ღმერთი

ღმერთი

вторник, 17 июня 2014 г.

ჰომოსექსუალიზმი, როგორც ხელისუფლების განმტკიცების საშუალება?!

დიდი ხმაურის, ურთიერთბრალდებებისა და საომარი შეძახილების შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". მან (პარლამენტმა) თავი გადადო, არად ჩააგდო თვით კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა, შეეჩერებინათ ამ საეჭვო ღირსების კანონპროექტის მიღება და ერთხმად მიანიჭა სიცოცხლის უფლება. არადა, მან ხალხში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანით.

ვთქვით პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად: საზოგადოების დიდი უმეტესობა არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო ახალ კანონს - ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად.
გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში (ის კი არა, რაღაც ცდები ცხოველებშიც კი შეიმჩნევა).

მოციქული პავლე ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. თავს ნუ მოიტყუებთ: ვერცა მეძავნი, ვერცა კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი" (პირველი კორინთ. 6, 9).

დიდი განმანათლებელი და "მოციქულთა თავი" მამათმავლობას ისეთ მიუტევებელ ცოდვასთან აიგივებს, როგორებც არის კერპთთაყვანისმცემლობა, მეძავობა და მრუშობა.
მთელი ეს ლგბტ: ლესბოსელები, გეები, ბიტრანსსექსუალები, ჰომოფობიას - ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს იწვევენ ხალხში.

მამათმავლობა სოდომისა და გომორის ცოდვასთან არის დაკავშირებული. ძველ ქართულ მწერლობაში, ასევე თანამედროვე მეტყველებაში "სოდომი" და "გომორი" დამკვიდრებულია უწესო ქცევის, გარყვნილების, ანარქიულობის და სხვათა სიმბოლურად გამოსახატავად.

სოდომი ბიბლიური გადმოცემით (დაბადება 19, 1-29) ქალაქი იყო ძველ პალესტინაში, მდინარე იორდანეს შესართავთან, ანუ მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან, რომლის მოსახლეობაც მეზობელ ქალაქ გომორის მკვიდრებთან ერთად ცნობილი იყო გარყვნილებითა და ზნედაცემულობით, რისთვისაც ღმერთმა ამ ქალაქების განადგურება გადაწყვიტა. უნდა გადარჩენილიყო მხოლოდ ღვთისმოსავი და პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ასეთი მხოლოდ აბრაამის ძმისწულის ლოთის ოჯახი აღმოჩნდა.

ორი ანგელოზი ესტუმრა ლოთს. მასპინძელმა ავახშმა სტუმრები, მაგრამ სანამ დასაძინებლად დაწვებოდნენ, სახლს გარს შემოერტყნენ ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკნი თუ მოხუცნი.

დაუძახეს ლოთს და უთხრეს, სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ. გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.

გამოვიდა მათთან ლოთი კარის ზღურბლზე და უთხრა მათ: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმანო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არა იციან, მათ გამოგიყვანთ და უყავით რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!

უთხრეს: მოშორდი აქედან, თორემ მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.
არ მოეშვნენ ლოთს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.

...და აწვიმა უფალმა ციდან სოდომსა და გომორს გოგირდი და ცეცხლი. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. და აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბუღი.
(ცნობისმოყვარეთათვის: სტრაბონს ჩაწერილი აქვს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც მკვდარი ზღვა გაჩენილა რაღაც უჩვეულოდ დიდი კატასტროფის შედეგად, რომელსაც დაუნგრევია იქ მდებარე ქალაქები. ბოლო გამოკვლევებით კატასტროფა უნდა მომხდარიყო საწვავ ნივთიერებათა აფეთქებით, რის მიზეზიც შეიძლება ელვა ყოფილიყო).

ამრიგად უფალმა სოდომელებსა და გომორელებს არ აპატია მამათმავლური ცოდვა სხვათა შორის, სამაგიეროდ მოგვიანებით ლოთის ქალიშვილებს შეუნდო საშინელი ზნეობრივი დანაშაული, როცა მამა დაათვრეს, დაწვნენ მასთან და მუცლად იღეს, ის კი არა, მათი გაჩენილი ცოდვის შვილები ხალხების - მოაბელთა და ყამონიანთა მამამთავრებიც კი გახდნენ.

ქართველების უმრავლესობა თვლის, რომ ჰომოსექსუალიზმი შემოსულია უცხო ქვეყნებიდან. X-X| საუკუნეებში ეს თემა უვე აქტუალური იყო. ამ დროს ეკლესია მოითხოვდა, რომ მამათმავლობაში შემჩნეულ პირებს რამდენიმე წლით შეწყდომოდათ ზიარების მიღების უფლება (სანამ ცოდვას არ მოინანიებდნენ). 1103 წელს დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულ რუის-ურბნისის კრებაზე შემოიღეს მე-18 მუხლი, რაც გულისხმობდა, რეპრესიების გატარებას ჰომოსექსუალების მიმართ. ითქვა: "ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელი რისხვა" ემუქრებათო.

ითვლებოდა, რომ მამათმავლობა "შემოგდებული" იყო გარეშე მტრების (არაბები, მონღოლები, ბიზანტიელები) მიერ, რის შემდეგაც ის გავრცელდა არა მარტო რიგით მოსახლეობაში, არამედ სასულიერო პირებშიც კი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა სარწმუნოებას და სახელმწიფოებრიობას. აქედან ჩაისახა პირველი ქართული ჰომოფობია, რაც მაშინ პირდაპირ კავშირში იყო "მტერთან და არაკეთილმოსურნეობასთან", - წერს ივანე ჯავახიშვილი.

თამარის დროს, ქვეყანა მშვიდობასა და გამარჯვებაში რომ იყო, მოულოდნელად ისეთი რამ გამოაშკარავდა, ყველა აღაშფოთა. ივანე ჯავახიშვილი გვიამბობს: მზე-მეფის თამარის სულ რაღაც ორი წლის ჯვარდაწერილ ქმარს გიორგის (იურის) - "უბედურ რუსს, სოდომური ცოდვა და ქცევა აღმოაჩნდა. თამარს იმთავითვე შეუტყვია ეს უკეთურობა და ორ წლამდე განა უმეტეს იყო განსაცდელსა უცხოსა, სანამ დაფარული ჭირი გამომჟღავნდებოდა და "უგრძნეს ვაზირთა და დიდებულთა". რაკი ეს სააუგო ამბავი გამოაშკარავდა, გიორგი რუსის ბედიც გადაწყდა: იგი საქართველოდან გააძევეს. ცოლყოფილმა უღირსი ქმარი მაინც "აუარებელი ლარით, სიმდიდრითა და საჭურჭლითა დატვირთული გაისტუმრა (ამ შემთხვევაში იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ თავლაფდასხმული ქმარყოფილი ორგზის შეეცადა საქართველოში დაბრუნებას და "თავის უფლებებში" აღდგენას).

რევოლუციამდელ რუსეთში ჰომოსექსუალიზმი არ იდევნებოდა. მხოლოდ მოძალადე პედერასტებს გზავნიდნენ ციმბირში. გადმოცემით, საქართველოშიც იყო ადგილები - ორთაჭალის ბაღებში, გოგირდის აბანოებში (ცნობილი "სედმოი პერვი"), სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ეპოვა სექსუალური პარტნიორი.

ბოლშევიკები ჰომოსექსუალიზმს "ბურჟუაზიულ გახრწნილებად" თვლიდნენ, თვით ჰომოსექსუალებს კი - სულიერ ავადმყოფებად.

1934 წელს კი სტალინმა ჰომოსექსუალიზმის ამკრძალავი კანონი მიიღო. ჰომოსექსუალი მტრად აღიქმებოდა, მიიჩნევდნენ, რომ ისინი აპირებდნენ შეთქმულების მოწყობას და სახელმწიფო გადატრიალებას. ჰომოსექსუალიზმი და შპიონაჟი თითქმის იგივდებოდა. ამ მუხლით 60 ათასი (სავარაუდოდ ბევრად მეტი) კაცი გაასამართლეს.

როგორც ვთქვით, ანტიგეიური მუხლი - 154-ა სსრ კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში 1934 წელს გაჩნდა, ბრალდებულს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ესჯებოდა.

ეს მუხლი შემთხვევით არ შემოუტანიათ, თანაც იგი ფაქტობრივად ჯერ კიდევ 1933 წლის ბოლოს იშვა. სკპ (ბ) ცკ-ის პლენუმმა 1933 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება პარტიული წმენდის ჩატარების შესახებ, რის შედეგადაც პარტიიდან გარიცხეს რამდენიმე ასეული ათასი კომუნისტი. სწორედ ისინი, ვინც 1933 წელს გარიცხეს პარტიიდან, გახდნენ შემდგომში დიდი ტერორის პირველი მსხვერპლნი. მათთვის საჭირო გახდა ისეთი ბრალდება, რაც დაპატიმრებული "ხალხის მტრების" დისკრედიტაციას მოახდენდა საზოგადოების თვალში. ეს ნეგატიური შთაბეჭდილება ჰომოსექსუალიზმში ბრალდებას უნდა მოეხდინა.

ამრიგად, 1933 წლამდე ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლებრივ დანაშაულად არ ითვლებოდა და საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო, განსაკუთრებით შემოქმედებით ინტელიგენციაში, აგრეთვე ზოგიერთ სახალხო კომისარიატში (მაგ. საგარეო საქმეთა სახკომში). მაგრამ 1933 წლის შემოდგომაზე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ოგპუ) თავმჯდომარის გენრიხ იაგოდასა და მისი პირველი მოადგილის ვიაჩესლავ მენჟინსკის ინიციატივით მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარდა სპეცოპერაცია იმ პირთა გამოსავლენად, რომლებზეც ჰომოსექსუალობის ეჭვი ჰქონდათ. იაგოდამ იმავე წლის ნოემბერში მოახსენა სტალინს, პედერასტთა აქტივიდან 130 კაცის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ "პედერასტთა სალონების, კერების, პრიტონების, ჯგუფების და სხვა ორგანიზებული ფორმირებების შექმნას, ამ გაერთიანებების პირდაპირ ჯაშუშურ უჯრედებად გადასაქცევად". ბელადმა დავალება მისცა "სამაგალითოდ დაესაჯათ ნაძირლები", და 1933 წლის 3 დეკემბერს იაგოდამ ხელისუფლებას შესთავაზა "გამოეცათ შესაბამისი კანონი პედერასტების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის".

მაშინ ასეთი საკითხები ელვის სისწრაფით წყდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტბიურომ მოიწონა "კონსტრუქციული წინადადება" და 17 დეკემბერს გამოქვეყნდა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) დადგენილება, რომელზე დაყრდნობითაც გაერთიანებულმა სახელმწიფო პოლიტსამმართველომ ჰომოსექსუალისტთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება მიიღო ჯერ კიდევ კოდექსში ამ მუხლის შემოღებამდე (შემოიღეს 1934 წლის 7 მარტს, ხოლო კოდექსში შეიტანეს იმავე წლის 1 აპრილს. იგი მხოლოდ 1993 წელს გააუქმეს).

ჰომოსექსუალისტთა მასობრივი რეპრესიები არ ხდებოდა, მაგრამ ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში პარტიულ-სახელმწიფო ნომენკლატურის განაჩენებში 154-ა მუხლსაც ჩაურთავდნენ ხოლმე. ერთსქესიანი სიყვარულისადმი ლტოლვაში დაადანაშაულეს შინაგან საქმეთა ყოფილი სახკომი ნიკოლაი ეჟოვი, საგარეო საქმეთა სახკომის საოქმო ნაწილის უფროსი ფლორინსკი და ზოგი ძველი ბოლშევიკი. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც ამ მუხლს უმატებდნენ ძირითადზე.

თუ სტალინის ეპოქაში 154-ე მუხლი, როგორც წესი, თავისებური "დავესკა" იყო, უკვე 50-იანი წლების ბოლოს ჰომოსექსუალიზმის გავრცელების ბრალდება ხშირად იქცეოდა ამძრავ ღვედად სხვადასხვა დაწესებულების და ორგანიზაციის "გასაჯანსაღებელი" ღონისძიებების დასაწყებად. იმ დროიდან ჰომოსექსუალიზმი იქცა ხელსაყრელ საშუალებად, რომელიც მთლიანად ამართლებდა ხელისუფლების ჩარევას კულტურის დაწესებულებათა საქმიანობაში, თუმცა, ჭეშმარიტი მიზანი, რა თქმა უნდა, "მორალური იერსახის" განმტკიცება კი არა, სტუდენტთა და პედაგოგთა პოლიტიკური ლოიალობის მიღწევა იყო.

40-იან წლებსა და 50-იანი წლების შუახანებში ცკ-ს უხდებოდა მიეღო სხვადასხვა ზომა და გამოეცა შესაბამისი დადგენილებები. 1955 წლის 8 მარტს სკკპ ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგემ რუმიანცევმა, განყოფილების გამგის მოადგილე ტარასოვსა და განყოფილების სექტორის გამგე ლებედევთან ერთად პარტიის ხელმძღვანელობას გაუგზავნა ვრცელი წერილი "მოსკოვის სამხატვრო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში იდეურად უცხო გავლენის შეღწევის ფაქტების შესახებ".
ლაპარაკი იყო გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, შჩუკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში, გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტში, მოსკოვის კონსერვატორიაში და სურიკოვის სახელობის ინსტიტუტში გამეფებულ ატმოსფეროზე: ლოთობაზე, გარყვნილებასა და ამორალურ ქცევებზე, მათ შორის მამათმავლობაზე, პორნოგრაფიის გავრცელებაზე.

1959 წელს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სპეცოპერაცია მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის კოლექტივში არატრადიციული ორიენტაციის და პედოფილი მოქალაქეების გამოვლენის მიზნით. კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის "მორალური გახრწნის" შესახებ სიგნალები 1959 წლის გაზაფხულიდან შედიოდა, მაგრამ პრაქტიკული მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის დირექტორმა სვეშნიკოვმა და პარტორგანიზაციის მდივანმა ფედოროვცევმა სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრს ნიკოლო დუდოროვს 1958 წ. ივნისში წერილი გაუგზავნეს, რითაც აცნობებდნენ, რომ "კონსერვატორიაში არიან პედაგოგები (მათ შორის ერთი პროფესორიც კი), რომლებიც მამათმავლობაში არიან ეჭვიტანილნი". დირექტორი და პარტორგი დახმარებას ითხოვდნენ.

გამოძიება თითქმის რვა თვე გრძელდებოდა, მისი აქტიური ფაზა (აგენტურის ჩანერგვა, გარეგანი თვალთვალის ორგანიზება, მოწმეთა გამოკითხვა) 1959 წლის ზამთარში დაიწყო.

ნ. დუდოროვმა სკკპ ცკ-ში 1959 წლის 31 მარტს "სრულიად საიდუმლო" წერილი გაგზავნა, რომელშიც კერძოდ ნათქვამი იყო, რომ პედაგოგი ესა და ეს დიდი ხანია ეწევა მამათმავლობას და არასრულწლოვან მოსწავლეთა (ბიჭების) გახრწნას.

გამომჟღვნებულ გეი-პროფესორს 154-ა მუხლის მეორე ნაწილი ემუქრებოდა, რომელიც "სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისთვის" 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. პედაგოგი იმხილებოდა მრავალრიცხოვანი მოწმეების ჩვენებით, მათ შორის იმათი, ვინც მან არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა გაერთიანებაში ჩააბა".

პედაგოგის გადახრების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ დიდხანს იდო უმოძრაოდ, რადგან მილიციონერებს უნდოდათ გამოემჟღავნებინათ "დოცენტებიც", რომლებიც დირექტორისა და პარტორგის წერილში იყვნენ ნახსენები. მაგრამ მათ ავი იგუმანეს და ერთმა (საკმაოდ ცნობილმა პიანისტმა და პედაგოგმა) სასწრაფოდ ცოლი მოიყვანა, მეორე კი საერთოდ წავიდა კონსერვატორიიდან. მაგრამ 1959 წლის მარტში მილიციონერებმა შეძლეს ერთი კურსდამთავრებულის, რომელიც უკვე დამოუკიდებლად შრომობდა, "ფაქტზე" ჩაავლეს ერთ-ერთ არტისტთან სქესობრივი ურთიერთობისას.

პედაგოგი, კურსდამთავრებული და არტისტი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, წერილში მოხსენიებული სხვა მოქალაქეების მიმართ კი უკვე ღია საგამოძიებო ქმედებები დაიწყეს.

1 აპრილს შს მინისტრის გზავნილს გაეცნო სკკპ ცკ-ის კულტურის განყოფილების გამგე პოლიკარპოვი, ხოლო სამი დღის შემდეგ ქაღალდი სკკპ ცკ-ის მდივნისა და პრეზიდიუმის წევრის ეკატერინა ფურცევას მაგიდაზე დაიდო. თანამედროვეთა მოგონებებით, ქალბატონი ფურცევა უსაზღვროდ გააფთრდა, მან კონსერვატორიის საქმის გახილვა სსრკ-ის კულტურის მინისტრს მიხაილოვს დაავალა. იმანაც, გასაგებია, ცდა არ დააკლო.

მოსკოვის კონსერვატორიაში მიკვლეული და მარტში დაწყებული ჰომოსექსუალისტებისა და პედოფილების დაპატიმრება 1959 წლის აპრილშიც გაგრძელდა. მიხაილოვი ჩამოთვლიდა მათ გვარებს და აღნიშნავდა, რომ "ეს და სხვა პედაგოგები მრავალი წლის მანძილზე ხრწნიდნენ ბიჭებს - ცენტრალური მუსიკალური სკოლის მოსწავლეებს და ჭაბუკებს - კონსერვატორიის სტუდენტებს". შსს-ს მონაცემებით 1948-1959 წლებში გახრწნეს ასამდე ბავშვი და ახალგაზრდა.

საბოლოოდ, სხვადასხვა მონაცემებით, კონსერვატორიის 4-დან 6 პროფესორს, პედაგოგსა და კურსდამთავრებულს 154-ა მუხლით 2-დან 6 წელი მიესაჯა, 6 კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სტუდენტებზე განხორციელდა "მკაცრი პარტიული და კომკავშირული კონტროლი".

შერისხულთა შორის აღმოჩნდა გამოჩენილი პიანისტი და პედაგოგი ნაუმ შტარკმანი, რომელიც 1958 წელს პ. ჩაიკოვსკის პირველი საერთაშორისო კონკურსის ლაურეტი გახდა. უკვე 1959 წელს იგი მამათმავლობის ბრალდებით დააპატიმრეს და მართალია მხოლოდ ერთი წელი იჯდა, მაგრამ შემდეგ ფაქტობრივად "პროფესიაზე აკრძალვა" მიიღო. ღია კონცერტებით გამოსვლის და პედაგოგობის უფლებას არ აძლევდნენ. ასე გრძელდებოდა... 1987 წლამდე...

სხვათა შორის, პედერასტობისათვის რამდენიმე წლით ვირის აბანო ახეხინეს ცნობილ კინორეჟისორს, სერგო ფარაჯანოვს.

1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოიღო. 1990 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცვლილება შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (მე-10 შესწორება) და ჰომოსექსუალიზმი ამოშალა დაავადებათა სიიდან, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს სექსუალური გამოხატვის მისაღები ფორმაა!

ისე, როგორც ერთ დროს კომუნიზმის აჩრდილი დადიოდა ევროპაში, დღეს ლგბტ აჩრდილი დააბიჯებს მსოფლიოში. მძლავრად, ძლევამოსილად. ერთსქესიანთა ქორწინება უკვე მრავალ ქვეყანაში დაკანონდა, ბოლოს - საფრანგეთში (ჯერჯერობით რუსეთს ვერ შეაბეს ეჟვანი) თავისი პედერასტობას არ მალავენ ევროპელი მინისტრები, ბურგომისტრები. ორი კაცის გაუპატირების ბრალდებით დააკავეს ინგლისის ვიცე-სპიკერი ნაიჯელ ევანსი...

ასაკოვან თბილისელებს გვახსოვს, დედაქალაქში ფეხაკრებით, მორიდებით მავალი პედერასტები ტუზიკა, ქიშო და სხვები., ამ სხვებში იყვნენ გამოჩენილი ხელოვანი, დიდი ბალეტმაისტერი თუ ცნობილი არქიტექტორი... დღეს კი მესაჯდომეებმა ამაყად წამოყვეს თავი: აღლუმების გამართვას ცდილობენ, საკუთარი სიბილწის საქვეყნოდ გამოფენას ეშურებიან. იმ დღეს ტელევიზიით ჭაბუკი ვინმე პედერასტი მოგვევლინა: დიახაც ჰომოსექსუალი ვარ და ამით ვამაყობო(.!), დიაღაც გავთხოვდებიო.

ძნელია ამის მშობლიურ ენაზე მოსმენა. ძნელია იმის აღიარება, რომ საქართველოში არატრადიციული ორიენტაციის ხალხი მომრავლდა. ისიც სათქმელია, რომ ზოგი მათგანი მოდას ("დასავლური ცხოვრების ხიბლს") აჰყვა, ზოგს მხოლოდ ინტერესი აქვს, ზოგიც ვნებას და ცხოველურ ინსტიქტს იკმაყოფილებს.

 ყოველთვის მიკვირდა: რატომ არის აუცილებელი საკუთარი სამარცხვინო ორიენტაციის სახალხოდ გამოჭენება, რა აუცილებელია მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რომ ცისფერი ან ვარდისფერი ხარ და ამით ამაყობ (რა გაქვს საამაყო, ********, შე პედ*****!).

არადა ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ჰომოფობია იმდენად მაღალია, რომ კაცისთვის ცისფრობის დაბრალებაც კი მომაკვდინებელია. გვახსოვს: სხვაფრივ რომ ვერ მოერივნენ, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, უშიშროების საბჭოს მდივანი იმით წააქციეს, რომ ჰომოსექსუალობა დასწამეს (ამაში განსაკუთრებით საქართველოს დიდმა დამაქცევარმა, "გვარდიის სარდალმა" თენგიზ კიტოვანმა გამოიდო თავი) და შუბლში ტყვია დაახლევინეს.

ზურაბ ჟვანია მოკლეს, მაგრამ ეს არ აკმარეს და ჰომოსექსუალობის ინსცენირებით გასვრილი გაისტუმრეს იმქვეყნად.
ჰომოფობია საქართველოში მაღალია.
საქართველო მზად არის, აღიაროს ლგბტ პირების "უფლებები".
სწორედ ამ "უფლებების აღიარებად" და დაკანონებად ჩათვალა ხალხმა კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რასაც ამდენი ხმაური მოჰყვა.
დაბოლოს: ჰომოსექსუალს, თუ იგი სადღაც ჩუმად, თვალსმიფარებულად იკმაყოფილებს ბილწ ვნებას, თუნდაც სარი უკრავს თავის გაოხრებულ უკანალში, მაგრამ მამათმავლობა უნდა დაისაჯოს, თუკი იგი საზოგადოების მიზნებს საჯაროდ ლახავს. ასეა ეს!


ავტორი:ალეკო ასლანიშვილი.

საქართველოს რესპუბლიკა, 08-05-2014

www.isari.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий