაბლებული სულით მოინანიეთ. დიდება შენს მოწყალებას და მოთმინებას, უფალო!




 წმ. იოანე კრონშტადტელი





Комментариев нет:

Отправить комментарий