ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 10 сентября 2017 г.

ეშმაკის ტაქტიკა - კლაივ ლიუისი

კლაივ სტეპლ ლიუისი //ინგლ// Clive Staples Lewis;1898 წლის 29 ნოემბერი, ბელფასტი. დიდი ბრიტანეთი -1963 წლის 22 ნოემბერი, ოქსფორდი. დიდი ბრიტანეთი//.ინგლისელი და ირლანდიელი მწერალი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. ასევე ცნობილია მხატვრული ნაწარმოებებით ფენტეზის სტილში. ოქსფორდის ლიტერატურული ჯგუფი ინკლინგები ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი //ვიკიპედია//.


ეშმაკის ტაქტიკა (1942)

კ: ლიუისი (S.Lewis)

«ჩემო ძვირფასო ვორმვუდ, წუხილით შევიტყე რომ შენი პაციენტი გაქრისტიანდა. ნუ გექნება იმედი რომ გადაურჩები ჩვეულებრივ სასჯელს...ამასობაში ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჩვენს უბედობას. უსარგებლოა სასოწარკვეთა: ასობით ასეთი მოქცეული სრულწლოვანი ისევ დაგვიპყრია მტრის ბანაკში ცოტა ხნით მათი ყოფნის შემდეგ. ისინი ეხლა ისევ ჩვენთან არიან.

პაციენტის ყველა მენტალური და ფიზიკური უნარი ისევ ჩვენს სასარგებლოდაა.»

რამოდენიმე სიტყვით:
დავუპირისპიროთ ჩვენთვის საინტერესო საგანი იმას რაც არაა კარგი და გავიგებთ კარგია თუ არა ჩვენთვის საინტერესო საგანი.

Screwtape არის ბებერი დემონი რომლის სამუშაოცაა დედამიწაზე ბოროტების და ტანჯვის რაოდენობის ზრდა.

მის გასაკეთებლად ის ყურადღებით არჩევს ზოგ ადამიანს და ტანჯავს მათ ცდუნებებით რათა მოაშოროს ისინი უფლის სულს.

მისი მოწაფეა მისი ძმისშვილი Wormwood. ბიძა ძმისშვილს უგზავნის დაწვრილებით ინსტრუქციებს თუ როგორც უნდა გამოიყენოს მან ადამიანის სისუსტეები და როგორ უბიძგოს მას მუდამ ცოდვის ჩადენისკენ.

ს. ლიუისის ერთდროულად შოკის მომგვრელი და სასაცილო სატირა «ეშმაკის ტაქტიკა» პოპულარული გახდა გამოცემისთანავე, გაიყიდა ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი.


იმხანად გავრცელებული ათეიზმისთვის, მატერიალიზმისთვის და ეგზისტენციალიზმისთვის გაცემულმა ამ ბრწყინვალე პასუხმა მოხიბლა ის მკითხველი რომელიც ჩვეულებრივ უარყოფდა ქრისტიანობას როგორც მორალური შთაგონების წყაროს.

Screwtape დაუღალავად და მუხლჩაუხრელად უბიძგებს საცოდავ კაცს ცოდვათა ჩადენისკენ და იმის დაჯერებისკენ რომ ადამიანური პროგრესი შეუძლებელია.

ამ თხზულების კითხვა გამოწვევაა იმიტომ რომ მასში ყველაფერი წარმოდგენილია მორალური თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ.

მუდამ უნდა გვახსოვდეს რომ მტერს უძახიან ღმერთს და რომ ეშმაკების მიერ შეთავაზებული ცხოვრების წესი უპირისპირდება კარგი ქრისტიანის ცხოვრების წესს.

ასე მაგალითად Screwtape ჩივის რომ მტერმა ანუ ღმერთმა ადამიანებს მისცა სიკეთის არჩევის თავისუფლება და რომ ღმერთს მართლაც უყვარს ეს ჭიაღუა ადამიანი.

და თავის ერთ-ერთ წერილში ის წერს:
«უნდა გავიგოთ რომ ღმერთს მართლაც უყვარს ადამიანი და მისი შეწევნაც არაა სუფთა პროპაგანდა. ეს უფრო თავზარდამცემი ჭეშმარიტებაა. მას მართლაც უნდა სამყაროს შევსება თავისი პატარა და საზიზღარი ასლებით».

წიგნის ყოველ თავი ეხება ცალკეულ ცდუნებას-ქედმაღლობას,ავხორცობას,მოყვასის სიყვარულის ნაკლებობას,რომლებსაც მიაწერს გონიერ და სულით სავსე არსებებად წარმოდგენილ ურწმუნოებს.

პირველი შეტევა:
ლიუისი წარმოგვიდგენს Screwtape-ს და Wormwood-ის მიერ შერჩეულ მსხვერპლს. ესაა მარტოხელა ახალგაზრდა. ეშმაკები ცდილობენ მის დაახლოებას მრავალ არც ისე სასურველი ზნეობის ქალთან.

მაგრამ თავზარდაცემული დემონები მალე დაასკვნიან რომ კაცს შეუყვარდება კარგი ოჯახიდან გამოსული და კარგი რეპუტაციის მქონე ქრისტიანი ქალიშვილი.

ისინი დაასკვნიან რომ ეხლა ამაოა ახალგაზრდის გზიდან აცდენის მცდელობა და გადაწყვეტენ მისი სულიერი განცდების გარყვნა-შელახვას.

ახალგაზრდა ტრიალებს ქრისტიან ინტელექტუალთა წრეებში და ეშმაკები ხელს არ უშლიან მას ამაში.

ისინი ახალგაზრდას იზიდავენ მოდური იდეებისკენ რომელთა თანახმადაც ეკლესია არის მისი დამფუძნებლის ჩანაფიქრის ბიუროკრატიული გადაგვარება,იესო კი იყო უბრალო ისტორიული პერსონაჟი და არა ღვთაებრივი ფიგურა,და ქრისტიანობა თავისთავად არაა საკმარისი და «უკეთესი» საზოგადოების შესაქმნელად მას უნდა დაემატოს სოციალური პროგრამები.

ეშმაკები ახალგაზრდას არწმუნებენ იმაში რომ ქრისტიანობა თავისთავად მოძველებულია და მის გასაცოცხლებლად უფრო დიდ საზოგადოებაში ქრისტიანობას უნდა მიეცეს უფრო «სექსი» ხასიათი.

ამ ხრიკმა გაჭრა. კაცი მაშინ დადიოდა მსუბუქი ყოფაქცევის და მასზე ბევრად უფრო დაწინაურებულ ინტელექტუალთა წრეში.

Screwtape- მ მას ჩაუნერგა სიამაყე თავისი საკუთარი სულიერი უნარებით.

ეშმაკის გეგმით ახალგაზრდას უნდა ეგრძნო რომ ის ჩვეულებრივ ქრისტიანებზე უკეთესი ქრისტიანია. Screwtape ეუბნება Wormwood-ს:

" მას იზიდავს ვიწროში წრეში საიდუმლოდ ყოფნა. ითამაშე ამ გრძნობაზე,ასწავლე მხიარული სახის მიღება ურწმუნოთა ლაპარაკის მოსმენისას."

ისტორია ხდება ინგლისში ომის დროს,როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ მკვლელი ყუმბარების ჩამოცვენის შიშით. ეს პერსპექტივა მოსწონს Wormwood-ს,მაგრამ Screwtape ეუბნება რომ ჯობია რომ მათი მსხვერპლი ცოცხალი დარჩეს.

ეშმაკების კაცი გადაურჩა ომს. ისინი შესძლებენ მათთვის ყველაფერი სასურველის გაკეთებას როდესაც ის 50 წლისა გახდება.

ამ ასაკის ადამიანები იოლად იკარგებიან სულიერ უდაბნოში.

უსახური და მოსაწყენი ყოველდღიურობა,ახალგაზრდობის იმედების გაცრუება და წარუმატებელი სიყვარულები ეშმაკებისკენ გადახრის ადამიანს.

მოზეიმე Screwtape წერს: "სულიერი რეურსების ამოწურვის და სულიერი სიცარიელის გაჩენის საუკეთესო პირობები იქნება ის რუხი,უსახური ცხოვრება რომელსაც ჩვენ მათ შევუქმნით და ჩვენ მათ ვასწავლით ჯავრით რეაგირებასაც".

Screwtape შემდეგ ცბიერი ტონით აღნიშნავს რომ ეშმაკების პოზიციას აძლიერებს ადამიანის წარმატება და სიმდიდრე ვინაიდან სიმდიდრე ადამიანს მიაჯაჭვებს სამყაროზე და მატერიალურ საზრუნავზე.

განა ნამდვილად სჭირდება ღმერთი სახელგანთქმულ და პოპულარულ ადამიანს?

ეშმაკის მიზანია,მაშ, ადამიანის კიდევ უფრო დაბმა ამ სამყაროს მატერიალურ საზრუნავზე რაც იოლდება ადამიანის ხანში შესვლასთან ერთად.

სამაგიეროდ ეშმაკების სამუშაოს ბევრად უფრო ართულებს ახალგაზრდული //ან გულით ახალგაზრდების// სპონტანურობა და სიცოცხლის სიყვარული.

ფინალური შეტევა:
Screwtape-ს მთავარი მიზანია არ დაუშვას მისი მსხვერპლის მიერ საკუთარი თავის რამენაირად შეცნობა. მას უნდა მსხვერპლის ჩაკეტვა მის დაუმუშავებელ-დაუხვეწავ ემოციებში რომლებიც შეუძლებელს ხდიან აზროვნებას და ობიექტურობას.

ლონდონზე ბომბების ცვენის დროს Wormwoodი ამბობს რომ კარგი იქნებოდა მათ მსხვერპლში ცოტა ლაჩრობის შეშხაპუნება. მაგრამ Screwtape უარყოფს ამ წინადადებას იმიტომ რომ ლაჩრობა აჩენს სირცხვილს რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს საკუთარი თავის გადაფასებას და გააჩინოს უკეთეს ადამიანად გახდომის სურვილი.

ეშმაკთა დუეტი ყველაფერს აგდებინებს ხელიდან თავის მსხვერპლს,უარს ათქმევინებს მას მის პასუხისმგებლობებზე და გადაწყვეტილებებზე,ყველაფერზე რისი მეშვეობითაც ადამიანი უკეთესი ხდება.

ეშმაკები თავის მსხვერპლს აგონებენ აზრს რომ ისაა თავისი საკუთარი ბედის გამგებელი და მას სულ არ სჭირდება ღმერთის დახმარება. Screwtape-სთვის უბედურებათა ხანაში სიამოვნება იყო დაგეყოლიებინა და გადაგებირებინა ადამიანი სწორედ მაშინ როცა მისი საშველი ახლოს იყო//თუ კი უბედურმა ეს იცოდა//".

ეშმაკების მსხვერპლმა დაინახა ბომბის მიერ აოხრებული სახლის კედელზე გადმოკიდული დამწვარი ადამიანი და დემონებმა გაიხარეს.

მათ ეგონათ რომ მათ ეს უბედური ბოლოს და ბოლოს დაარწმუნეს იმაში რომ სიცოცხლეს არა აქვს არავითარი აზრი,რომ სიცოცხლე უაზრო კოშმარია და მეტი არაფერი.

მაგრამ ეშმაკების მიერ დევნილი ადამიანი თავის მდევრებს აოცებს იმით რომ ნანგრევებშიც სცნობს სიცოცხლის სასწაულს.

ის ეხლა გაექცა ეშმაკს.

Screwtape ადამიანს აღწერს როგორც "ცხოველს, ლოგინში ნაშობ რაღაცას".

მაგრამ ეშმაკის მიერ ცხოველად გამოცხადებული ადამიანი ეხლა სიცოცხლეს ხედავს ღმერთის თვალით.

ბოლო შენიშვნები:
ლიუისმა თავისი "ეშმაკის ტაქტიკა" უძღვნა თავის მეგობარ ჯ.რ.ტოლკიენს.

ლიუისს მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში ბიბისით უკვე მიჰყავდა რადიოფონური ქრონიკები ათწუთიანი საუბრები და ამიტომ უკვე ცნობილი იყო.

ქრონიკები მუდამ ეხებოდა ქრისტიანად მოქცევას და მორალს.

"ეშმაკის ტაქტიკის" წერილებში ზოგი ხედავდა იმ დროის პოლიტიკური მოვლენების ასახვას. მაგრამ ავტორს ყველაზე მეტად აინტერესებდა ადამიანის შინაგანი ცხოვრების საკითხები და გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ ყოველ დღე.

წიგნის რამდენადმე მოდიდან გასული მორალი ისევ მოქმედებს და ლიუისის აშკარად ქრისტიანული თვალსაზრისის მიუხედავად მკითხველებს იოლად შეუძლიათ წიგნის ეშმაკების ჩანაცვლება თავისი სკუთარი დემონებით.

ლიუისის სამყარო არის სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება. და ეს პოზიცია უფრო დამაჯერებელია ვიდრე არადამაჯერებელი.

ყოველ შემთხვევაში ის გვაფიქრებს იმაზე თუ როგორ ვიაზრებთ და ვამართლებთ ჩვენს საკუთარ აზრებს და მოქმედებებს.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანს რჩება აზრი რომ ჩვენში არის რაღაც რაც წინააღმდეგობას უწევს კორუფციას და გარყვნილებას და ჩვენი საკუთარი მეობის ერთგულების შენარჩუნებით ჩვენ შეგვიძლია ამ წინააღმდეგობის გაძლიერება....

http://givargi.blogspot.com/2013/02/clive-staples-lewis-1898-29.html

Комментариев нет:

Отправить комментарий