ღმერთი

ღმერთი

среда, 25 июня 2014 г.

ვინ გასცა პატრიარქის საიდუმლო მის მემკვიდრეზე.

"ალიას" ესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი მკალავიშვილი:


- როგორც ამბობენ, პატრიარქს ახალი ანდერძით სხვა მემკვიდრე დაუსახელებია და მისი ფარული მოწინააღმდეგენი დაშოშმინებულან, აღარ აქტიურობენ მის წინააღმდეგ. რა იცით პატრიარქის ამ ანდერძისა და მემკვიდრის შესახებ?


- ყველასთვის ცნობილია, რომ ამას წინათ სანამ სინოდის სხდომა გაიმართებოდა, გამოქვეყნდა პატრიარქის განცხადება, რომ ავადმყოფობის გამო აპირებდა გადადგომას. აღვნიშნავ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სინოდის სხდომაზე ყველაფერი შეიცვალა, რადგან თითქმის 4 ჯგუფს ჰყავს თავიანთი კანდიდატურები, ღვთის ნებას არას დაგიდევენ, ყველა პირველობისკენ ილტვის. მოგახსენებთ, რომ პატრიარქი თვით წერს ანდერძს. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ ავადმყოფობდეს, მაგრამ სხვა მიზეზებით გარდაიცვალოს, ამ შემთხვევისთვის მას უწერია, ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ეს გასაიდუმლოებული რამ არის. მხოლოდ მან იცის, სხვამ არავინ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ გაიგეს, ვინ ეწერა ანდერძში პატრიარქს ან მერე შეცვალა ანდერძიო. ეს მხოლოდ თვით პატრიარქმა იცის, ანდერძი სეიფში დევს და გასაღებიც მას აქვს, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში იხსნება სეიფი და ხდება საჯარო. აი, ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ განუკითხაობა სუფევს. იცით, რას გეტყვით? როცა საპატრიარქოში ათი-თორმეტი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, უფრო მეტი წესრიგი სუფევდა და არა ისე, როგორც დღეს, 50-მდე ეპისკოპოსია. მათ სიმრავლეს არანაირი ფასი არ აქვს.


- მამაო, ეკლესიის საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე არჩევნებზე მინდა გკითხოთ, ხალხმა "ოცნებასა" და "ნაციონალებს" უარი უთხრა, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციაც მოძულებული ჰყოლია. თითქმის 70% არ მივიდა არჩევნებზე. როგორ გგონიათ, რატომ მოიქცა ასე ამომრჩეველი?


- მართლაც "ოცნებისა" და "ნაციონალების" არჩევნები იყო, სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, თორემ, ფაქტობრივად, ხალხისადმი ზრუნვითა და დამოკიდებულებით იდენტურები არიან. 70 წელს ვარ მიტანებული, ამ ხნის მანძილზე რა არ გამოვცადე, ცხოვრების რთულ გზაზე, რა არ გადავიტანე, ხალხიც მინახავს - უიმედონი, გულგატეხილი, მაგრამ როგორც დღეს არიან ნამდვილად არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილმა, რომ შეიგნოს შინაგანად, უაღრესად შეჭირვებულმა, 9-წლიან რეჟიმსგამოტარებულმა ხალხმა, მას როგორი ნდობა გამოუცხადა, როგორი იმედით შეჰყურებდა... ეს შეიძლება შევადაროთ მომაკვდავს, რომელსაც ერთი ჭიქა წყალი შველის, ის არ მიაწოდეს და დაიღუპა. აი, ეს იმედი გაუცრუვდათ მათ. ივანიშვილს სიცოცხლის ფასად რომ დასჯდომოდა საზოგადოება ამ შეჭირვებაში არ უნდა მიეტოვებინა, მათ ყოველი იმედი ამოეწურათ. ჩვენი საქმე მაშინ წავიდა ცუდად, როცა ბიძინა ივანიშვილმა გვერდით მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები - "რესპუბლიკელები" დაიყენა. განსაკუთრებით მთავრობისგან ღალატი მაშინ გამოიკვეთა, როცა სისხლისმსმელ "ნაციონალებს" გაურიგდა, მათთან კოჰაბიტაციურ მოღვაწეობას შეუდგნენ, მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს და ბოლოს კი დააგვირგვინეს იმით, რომ ერთობლივად ეკლესიის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. პრინციპში, არაფერი შეცვლილა, ხალხი ისევ გაღატაკებულია, უმუშევარნი, ორი ფენაა ისევ საზოგადოების: უკიდურესად მდიდარნი და უკიდურესად შეჭირვებულნი. 150 ლარი პენსია გადმოგვიგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ ეს უნდა ვიმყოფინოთ, მათ კი სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატისთვის 50 000 და 90 000-იანი პრემიები მიიღონ. აი, ბედის ირონია... მე მიკვირს ის 27%-იც როგორ მივიდა არჩევნებზე. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს უკვე ბოლო საფეხურია აღვირახსნილობისა.


- რას გულისხმობთ, მამაო, ანტიდისკრიმინაციულ კანონს?


- დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის. 2013 წლის 17 მაისს, როცა თითქმის მთელი თბილისი რუსთაველის პროსპექტზე გავიდა და გაილაშქრა ვიღაც 50-მდე ზნედაცემული, გარყვნილი, გათახსირებული მამათმავლებისა და მათი დამცველი ქვასროლია ბოკერიას წინააღმდეგ, ეს დღე იყო დასტური იმისა, რომ ქართველი ერი ისევ ქართველობს, თავისი კულტურით, ადათ-წესებით, ზნეობით, ტრადიციებით, ჭეშმარიტი რწმენით. ყოველივე ამის შემდეგ, როგორ გაბედეს სამარცხვინო კანონის მიღება, მისი ამოქმედება, ეს ხომ ერის დეგრადაციაა.

აი, ეს გაგვიკეთა ახალმა მთავრობამ. ქართველი ერი ისეთია, ყველანაირ გასაჭირს აიტანს: შიმშილს, წყურვილს, მატერიალურ შეჭირვებას, მაგრამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას სიცოცხლის ფასად დაიცავს, ვერანაირი ფუფუნება, მატერიალური სიმდიდრე ვერ გადაწონის ჩვენს რწმენას. შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, ამდენი შინაური გრანტიჭამია მზაკვარი მტრების შემოსევაა, აი, ამიტომ არის ხალხი იმედგაცრუებული.


- მართლმადიდებლობას ხომ არ ეხებიან? ისინი ხომ ყველას უფლებებს იცავენ?


- გეთანხმებით, ნამდვილად იცავენ ყველა კონფესიისა და ქართველთმოძულე სექტების უფლებებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა ბრძოლა მიმდინარეობს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ იეღოველთა სექტა შემოგზავნილი იქნა აგენტურული საქმიანობისთვის, რათა გზა განემზადებინა შემდეგი მტრებისთვის. სწორედ სოროსისა და ბჟეზინსკის დაფინანსებით იქნა შემოგზავნილი 50-იანელები, ევანგელისტები, ხსნის არმიისა და სხვა ათასი რჯულის დაჯგუფებები, ბოლოს კი მოაყოლეს, მამათმავლები და ლესბოსელები, ისე გათამამდნენ, ქალაქის ცენტრში მოგვინდომეს გარყვნილების, სიბილწის ჩვენება, ჩვენ კი უნდა დავმდგარიყავით და გვეცქირა, როგორ წაბილწავდნენ იმ წმიდა ადგილს, სადაც 9 აპრილს უმანკოთა სისხლი დაიღვარა. შემოგზავნილი არიან, წარხოცონ ყოველივე ქართული, რადგან საქართველო რუკაზე აღარ იყოს, ის, რაც გაუკეთეს იუგოსლავიას, მოხდეს ჩვენი ასიმილაცია.

როგორ გაგვიბედეს 17 მაისის (მათი საერთაშორისო დღის) დაკანონება საქართველოში? ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ისღა დაგვრჩენია ვევედროთ უფალს, შეისმინოს ჩვენი ლოცვა, რამეთუ, თქვენც იცით, რა ნიშანი მოგვცა ამა წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში და სხვა არაბუნებრივი კატაკლიზმებით... მერწმუნეთ, თუ გონს არ მოვეგებით, ღმერთი ისეთ დღეში ჩაგვყრის, სიკვდილი სანატრელი გაგვიხდება.


- გაქვთ შეხვედრები საპატრიარქოს სასულიერო პირებთან? რა განწყობაა მათში?


- საქართველოს ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ბევრი მოდიან ჩემთან, განსაკუთრებით კი მაღალი იერარქიების წარმომადგენლები, ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, საპატრიარქოში არსებული სიტუაციის გამო, აცხადებენ, თავს ზემოთ ძალა არ გვაქვსო, პატრიარქის ნებართვის გარეშე, ინტერვიუებსაც კი ვერ ვაძლევთო. ყველა თევდორე მღვდელი ვერ ვიქნებით, აქეთ მამხნევებენ, ისევ შენს თავზე უნდა გადავიდეს ყოველივე, შენ მაინც თქვი სიმართლე, რა განუკითხაობაა საპატრიარქოში თუ მთავრობაშიო. მე ისედაც ვამბობდი სიმართლეს და ვიტყვი ყოველთვის, სანამ პირში სული მიდგას.


- მამაო, ზოგიერთო სასულიერო პირი თვლის და ქადაგებს კიდეც, ეკლესია სახელმწიფო საქმეებში არ უნდა ერეოდესო...


- მესმის, უშუალოდ რაიმე საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ შე კაი დედმამიშვილო, თუ ხელისუფლება ბოროტად ერევი ეკლესიის საქმეებში, მე ღვთის მსახურს, როცა ვხედავ, რომ უნიათო ხელისუფალი, უფსკრულისკენ მიაქანებს, ქვეყანას, სოდომ-გომორისთვის ამზადებს, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, გრანტებზე ყიდის წინაპართა სისხლით მონაპოვარს, გილახავს სარწმუნოებას, ძალად გაჩეჩებენ ჩიპიან პასპორტებს, ხედავ სამშობლო თავზე გექცევა, ამას ვუყურებდე, პირში წყალი ჩავიგუბო და დაველოდო, როდის დაეპატრონებიან შინაური თუ გარეული ეშმაკები ჩემს ქვეყანას და ხმა არ ამოვიღო? ამას არ გვასწავლიან წმიდა მამები, პირიქით, ყოველივე უნდა გავიღოთ ღვთისა და ერის სადარაჯოზე და თუ საჭირო იქნება, მტრები და მოღალატეები ანათემასაც უნდა გადავცეთ.


- მამაო, სამრეკლოს მოპირკეთებას ამთავრებთ თითქმის, გაფინანსებთ ვინმე?


- წარმოიდგინეთ, რასაც ვაკეთებთ ჩვენი მრევლის მცირედი შემოწირულობით, ჩვენივე მორჩილების მეშვეობით. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით, ვისაც გული შესტკივა სამშობლოზე, ჩვენს ეკლესიაზე, იქნებ მცირეოდენი თანხით ან ცემენტით დაგვეხმაროთ, რამეთუ ეს გრანდიოზული ტაძარი თავისი დამშვენებული ეზოთი და შემოგარენით უდიდესი სამონასტრო კომპლექსი იქნება, რომელიც რჩება ახალგაზრდობას, მომავალ თაობას.


- არაერთი მოძღვრისგან მომისმენია, რომ ახლა ყველაზე მთავარი ეკლესიის გაწმენდაა, ისე, არაფერი გვეშველებაო. რა ფორმით უნდა მოხდეს ეს?


- რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიწვიონ რუის-ურბნისის მსგავსი კრება, რომელიც განწმენდს საქართველოს ეკლესიას უღირსთაგან. სჯობს იყოს 5 ეპისკოპოსი ჭეშმარიტი, ვიდრე 50 უვარგისი. პირველ რიგში, ეკლესია უნდა მოწესრიგდეს, რათა მთავრობას არ ჰქონდეს სალაპარაკო კომპრომატებით, პირიქით ეკლესია უნდა აჩვენებდეს გზას ერს, ის უნდა იყოს ყოველივე გაჭირვების ტალკვესი, ამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ განწმენდილი ეკლესიაა. ვუსურვებდი პატრიარქს, მთავრობასთან ერთად, მოიწვიონ ეს კრება და ჩაიწეროს ეკლესიის ისტორიის სტრიქონები, რომ საქართველოს ეკლესია განწმენდილია ყოველგვარი მწიკულისაგან.



25-06-14

გაზეთი "ალია", გელა ზედელაშვილი


alia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий