ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 апреля 2017 г.

თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი!

თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი!...თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი!.. შეფეთქილ საფლავებს ჰგავხართ, რომელნიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით კი სავსენი არიან მკვდრების ძვლებით და ათასგვარი უწმინდურებით!.. სხვების დასანახად დიდხანს ლოცულობთ! ბაგით მცემთ თაყვანს, ფიქრი თქვენი კი ჩემგან შორსაა!.. სამოთხისაკენ მიმავალ კარს ჰკეტავთ, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ!.. მკვდრები ხართ და მკვდართა დამმახავნი! ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი! მართალთა და თქვენთან გამოგზავნილთა მკვლელებო! აჰა, გჩებათ თქვენი სახლ-კარი ოხრად!.. შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან! გაიქეცი ბაბილონიდან! გაიქეცი!
მათეს სახარება თავი 8 : 22;




ფსალმუნნი

ფსალმუნი 126 (127)

1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.


აღდგომას გილოცავთ.




четверг, 13 апреля 2017 г.

666 (მხეცი)პლაგიატია . ის ღმერთის საავტორო უფლებებს მიითვისებს.

666 (მხეცი)პლაგიატია . ის ღმერთის საავტორო უფლებებს მიითვისებს.
 ამიტომ გამოაცხადებს ის თავს ღმერთად.

ამ თემაზე მომავალში........

პლაგიატი.

პლაგიატი — მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება. პლაგიატმა შეიძლება გამოიწვიოს საავტორო სამართლისა და საპატენტო კანონმდებლობის დარღვევა, რისთვისაც დამრღვევი შესაძლოა მიცემულ იქნას იურიდიული პასუხისმგებლობის ქვეშ. პლაგიატი ასევე შეიძლება მოხდეს ისეთ სფეროებში, რომლებზედაც არ ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების რაიმე ქმედება, მაგალითად, მათემატიკაში და სხვა ფუნდამენტალურ დისციპლინებში.
ყველაზე ხშირად პლაგიატი გამოიხატება სხვისი თხზულების ან იდეის პუბლიკაციაში საკუთარი სახელით, ასევე სხვისი თხზულების ფრაგმენტების სესხებაში, წყაროს მითითების გარეშე. პლაგიატის აუცილებელი ნიშნია ავტორობის მითვისება, რადგან საავტორო უფლებებით დაცული თხზულების გამოყენება, პუბლიკაცია, კოპირება და ა. შ. თავისთავად არ ითვლება პლაგიატად, არამედ საავტორო უფლებების დარღვევის სხვა სახეობად, რომელსაც ხშირად „პირატობას“ უწოდებენ. „პირატობა“ ხდება პლაგიატი მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ინტელექტუალური შრომის შედეგების არამართლზომიერ გამოყენებასთან და პუბლიკაციის ავტორობის მითვისებასთან.

ტერმინის ისტორია


დღევანდელი მნიშვნელობით სიტყვის «პლაგიატი» გამოყენება ევროპულ ენებში XVII საუკუნიდან დაიწყო. რომაულ სამართალში plagium (სიტყვა-სიტყვით – მიტაცება, ქურდობა) ნიშნავდა თავისუფალი ადამიანისმონობაში უკანონო დანაშაულებრივ გაყიდვას, რისთვისაც დამნაშავე გაროზგვით (ad plagas) ისჯებოდა. თავდაპირველად, ლიტერატურული საკუთრების ქურდობის აღსანიშნავად ხმარობდნენ ლათ. ტერმინს – "plagium litterarium"[1]. ამ მნიშვნელობით ის იხსენიება ვიქტორ ჰიუგოს რომანში «კაცი, რომელიც იცინის» ბავშვის გატაცებასთან მიმართებაში.
ქართულში ეს სიტყვა მომდინარეობს ფრანგულიდან – plagiat.

რა არის პლაგიატი

ტერმინს „პლაგიატი“ არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული მნიშვნელობა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მისი ცალსახად გამიჯვნა ისეთ მომიჯნავე ტერმინებთან, როგორიცაა – „მიბაძვა“, „ნასესხობა“, „თანაავტორობა“. ყოველ შემთხვევაში, ცალკეულ იდეათა თანხვედრა არ არის პლაგიატი, რადგან ყოველი ახალი თხზულება ეფუძნება იდეებს, რომლებიც ავტორს არ ეკუთვნის. ამასთან, ზოგი ადამიანი, რომელიც გარკვეულ აზრამდე მივა, ხშირად საკუთარ თავს ჭეშმარიტების „კოლუმბად“ თვლის და რადგან არ სურს იცოდეს რამე თავის წინამორბედებზე, საკუთარი აზრების ყოველ განმეორებას თავისი უფლებების შელახვად თვლის.
სინამდვილეში, პლაგიატის ობიექტი არის არა იდეა, არამედ მისი გაფორმება, გარეგნული მხარე. ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც შინაარსის მიხედვით ახალს არაფერს შეიცავენ, მიუხედავად ამისა, აქვთ თავისებური ფორმა, აზრის გამოთქმის ახალი შეფერილობა; მხოლოდ თხზულების ამ ღრმად ინდივიდუალური მხარის მითვისება შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად. ამიტომ, არ შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად ფაბულის სესხება (შექსპირის ბევრი დრამისა და ალექსეი ტოლსტოის ზღაპრების სიუჟეტი ნასესხებია), არც მზა მხატვრული ხერხები, რომ არაფერი ითქვას მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი ხასიათების (დონ ჟუანიფაუსტი) ახალ გადამუშავებაზე.

საინტერესო ფაქტები




............................................


პლაგიატ-ი (პლაგიატისა) [ლათ. plagio-დან ვიტაცებ] წიგნ. სხვისი (ლიტერატურული, მუსიკალური, სამეცნიერო...) ნაწარმოების მითვისება.



(მხეცი 666-პლაგიატია)

среда, 12 апреля 2017 г.

ვნების შვიდეული

666. ვერსია.(საინტერესო ვერსია)

666 არის ერთი ექვსიანი (6)+ ათი ექვსიანი(60) და + ასი ექვსიანი (600).
სულ ასთერთმეტი ექვსიანი. (111 6-იანი. 111X6=666)

აი, რა წერია იოანეს გამოცხადებაში; ,, აქ არის სიბრძნე . ვისაც გაგება აქვს გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა  და მისი რიცხვია 666''.

ანუ, 666 (ან 6)ადამიანის რიცხვიც არის ?

და

''....გამოითვალოს მხეცის რიცხვი, მისი რიცხვია 666.''


1.  ადამი.
2.  შეთი.
3.  ენოში.
4. კეინანი.
5. მაჰალალელი.
6. იერიდი.
7. ხანოხი.
8. მეთუშელახი.
9. ლამეხი.
10. ნოე.
11. სემი.
12. არფახშადი.
13. კეინანი.
14. შელახი.
15. ებერი.
16. ფელეგი.
17. რაგავი.
18. სერუგი.
19. ნახორი.
20. თარახი.
21. აბრაამი.
22. ისააკი.
23. იაკობი.
24. იუდა.
25. ფერეცი.
26. ხეცრონი.
27. რამი.
28. ამინაბადი.
29. ნახშონი.
30. სალმონი.
31. ბოაზი.
32. ობედი.
33. იესე.
34. დავითი.
35. სოლომონი.
36. რეხობოამი.
37. აბია.
38. ასა.
39. იოშაფატი.
40. იორამი.
41. ყუზია.
42. იოთამი.
43. ახაზი.
44. ეზეკია.
45. მენაშე.
46. ამონი.
47. იოშია.
48. იეხონია.
49. შეალთიელი.
50. ზერუბაბელი.
51. აბიჰუდი.
52. ელიაკიმი.
53. აზორი.
54. ცადოკი.
55. იახინი.
56. ელიჰუდი.
57. ელეაზარი.
58. მათანი.
59. იაკობი.
60. იოსები.(,,ქმარი მარიამისა, რომლისაგანც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე''.
 ქრისტე 61-ეა , მაგრამ, რადგან ქრისტე არ არის-იყო  მხოლოდ ადამიანი, მას სიაში არ ვწერ. )

 ეხლა გავაგრძელოთ ასე.

1. ადამი.      ადამი არის 6. 1X6=6. და ასე შემდეგ.
2. შეთი.             2X6=12.
3. ენოში.           3X6=18
4.კეინანი.         4X6=24.
5.მაჰალალელი.5X6=30.
6.იერიდი.         6X6=36.
7.ხანოხი.           7X6=42.
8.მეთუშელახი. 8X6=48.
9.ლამეხი.           9X6=56.
10.ნოე.               10X6=60. ნოე არის მეათე და 10ჯერ 6=60-ს, მისი რიცხვია 60.( ვინ იქნება მე-600-ე?)
11.სემი.              11X6=66. (აქ გავიხსენოთ ქამი, რომელმაც მამას_ნოეს დასცინა სიშიშვლის გამო.)
12.არფახშადი.  12X6=72.
13.კეინანი.        13X6=78. (ქამიტები (ქამის მოდგმა) დაახლოებით ამ დროს უსაფრთხოების  სვეტს
                                             აშენებენ_ადგილი ,რომელსაც მომავალში ბაბილონი ეწოდა, რადგან აქ ღმერთმა ენა            
                                            აურია ადამიანებს.)

14.შელახი.        14X6=84.
15.ებერი.           15X6=90.
16.ფელეგი.       16X6=96. მიწა გაიყო.
17.რაგავი.         17X6=102.
18.სერუგი.        18X6=108.
19.ნახორი.        19X6=114.
20.თერახი.        20X6=120.
21.აბრაამი.       21X6=126.
22.ისააკი.         22X6=132.
23.იაკობი.        23X6=138.
24.იუდა.           24X6=144.
25.ფერეცი.       25X6=150.
26.ხეცრონი.     26X6=156.
27.რამი.            27X6=162.
28.ამინაბადი.  28X6=168.
29.ნახშონი.      29X6=174.
30.სალმონი.    30X6=90.
31.ბოაზი.         31X6=96.
32.ობედი.         32X6=102.
33.იესე.             33X6=108.
34.დავითი.       34X6=114 (დავით მეფე , წინასწარმეტყველი.დაახლ. X ს. ძვ.წ)
35.სოლომონი. 35X6=120.
36.რეხობოამი. 36X6=126.
37.აბია.              37X6=132.
38.ასა.                38X6=138.
39.იოშაფატი.   39X6=144.
40.იორამი.        40X6=240.
41.ყუზია.          41X6=246.
42.იოთამი.        42X6=252.
43.ახაზი.            43X6=258.
44.ეზეკია.          44X6=264.
45.მენაშე.           45X6=270.
46.ამონი.            46X6=276.
47.იოშია.            47X6=282.
48.იეხონია.        48X6=288.(ბაბილონში გადასახლება იწყება.)
49.შეალთიელი. 49X6=294.
50.ზერუბაბელი.50X6=300.
51.აბიჰუდი.        51X6=306.
52.ელიაკიმი.      52X6=312.
53.აზორი.           53X6=318.
54.ცადოკი.         54X6=324.
55.იახინი.           55X6=330.
56.ელიჰუდი.      56X6=336.
57.ელეაზარი.     57X6=342.
58.მათანი.           58X6=348.
59.იაკობი.           59X6=354.
60.იოსები.           60X6=360.

როგორც ვხედავთ, სია აქ თავდება და ადამიანი, ვისი რიცხვიც იქნებოდა 600, აქ არ არის.

ვისაც გსურთ სია ჩამოწერეთ და დაყავით ათეულებად. ჩვეულებრივ გამოვა 6 ათეული.

სიის თავში ადამია.მისი რიცხვია 6.
 პირველი ათეულის მეათე ნოეა.მის რიცხვია 60. ასე შემდეგ. სიით მესამოცე იოსებია. მისი რიცხვია 360 და აქ მთავრდება ძველი წელთაღრიცხვა. (ჩამოწერეთ სია და თავად გამოითვალეთ.)

იწყება ახალი წელთაღრიცხვა.ვიწყებ უკუთვლას    და კვლავ იოსებიდან ვიწყებთ ათვლას, ანუ ის ეხლა 61-ია.მისი რიცხვია 366. (ეს ათვლა პირობითია.)  სია იწყება იოსებით და თავდება ადამით. ადრე ვწერდი, რომ ჩვენ ვბრუნდებით უკან , (ქრისტეს მივყავათ სამოთხისაკენ), მაგრამ, სანამ მივალთ, ყველა იმ წარსულს გავივლით, აღვიდგენთ გონებაშიც და რეალურადაც, რაც კი მომხდარა. (ეს ჩემი აზრია.ეს მხოლოდ ვერსიაა.)

 ჩვენ ეხლა ვიმყოფებით დაახლოვებით უკუთვლით 600-ს ზემოთ.

ეხლა დავითვალოთ ვინ არის მეასე, უკუთვლით.  ანუ , ვინ არის 600. 100X6=600.

120 X 6=720.  1.  ადამი.               6
119 X 6=714.  2.  შეთი.                12
118 X 6=708.  3.  ენოში.              18
117 X 6=702.  4.კეინანი.             24
116 X 6=696.  5.მაჰალალელი.   30
115 X 6=690.  6.იერიდი.            36
114 X 6=684.  7.ხანოხი.              42
113 X 6=678.  8.მეთუშელახი.   48
112 X 6=672.  9.ლამეხი.             54
111 X 6=666.  10.ნოე.                  60
110 X 6=660. 11.სემი.                  66
109 X 6=654. 12.არფახშადი.      72
108 X 6=648. 13.კეინანი.            78
107 X 6=642. 14.შელახი.            84
106 X 6=636. 15.ებერი.               90
105 X 6=630. 16.ფელეგი.           96
104 X 6=624. 17.რაგავი.             102
103 X 6=618. 18.სერუგი.           108
102 X 6=612. 19.ნახორი.           114
101 X 6=606. 20.თარახი.           120
100 X 6=600. 21.აბრაამი.           126
99 X 6= 594.  22.ისააკი.             132
98 X 6=588.  23.იაკობი.             138
97 X 6=582.  24.იუდა.                144
96 X 6=576.  25.ფერეცი.            150
95 X 6=570.  26.ხეცრონი.          156
94 X 6=564.  27.რამი.                 162
93 X 6=558.  28.ამინაბადი.       168
92 X 6=552.  29.ნახშონი.           174
91 X 6=546.  30.სალმონი.         180
90 X 6=540.  31.ბოაზი.              186
89 X 6=534.  32.ობედი.             192
88 X 6=528.  33.იესე.                 198
87 X 6=522.  34.დავითი.           204
86 X 6=516.  35.სოლომონი.     210
85 X 6=510.  36.რეხობოამი.     216
84 X 6=504.  37.აბია.                 222
83 X 6=498.  38.ასა.                    228
82 X 6=492.  39.იოშაფატი.       234
81 X 6=486.  40.იორამი.           240
80 X 6=480.  41.ყუზია.             246
79 X 6=474.  42.იოთამი.          252
78 X 6=468.  43.ახაზი.              258
77 X 6=462.  44.ეზეკია.            264
76 X 6=456.  45.მენაშე.             270
75 X 6=450.  46.ამონი.              276
74 X 6=444.  47.იოშია.              282
73 X 6=438.  48.იეხონია.          288
72 X 6=432.  49.შეალთიელი.   294
71 X 6=426.  50.ზერუბაბელი.  300
70 X 6=420.  51.აბიჰუდი.         306
69 X 6=414.  52.ელიაკიმი.       312
68 X 6=408.  53.აზორი.            318
67 X 6=402.  54.ცადოკი.           324
66 X 6=396.  55.იახინი.            330
65 X 6=390.  56.ელიჰუდი.       336
64 X 6=384.  57.ელეაზარი.       342
63 X 6=378.  58.მათანი.            348
62 X 6=372.  59.იაკობი.            354
61 X 6=366.  60.იოსები.            360



ესეიგი.
 ადამი არის 6. ნოე 60 და აბრაამი 600.
როგორც სიაში სჩანს 666 არის ასევე ნოე.( ძალიან საინტერესო დამთხვევებია).
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ რიცხვი 666 არ არის ,,უწმინდური''რიცხვი. პირიქით.
მაშინ, რაშია საშიშროება?  ერთადერთი ვარიანტი არის ის, რომ, სწორედ, ამ სიწმიდის წაბილწვა სურს მხეცს. (?)

რათქმა უნდა, ყველა, ვინც ამ სიაშია, მისაღები იყო უფლისთვის. მაგრამ, ეს სამი ადამიანი განსაკუთრებულია. პირველი_ადამი , ღვთის ხატად შექმნა ღმერთმა და წმიდაა, მეორე_ნოე მისი ოჯახით, ერთადერთი ოჯახი ვინც ღმერთის თვალში მადლი ჰპოვა და წარღვნას გადაარჩინა შემომქმედმა, და მესამე _აბრაამი, ვინც ასევე მართალი კაცია უფლისთვის , რომელიც სოდომიდან გამოიყვანა , სანამ ბილწ ქალაქს გადაწვავდა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კაცობრიობა  600 -სს გადავიდა, რომელიც თავის თავში შეიცავს 6-საც, 60-საც და 600-საც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხეცი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს? ასევე, კაცობრიობა შევიდა დროის იმ მონაკვეთში, როცა (ძველი წელთაღიცხვით) ადამიანები , მაგ .ნოე , მისი შვილები 500 წლამდე ცხოვრობდნენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ მონაკვეთში კაცობრიობა გონებით აღიქვამს იმას, რაც ხდებოდა ნოეს დღეებში და წარღვნამდეც. ეს იქნება, ჩემი აზრით, ძალიან უარყოფითი მუხტების შემოტევა ადამიანებზე, ხაზს ვუსვამ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ზ ე. რადგან ამ მონაკვეთში მოხდება მსოფლიოს გაერთიანება (შესაძლებელია კონტინენტებისაც), ბაბილონის(უკანასკნელი) მსოფლიო უსაფრთხოების სვეტის აგება,(ასევე ბაბილონის განადგურება მხეცის მიერ) შვილების მხრიდან მამების(წმიდა მამების) დაცინვა. და თუ , მხეცი მაშინ უნდა გამოჩნდეს მსოფლიოში, როცა კაცობრიობა ნოეს რიცხვს_ 666 მიუახლოვდება ან გადააბიჯებს , მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გოლიათებმაც კი შეიძლება შემოუტიონ. რაც ძველ აღთქმაშიც მოხსენიებულია, რომ ისინი_გოლიათები (რომლებიც ამჟამად შეკრული ჰყავს ღმერთს) ღმერთმა ბოლო დღისთვის შემოინახა.(?). იქმნება ძმათმკვლელი ომები, როგორც კაენმა მოკლა აბელი, და  ბოლოს, მისი აღმატებულება_ გველი-სატანა თავისი დიდებით შემოუტევს ადამიანებს. ეს ყველაფერი შეიძლება უკვე დაიწყო, ან მალე დაიწყება.?

ასევე იქნებიან წმიდა მამები და  დედები და ზეციური წმიდანები, ღმერთი,ღვთის ანგელოზები და ქრისტე ღმერთი და ყველაფერი სიკეთის გამარჯვებით დასრულდება.

არადა, რა მძიმე დროა....
ნახაზი მაქვს , მაგრამ ვერ ჩავსვი...შეგიძლიათ თავად დახაზოთ, ვისაც აინტერესებს.
გავაგრძელებ....

суббота, 11 июля 2015 г.

среда, 2 июля 2014 г.

როგორ ერთობიან ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოკოლაჟი)


არ აქვს მნიშვნელობა კულტურულ ფონს, სადაც ისინი იზრდებიან; არ აქვს მნიშვნელობა მათ ეკონოკურ მდგომარეობას - ბავშვები ყველგან და ყოველთვის პოულობენ გზას გართობისთვის. წარმოდგენილი 33 ფოტო ამტკიცებს, რომ ბავშვობა ყველგან მშვენიერია.


ინდონეზია





რუსეთი




ბურკინა ფასო


მიანმარი


ტაჯიკეთი


ინდოეთი




ვიეტნამი


განა


ესტონეთი


ტაილანდი




სამხრეთ აფრიკა



პერუ


ეთიოპია


იტალია


ისრაელი


აშშ


ინდონეზია





უგანდა


რუმინეთი


reportiori.ge

მამა პეტრე კვარაცხელია: სადაც რელიგია ხელისშემშლელი ფაქტორია, იქ ცივილიზაცია არ არის!

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია და მთავარ მუქარას წარმოადგენს დასავლეთისთვის, იმდენად, რამდენადაც მართლმადიდებლობა ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ სცნობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს. კომენტარი თემაზე სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას, ვთხოვეთ:


_ მართლმადიდებლური რელიგია თავისი მრწამსით და შეხედულებით ზეჰუმანური ღირებულებაა, რომლისთვისაც პიროვნების თავისუფლება, უფლებების დაცვა და ღირსების შენარჩუნებაა უმთავრესი ამოცანა.


ნებისმიერი პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მიმდინარეობა გულდასმით შემუშავებულ იდეოლოგიას ეფუძნება. ვისთვისაც მისაღებია, იზიარებს და შესაბამისადაც ცხოვრობს, ხოლო, ვინც საფრთხეს ხედავს, გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ღირებულებები დაიცვას. ვისთვისაც ,,დაბრკოლება" არ არსებობს არც ერთი მხრიდან, მისთვის სულ ერთია მდინარის გაღმა იდგება თუ გამოღმა.


დასავლური ცივილიზაცია, როგორც ასეთი, რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა. თუ დღეს დასავლეთი ხელისშემშლელ ფაქტორს ხედავს რელიგიაში,უმთავრესად, მართლმადიდებლობაში,უკვე ცივილიზაცია აღარ არის.


მესმის უმცირესობის უფლებები, მაგრამ ამის ხარჯზე უმრავლესობის ინტერესები არ უნდა შეილახოს...


კანტი ამბობს: ,,ორი რამ გამიკვირდება _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონები ჩემში"... მე ასე მესმის დასავლეთი.


თუ ზნეობრივ კანონს გაურბიხარ, მაშინ მართლმადიდებლობა საფრთხეს არ უნდა გიქმნიდეს, მაგრამ ზნეობა თუ რაღაც დონეზე „გიჭერს“, სარწმუნოება აპოლოგეტად უნდა მოიხმო!



iverioni.com.ge

მამა ელიზბარ დიაკონიძე: ერს ასე უხაროდეს - ხვალიდან გამაუპატიურებენო, ასეთი არაფერი მინახავს!

„მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია, იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისათვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს“ _ ეს განცხადება შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ეკუთვნის, მისი თქმით, პუტინი ევროპას მართლმადიდებლურ კედელს უშენებს, რითაც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება. აღნინშულზე კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანს ელიზბარ დიაკონიძეს ვთხოვეთ:

_ ნეტა, ეს სიმართლე იყოს და პუტინი მართლა მართლმადიდებლურ კედელს აშენებდეს. მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ყველა დემოკრატიაზე და ყველა სულერებაზე მაღლა აყენებს პირად თავისუფლებას. რაც შეეხება, ტრანსგენდერებს და გეებს _ ეს არის ეშმაკის მიერ შემოყრილი მიმდევრობა. შვედებმა თავის მინისტრიანად კარგად წაიკითხონ ბიბლია და გაიგონ, რა მოუვიდა სოდომსა და გომორს, ამ ცოდვის მიმდევარ ორ ლამაზ ქალაქს.

სამწუხაროდ, ჩვენშიც მოიკიდეს მათ ფეხი. დღეს ერთ-ერთი გამოცემის საშუალებით შევიტყვე, რომ თურმე მანანა კობახიძემ ბრძანა, მართლმადიდებლობა და ქართული კულტურა ერს რყვნისო, დავით უსუფაშვილმა კი ბიბლიას საერთოდ ბოროტება უწოდა. ასეთი ადამიანები და მათი მიმდევარნი სწორედ კარლ ბილდტის გამოყვანილი ჰიბრიდები არიან. მას ეტყობა უნდა, ოჯახის წევრებად ჰყავდეს ასეთები და ჰყავდეს იმ ქვეყანაში, სადაც ევროპელები და, თავიანთი ჭკუით, ყველანაირად მოწესრიგებული ხალხი არიან, მაგრამ ერს ასე უხაროდეს, ხვალიდან გამაუპატიურებენო, როგორც ჩვენ, _ ასეთი არაფერი მინახავს.


_ რას გულისხმობთ, მამაო?


_ რას და ასოცირების ხელშეკრულებას ვგულიხმობ! 50 წელია თურქებს ხელი აქვთ მოწერილი ასეთ ხელშკრულებაზე, მაგრამ მიიღო ვინმემ ევროკავშირში? ეკონომიკური მგომარეობით კი ჩვენ მათ ვერ შევედრებით, მაგრამ რად მინდა მაგისთანა საჭმელი თუ სულიერებას შემირყვნი? ეს ხელმოწერა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის დასაწყისია, რომელიც ძალიან მალე ყოველგვარ მყუდროებას დაგვირღვევს, მათ შორის სულიერ მყუდროებასაც - მართლმადიდებლობასაც, რადგან ჰგონიათ, რომ თუ აღარ ვიქნებით მართლმადიდებლები, უფრო კარგად ვიქნებით „გამაძღარნი“.

საკვირაო ქადაგებაში მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ შემოუძახა ხელისუფლებას, რომ მიწების გასხვისებას სერიოზული ყურადღება მიაქციონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არაფერი ქართული პატივსაცემი და გულთან ახლოს მისატანი არ არის. პირიქით, რაც უფრო ჩქარა წაგვბილწავენ, გაგვრყვნიან და ინდოელებით, ირანელებითა და ჩინელებით აგვავსებენ, მეტ ქართველს გააქცევენ აქედან და ეს უნდათ, სწორედ.

თქვენ იცით, რომ თუ ვინმე წასვლას მოისურვებს საზღვარგარეთ, აქაური ქართველებისგან ყოველგვარი ხელშწყობა აქვს, რომ იქ კარგად იყვნენ და აქეთ აღარ მოიხედონ? ამ გზით უნდათ, რომ მართლმადიდებლობა აღმოიფხვრას, როგორც რელიგია, რადგან რაც მეტი გარყვნილი და გაოხრებული დარჩება ამ ქვეყანაზე, უფრო იოლად გათახსირდება საქართველო და აღარ იარსებებს.

მართლმადიდებლობის დასუსტება კი ზუსტად იქ იწყება, სადაც ის ყველაზე ძლიერია და სადაც უძველესია. პირველი საუკუნიდან ანდრია პირველწოდებულის მიერ ნაკურთხი ქვეყანა ვართ და ჩვენ გვირტყამენ, სწორედ, თორემ, რუსეთში მაინცდამაინც არ ებრძვიან მართლმადიდებლობას _ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი დიდია და ეშინიათ, ყველა ჩვენ შემოგვცქერის, საქართველოს და კავკასიას, რადგან თუ აქ დამარცხდება მართლმადიდებლობა, სხვაგან იოლად დაშლიან, კვართი ჩვენ გვაქვს, უფლის კვართი აქ არის - თუ კვართი წაიბილწება, დანარჩენი ყველაფერი იოლად განადგურდება!



ესაუბრა ნონა ქარქაშაძე


http://iverioni.com.ge/5122-mama-elizbar-diakonidze-ers-ase-ukharodes-khvalidan-gamaupatiurebeno-asethi-araferi-minakhavs.html

უსუფაშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა.

გაზეთი "კვირის ქრონიკა", გიორგი ჭიქიაშვილი


სამპროცენტიან "რესპუბლიკურ პარტიას" და მის ე.წ. ნეოლიბერალ მესვეურებს ეროვნული ფასეულობებისგან რომ ასი სინათლის წელიწადი აშორებთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. არც ისაა ვინმესთვის გასაკვირი, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში (რაც სათავეში კოალიცია მოვიდა) ამ პარტიის თაოსნობით არაერთი ანტიეროვნული საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა პარლამენტში, მაგრამ ეგ არაფერი. იმ განცხადებამ, რომელიც ამას წინათ დავით უსუფაშვილმა გააკეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე, შეიძლება ითქვას, პირწმინდად გადაწონა მთელი რესპუბლიკური სალიბერასტეთის მანამდელი ნამოქმედარი. მეტიც, ამ განცხადებით უსუფაშვილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და, ფაქტობრივად, თანაგუნდელებსაც მოუწოდა, ამყევით საქართველოს წინააღმდეგ ფერხულშიო. აი, რა განცხადებაზე მაქვს საუბარი: "ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და იდეა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილში ვერ არის ასეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ შენ, ჩემო შვილო, დაიბადე და გაჩნდი იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს, მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი; და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ... რასაც გინდა. ბევრ ჩემს თანამემამულეს ეს არ ესმის და მსაყვედურობს, არ ხარ პატრიოტიო... მე არ დავდივარ გაღეღილი პერანგით, რომ ყველას დავანახო, ჯვარი მიკეთია თუ არ მიკეთია; იმიტომ რომ მგონია, ეს არის ჩემი პირადი საქმე. მე არც თქვენ, არც სხვას არ განვსჯი ამითი, რომელ ეკლესიაში დადის, რამდენჯერ დადის, როგორი ჯვარი უკეთია და ა.შ. მე მგონია, რომ ეს არის პერსონალური, ინდივიდუალური საქმე, რომელიც ჩემი, პოლიტიკოსის, საქმე არ არის. ეს ზოგს არ მოსწონს ამ ქვეყანაში...
...მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობა, რასაც ძალიან ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, დამღუპველია ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვისაც. მე ამას არ გავაკეთებ. ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე თვლის, რომ ეს არის რაღაცა არასწორი ქართველობა, თუ მე არ შევედი რაღაც ჰამქარში და ისე არ მოვიქეცი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა იქცევა; ამიტომ ჩვენ როდის მივიღებთ საკმარის ხმებს, ამომრჩევლის, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ალბათ, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებად თვლის თავს, ეზიარება აი, იმ ღირებულებებს, რაზეც ვლაპარაკობდი..."

ახლა მოდი, ამ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ, თავისთავად უბედურება ის კი არ არის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ მესაჯდომეებთან კუდით გადაბმული უსუფაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს (პირიქით, ეს სავსებით ლოგიკურია), უბედურება და ტრაგედია ისაა, რომ ეს სამპროცენტიანი პარაზიტი ხელისუფლებაშია, თანაც საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში თან ისე, რომ ამომრჩეველს "რესპუბლიკური პარტიისთვის" ხმა არ მიუცია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, ამასაც ავიტანდით, რეალურად ხალხის არჩეულ პარტიასთან რომ გვქონდეს საქმე, მაგრამ ყველამ ვიცით, რა მზაკვრობაც ჩაიდინა თავის დროზე ივანიშვილმა, - სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებულ საზოგადოებას ჯერ იყო და მუხლებზე დაჩოქილს ახვეწნინა, პოლიტიკაში მოსულიყო, მერე მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, წამყვან ძალად რესპუბლიკელები გამოაცხადა. მოკლედ, ყველა ამ უბედურების სათავე ივანიშვილია, მაგრამ მას ახლა თავი ქუდში აქვს და რაც უნდა გულზე მჯიღები ვირტყათ, ამით არაფერი შეიცვლება. ასევე არაფერი შეიცვლება მისი პოლიტიკური ნაშიერებისთვის, რადგან ოლიგარქის მხარდაჭერა მათთვის ის ფარია, რომელსაც ხალხი კი არა, მამაზეციერი ვერ გადააბიჯებს.

დავუბრუნდეთ ისევ უსუფაშვილს, თავის გამოსვლაში მან ამაყად განაცხადა: ჩემს შვილს სამშობლოსთვის თავგანწირვას კი არ ვუნერგავ, არამედ ვასწავლი, რომ თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის დაიბადაო. ე.ი. რა გამოდის, ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს არც ზნეობა, მორალი და რამე მაღალი, ზეაღმატებული იდეალები, რისთვისაც ადამიანმა შეიძლება თავი გადადოს. არსებობს მხოლოდ პირადი, მერკანტილური ინტერესები და თუ ამ ინტერესებს დაიკმაყოფილებ, თავსაც ბედნიერად იგრძნობ. შეიძლება ითქვას, ეს არის პირველყოფილი აზროვნების ის ფორმა, რომელიც ადამიანს დაახლოებით 50 ათასი წლის წინათ ჰქონდა. ანუ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანი ხორცის შეწვას ისწავლიდა და პირველი ჰომო საპიენსი გაჩნდებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა თაობა შეიძლება გაეზარდოს საქართველოს იმ ბავშვების სახით, ასეთი პირველყოფილი, ცხოველური ინსტინქტების იდეალებით რომ ყალიბდებიან პიროვნებებად. ცხადია, მათგან ახალ-ახალ უსუფაშვილებს, ხიდაშლებსა და ბერძენიშვილებს მივიღებთ, მაგრამ პრობლემა არც ესაა, მთავარი უბედურება ის არის, რომ ამ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ კასტას გზა კვლავ ხსნილი ექნება ხელისუფლებისკენ. დიახ, მეგობრებო, "რესპუბლიკური პარტია" კარგად აცნობიერებს, რომ მათ სათავეში მოსვლის შანსი უკანასკნელად მიეცათ. სწორედ ამიტომ მთელი მათი ძალისხმევა ახლა იმაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ხანგრძლივად დარჩნენ მათი პოლიტიკური თუ გენეტიკური შთამომავლები ამ სადავეებთან.
მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ ფრაზას: ამომრჩევლისგან საკმარის ხმებს მაშინ მივიღებთ, როცა ხალხი ჩვენს ღირებულებებს ეზიარებაო. ეს რას ნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი თავმჯდომარე სრულიად საქართველოს ზემოდან უყურებს, ხალხს ბნელ მასად აღიქვამს და არჩევნებში რესპუბლიკელების ჭეშმარიტ გამარჯვებას მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად, როცა საზოგადოება ე.წ. ნეოლიბერალურ ღირებულებებს მიიღებს.

ძვირფასო მკითხველო, 9 წლის მანძილზე "ნაცების" და ახლა კიდევ "ქოცების" გადამკიდეებს არა მგონია, ამის განმარტება გჭირდებოდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოკლედ შეგახსენებთ, რაში მდგომარეობს მთელი ამათი ნეოლიბერალიზმის აპოგეა. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა იგივე უსუფაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე: სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ბოროტებააო. აღნიშნულ ღონისძიებაზე მან, ფაქტობრივად, მთელი თავისი გამოსვლა იმის მტკიცებას მიუძღვნა, რომ ცოდვა, როგორც ასეთი, არ არსებობს და ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველანაირი მრწამსის, მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლურია. "მამალი რესპის" ლოგიკა და სათქმელის დედააზრი აქ შემდეგში მდგომარეობდა: მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, არც ეროვნებას, ღირებულებებს, მორალს და იმას, რა სექსუალური ორიენტაციის ხარ, მთავარია, ადამიანად გაჩნდი და თავს ბედნიერად გრძნობდე (საკუთარ შვილსაც სწორედ ამას უნერგავს). საბოლოო ჯამში, მთელი ეს "ფილოსოფია" იმ შეხედულებამდე დადის, რომ კაცობრიობა ზედმეტადაა ზნეობრივი მარწუხებით შეკავებული, რომ ადამიანი ცხოველზე ბევრად უფრო უბედურია, რადგან მას არ აქვს სრული სექსუალური თავისუფლება და არ შეუძლია, დატკბეს ხორციელი სიამოვნებით თუნდაც საკუთარ მშობელთან, შვილთან და დასთან ან ძმასთან. აი, ესაა "რესპუბლიკური ნეოლიბერალიზმის" ამოსავალი წერტილი, რომელსაც უსუფაშვილი ნელ-ნელა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვაპარებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ ყველაფერს პირდაპირ, შეფარვის გარეშეც გვეტყვიან...

ეჰ, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა არსებულ რეალობას და ხალხი მინებდა მოსალოდნელ განსაცდელს. ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი, ამ პოლიტიკურ პარადოქსთან არ გვექნებოდა საქმე და ხელისუფლებაში მოღალატე რესპუბლიკელები არ იქნებოდნენ, მეორეც, უსუფაშვილ-ხიდაშლები და ბერძენიშვილ-ზურაბიშვილები თავიანთი იდეოლოგიური ფეკალიების გადმონთხევას ასე თამამად ვერ გაბედავდნენ. ნათქვამია, როგორიცაა ტყე, ისეთივეა ნადირიცო, - ეტყობა, ჩვენ ჯერ უკეთესის ღირსნი ვერ გავხდით. რას ვიზამთ, ხვედრს ვერ გავექცევით, იმედია, ბიძინა რომ ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას შექმნის, ის მაინც იქნება უფრო "მკაცრი" არბიტრი...


alia.ge


вторник, 1 июля 2014 г.

ევრაზიული კავშირი აპოკალიფსის მერვე მხეცი?

ახალი აღთქმა.


იოანეს გამოცხადება

თავი მეცამეტე


1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.


2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm



***




ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე


1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. 

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის(მეოთხე) მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 

12. დანარჩენ(სამს) მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ. 





ახალი აღთქმა

მათეს სახარება

თავი ოცდამეოთხე


4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.

6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 

9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.

10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.

12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.

13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),


*********************************************



ჩემი  ვერსია



ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4021.html


რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...(ბაბილონი უფრო ასაკოვანია ვიდრე ამერიკა)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_2919.html


უფლის მკვლელი იმპერია.(რომის იმპერია არ განმეორდება)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_6118.html


მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.(მხეცის დაბრუნება)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_7055.html


მერვე შვიდთაგანი.(შვიდი მხეცი )
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_5131.html


ავაზის ლიდერი.(ანტიღმერთი-ანტიქრისტე)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4851.html


შვიდი მხეცის წრე.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1024.html


რვა მსოფლიო იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1486.html


მეოცე საუკუნე.(მხეცის ნიშნები)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1164.html


უკანასკნელი გაერთიანება.(ურჩხულელები)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4309.html


ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(მეძავობა უნდა დასრულდეს)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_7511.html



*********************************



(არაფერს ვამტკიცებ, ეს ჩემი ნააზრევი და ვერსიაა.)


***


სრული ვერსია

აპოკალიფსი(ვერსია)***


***



ბოლო თავი იქნება  ,,ევრაზიული კავშირი აპოკალიფსის მერვე მხეცი?’’

ბოლო თავის დაწერა შეიძლება მე არც მომიწიოს, რადგან მას რეალური ფაქტები დაწერენ. თუ რათქმაუნდა ჩემი ვერსია აღმოჩნდება ზუსტი.

ვნახოთ რა იქნება  უახლოეს მომავალში. დავაკვირდეთ მოვლენებს.

გამოიკვეთება თუ არა მხეცი და მისი სახელი და სახელის  რიცხვი.