ღმერთი

ღმერთი

пятница, 8 сентября 2017 г.

(...ვინ გვაქცია მუდმივ მსხვერპლად )

ვინ გვაქცია მუდმივ მსხვერპლად _
მხოლოდ ნაცრად, მხოლოდ ფერფლად,
დარს ვინ გვიქცევს უკუნად?
ვერ ვივარგეთ სულის მხედრად _
გამოვდგებით მხოლოდ ცხედრად
ხუმარაც და სლუკუნაც...

რად გვექცევა ბედი მკაცრად,

ვყოფილიყოთ, თითქოს, არც რა...?
რად მიგველტვის დიდება?
იმიტომ, რომ ყოველ დილით
გვსურს, სამყაროს ჩვენი წილი
ვუთხრათ ჭეშმარიტება.

აჰა, გვიკრთის ხელის გულზე,

თვალს გვჭრის, თუმცა, მაინც ვუმზერთ
პაწაწინა სიმართლეს ...
მაგრამ ვიღაც ჩნდება იმ წამს,
გამოგვაცლის ფეხქვეშ მიწას,
საფლავისკენ მიგვათრევს...

ეს რა უსამართლობაა,

რა ლაჩრული დათმობაა,
უბრძოლველად ბარდები!
წყალში ორჯერ ვეღარ გახვალ,
ვერც რას შეცვლი და ხელახლა
ვეღარ დაიბადები!

შესაძლოა, გვიდგას კვალში

ის, ვინც ახალ აფრებს აშლის,
ვინც რაღაცას იღონებს:
სიკვდილისგან გვიხსნის ყველას
და ფინალის შესაცვლელად
ახალ ხერხს მოიგონებს.

ღრუბლებიდან მისმა მზერამ

უკვდავება დააჯერა
სააქაოს მთლიანად,
მაგრამ ვერ უშველის კვეხნა,
მას, ვინც ერთხელ, ისიც ქვეყნად
გაჩნდა ადამიანად!

ბულატ ოკუჯავა  





Комментариев нет:

Отправить комментарий