თამარ აფრიდონიძე
მართლმადიდებლობა და ქართული ეროვნული ცნობიერება
ქართველი ერი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ერია. ქართველების ამ არსს უპირველეს ყოვლისა ცხადყოფს საქართველოს სამოციქულო ეკალესიის ისტორია, რომელიც გახლავთ ამ სარწმუნოების პირდაპირი და უშუალო გამოხატულება. ასევე ნათლად ვლინდება ქართველთა ქრისტიანული არსი წმინდა მამათა და უდიდეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამებში. გიორგი მთაწმინდელი, რომელიც კარგად იცნობდა მსოფლიო ქრისტიანობის ყველა მიმართულებას, ამბობდა, რომ ქართული ეკლესია მრავალ ეკლესიათა შორის არის ყველაზე ჭეშმარიტი მართლმადიდებლური, რომელმაც უბიწოდ და შეუცვლელად დაიცვა მოციქულთა სწავლა. ეკლესიის წმინდა მამები საუკუნეთა მანძილზე ხშირად მიუთითებდნენ იმაზე, რომ ქართული ეკლესია არის დაარსებული მოციქულთა მიერ.
ქართველების ქრისტიანულ არსზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოში უეჭველ ჭეშმარიტებად იყო აღიარებული წმინდა ანდრიას და სხვა მოციქულების ჩვენში მოღვაწეობა და ქადაგება. სწორედ ამაზედ მოწმობს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, ყველაზე ავტორიტეტული კრება ქართული ეკლესიის ისტორიაში. ცნობილი მოღვაწე ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქრისტეს სახარება საქართველოში იქადაგა არა მარტო ანდრიამ, არამედ მოციქულმა ბართლომემაც. ეპიფანე კვიპრელის მიხედვით საქართველოში დაკრძალულია მოციქული მატათეია ან მატათია. მოციქულ პეტრეს კი კაპადოკიაში უმოღვაწია. სწორედ საქართველოში მრავალი მოციქულის ქადაგება და მოღვაწეობა ცხადყოფს იმას, რომ ქართული ეკლესია სწორედ სამოციქულოა ანუ მოციქულთა დაარსებულია.
აქვე გვინდა მოვიყვანოთ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვები მასზედ, რომ არ არის შემხვევითი ის, რომ საქართველოში ორი მოციქული იმყოფებოდა: ანდრია და სვიმონ ქანანელი – პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, ამბობს ბატონი ზვიადი, სვიმონ ქანანელი კი ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს კი არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ანუ ეს იყო დასაწყისი და დასასრული.
ქართველი ერის ქრისტიანულ არსზე დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია ჭავჭავაძე წერს: „ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზე როგორც კლდეზე, დაუდგით ქრისტიანობის საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლშვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვაწარმოეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შემოვინახეთ “… „ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა, რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმული ქრისტესათვის როგორ გადავრჩით…. რამ გვიხსნა? რამ შეგვინახა? ……“ და პასუხობს იგი, რომ ქართველები მართლმადიდებელმა ქრისტიანობამ, სარწმუნოებამ გადაგვარჩინა.
ასევე საინტერესოა დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამი ქართველთა მართლმადიდებლურმა გამოხატვის თავისებურებათა შესახებ. იგი ამბობს, რომ ქართველები ისე ვიდოდა იესოს სისხლიან კვალზე, რომ ამავე დროს დიონისეს ყვავილოვან შუბლს თვალს არ აშორებდნენ. კონსტანტინე გამსახურდიას ეს აზრი ეხმაურება წმინდა მამათა ნააზრევს იმის შესახებ, რომ წარმართობის სიღრმეში გაუცნობიერებელი ქრისტიანობა დევს. ამავე აზრს ავითარებს საქართველოს პრეზიდენტი ზ. გამსახურდია და ამბობს, რომ: „ანტიკურ კულტურას – განსაკუთრებით მწერლობას, ფილოსოფიას და მეცნიერებას არათუ ახშობდა მართლმადიდებლობა, არამედ ქრისტანულად გარდაქმნიდა და ორგანულად ისისხლხორცებდა“. როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლოს სიბრძნესა და ანტიკურ მისტერალურ სიბრძნეს შორის, რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ.
ქართველი ერის ქრისტიანობას ცხადყოფს არა მარტო ქართველ წმინდა მამათა ან ქართველ უდიდეს მოღვაწეთა გამონათქვამები, არამედ თვით ქართველი ერის საერთო ცნობიერებაც, მათი ცხოვრება, ერის სააქაო ისტორია. ამ აზრით ჩვენ ვიტყოდით, რომ ქართველთა ეს ცხოვრება ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ქრისტიანული არსის გახლდათ: ქართველი ერის საფუძველთა საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, რომლის კონკრეტულ შინაარსს ქართველი ერის ისტორია, ტრადიციები და კულტურა შეადგენს. ცხადია, ყველა ერს თავისი ფესვი, საფუძველი გააჩნია და ქართველი ერის ეს საფუძველი მართლმადიდებლური ქრისტიანობა გახლავთ, რომელიც გასისხლხორცებულია ქართველთა ისტორიულ, ტრადიციულ, კულტურულ მოღვაწეობაში. ქართველი ერის მსოფლმხედველობა არის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური, რომლის ცენტრშიც დგას ქრისტე ღმერთი, სამების წევრი, ძე ღმერთი, რომელიც მამამ მოავლინა მიწაზე და უჩვენა კაცობრიობას გზა ჭეშმარიტი სამებისაკენ, უზენაესისაკენ. „ქრისტიანობა არის თავისი არსით სამხედრო ქრისტიანობა, ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთიანი, მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა“; „წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებული“ (ზვიად გამსახურდია).
და მართლაც ქართული კულტურა, ტრადიციები, ჩვენი ერის ისტორია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ამ სარწმუნოების ანარეკლი, რომლის საეკლესიო, ტრადიციულ, კულტურულ გამოხატულებას თავისი ელფერი, საკუთარი ნიშან-თვისებები გააჩნია. ქართველი ერის ეს თავისებურება უპირველეს ყოვლისა არის ქრისტეს უსაზღვრო სიყვარული, მასთან უშუალო კავშირი, მისთვის თავგანწირვა, რომლის გამოსახვის კონკრეტულ სახეებს ჩვენ აღვიქვამთ კულტურის სადა, ლაკონურ, ლამაზ სახეებში. ასეთი სისადავით და ლაკონურობითაა გამორჩეული ქართული ეკლესიის ნაგებობები, ფრესკები, ხატები, მართლმადიდებლური ქრისტიანობიდან ამოზრდილი ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები, პოეზია, მუსიკა. ბატონი ზვიადი თავის გამონათქვამებში ამბობს, რომ ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოება თავისებური ნიშანთვისებისაა: მისი საფუძველი არის ქრისტიანულ ღირებულებათა
პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მიმართულების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქართველ ერს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღითქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ორდენს; და აქვე ბატონი ზვიადი მიუთითებს ქართული კულტურის სულის ამ კონკრეტულ გამოვლინებებზე: „ავთანდილის ანდერძი – ეს უკვდავი ჰიმნი მეგობრობისა აგებულია საღვთო წერილის და ეკლესიის მამების კონცეპციებზე“; „გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს აირეკლება აგრეთვე სამეფო გერბზე“; „დიდი ლიტერატურა ყოველთვის ღმრთის ურთიერთკავშირში იმყოფებოდა თავისი ეპოქის მითოლოგიურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ თუ მხატვრულ აზროვნებასთან და თავად იყო გამომხატველი ყოველივე ამისა“; „მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი. ორივენი მფარველნი არიან ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა. ამ ორი წმინდანის სახელობის ეკლესიები ყველას ჭარბობდნენ საქართველოში. ქართველი რელიგიური ეკლესიის აზრთმპყრობელნი მუდამ მართლმადიდებელი მამები იყვნენ. შემთხვევითი როდია, რომ ორი უდიდესი მათგანი – იოანე ოქროპირი და მაქსიმე აღმსარებელი – საქართველოს მიწაზე არიან დაკრძალული. მართლმადიდებლურ წმინდანდთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში“.
ასევე სწორედ მართლმადიდებლური სულისკვეთებით გაჟღენთილია საქართველოს პოლიტიკური ცნობიერება, რაც კონკრეტულად ქართველ მართლმადიდებლურ სახელმწიფოებრიობის შექმნაში, მისი არსებობის შენარჩუნებისათვის, დრო და დრო დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ურთულეს ბრძოლაში გამოიხატება. აქ ჩვენ ისევ და ისევ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საფუძველზე და მის ზოგად ნიშან-თვისებებზე და ვიტყოდით, რომ არსად მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობა და ეროვნულობა ერთმანეთთან ისე მჭიდრო ურთიერთკავშირში არ იმყოფებოდა, როგორც ქართველის მიერ სამშობლოს სიყვარულში, მის ღვთისა და ერისთვის თავგანწირვის ფენომენში. აქ სამშობლოს სიყვარული ფაქტიურად ღვთისა და ერისათვის თავგანწირვაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ერის უდიდესი შვილები მერაბ კოსტავა და სხვანი, რომ არ არსებობს მართლმადიდებლობა ეროვნული განცდის გარეშე, და ეროვნულობა მართლმადიდებლობის გარეშე. „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, მოწამეობრივი ქრისტესმიერი გზაა სიკეთისა და სიყვარულისა“, – ამბობს ზვიად გამსახურდია. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ცნობიერების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტენდენცია მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ორიენტაციაში გამოიხატება. სწორედ ამას ცხადყოფს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ისტორია ერისა თავისი მტკიცე სახელმწიფოებრიობით, ტრადიციებით, ისტორიით, კულტურით, რომელიც ეფუძნებოდა მართლმადიდებლურ ფესვს. საერთოდ, ქართული პოლიტიკური ცხოვრების იდეალი არის მონარქიული სახელმწიფო, რამეთუ მასში ნათლად გამოხატულია ერის არსი, მისი კონკრეტული გამოვლინებებით – ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, მისი ტოლერანტობით საქართველოში მყოფი ყველა
ერის მიმართ, მსოფლიო სივრცეში არსებული და კეთილგანწყობილი მსოფლიოს ყველა სხვა ერის მიმართ. ეს არის ფარნავაზის, გორგასლის, აღმაშენებლის, თამარის, ილიას, მერაბის, ზვიადის და სხვათა სახელმწიფო – მტკიცე, ურყევი ქრისტიანული პრინციპებით.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მთელი მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე იდგა მისი სარწმუნოებრივი განადგურებისა და სახელმწიფოებრობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. საქართველოს სარწმუნოების, სახელდობრ მისი მართლმადიდებლური ფესვის ამოძირკვის მცდელობის შესახებ საუბრობს ნიკოლოზ დურნოვო თავის სტატიაში „ქართული ეკლესიის ბედი“.
ორიოდე სიტყვით ვიტყვით მისი ვინაობის შესახებ. ის გახლდათ საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიის და კანონმდებლობისა. ამასთანავე, იგი იყო ისეთი რუსი მოღვაწე, რომელიც უკიდურესი შოვინიზმით გამოირჩეოდა და სწორედ ეს არის პარადოქსი, რომ იგი აღიარებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დევნას რუსეთის იმპერიის მხრიდან, საუბრობს, თუ როგორ ცდილობდა გაენადგურებინა ქართული ეკლესია რუსეთსა და სხვა იმპერიებს. მოვიყვანთ ნაწყვეტებს დურნოვოს სტატიიდან: „ქართულ ეკლესიას ბევრი რამ აქვს სადიდებელი და საქებარი. რით უნდა იამაყოს ჩვენში რუსეთის ეკლესიამ? სტაროობრიადული და მისგან გამომდინარე სასტიკი გათიშვით? იმით ხომ არა, რომ მწყემსთავრების უთაურობით მთელი რუსეთი მოფენილია სხვა და სხვა სექტებით“; „ამჟამად, როგორც არ უნდა ითვლებოდეს ჭეშმარიტება, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი სიცრუითა და უსამართლობით, ბოლოს და ბოლოს იგი გაიმარჯვებს მაცხოვრის ხატის მიხედვით. ბოროტმა და უპატიოსნო ადამიანებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მაგრამ იგი აღსდგა და მისი დიდება მთელ მსოფლიოში გაბრწყინდა. ასევე უნდა ვიმედოვნოთ, რომ სიმართლე გამობრწყინდება დედამიწაზე ჯვარმოსილ ქრისტიანულ ეკლესიაშიც“. „1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული სასულიერო საბიუროკრატო თვითნებობისა და მართვის ნაყოფი“; „1834 წ. ქართველების მიერ სინოდში წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ „რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო უწყების ჩინოვნიკებმა ქართული ეკლესია და მისი საეკლესიო განძეულობა გადააქციეს შემოსავლის წყაროდ“. „საქართველოში გამწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უცქერდნენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვ მხარეს“; „საინტერესოა ცნობები იმერეთში მხეცის მსგავსი რუსი ეგზარქოსის ფეოფილაქტეს მოქმედების შესახებ, რომელიც 1820 წელს ჩავიდა ქუთაისში და ასობით ეკლესია დახურა, რითაც ხალხის მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია“; „რუსი ეგზარქოსის ევსევის წყალობით საქართველოს ექვსი სასწავლებლის ზედამხედველობა შეიცვალა რუსებით. შეცვლა გრძელდება, ზედამხედველებად ინიშნებიან უფერული, უმეტესად ჭლექიანი რუსები, რომლებმაც მოსწავლეთა ენა არ იციან“.
ერთი სიტყვით, დურნოვო თავის სტატიაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რუსეთის (და სხვათა) იმპერია და მისი სასულიერო სფერო როგორ ცდილობდა გაენადგურებინა საქართველოს ავტოკეფალია, რაც ნამდვილად ვერ შეძლეს და სწორედ თვით დურნოვოს ერთ-ერთი გამონათქვამია იმის შესახებ, რომ საქართველო გაბრწყინდება სწორედ იმიტომ, რომ დევნილი და ქრისტესათვის ტანჯულია.
აქვე ამის თაობაზე გვინდა მოვიშველიოთ ზ. გამსახურდიას გამონათქვამიც, სადაც იგი წერს, რომ „ღვთისმშობლის წილხვდომილმა საქართველომ უნდა აღასრულოს სულიწმინდის მისსია. სახარების მიხედვით სულიწმინდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მომავალში. იოანე ზოსიმეს თვალსაზრისით ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმინდის მიერ კაცობრიობას მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმინდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას“!
VIII საუკუნის რუსი წმინდანის სერაფიმე სარაველის თქმით, მრავალი ერი აღირიცხება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.
ცხადზე ცხადია, რომ საქართველო არამცთუ კარგავდა თავის ეროვნულ მართლმადიდებლურ არსს მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობისას, არამედ ყველა კრიტიკულ მომენტში, თავის ბრძოლაში ამარცხებდა მტერს, ამტკიცებდა მის სარწმუნოებას, ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. ხდებოდა ისეც, რომ თავისი დიდი რწმენით საქართველო მოაქცევდა ხოლმე სხვა ერის წარმომადგენლებს, რომლის უამრავი მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოს ისტორიის მთელ მანძილზე (მაგალითალ, წმინდა რუსუდანი და სხვ.).
დღეს ჩვენ განვიცდით ურთულეს პერიოდს, პერიოდს, როდესაც საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა თავისი სახელმწიფოებრიობა, სარწმუნოება. ამიტომაც ყველა ჩვენთაგანის ვალია ვიზრუნოთ ჭეშმარიტი ქართული სახელმწიფოს, სარწმუნოების აღსადგენად. აი, რას წერს ამაზე ბატონი ზვიადი: „ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს, ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა“ .
http://iberiana.wordpress.com/iberiana/apridonidze/

Комментариев нет:
Отправить комментарий