ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

ზრდილობის წესები.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ზრდილობის წესები.

მეფე-პოეტი არჩილი თავის «საქართველოს ზნეობანში» წერს:

 «ზნეობა-საქციელები არ ბნელობს, არის ნათელი
კამკამებს დაუფარავად, ვითა წყვდიადში სანთელი, 
ეს კაცმან უნდა იცოდეს, მის-მის დროს რაა საქნელი» 

 ე.ი. თუ კაცმა იცის «მის-მის დროს რაა საქნელი», მას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არაფერი შეეშლება და მისი საქციელი იქნება სწორედ ზნეობრივი, რომელიც «არ ბნელობს, არის ნათელი». მაგრამ შექსპირის გმირივით საკითხავი სწორედ ის არის, თუ რაა «მის-მის დროს საქნელი»?

პროფესორი ელ.ხინთიბიძე შოთა რუსთაველის ეთიკური შეხედულებების ფორმირების საფუძვლად ოთხ წყაროს ასახელებს: «XII საუკუნის საქართველოს სოციალ-პოლიტიკურ სინამდვილეს, ქართულ ეროვნულ ზნეობას, ქრისტიანულ მორალს და არისტოტელეს ეთიკურ შეხედულებებს». ამ საკითხის განხილვა ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს, მაგრამ რომ მოვინდომოთ დასმული პრობლემის უკეთ გაცნობა და სათანადო ლიტერატურას დავუწყოთ ძებნა, ამ ოთხიდან სამის შესახებ საკმაო რაოდენობის შრომებს ვიპოვით, რასაც მეოთხის შესახებ ვერ ვიტყვით. ეს მეოთხე გახლავთ «ქართული ეროვნული ზნეობა», რომლის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. არადა ამ საკითხის შესწავლის აუცილებლობა გასული საუკუნის დასაწყისში დასვა სწორედ ივ. ჯავახიშვილმა. იგი 1906 წ. გაზეთ «ივერიაში» გამოქვეყნებულ წერილში წერდა: «კარგა ხანია, რაც საქართველოში დიადმა მოძრაობამ იჩინა თავი (მხედველობაშია XIX ს-ის 80-90-იანი წლების საზოგადოებრივი პროცესები, დ.ს.). ჯერ კიდევ ამ თხუთმეტი წლის წინათ ცხადად ეტყობოდა, რომ ჩვენი ხალხის წინანდელი აზროვნება ირყეოდა და ხალხში ახალი მიმართულება ვრცელდებოდა: ეს მოძრაობა და ძველებურ შეხედულებების შერყევა ქართველი ერის ეკონომიკურ განწყობილებასაც შეეხო, მის ზნეობრივ და გონებრივ ავლადიდებასაც. (...) სარწმუნოებრივ და ზნეობრივ შეხედულების შეცვლა და გასწორება, რომელსაც მრავალ საუკუნეების განმავლობაში თავისი მდიდარი მწერლობა, განვითარებული დოგმატური და საეკლესიო წყობილება აქვს შექმნილი, ძალიან ძნელი და რთული საქმეა. თითოეულ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ შეხედულობასა და დაწესებულებას თავისი წარსული და მნიშვნელობა ჰქონდა. განათლებული წრეების მოვალეობაა, შეიგნონ მნიშვნელობა თითოეული ამგვარ დაწესებულებისა და გამოარკვიონ, აკმაყოფილებს იგი თანამედროვე  მოთხოვნილებას თუ არა?».

ივანე ჯავახიშვილმა თავის ამ წერილში გაარჩია ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო დაწესებულებათა საკითხი, აჩვენა თუ ვის ჰქონდა საქველმოქმედო დაწესებულებებით სარგებლობის მორალური უფლება. დიდი ისტორიკოსის ამ ნაშომს აწერია «წერილი პირველი - ქველმოქმედება და საქველმოქმედო დაწესებულებანი». სამწუხაროდ, დანარჩენი წერილები არ გამოქვეყნებულა. ეს ნაშრომი შემდეგ მცირე რედაქციული ცვლილებებით შევიდა მის «ქართული სამართლის ისტორიაში.» ასე ჩაეყარა საფუძველი ქართველი ერის ზნეობრივი შეხედულებების ისტორიის შესწავლას, თუმცა ამ საქმეს გაგრძელება არ მისცემია. თავად ივანე ჯავახიშვილი ბევრს შრომობდა რომ ეს საკითხიც ჯეროვნად განეხილა, და რაც მოასწრო, შევეცდები ქვემოთ წარმოვადგინო.

წინამდებარე პარაგრაფში ვაერთიანებ ივანე ჯავახიშვილისეული ხელნაწერის პირველ და მეორე პარაგრაფებს, რომელთა სახელწოდებებია: «სახლეულნი და აღზრდის წესები. დღის გატარება» და «ზრდილობის წესები». ამის მიზეზი ისაა, რომ პირველ მათგანში მოცემული მასალა ძალზე მცირეა და მეორეც, შინაარსობლივად ისინი ახლოს არიან ერთმანეთთან, რადგანაც ზრდილობის წესები აღზრდის საკითხთან პირდაპირ კავშირშია, მეტიც მასვე ემყარება. სწორედ ზდრილობის წესებში იყრის თავს ყველა ის ელემენტი, რომელსაც აღზრდის პროცესი შეიცავს და ამავე დროს მასში ხომ იდეალიცაა მოცემული, რომელსაც აღზრდა გულისხმობს და მიესწრაფვის.

ივანე ჯავახიშვილს საკუთარ მეხსიერებაში ძალზე ბევრი და მრავალფეროვანი ინფორმაცია ჰქონდა დაგროვილი, ვიდრე ეს მის ხელნაწერებშია მოცემული. მას ქართული ზრდილობის წესების ისტორიის შესახებ უკვე მომწიფებული წარმოდგენა ჰქონია, რომლის ქაღალდზე გადმოტანას დრო სჭირდებოდა. ნათქვამის დასამტკიცებლად შეიძლება მივუთითოთ მისი ხელნაწერის ერთ ქართაკზე, სადაც თეიმურაზ II-ის თხზულების მიხედვით აღნიშნულია, თუ როგორია «ზრდილობის მაშინდელი ქართული წესები»  იყო მიღებული საქორწინო წეს-ჩვეულებაში.  ვნახოთ მეორე მაგალითი: «ხელმწიფის კარის გარიგების» ტექსტი ივანე ჯავახიშვლის მიხედვით, გადამწერის მიერ ბევრგნაა დამახინჯებული. მათ შორის ერთგან გამოდის თითქოს მონადირეთ უხუცესი მეფეს საკუთარი ხელით უნდა შეემოსა და ქუდიც უნდა დაეხურა მისთვის. ივ.ჯავახიშვილი შენიშნავს: «უფროს-უმცროსობისა და დარბაზის კარზე განმტკიცებული ასევე როგორც მაშინდელი უბრალო ზრდილობის წესების მიხედვით ასეთი რამ სრულებით დაუჯერებელია» . ასეთი მაგალითების მოტანა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ, ვგონებ, ნათელია, რომ ივანე ჯავახიშვილს აქვს გარკვეული წარმოდგენა საქართველოში არსებულ «ზრდილობის მაშინდელ წესებზე», ალბათ მის მიერ უამრავი წყაროს შესანიშნავად ცოდნის ნიადაგზე და ამ ცოდნის გათვალისწინებით იგი ადგენს ამა თუ იმ საკითხის არსს, იქნება ეს რომელიმე წყაროს შერყვნილი ადგილი თუ რომელიმე წესის შესრულების ნორმა.

მართალია, ფეოდალურ საზოგადოებაში სასწავლებლები არსებობდა, მაგრამ აღზრდის ძირითადი კერა ოჯახი იყო. სწორედ ამიტომაა, რომ ივანე ჯავახიშვილი აღზრდის წესებთან ერთად და მასზე უწინარეს ოჯახზე აპირებდა საუბარს, ოჯახზე, სადაც «ზრდილობის ქართულ წესებს» სწავლობდნენ. ამას მოწმობს მისი ერთ-ერთი პარგრაფის დასათაურებაც: «სახლეულნი და აღზრდის წესები. დღის გატარება”. «სახლი» ძველ ქართულში ოჯახს ნიშნავდა და შესაბამისად «სახლეულნი» ერთადმცხოვრებ ოჯახის წევრებს გულისხმობდა . ამდენად, მოცემილი სათაურის ქვეშ ალბათ განხილული იქნებოდა ოჯახის წევრთა შემადგენლობა, მათი ასაკობრივი და სქესობრივი დანაწილება, როლი და ადგილი ოჯახში და კონკრეტულად მოზარდის აღზრდის პროცესში. იგი აქვე უთითებს და ამადენად აქვე აპირებდა «დღის გატარების», ანუ დღის მანძილზე ოჯახის წვერთა დაკავებულობის, მოსაქმეობის საკითხის განხილვას. ივანე ჯავახშვილი თავის ნაშრომში «ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში» აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ძველ საქართველოში გაბატონებულ შეხედულებით ორ ნაწილად იყოფოდა. პირველს ყრმობა ერქვა და მეორეს ჰასაკი. «ჰასაკი ქართულში სქესობრივი სიმწიფის ხანითგან იწყებოდა და «ჰასაკად მოსვლაჲ» ამ სქესობრივ სიმწიფეს ეწოდებოდა». ყრმობა ბავშვობას უდრიდა, რომელიც სქესობრვ მომწიფებამდელ პერიოდად ითვლებოდა და ამიტომ ყრმობას «უჰასაკოჲ» შეესატყვისებოდა.

 «ადამიანის სიცოცხლის ზემოაღნიშნულ ორ მთავარ ნაწილს, - წერდა ივანე ჯავახიშვილი, - ყრმობასაც და ჰასაკსაც, თავის მხრივ ცალ-ცალკე რამოდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ ხოლმე და თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი ეწოდებოდა. ჰასაკი სახელდობრ სამად იყო დანაწილებული წლოვანებისდა მიხედვით. პირველი წლოვანების ადამიანს «ჭაბუკი» ერქვა, მეორე წლოვანებისას «შუაკაცი», უკანასაკნელს ხანაში შესულობისას «ბერი» (...) ბერიკაცობის ღრმა მოხუცებლობის ხანასაც თავისი სახელი ჰქონდა და ამ წლოვანების ადამიანს «დღეთა სიმრავლითა მიმჴცოვნებული». (...) ეწოდებოდა».

ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ქალის ჰასაკად მოსვლის პერიოდად 12-13 წელი ყოფილა მიჩნეული და ვაჟისთვის 16 წელი. იგი იოანე საბანისძის დამოწმებით ამბობს, რომ 17-18 წლის ყმაწვილი მამაკაცი ჭაბუკად იწოდებოდაო.

ივანე ჯავხიშვილი მიუთითებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სრულწლოვნებას, რომელიც იყო მისი «ჰასაკი სისრულისაჲ» და ადამიანის ცხოვრების ეს პერიოდი სამ მთავარ ასპექტს მოიცავდა - სამოქალაქოს, პოლიტიკურს და სამხედროს. რა თქმა უნდა, მხედველობაშია საერო პირი და არა სასულიერო. სამწუხაროდ, არაა ნათქვამი, რა კავშირი არსებობდა სქესობრივი მომწიფების ასაკსა და სრულწლოვნებას შორის, ანუ უდრიდა თუ არა სქესობრივი მომწიფების ასაკი სრლწლოვნების დადგომის პერიოდს. აგრეთვე არაა დაზუსტებული სრულწლოვნების ეს სამი ასპექტი - სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო, რომლებიც თურმე «ერთმანეთს არ უდრიდა და არ ეთანასწორებოდა», რა ასაკში დგებოდა და რა მიმართებაში იყო ერთმანეთთან. მოყვანილია მხოლოდ ვახტანგ გოგრგასლის მაგალითი, როცა მან 16 წლისამ ხელში აიღო მეფობა და ლაშქარს გაუძღვა ოსთა წინააღმდეგ. ისტორიკოსი ასკვნის: «16 წლის უფლისწულს, განსაკუთრებულ შემთხვევაში მაინც, უკვე ქვეყნის მართვა-გამგეობის ტვირთვა შეეძლო, მაგრამ სამხედრო მოქმედებისათვის ამ დროს ის ჯერ სრულასაკოვნად არ ითვლებოდა (..). საფიქრებელია, რომ 21-22 წლითგან სამხედრო სრულასაკოვნებაც იწყებოდა».

 1938 წ I ივლისს თბილისში, ხელოვნების მუშაკთთა სახლში გამართულ ლექციაზე ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ < ადამიანის სიცოცხლე ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა:  1. უწვერული და 2. წვერულვაშიან[ნ].ი. მეორე ხანა იწყებოდა წვერის ამოსვლასთან დაკავშირებით >. . აშკარად ჩანს, მსჯელობა მამაკაცს შეეხება და ქალთა სქესის შესახებ არაფერია ნათქვამი. მაგრამ აქ უფრო ისაა საყურადღებო, რომ ივანე ჯავახიშვილის ეს აზრი, ზემოთქმულს მიესადაგება, სადაც ადამიანის სიცოცხლის მთელი ხანგრძლივობა ორ ნაწილად - ყრმობად და ჰასაკადაა დაყოფილი. აქ მხოლოდ ამ დაყოფისათვის ასაკობრივ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ფიზიკური ნიშანია აღებული - წვერი, რომელიც მამაკაცს სწორედ «ჰასაკად მოსვლის» შემდეგ ამოსდის. სამწუხროდ, ამ დასკვნის წყარო უცნობია, ალბათ, უნდა ვივარაუდით, რომ იგი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

როგორ იყო დაყენებული სწავლა-აღზდის საქმე საქრთველოში? ივანე ჯავახიშვილის დასკვნით «სწავლა იწყებოდა 5 წლის ასაკიდან. 8 წლის ბავშვებს უკვე წიგნის მკითხველის თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონდათ» იგივე აზრია გამოთქმული «ქართული სამართლის ისტორიაში» . ს.გმსახურდია, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია სწავლა-განათლების საქმე ძველ საქართველოში,სწავლების დაწყების ასაკად 5-7 წელს უთითებს, ხოლო სწავლების დამთავრების პერიოდად 16 წ. ასახელებს.

განსაკუთრებული ყურადღება უფლისწულის აღზრდას ეთმობოდა, რადგან მომავალი მეფე შესაფერისად უნდა ყოფილიყო აღზრდილიც და განსწავლულიც. «ქართლის ცხოვრების ცნობებზე დაყრდნობით ივ.ჯავახიშვილი ადგენს, რომ საქართველოს გარდა უცხო ენებიც (სხვადასხვა დროს ბერძნული, სპარსული,არაბული) უნდა სცოდნოდათ. აგრეთვე აუცილებელი იყო ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის «მეფე თავის ქვეყნისა და სხვა ხალხების წარსულ ცხოვრებაში ჩახედული ყოფილიყო და წარსულის გამოცდილებითაც ეხელმძღვანელა» .კერძოდ კი «უფლისწულს უნდა წინდაწინვე, გულდასმით შეესწავლა ყველა ის «მართებანი და განსაგებელნი», რომელნიც «ეთხოვებიან მეფობასა»: გაეცნო «საჴელოთა და საბჭოთა» საქმეების წარმოება, საჭურჭლეთა შემოსავალ-გასავლის წესრიგი, სალაშქრო და სამხედრო განწესებანი და მოსაზრღვრე სახელმწიფოების მოციქულთა მიღება-დარბაზობის წესი» ე.ი. სათანადო ეტიკეტიც კარგად უნდა სცოდნოდა უფლისწულს, წინააღმდეგ შემთვევაში იგი ვერ შეძლებდა თავისი მოვალეობის შერსულებას სახელმწიფოს მართვისას. განათლება და ეტიკეტის ცოდნა სძენდა უფლიწულს და შემდგომ მეფეს «მეფურ ზრდილობას».
ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ «მეფეს, როგორც ჩანს, ეთხოვებოდა: კარგი მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, მოასპარეზობა, რაინდობა, მეფური ზრდილობა და მწიგნობრობა».

სამწუხაროდ, ივ. ჯავახიშვილის მსჯელობაში ვერ ვხვდებით მასალებს, თუ როგორი წესები იყო გვრცელებული საქართველოში აღზრდის პროცესის წარსამართავად. იგი თავის ლექციაში საუბრობს არა აღზრდაზე, არამედ სწავლებაზე. «მასწავლებლები უმთავრესად ქალები იყვნენ. არსებობდა სწავლების გარკვეული წესი. არსებობდა პედაგოგიური მოძღვრება. ისტორიულ ძეგლებში აღნიშნულია, რომ მე-11 საუკუნეში არსებობდა ნამდვილი სასწავლებელი. ასწავლიდნენ ზრდილობის წესებს, წერა-კითხვას, ჰუმანიტარულ საგნებს, სამამულო (სამხედრო), – საგნებს, მუსიკას, ლექსების თხზვას, სკოლები მოწყობილი იყო მონასტერში. მე-12 საუკუნეში შეიძლება საერო სასწავლებელიც არსებობდა». ივანე ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ < მოძღვარი მასწავლებელსა ჰნიშნავდა. გ.ხუცესმონაზონს აღნიშნული აქვს, რომ გ.მთაწმინლდელი «არა სხუათა მძღაურთა მიერ ასწავლიდა ესოდენსა მას სიმრავლესა, ანუ თუ სხვთა თანაშემწეთა იჴუმევდა, რაითამცა თჳთ მცირედ რაჲმ განისუენა, არამედ ყოვლითურთ თჳთ ასწავებენ და მოძღურინ»ო. . >.

 ივანე ჯავახიშვილი ინტერესდება სწავლების მეთოდითაც და იგივე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს: < საქართველოში სწავლების მაშინდელი მეთოდის გასათვალისწინებლად გ.ხუცესიმონაზონს ერთი ფრიად საყურადღებო ცნობა მოეპოვება. ის ამბობს, გ.მთაწმინდელი თავის მრავალრიცხოვანსა და სხვადასხვა ჰასაკისა და მომზადების მქონებელ მოწაფეებს შემდეგი წესით ასწავლიდაო: «ასწავებენ და მოძღურინ მწყობრთა და მწყობრთა, ჰასაკეულთა და ჰასაკეულთა», ხოლო იმ თანდათნობით რომ «უპირატესთა მათ შემდგომნი შეასწორა ხოლო შესწორებულთა მათ შემდგომნი მათნი წარსწივნა და ესრეთ, დაღაცათუ ჰასაკითა ვითა მეორისა უმეტეს იხლვებოდა, ხოლო სწავლულებისა მიერ, ურთიერთას მოჰასაკე იყუნეს»-ო  >.

საქართველოში სწავლებისას დასჯის მეთოდიც ფართოდ ყოფილა დანერგილი. ივანე ჯავახიშვილი ამას «ქართლის ცხოვრების» ცნობაზე დაყრდნობით ასკვნის: < სწავლა-განათლების დროს ურჩთა ცემა ანუ გუემა, როგორც მაშინ ეწოდებოდა, რომ ძველად სრულებით ბუნებრივ საშუალებად ითვლებოდა, ჯუანშერის მიერ ვახტანგ გორგასლის სეფე-სიტყვად მოყვანილს შემდეგი შედარებიდანაც ჩანს: «ვითარცა რა მამა წვრთჳნ კეთილშიბილსა კეთილითა ზედა საქმეთა უკუეთუ არა არაკეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თჳსისასა,  გუემის მამამან გუემითა და სწავლითა, რათა ასწავოს ყოველი კეთილი, ეგრეთ გწურთნა ჩუენ ღმერთმან»-ო.>.

რაც შეეხება დღის განაწილებას, ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერის ინფორმაცია ამ საკითხზე მეტად მწირია. იქ მხოლოდ დილის შესახებ მოიპოვება ორიოდე ქართაკი. დღის დანარჩენ მონაკვეთების შესახებ მასალების ამოწერა ვერ მოასწრო თუ იყო და დაიკარგა, უცნობია. მეცნიერი შოთა რუსთაველის პოემაზე დაყრდნობით წერს:
 < დილა ადრიან დგებოდნენ მაშინდელ საქართველოში, ინათებდა თუ არა დილა-ადრიანვე იწყებოდა საქმიანობაც. ავთანდილზეც ნათქვამი აქვს შოთას:
 «რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ
და ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ».

ამ საკითხზე მეცნიერს თავის ლექციაზეც უსაუბრია და აქ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ დღის განაწილების საკითხი აღზრდის წესებზე საუბარს მისდევს. თავის ხელნაწერშიც (№390) ხომ ცალკე პარაგრაფის აღმნიშვნელი სათაურის ქართაკია მოთავსებული, სადაც აღზრდის წესებთან ერთადაა დღის განაწილება მითითებული. მეცნიერის ეს პოზიცია რომ აღზრდის წესებთან ერთად უნდა ყოფილიყო დღის განაწილებაც განხილული, როგორც ოჯახის წევრთა («სახლეულნი») ურთიერთობისა და საქმიანობის გარკვეულ სფერო, ს.ბედუკაძის კონსპექტმა შემოგვინახა. მასში ვკითხლობთ:
 < დღის განაწილება - ინათებდა თუ არა დგებოდნენ და იწყებოდა მუშაობა. სადარბაზოდაც კი დილაადრიან მოდიდნენ და შემდეგ ადრე წვებოდნენ, როცა ემწუხრდებოდა >.

ივანე ჯავახიშვილი დღის განაწილებასთან ერთად ჭამა-სმის საკითხზეც მსჯელობს. ეს ალბათ იმიტომ, რომ დღის დანაწლების ტერმინოლოგია საკვების მიღების პერიოდებს აღნიშნავს ანუ საერთოდაც, როგორც სხვა ხალხებშიცაა მიღებული, ქართველებშიც დღის დანაწილება საკვების მიღების დროის მიხედვით აღინიშნებოდა და აღინიშნება ძირითადად. ს.ბედუკაძის კონსპექტში ვკითხულობთ:
 < დღის მთელი სიგრძე დანაწილებული იყო:
დილა, 
სამხარი , 
სერი-სერობა ,
მწუხარი - მასთან დაკავშორებული პურის ჭამა >. 

ძველ საქართველოში ვინმესთან მოულოდნელად მისვლისას, სახლში თუ ოთახში შესვლამდე კარზე დაკაკუნება ყოფილა აუცილებელი, რომელსაც «კარის დარეკვა» რქმევია. ივანე ჯავახიშვილი წერს:
< საგულისხმოა, რომ შოთა კარის დაკაკუნებას ძველებურად კარის დარეკვას უწოდებს. ზღვათა მეფის სახლითგან გამოპარულ ნესტანზე ფატმანს ნათქვამი აქვს:
 «ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა,
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა»-ო.

ამ შემთხვევაში ფატმანი არ მოელოდა ნესტანს და ამიტომაც დასჭირდა მას კარზე დაეკაკუნებინა და თან მისი სახელიც ეხსენებინა, თორემ წესად ყოფილა სტუმრისადმი შეგეგება და წინ დახვედრა. ამის შესახებ ივ.ჯავახიშვილი მოგვითხრობს:
 < საპატიო სტუმრის დახვედრის მე-XI ს. წესის გასათვალისწინებლად შესაძლებელია ის ცნობა იყოს გამოყენებული, რომლებიც გ.ხუცესმონაზონს მოეპოვება და რომელშიც ბაგრატ IV-ისაგან გ.მთაწმინდელის მიღებაა აღწეერილი. მას ნათქვამი აქვს: ჩვენი ფოთში ჩამოსვლის ამბავი «აცნობეს მსწრაფლ მეფესა, რამეთუ ზემოთა ქუეყანათა იყო. ვითარცა ეუწყა... მეყსეულად წარგზავნა მწიგნობარი თჳსი და უბრძანა დიდთა პატივითა წარყვანებაჲ ბერისა. და ვითარცა მოიწია ჩუენდა, წარმოგუყუანეს მიერ და თანა-გზაჲ გვყუა მღვლედთ-მოძღვარცა ქუთათისისა, სახელი ილარიონ... წარმოვედით და მივიწიენით ქუეყნად ქართლისა, სადა იგი იყო მეფე მთავართა თანა. და, ვითარცა მოვეახლენით მას ჟამსა სავალ ოდენ, გამოგზავნა მეფემან მეგზურად ჩუენდა მღვდელთმოძღვარნი და დიდებულნი თჳსნი, ხოლო თვით... მეფე კართა თანა კარავისთა წინა მოეგებათ და მოწყალედ მოიკითხა და იკურთხა მისგან და ჴელპყრობით შეიყვანა კარვად და ინაჴით დასუა მახლობლელად თჳსა»-ო >. 

ივანე ჯავახიშვილის მიერ საპატიო სტუმრის მიღების წესის გასაცნობად შერჩეულ ამ ცნობაში მრავალი საინტერესო ელემენტია მოცემული:
 1. სტუმრის მოახლოების ფაქტს აუცილებლად აცნობებენ მასპინძელს;
 2. მასპინძელი საგანგებო პირს გზავნის სტუმრის წამოსაყვანად;
 3. როცა სტუმარი მასპინძლის სადგომს მიუახლოვდება, მას კვლავ საპატიო პირებს შეაგებებენ;
 4. მასპინძელი (აქ მეფე) სტუმარს თავისი სადგომის (აქ კარვის) წინ ეგებება;
 5. მასპინძელი აქ, კართან მოიკითხავს სტუმარს;
 6. მასპინძელი შინ იწვევს სტუმარს თანაც გარკვეული ჟესტით – ხელპყრობით ანუ ხელის მოკიდებით;
 7. მასპინძელი სტუმარს სვამს ინახზე ანუ მაღალ სკამზე თავისთან ახლოს. სტუმრის მოახლოების შემატყობინებელ პირს «მახარობელი» ერქვა. ეს კარგად ჩანს «ვისრამიანიდან» ამოღებული ცნობიდან:
 < წავიდა მოციქული: ვითა მახარობლისა წესია, ეგრე, ფიცხლად მივიდა».

მახარობელია სასიხარულო ამბის მომტანი მოციქული. მახარობლის წესი კი არის ჩქარა (ფიცხლად) წასვლა და ამ სასიხარულო ამბის ადრესატისათვის მალე შეტყობინება. «მახარობელი» ხშირად გვხვდება «ვეფხისტყაოსანში», ივ.ჯავახიშვილის მიხედვით.

 < უკან დაბრუნებული ავთანდილი რომ მოლაშქრეეებმა დაინახეს, მაშინვე იცნეს და «შერმადინსა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
 «მოვიდაო, აქამდისი ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს» .შემდეგ თვით როსტევანისთვის საცნობენლად «შერმადინ მახარობელი წავა
მოსვლისა მათისა, ფიცხლა წვიდა: სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა»-ო.

აქაც ჩანს მახარობლის წესი: ფიცხლად (ჩქარა) სიარულის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში მახარობელს არავინ ნიშნავს. შერმადინთან თავად მისი ქვეშევრდომები მივიდნენ თავიანთი სურვილით, როსტევანთან კი თვითონ შერმადინი წავიდა ასევე თავისი ნებით. აგრეთვე ავთანდილი ისე დაბრუნდა, რომ არავინ გაუგზავნია, მაგრამ ზოგჯერ კი თავად მომსვლელი გზავნიდა მახარობელს. ივ.ჯავახიშვილს ეს შენიშნული აქვს და კიდევაც აღუნიშნავს:
 < ტარიელმა და მისმა თანამგზავრებმა მულღანზანზარში მყოფს ასმათსაც და სხვებსაც შორიდანა აცნობეს
 «მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავვნეს მახარობლად,
კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად».

ძველ საქართველოში წესად ყოფილა მახარობლის დაჯილდოება. სათანადო ცნობა ამოწერილი აქვს ივანე ჯავახიშვილს «ვეფხისტყაოსნიდან».
 < მახარობლად წამოსულმა შერმანდინმა რომ როსტევანსა და თინათინს ავთანილის დაბრუნება მოახსენა, თინათინმა «მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა»-ო. 

ივანე ჯავახისვლს ერთ ქართაკზე ბინარულ ოპოზიციათა საინტერესო მაგალითები აქვს დაფიქსირებული:
 < შიომ ევაგრეს «განუჩინა, მას საზღუარი ჯდომისა და დგომისა, ლოცვისა და
შრომისა»-ო. 

მართალია, ივანე ჯავახშვილს ეს ცნობა უკომენტაროდ დაუტოვებია, მაგრამ იგი თავისთავად გვეუბნება თავის თავზე. აქ ორი ოპოზიციური წყვილი გვაქვს: ერთი ჯდომა და დგომა და მეორე, ლოცვა და შრომა. თანაც ნათქვამია, რომ შიომ ევაგრეს თითოეული მათგანის ზუსტი «საზღუარი განუჩინა»-ო. ე.ი. ჯდომის, დგომის, ლოცის და შრომის წესები დაუდგინაო. აქ იმდენად არაა მოსალოდნელი, რომ შიოს დაედგინოს ის წესები, თუ როგორ უნდა იჯდეს ან იდგეს ადამიანი, როგორ უნდა შეასრულოს ლოცვა ან როგორ იშრომოს, როგორ შეასრულოს ესა თუ ის საქმე, არამედ აქ უნდა იგულისხმე-ბოდეს თუ როდის და რა პირობებშია შესაძლებელი და დაშვებული ადამიანი იჯდეს ან ფეხზე იდგეს, შრომობდეს ან ლოცულობდეს. აქ საინტერესოა ისიც, რომ კარგად იგრძნო-ბა დროსთან დამოკიდებულება: ადამიანის, ამ შემთხვევაში ევარგეს, სამოღვაწეო დრო განსაზღვულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც შედგება ჯდომისა და დგომის, ლოც-ვისა და შრომის მონაკვეთებისაგან. აქ ძილზე, ლხინზე, გართობაზე და დასვენებაზე არაა საუბარი. დროის ამგვარი დანაწილება ქრისტიანულ მოძღვრებიდან გამომდინარე სულაც არაა მოულოდნელი. თითოეული ადამიანის დროის ბიუჯეტი იყოფა შრომისა და ლოცვის ასპარეზად და სხვა რაიმესათვის დრო არც უნდა დაიკარგოს. ამდენად ზემოთ მოყვანილი ცნობის გაგება, თავისთავად გვიჩვენებს ზრდილობის ნორმებს, რომ ადამიანი მთელს თავის დროს შრომაში და ლოცვაში უნდა ატარებდეს, მით უმეტეს აქ საუბარია სასულიერო პირზე.

რაც შეეხება დგომას, ჩანს რომ ასეთი წესი მართალაც არსებულა. ივანე ჯავახიშვილს არჩილ მეფის თხზულებიდან ამის დამადასტურებელი სათანადო ადგილები ამოუწერია:
 «ხელს ნუ დაიბჯენ, ადგე რა» .
 «არც ვინ ჯოხს ჩამოეყუდო»-ო. ხოლო «ზეზე მდგომი ფეხს ნუ იკავ, ნუცა ბოძს ხელს ხვევ, თუ არ ცუდო,
ნურც იცინი, ნურას უბნობ...
და ვინ ასრე არა ზრდლობს, მაშინ იქნება სვიანი ყუდო»-ო. 


ხოლო ჯდომის წესი განსაკუთრებული ყურადღებით აქვს მიმოხილული სახელოვან ისტორიკოსს: < ზრდილობიანი ჯდომისთვის გარკვეული წესი არსებობდა, არჩილსაც აქვს ნათქვამი:
 «წინ ჯდომით, უკან უკუხრით ზურგს ნუ მიჰყუდებ კედელსა,
ნუცა თავ დაჰკიდებ, არ გვანდე თვალნაკლებს ოქრომჭედელსა,
ცალს თეძოზედან არ დასჯდე, რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა»..

ამის შემდეგაც კვლავ იმეორებს: «ბატონთან და უფროს კაცთან მჯდომი არას გარდეყუდო»-ო. ამის გარდა ყოველს ადამიანს უნდა სცოდნოდა ძველი ჩვეულება და მცნება უცილობელი ზრდილობის, რომ «ჯდომაში ფერხი გარეთი ზეით არ უნდა დაიდო».

სწორედ არჩილის ამ ცნობას გულისხმობდა ივანე ჯავახიშვილი, როცა 1938 წ.თავის ლექციაზე ამბობდა: ძველ დროში ქართველი

 < როგორ უნდა მჯდარიყო? ძველად, 15 ს-ის დადგომამდის სკამზე იჯდნენ. ზრდილობიან სტუმარს არასდროს არ უნდა ეკადრა მიყუდება, არც დაყრდნობა. არასგზით არ შეიძლებოდა ფეხის ფეხზე გადადება. ეს მასპინძლის შეურაცხყოფა იყო და, თუ ვინმე ამას გაბედავდა, დიდი ამბავი მოხდებოდა. ეს ყველა სხვა ქვეყანაში ასე იყო. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ შაჰ-აბასის დროს იმერეთის მეფეს ქართლის მეფესთან ფეხი ფეხზე გადაუდვია და საუკუნო შური ჩამოვარდნილა. ჩვენ ამის შესახებ გარკვეული დადასტურება მოგვეპოვება არჩილ მეფის ნაწარმოებში >. 

რაც შეეხება ამ საუკუნო შურს და მტრობას, ლექციაზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ არქივში დაცულ ხელნაწერში შემდეგი ამბავია მოთხრობილი;
 < ვახუშტის თავის საქართველოს ისტორიის იმ ადგილს, სადაც იმერეთში გიორგი მეფესთან გახიზნული ლუარსაბ მეფის შაჰ-აბასისაგან დაბარებისა და გამგზავრების ამბავია მოთხრობილი, ქართული ჯდომის ზრდილობიანობის წესის დამახასითებელი შემდეგი საგულისხმო ცნობა მოეპოვება. ისტორიის ძირითად ტექსტში მას ნათქვამი აქვს, რომ გიორგი მეფე, ლევან დადიანი და მამია გურიელი ლუარსაბ მეფეს შაჰ-აბასის მინდობასა და მასთან წასვლას უშლიდნენ, მაგრამ ლუარსაბმა თავისი არ დაიშალა და შაჰ-აბასს მიენდო, შენიშვნაში ლუარსაბის წასვლის მიზეზად შემდეგი გარემოებაა დასახელებული: «იტყვიან, რამეთუ ერთად ისხდნენ მეფენი. მაშინ გიორგი მეფემან მოიხადა ქუდი და შემოდვა ფეხი მუხლსა ზედა. ესე იუკადრისა მეფემან ლუარსაბ და შეირაცხა უპატიოდ და არარად შერაცხად და იტყოდაო: «რა იგი ნებავს მტერს, ჰყოს, ხოლო უმცირესისა ჩემისაგან არა დავთმინო». და არარაი უსმინა გიორგი მეფესა და წარვიდა, ვითარცა მწყრალი». თუნდაც რომ ეს ცნობა თავისთავად სწორი არ იყოს და მხოლოდ იმჟამინდელს ჭორს წარმოადგენდეს, მაინც იგი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ მაშინდელი ზრდილობიანი ჯდომის წესის გამორკვევის საშუალებას გვაძლევს. ზემოთ მოთხრობილისაგან ცხადი ხდება ფეხის მუხლზე შემოდება სხვასთან ჯდომელა საუბრის დროს დიდ უზრდელობად ყოფილა მიჩნეული. ხოლო თუ ამასთანავე, მოსაუბრე უფროსი იყო, ფეხის ფეხზე შემომდები კი უმცროსი, მაშინ ასეთი საქციელი უკადრისობად და უპატიობად ითვლებოდა >.

როგორც უკვე იყო აღნიშნული, ძველ საქართველოში XV ს-მდე სკამზე ჯდებოდნენ, მხოლოდ შემდეგ იცვლება ვითარება და ნოხზე იწყებენ ფეხმორთხმით ჯდომას. ეს გარემოება აქვს მხედველობაში ივ.ჯავახიშვილს, როცა «ვეფხისყტაოსნის» ცნობაზე დაყრდნობით ნათქვამი აქვს:
 < ფრიად საგულისხმოა, რომ შოთას, უსკამოდ ჯდომა ვაჭრისაც კი იმდენად ვერ წარმოუდგენია, რომ დიდვაჭრად გადაცმულს, მობაღდადელ სოვდაგრებთან ერთად გულანშაროში გემითგან საქონლით გამოსულ ავთანდილზე მას ნათქვამი აქვს: «ავთანდილ ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა»-ო. 

საჯდომად სკამის გარდა ტახტსაც იყენებდნენ. ივ.ჯავახიშვილის დაკვირვებით, ტახტს, როგორ ავეჯის ერთ-ერეთ სახეს, «ვეფხისტყაოსანში» არა მარტო სამეფო საჯდომის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, არამედ საერთოდ «ვეფხისტყაოსნის» გმირებიც ტახტზე ჯდებოდნენ და წვანან კიდევაც.

 < ტახტზე ჯდომაც და წოლაც იცოდნენ, მიწოლით ჯდომაც შეიძლებოდა, ნესტანი გამწყრალი დახვდა თავის კოშკში, ტარიელი უამბობდა ავთანდილს, იყოო «მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი»>.

არსებობდა აგრეთვე საგანგებო ბალიში, რომელსაც სკამზე დებდნენ და ზედ ჯდებოდნენ.
< ტარიელი ნესტანზე ამბობს, როდესაც ხვარაზმშას მოსვლით განრისხებულმა ნესტანმა დამიბარა: შევედი ვნახე, ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე».

ჯდომის წესის ერთ-ერთი ელემენტია აგრეთვე დისტანციის დაცვა, თუ რა მანძილზე უნდა დაჯდეს ერთი პირი მეორესთან. ახლოს დასმა სტუმრისა პატივისცემის გამომხატველი ნიშანია, რომელსაც უფროსი ან მასპინძელი ამჟღავნებს. ეს კარგად ჩანს «ვეფხისტყაოსნის» მაგალითზე, რომლის სათანადო ადგილები ამოწერილი აქვს ივანე ჯავახიშვილს:
 < მამის გლოვითგან გამოსვლისათვის რომ ზეიმი გამართა ფარსადან მეფემ, ტარიელი მოუთხრობს ავთანდილს
«შორს მამეგებნეს, მაკოცეს, პატივით, ვითა მპყრობელთა, მათ საჯდომსა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად.»>

ან კიდევ
ტარიელი და ავთანდილი რომ ფრიდონთან მივიდნენ, იგი თავის სახლში
«ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა, ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა»

ივანე ჯავახიშვილის მახვილ თვალს შენიშნული აქვს «ვეფხისტყაოსანში» ერთი საინტერესო დეტალი, რომლის შესახებაც წერს:

ტარიელი ავთანდილს უამბობს, რომ რა წამს ფრიდონმა ჩემი ვინაობა შეიტყო და გაიგო, რომ ინდოეთის მფლობელი ვარ (ე.ი. მეფედ უკურთხებელი, მაგრამ რეალური პრეტენდენტი, მემკვიდრე, დ.ს.) მაშინვე.«ფრიდონ საჯდომი დამიდგა ადგილსა საბატონოსა»  >.

ე.ი. ტარიელის სამეფო წარმომავლობა რომ შეიტყო, ფრიდონმა იგი საპატიო ადგილს დასვა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თავის საჯდომთან ახლოს. აქ მეორე გარემოებაცაა საინტერესო ზრდილობიანობისა და თავაზიანობის გამოხატვის თავლსაზრისით: სანამ ამ ამბებს შეიტყობდა ფრიდონი მანამდე, ფრიდონიც და ტარიელიც ხომ ისხდნენ და ფრიდონი ადგა და თავისი ხელით საჯდომი საპატიო ადგილს ანუ თავისთან ახლოს დაუდგა ტარიელს.

იერარქიული ანუ «სწორ-უფროსულ-უმცროსულ» (არჩილი) დამოკიდებულება ურთერთობაში ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი თავის ლექციაში ამბობს:
 < მომსვლელს უფლება არ ჰქონდა, რომ, თუნდაც დაღლილი ყოფილიყო, თუ არ სთხოვდნენ, დამჯდარიყო. უფროსთან არ ჰქონდა დაჯდომის უფლება თუ არ სთხოვდა. თუ უფროსი იდგა, ისიც უნდა ამდგარიყო. თუნდაც მასპინძელი უმცროსი ყოფილიყო, არ შეეძლო დამჯდარიყო, თუ სტუმარი უფროსი არ ეტყოდა >.

ძველ საქართველოში ახლობელ ადამიანთა შორის მიღებული ყოფილა ერთმანეთის კოცნა. ივანე ჯავახიშვილს «ვეფხისტყაოსნიდან» 10-ზე მეტი შემთხვევა აქვს ამოწერილი, სადაც კოცნაა მოხსენებული. ეს საკითხი სწორედ «ვეფხისტყაოსნის» მიხედვით საგანგებოდ შეისწავლა ვ. ნოზაძემ: «კოცნის წესი მრავალგვარია და სხვადასხვა მნიშვნელობისა არის; კოცნა ბაგეზე - შეყვარებულთა; ან მეგობართა; ღაწვზე - თანასწორია; კისერზე - ცოტა არა თანსწორთა; მკერდზე - უფრო არა თანასწორთა; მუხლზე – მდაბლისა; ფეხზე და მიწაზე - მდაბალისა».საბოლოოდ კი ვ.ნოზაძე ასკვნის, რომ «ვეფხისტყაოსანში» მოცემული კოცნის სახეები «საზოგადოებრივ წოდებას გვიხასიათებს და საზოგადოებრივ დახარისხებასთანაა დაკავშირებული». ივანე ჯავახიშვილის მიერ ამოწერილი ცნობებიც ამ აზრის ილუსტრაცაა, მაგრამ ამ ქართაკებს რამე კომენტარი არ ახლავს და ამდენად, მათი მოტანაც საჭირო არაა. მხოლოდ 1938 წ. ჩატარებული ლექციის ერთ ადგილს მოვიყვან ს. ბედუკაძის კონსპექტიდან:
 < როცა ორი ცხენოსანი შეხვდებოდა [ერთმანეთს]., უნდა ჩამომხტარიყვნენ და ისე მისალმებოდნენ. რაინდები ერთმანეთს კოცნით ესალმებოდნენ. ამის დარღვევა პირად შეურაცხოფად იყო მიჩნეული >.

ამ წესს თურმე «პატივით ხილვა» რქმევია, რის შესახებაც ივანე ჯავახიშვილი თავის «ქართული სამართლის ისტორიაში» წერს: «საქართველოს მოწინავე წრეების წევრებს განსაკუთრებული, მტკიცედ შემუშავებული ზნე და ქცევის ჩვეულება (ე.ი. ეტიკეტი, დ.ს.) ჰქონიათ. ურთიერთობის თანასწორობის და შესაფერისად შემუშავებული ერთამანეთის დახვედრისა და მისალმების «წესი»-ც კი არსებობდა თურმე. წარჩინებულნი მოვალენი იყვნენ ერთმანეთისადმი თანასწორი პატივისცემა გამოეჩინათ, იმიტომ რომ ურთიერთის «პატივით ხილვა» ამ წესის ზრდილობიანობის საანბანო ჭეშმარიტებად ითვლებოდა. «წესისაებრ პატივით ხილვა» იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც წარჩინებული ცხენზე მჯდომნი ერთი მეორეს შეხვდებოდნენ, ორივენი მოვალენი იყვნენ ჯერ ჩამოქვეითებულიყვნენ, ხოლო შემდეგ კოცნით მოსალმებოდნენ ერთმანეთს».

ჟამთააღმწერილის თხზულებიდან ცნობილია ამ წესის დარღვევის ფაქტი, რომელიც მძიმე შედეგით დამთავრდა. ავაგ ამირსპასალარი მონღოლთა ყაენისაგან საქართველოში დაბრუნდა «და ვითარ ცნეს ქართველთა მოსვლა ავაგ ამირსპასალარისა, წინა მიეგებნეს ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თჳთ შანშე და ეგარსლან, რომელსა კნინღა-და სახელი მეფობისა ეპყრა. და ვითარ მიეხალა ავაგ, ჰგონებოდა ჰუნისაგან გარდამოჴდო-მად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისაგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, და არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა, და ამბორის-ყოფად ავაგისა. და ვითარ იხილა ავაგ, განძჳნდა და თავსა მათრაჴითა უხეთქნა, და უბრძანა მას ქვეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაიმჴუან ქუეყანად, და ყვესცა ეგრეთ, და პატივისაგან უპატიო ყვეს, და განძრცვილი განაძეს» . ე.ი. მიღებული ეტიკეტის ასე საჯაროდ და დემონსტრაციულად დარღვევამ შეურაცხოფის მნიშვნელობა მიიღო და რეაგირებაც სათანადო მოჰყვა.

(ყრმობა* _სხვაგან ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს ადამიანის ცხოვრების ამ პირველ ხანას «ჩჩჳლი» ეწოდებოდაო.)


დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 

ქართული ეტიკეტის შესწავლის აქტუალობა და ამოცანები

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ქართული ეტიკეტის შესწავლის აქტუალობა და ამოცანები.

საზოგადოებრივი ცხოვრების მომწესრიგებელ «ბუნებითი» და «დაწერილი სჯულის» ფუნქციონირების თავისებურება უშუალოდ აირეკლება ეტიკეტზე. დავით აღმაშენებელი თავის «გალობანი სინანულისანში» ამბობდა: «მებრძოლი ვექმენ ყოველთა წესთა შჯულისა შენისასა»-ო. ე.ი. გამოდის, რომ შჯულს თავისი «წესი» ანუ ნორმა ჰქონია. ამ ურთიერთკავშირის გათვალისწინება ეტიკეტის კვლევის პროცესში ყოველთვის აუცილებელია. ყოველივე ზემოთქმულიდან ისიც ცხადია, რომ თავად «წესები» კი არ ქმნიან «რჯულს», არამედ ეს «წესები» გამომდინარეობენ «რჯულიდან». ეს იმიტომ, რომ ეტიკეტი (წესი) კი არ არის მთავარი რომელიმე საზოგადოებისთვის, არამედ ის ფასეულობა (ღირებულება), რომელსაც ეტიკეტი გამოხატავს. ეტიკეტის (რჯული, ზნე) თითოეულ ნორმას (წესს) აქვს საკუთარი ამოსავალი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტიკეტის რომელიმე ნორმა არ არის ნებისმიერად შეთხზული. ეს საფუძველი გარკვეული ფასეულობაა, რომელიც თითოეულ საზოგადოებას აქვს და რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. აქედან გამომდინარე, როცა ეტიკეტის რომელიმე წესს ვხედავთ შეცვლილს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ უკვე მისი საფუძველი, რომლიც გარკვეული ფასეულობაა, შეიცვალა, გადაფასდა. ხოლო თუ კი ასეთ გადაფასებას ადგილი არა აქვს, მაშინ ეტიკეტის ნორმაც ძალაშია და მისი დარღვევა დადებითად არ იქნება შეფასებული საზოგადოებრივი აზრის მიერ.

ზემოთ უკვე იყო მოტანილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან, როცა ქართლის მეფე ლუარსაბმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმერეთში. მაინც რა მოხდა? რატომ გახდა ასეთი მძაფრი კოლიზიების გამომწვევი ეტიკეტის დარღვევა? - იმიტომ რომ ეტიკეტი განასახიერებს იმ ფასეულობებს, რომელთა იგნორირება ყოველთვის მწვავედ აღიქმებოდა. უფროსის წინაშე უმცროსი მოკრძალებით უნდა იყოს - ეს იყო მოქმედი ნორმა, რომლის გამოხატულება უფროსთან ფეხი ფეხზე გადადებით არ დაჯდომაში, ე.ი. არათავის-უფლად ყოფნაში მდგომარეობდა: პირს, სუბიექტს უნდა ახსოვდეს, რომ მასთან ერთად უფროსი იმყოფება, რაც მას მოკრძალებისაკენ, არათავისუფლად, არა ნებისაებრ ყოფნისაკენ მიუთითებს. ამდენად, უფროს-უმცროსს შორის ურთიერთობა გარკვეული ფასეულობის მქონეა და მისი ნიველირება იწვევს თავად ამ სუბიექტების, როგორც უფროსისა და როგორც უმცროსისა, სტატუსის გაუქმებას. ადამიანთა საზოგადოება კი მისი წევრების გარკვეული სტატუსის ქონის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს, რადგანაც არ იარსებებდა არანაირი წესრიგი და იბატონებდა მხოლოდ ქაოსი, როგორც ეს ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებამდე ივარაუდება. ადამიანი, რომ ადამიანი გახდა, ესაა შედეგი იმისა, რომ მან შეძლო გაეცნობიერებინა საკუთარი ყოფა და მისთვის სარგებლიანობის ნიადაგზე თანდათანობით მიანიჭა გარკვეულ საგნებსა თუ მოვლნებს გარკვეული ფასეულობა, რომელიც ასევე თანდათანობით გაფორმებულ  იქნა გარკვეული წესების, ჩვეულებების სახით.

მაშასადამე, საზოგადოებრივი ცხოვრება მოწესრიგებულია ანუ გარკვეული წესი და რიგი შემოღებულია, იმდენად, რამდენადაც ეს საზოგადოებრივი ცხოვრება ამ წესებით რეგლამენტირებულია და ეს წესები არსებობენ ჩვეულების ან კანონმდებლობის, ანდა ორივესი ერთად მოქმედების ძალით. კანონმდებლობას განვითარებული სამოქალაქო ცხოვრების მქონე საზოგადოება საკანონმდებლო უფლე- ბის მქონე ორგანოს მეშვეობით ადგენს, ჩვეულებას კი რომელიმე ერთობა ერთი და იგივე ქმედების ხშირი გამეორების, ჩვევად ქცევის შედეგად ქმნის ხოლმე. ამდენად, როგორც კანონმდებლობისთვისაა ცალკეული საკანონმდებლო ნორმა-კანონი სამართლებრივი ფასეულობის გამოხატვის საშუალება, ასევე ჩვეულებისათვის (ჩვევით არსებულისათვის, ტრადიციისათვის) გარკვეული ფასეულობების გამოხატვის საშუალებაა წესი (ეტიკეტი). ხოლო თითოეული წესი ხშირად გაიმეორა ადამიანმა და ჩვეულებად აქცია იმიტომ, რომ მისთვის «ასე მოქცევა» ანუ «ამ წესების დაცვა» უფრო სასარგებლო იყო და შემდეგში აუცილებელი და არა «ისე მოქცევა» ანუ «სხვაგვრი წესის» მოფიქრება. სწორედ ეს არსი, თუ რატომაც იყო სასარგებლო და ამდენად კარგი და მისაღები გარკვეული ქმედება, არის სწორედ ამ ქმედების ფასეულობა. ე.ი. ფასეულობაა ადამიანის მიერ გარემო სამყაროსა და საკუთარი ყოფის შეფასებათა ერთობლიობა: ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი დადებითად ან უარყოფითად ეკიდება მის გარშემო არსებულ საგნებსა და მოვლენებს, იმის-
დამიხედვით ყოველივე ეს ნეგატიურად აღიქმება თუ პირიქით.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ადამიანის მოწონების სფეროში შემოდის მხოლოდ ის, რაც მისი აზრით ფასეულობის მქონეა და რაც არა მას ფასეულობა არც გააჩნია ანუ ფასეულობა აქვს ურყოფითი ნიშნით. წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა ამდაგვარი შეფასების გარეშე, მიუხედავად იმისა, იგი აცნობიერებს ფასეულობის ფენომენს თუ არა. ვინაიდან სხვადასხვა საგნები და
მოვლენები სხვადასხვაგვარი სარგებლობის მომტანია ადამიანისათვის, მათ სხვადასხვა ფასეულობა, ფასი აქვთ.

ამდენად, ეს საგნები და მოვლენები მათი ფასის გამო ერთმანეთის მიმართ განსხვავებულ ადგილს იკავებენ და მათი ფასეულობაც ერთმანეთის მიმართ იერარქიული პრინციპით მოიაზრებიან: ზოგი მეტად საჭიროა, მეტად სასარგებლოა და ამდენად მეტად ფასეული, ზოგი კი ნაკლებად სარგებლიანი და ამიტომ ნაკლებად ფასეული.

ამდაგვარ შეფასებით პრიზმაში ექცევა ყველაფერი რაც კი ადამიანის თვალთახედვის არეში ხვდება. თვალთახედვის არე კი მოიცავს ადამიანის გარე სამყაროსა და მის ყოფას ამ გარესამყაროში. იმდენად, რამდენადაც ადამიანი შეფასების შედეგად გარკვეულ ფასეულობას აძლევს მის ადამიანურ ყოფას, შეიძლება ეს მიდგომა დაიყოს გარკვეული სფეროების სახით: ის რაც ადამიანის ეთიკურ იდეალებს შეეხეება არის ეთიკური ფასეულობები, ის რაც ესთეტიკურ იდეალებს -ესთეტიკური ფასეულობა, ის რაც ეკონომიკურ იდეალებს - ეკონომიკური ფასეულობა და ა.შ. ამდენად, ფასეულობა შეიძლება არსებობდეს იმ სპეციფიკის, რა სპეციფიკის რეალობებს ექნება ადგილი ადამიანთა ყოფაში. ადამიანთა კოლექტივებს გააჩნიათ განსხვავებული დამოკიდებულება ირაციონალური რწმენა-წარმოდგენებისადმი და ამიტომ მათთვის არსებობს რელიგიის, რწმენის ფასეულობა. ადამიანები მხარს უჭერენ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას და მათთვის არსებობს გარკვეული პოლიტიკური ფასეულობანი და ა.შ. თითოეულ ადამიანს შეუძლია იყოს რომელიმე რელიგიის მიმდევარი ან არ იყოს. ასევე შეუძლია იყოს რომელიმე პოლიტიკური დასის წევრი ან თანამგრძნობელი და შეუძლია არ იყოს, მაგრამ არ შეუძლია, არავითარ შემთხვევაში, არ მიეკუთვნებოდეს რომელიმე ეთნიკურ კოლექტივს. რელიგიური და პოლიტიკურ გაერთიანებებს გარეთ შეიძლება ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ ეთნიკური ერთობის გარეთ კი არა, თუნდაც ეს ადამიანი იყოს უკიდურესად დენაციონალიზებული ფსიქიკის, რადგანაც იგი უკვე რომელიმე სხვა ერს იქნება მიტმასნილი და მასთან ერთად უნდა იქნას განხილული. ამდენად, ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს და გააჩნია კიდევაც ეთნიკური ფასეულობა.

ეთნიკური (ეროვნული) ფასეულობის არსებობის დამადასტურებელია ეთნონიმებისა და ეთნცენტრისტული ფსიქოლოგიიის საყოველთაო არსებობა. ეს სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია: რადგან არსებობს ასე მრავალი ერთმანეთისაგან განსხავებული ეთნიკური ერთობები, მათთან კონტაქტისას, ურთიერთობისას ზოგი იწვევს სიმპათიას და ზოგი არა (სხვა საკითხია რატომ?). ამ
მიზეზით ე.ი. ეთნიკურ საფუძველზე ყალიბდება ეთნიკური ფასეულობა. მაგრამ ეთნიკურ ფასეულობებს არ წარმოადგენს მხოლოდ სხვა ეთნოსებთან დაპირისპირებისას ფიქსირებული სხვაობები, არამედ ეთნიკური ფასეულობანი არის სწორედ ის რაც დამახასიათე-ბელია ამ ეთნოსისათვის, რაც სისხლხორცეულია მისთვის. ასეთი კი შეიძლება იყოს არაერთჯერადი მოვლენები, ისეთი მოვლენები,
რომლებსაც ეთნოსის ცხოვრებაში ხშირად აქვს ადგილი და გარკვეული კანონზომიერებით მეორდება. ეს კი სხვა არ არის რა თუ არა ჩვევად გადაქცეული წესები ანუ ტრადიციები. მაშასადამე, ეთნიკური ფასეულობანი ეს ის ფასეულობანია, რომლებიც ატარებს ეთნიკურ ნიშანთვისებას და ამდენად ახასიათებს ტრადიციულობა. აქედან ის დასკვნა შეიძლება გამოტანილ იქნას, რომ ეთნიკური
ფასეულობანი და ტრადიციული ფასეულობანი ერთი და იგივეა. ეს ასეა როცა რომელიმე ხალხის მიმართაა მსჯელობა, მაგრამ ცნება «ტრადიცია» არ მიემართება მარტო ხალხს, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას რომელიმე სოციალური ჯგუფის, პოლიტიკური დასის, რელიგიური ერთობის და ა.შ. მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცნებას «ეთნიკური», რომელიც რა თქმა უნდა თავის თავში გულისხმობს ტრადიციის ფენომენს, ხოლო ტრადიცია ყოველთვის არ გულისხმობს ეთნიკურს. ეთნიკური ფასეულობა შეიძლება ძვ. ბერძნული ლექსიკის მოშველებით შემდეგნაირადაც აღვნიშნოთ – ეთნოაქსია (εδνος ხალხი, ერი და αξια
ფასეულობა) ამდენად, ეთნოაქსია არის ტრადიციის მეშვეობით არსებული ეთნიკური სპეციფიკის მქონე ფასეულობათა სისტემა. სწორედ ეთნიკური ფასეულებათა მატარებელია ეთნოსის თითოეული წარმომდგენელი, რომელიც ამ თვისების ქონის გამო ეთნოფორად (εgνος-ეთნოსი და φερων-მატარებელი) იწოდება. ეთნოფორი კი ამ ეთნიკურ ფასეულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ ეტიკეტის (ეთნოეტიკეტის) საშუალებით ავლენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ის 60-იან წლებში ევროპაში დაიწყო და შემდეგ რუსულ საისტორიო მეცნიერებაშიც გაგრძელდა მენტალობის საკითხის შესწავლა. მენტალობა რუსი ისტორიკოსის ა.გურევიჩის აზრით არის «განსაზღვრული ეპოქის და კულტურის და რასაკვირველია, თავიანთი სოციალური მიკუთვნებულობის, განათლების, ასაკისა და ა.შ. ადამიანები-სათვის დამხასიათებელი შემეცნების განწყობა”.ზემოთმოცემული სახით ეტიკეტის შესწავლა ამ საკითხს გვერდს ვერ აუქცევს, ხოლო კვლევისას რა როგორ ჩამოყალიბდება ამას თავად კვლევის პროცესი გამოაჩენს. ა.გურევიჩიც შენიშნავს, რომ ახლა «ყალიბდება, ჯერჯერობით ძირითადად სტიქიურად, ემპირიულად, მეთოდურადაც საკმაო დასაბუთების გარეშე, ახალი, ტევადი მრავლმხრივი გაგება სოციალური ისტორიისა, როგორც ანთროპოლოგიურად ორიენტირებული კვლევა-ძიება. თუ ჩვენ მათ დავარქმევთ «სოციალურ-ისტორიულ ანთროპოლოგიას», ან «ეთნოლოგიურ ისტორიას», ან ისტორიულ ფსიქოლოგიას,» რა თქმა უნდა, არც ისე არსებითია. მთავარია, რომ ისტორიული პროცესის განხილვის ეს ახალი კუთხე - ისტორიის კარდინლური პრობლემის გადაწყვეტის ახალი მიდგომა უკვე გამოჩნდა და კვლევა-ძიების პრაქტიკის პროცესში თავისი პერსპექტიულობა აჩვენა. ა.გურევიჩი მენტალობის საკითხის შესწავლის ამოცანას შემდეგნაირად ხედავს: «არ არის საკმარისი ვიცოდეთ შესასწავლი ეპოქის მოაზროვნეთა თეორიული ნააზრევი, რომ გავიგოთ თავად მათი და მათი თანამედროვეების სულიერი ცხოვრების შინარსი. თეორიული დონიდან აუცილებელია გადასვლა სოციალურ-ფსიქოლოგიურზე. არც ერთ ეპოქას არ უნდა ენდო სიტყვაზე, საჭიროა გაიხსნას ის წარმოდგენა ადამიანებისა სამყაროზე და თავიანთ თავზე, რომლებიც, შესაძლებელია არ იყოს გამოხატული პირდაპირ და ზუსტი სიტყვებით. უწინარეს ყოვლისა ამ წარმოდგენებით, მთელი თავისი ბუნდოვანებით და მისი არა პრორეფლექტორულობით ადამიანი ხელმძღვანელობს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანი, გონიერი და ემოციონალური არსება, არ იქცევა ავტომატურად და მისი ყოველი მოქმედება, ემოციონალური ყოფიდან შემოქმედებით სფეროში უფაქიზეს გამოხატვამდე, სოციალურ მოძრაობაში მონაწილეობიდან საკუთარ თავთან მარტოდყოფის დაფიქრებამდე, დიდი ხარისხით განსაზღვრულია იმ მსოფლმხედვის სისტემით, რომელიც დამახსიათებელია მოცემული კოლექტივისთვის და საზოგადოებრივი განვითარების სტადიისათვის, რომელ ჩარჩოშიაც აზროვნებენ და თავს გრძნობენ ადამიანები».

თუ ამ მიდგომას ერის ისტორიის ჩარჩოში მოვაქცევთ ანუ ეთნიკური ფასეულობის გამოვლენას დავისახავთ მიზნად, მაშინ შესაძლებე-ლი გახდება მოცემული ერის (ეთნოსის) ეროვნული (ეთნიკური) მენტალიტეტის დანახვა-წარმოდგენა, რაც ზემოთ შემოთავაზებულ ტერმინს «ეთნოაქსიას» დაემთხვევა. მაგრამ ა.გურევიჩის არ იყოს, ცნებებში არაა საქმე, რამდენადაც მოცემული საკითხის აქტუალობაში და მის სრულყოფად შესწავლაში. თუმცა, ზოგიერთი ევროპელი ისტორიკოსი, რომელიც მეტალობის საკითხს იკვლევს, მაგ. ფ.გრაუსი კატეგორიულად წინააღმდეგია «ეროვნულ მენტლიტეტზე» მსჯელობისა, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ვიწრო ჰომოგენური ჯგუფების შესწავლით უნდა შემოიფარგლოს. ქვეყნის მასშტაბით კვლევისას კი სახეზე იქნება დიდი რეგიონალური და სოციალური სხვაობები. ამ არგუმენტით ეროვნული მენტალიტეტზე» კვლევა-ძიების ჩაუტარებლობა, გამართლებული არ არის, რადგანაც ჯერ ერთი, სხვაობა-ერთგვაროვნების დადგენა თავისთავად მრავალ საინტერესო საკითხს წამოწევს წინ განსჯისათვის და მეორეც, სწორედ ამ სხვაობა-ერთგვაროვნების ფონზე უნდა დადგინდეს ეროვნული ფასეულობათა ძირითადი ნიშნები.

ჩვენდა სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემული სახით ადამიანის და ჩვენს შემთხვევაში ქართველი კაცის ყოფის გათვალსაჩინოება, როგორც ქვემოთ უფრო გამოჩნდება, უცხო არ ყოფილა ივ.ჯავახიშვილისათვის. მას ხომ აქვს სპეციალური ნაშრომი სათაურით: «ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში» . გარდა ამისა მასვე ეკუთვნის იდეა შემდეგი საკითხების დამუშავებისა, რომლებიც ნაწილობრივ განახორციელა კიდევაც: «ზნეობრივ მოძღვრების ისტორია საქართველოში». და «ეროვნული თვითშემეცნების ისტორია საქართველოში» . ამას გარდა იგი ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ნიკოლოზ კათალიკოზს «უნდოდა ცხად-ეყო «საზღვარი ტომობისა» და «შემსგავსებაჲ ნათესავ-ტომობისა», ეროვნებათა თანდაყოლილი თვისებები და «ბუნება. ნიკოლოზ კათალიკოზი ამტკიცებდა, რომ როგორც კაცთა შორის თვითეულს დასაბამითგანვე რომელიმე განსაკუთრებული ნიჭი და «ჴელოვნე-ბანი» აქვს თანდაყოლილი, «ესრესახედვე უკუე იხილვების ნათესავთაცა (ე.ი. ეროვნებათა) შორის» და «რომელნიმე ნათესავნი ესევითარნი არიან ბუნებით, ხოლო რომელინე ეგევითარნი»-ო, თვითეულს ეროვნებას «ბუნებით» თანდაყოლილი აქვს «ესევითარნი», ან «ეგევითარი» მიდრეკილება და ნიჭი და ამ ბუნებით შემოფარგლულია «საზღვარი ტომობისა» და მისი სამოქმედო ასპარეზიო.

საგულისხმოა რომ ეს ფრიად საყურადრებო საკითხი, რომლის მკრთალი ჩანასახი უკვე იოანე საბანისძის თხზულებაშიაც გვხვდება თანამედროვე მეცნიერებაშიც საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მისი უარის მყოფელნიც მოიპოვებიან, მაგრმ მომხრენიც ჯერ არ გამოლეულან» .

ივანე ჯავხიშვილისეული ეს «ეროვნებათა დანდაყოლილი თვისებები» ამ ერის ცხოვრებით გამომუშავებული ფასეულობებია. ამ საკითხის შესწავლას მეტად დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდია მისი პრაქტიკული დანიშნულება.

ზემოთ უკვე იყო ნათქვამი, რომ ეტიკეტის არსი და საფუძველი მის მიერ ასახული (გამოხატული) ფასეულობაა: თუ რა მიიჩნევა მოცემული კოლექტივის მიერ სიკეთედ ან ბოროტებად, ზნეობრივად ან უზნეოდ და ა.შ. ამ ფასეულობებისადმი დამოკიდებულება აყალიბებს ხომ ეტიკეტის თითოეულ ნორმას. «ნორმის» გაგებაში ყოველთვის დევს შეფასებითი აზრი, რის მხედვითაც ყოველგვარი საქციელი, ქმედება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც «სწორი» ან «არასწორი», «კარგი» ან «ცუდი», «მაღალი» ან «დაბალი». აქვე საინტერესო იქნება ი.ლოტმანის შემდეგი აზრის გახსენება, რომ ადამიანის ყოველგვარი საქციელი ყოველთვის სწორედ ამ ორ
პოლუსს შორის მერყეობს. «ამასთან ერთად კულტურის განსხვავებული ტიპები კარნახობენ სუბიექტურად ორიენტირებულ ნორმას (აღმატებულად «სწორ» საქციელს, «ჩვეულების მიხედვით», «წესის თანახმად» ცხოვრებას და ა.შ.) ან მის დარღვევას(ორიგინალურობისადმი, უჩვეულობისადმი, ახირებულობისადმი, სისულელისადმი სწრფვას, უკიდურესობათა ამბივალენტური შეერთებით ნორმათა,გაუფასურებას)».

ცალკეულ შეფასებათა წყვილები «კარგი» და «ცუდი», და «სწორი» და «არასწორი», «მაღალი» და «დაბალი» და ა.შ. ადამიანთა შორის ურთიერთობაში დაიყვანება ადამიანის ქცევის შეფასების ძირითად კრიტერიუმზე - ზნეობრივია მისი ეს საქციელი თუ არა. თითოეულ ეროვნებას კი მისი შეფასების საკუთარი ხედვა აქვს გამომუშავებული, რომელსაც «ზნეობის ეროვნული იდეალი» შეიძლება ვუწოდოთ. მასში არ იგულისხმება რომელიმე ერის სწავლულთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისები, არამედ ამ ერის მიერ შექმნილი ზნეობრივ შეხედულებათა ის მოდელი, რომლის საშუალებითაც წარიმართება მისი ყოველდღიური ყოფა, რომელიც გარკვეულ სივრცეში და დროშია განფენილი. ამდენად, თითოეული ერის ზნეობრივ შეხედულებათა მოდელი და შესაბამისად მისი ეტიკეტი დროსა და სივრცის კატეგორიებითაა დასაზღვრული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მდიდარია და მრვალფეროვანი ერის ყოფა, მით უფრო შთამბეჭდავია მისი სახეც. ასე რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერი, ეს მისი ყოფაა - თუ რა წესით ცხოვრობს იგი და რა ფასეულობებს მიაგებს პატივს. ს-ს. ორბელიანის სიტყვით თუ ვიტყვით «რომელ-რომელთა ჯერ არს ქმნაჲ»[6,რჯული]. ანუ არჩილ მეფის შეგონებით: «ეს კაცმან უნდა იცოდეს, მის მის დროს რაა საქმნელი».

ყოველივე ეს რომ კაცმა იცოდეს ანუ ისე იქცეოდეს, როგორც საჭიროა, თავდაპირველად მას ათვისებული უნდა ჰქონდეს თუ «რაა საქნელი» და მერე«როგორაა საქნელი». ანუ ადამინმა უნდა იცოდეს სად რა შეიძლება და რა არა და ამავე დროს რაც შეიძლება ის როგორ გაკეთდეს. ყოველივე ამის გამოკვლევას ენიჭება სწორედ პრაქტიკული მნიშვნელობა რაც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენს.

საყოველთაოდაა ცნობილი ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნათქვამი, რომ «ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა.» ილია ჭავჭავაძის დიდი მემკვიდრე ივანე ჯავახიშვილი თავის მხრივ აღნიშნავდა, რომ «ეროვნული თვითშემეცნების გამოღვიძებისა და გაღვივებისათვის განსაკუთრებით კი გამტკიცებისათვის, წარსულის ცოდნას აქვს დიდი მნიშვნელობა: ისტორია ადამიანის მსოფლმხედველობას აფართოებს და ამავე დროს საჭირო სიღრმესა და საფუძვლიანობას ანიჭებს». ამგვარად საკუთარი ერის ისტორიის ცოდნა ყოველთვის ყველა თაობისათვის მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ დაიკარგოს კავშირი წინაპართა შექმნილ ფასეულობებთან და ადამიანი არ დაემსგავსის იმ ბოგანოს,რომელზეც ილია ამბობდა «არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის». ერის, ფასეულობების ათვისება ყველაზე უკეთ ადამიანის სოციალიზაციის ყველაზე აქტიურ პერიოდშია უპრიანი, ანუ იმ პერიოდში, როცა იგი აღზრდისა და განათლების პროცესს უკეთ ექვემდებარება – საგანმნათლებლო დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში.

ცნობილია, რომ განათლებისა და აღზრდის პროცესის გავლის შემდეგ ისეთი პიროვნება ყალიბდება, როგორი ძალისხმევაც მასზე დაიხარჯა ანუ ეს პროცესი პიროვნებისა და ერის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა თუ პირიქით. ამ მეტად ქმედით საშუალების ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდნენ საქართველოს მტრები, თუმცა ქრთველებსაც არ
რჩებოდათ იგი გაუცნობიერებელი. ასე მაგ.: ვახუშტი ერეკლე I (ნაზარალიხანი)-ის შესახებ აღნიშნავს: «იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ლირწთა და უშუერთა მოუბარი, სმასა და შუება-ლხინთ მოყუარე, მჴნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი» . ამ თხზულების ძველი ხელნაწერის ერთ-ერთ ნუსხაზე ამ ადგილას ვიღაცის ხელით მიწერილია: «რომელი უფლისწული ყოფილა მეფობის გამოცდილი, რომ ყოფილიყოს მეფომადინ რუსეთს აღზრდილი და სპარსეთში მყოფი?». ამდენად, ამ ანონიმ ქართველს, სრულიად სამართლიანად, უკვირს, ერეკლე I უკეთესი როგორღა დადგებოდაო, რომელსაც საქართველოში სწავლა-აღზრდა არ მიუღია, რუსეთში იყო ახალგაზრდობაში და მერე სპარსეთშიო.

რაც შეეხება საქართველოს მტრებს ისინი სწორედ ამ მიზნით ცდილობდნენ ქართველ ერზე გავლენის მოხდენას. ასე, მაგ; საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამის შვილების რუსეთში კადეტთა კორპუსში მიბარებასთან დაკავშირებით მინისტრი წერდა: «ამ შემთხვევაში დედოფლის ვაჟები, რომელთაც შემთხვევა ექნებათ აღიზარდონ, ვით ამხანაგნი რუსეთის კეთილშობილ ახალგაზრდობის წრეში, მიიღებდენ საჭირო ცოდნას და ნელ-ნელა დაივიწყებდენ ჩვეულებას თავის ქვეყნისას; გაიცნობენ რა ჩვენს ზნე-ჩვეულებებს და გარდაიქცევიან რა ქართველისაგან რუსად, გახდებიან შემდეგში უფრო სასარგებლო წევრებად, ვიდრე სხვა ქართველი ბატონიშვილები და თავადები არიან». ამდენად, ამ ცნობიდან ნათელია, რომ თუ ქართველი უფლისწულები ქართულ ჩვეულებებს დაივიწყებენ და რუსულს შეითვისებენ, ისინი «გარდაიქცევიან ქართველისაგან რუსად». აქედან კი გამოდის მარტივი დასკვნა, რომ არ დაიკარგოს საკუთარი ეროვნულობა ანუ ქართველობა, საჭიროა საკუთარი ზნე-ჩვეულების მკტიცედ ფლობა.

თანამედროვე ეპოქაში, როცა გაცილებით ძლიერია ყოველივე ტრადიციულისა და ეროვნულის ნიველირებისა და უნიფიკაციის ტენდენცია, როცა გუშინ რუსეთი ინტერნაციონლიზმის ლოზუნგით «საბჭოთა ხალხის» შექმნას ცდილობდა და დღეს კი ძლიერდება გლობალიზაციისა და ამერიკანიზაციის ტალღა, მართალია პროგრესული დ კულტურული, მაგრამ მაინც «წამლეკავი გავლენის» (ივ.ჯავახიშვილი) მქონე, მრავალ სიკეთესთან ერთად მრავალი საფრთხესაც უქმნის პატარა ერებს. ამიტომაც საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. არ არსებობს ზემოქმედება, რომლის კორექტირება არ შეიძლებოდეს. მოცემულ კონტექტსში კი უნდა ითქვას, რომ ქართული ეტიკეტის შესწავლის პრაქტიკული მხარე ისაა, რომ შესაძლებელი გახადოს უკეთ გაცნობიერდეს ის ფასეულობები, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას. ამდენად, ამ მიმართულებით კვლევაძიებას ეკისრება გარკვეული ეთნოპედაგოგიური† მისია, როცა ეროვნული ფასეულობების აქტივიზაციის ერთ-ერთ მძალვრ საშუალებად შეიძლება იქცეს ამ ფასეულობების პედაგოგიურ პროცესში რაც შეიძლება ფართოდ ჩართვა და დამკვიდრება. ეს საკითხი ქართული ეტიკეტის შესწავლის ერთ-ერთი პრაქტიკული ასპექტია. ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ჩვენც კარჩაკეტილი ცხოვრების გზა ავირ-ჩიოთ. როგორც მაგ., ძველ საბერძნეთში პლუტარქოსის ცნობით, ლიგურგოსი თანამემამულეთ საბერძნეთიდნ უცხოეთში გამგზვრებას იმ მოტივით უკრძალავდა, რომ «შიშობდა სპარტადან წასულებს არ ჩამოეტანათ უცხო ჩვევები (...) ლიკურგე ფიქრობდა, რომ საჭირო იყო ქალაქი დაეცვა ცუდი ჩვევების გავრცელებისაგან უფრო მეტად, ვიდრე გარედან შემოსული გადამდები სენისაგან». არა, ეს დღეს შეუძლებელია, მაგრამ საფრთხე კიდევ უფრო მეტადაა საცნაური. შოთა რუსთაველის პოემა ცხადყოფს, თუ როგორ ღიაა ქართველი კაცი მთელი სამყაროსათვის, ჩვენც იგივე გზის გაგრძელება გვმართებს. შიდა და გარე პროცესებს კი მართვა სჭირდება და ისინი გაწონასწორებული უნდა იყოს.

დღეს ასე სწრაფი კომუნიკაციებისა და ტექნიკური ცივილიზაციის ხანაში, ატომური და ეკოლოგიურ საშიშროებასთან ერთად არსებობს თანამედროვე ადამიანის «Homo faber»-ად გადაქცევის საფრთხე, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ტექნიკის, რობოტის, კომპიუტერის ენაზე აზროვნება და დაწრეტილია მისთვის ზედმეტად ქცეული «უსარგებლო» ემოციებისაგან, გრძნობებისაგან, რომლითაც ასე მშვე-ნიერია ადამიანი. ეს საფრთხე ემუქრება თანაბრად ყველა ერს და პირველ რიგში მცირერიცხოვან ერებს, რომ ეროვნული თვით-მყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების ნიველირების პროცესმა დამანგრეველი ფორმები შეიძინოს. ამ საფრთხეზე ბევრგან ფიქრობდნენ და რაოდენ მრავლისმეტყველია ესოდენ განვითარებული იაპონიის მაგალითი. ამ ქვეყნიდან ხანგრძლივი დროით გასულისთვის ვარაუდობდნენ დააწესონ რეიაპონიზაციის ანუ რეაბილიტაციის კურსები, სადაც თითოეულ იაპონელს აღუდგენენ იაპონელისათვის დამახასიათებელ თვისებებს და თავისებურებებს. ძნელი სათქმელია თუ რამდენად განხორციელებადია ასეთი პროექტები, მაგრამ რაციონალური მარცვალი მასში უთუოდ დევს. ეს გახლავთ ზრუნვა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუ-ნებლად და იგი სულაც არ უნდა მივიჩნიოთ მოცალეობის ჟამს ფანტასტის ნაფიქრალად. ეს თემა უაღრსეად აქტუალური და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რომაა, კარგად ჩანს მოსკოვში ბოლო ხანებში დაცული ერთ-ერთი დისერტაციიდან, რომელსაც ეწოდება «თანამედროვე ჩინეთის ტრადიციული ფასეულობათა სისტემა». ამ დისერტაციის ავტორეფერატში თემის აქტუალობა შემდეგნაირადაა ფორმულირებული: «ნაშრომის პრაქტიკული აქტუალობა განისაზღვრება ჩინეთში სიტუაციის შესწავლის საჭირო-ებიდან, იმ კონტექსტში რომ სულ უფრო იზრდება «ჩინური ფაქტორის» მნიშვნელობა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში». ამდენად,
თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკისათვის «ჩინური ფაქტორის» გათვალისწინებაა საჭირო და ამისათვის ამ ქვეყნის მკვიდრთა ტრადიციულ ფასეულობათა სისტემის ცოდნას ენიჭება დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, მაშინ ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს, თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდეს ანალოგიური საკითხის შესწავლას თითოეული ერის და განსაკუთრებით მცირერიცხოვანისა და სახელმწიფოებრივად ფორმირებადის შინაური პრობლემის გადასაჭრელად. 
___________________________



* პ.გუგუშვილი თავის დროზე მოითხოვდა ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო ცნებების «ფასეულობა» და «ღირებულება» გამოყენების შემთხვევები. მისი აზრით «ფასეულობა როგორც ფილოსოფიური და სოციოლოგიური ცნება (ტერმინი) გულისხმობს ობიექტთა სპეციფიკურ სოციალურ განსაზღვრებას». ხოლო «ღირებულება - საქონელში განვითარებული საზოგდოებრივი შრომა - ეკონომიკური კატეგორიაა.»  პ.გუგუშვილის ეს სამართლიანი მოთხოვნა სამწუხაროდ, ვერ დამკვიდრდა და ეს ცნებები დღესაც სინონიმებად
გამოიყენება. 

 *მაგ. შექსპირი ჰამლეტს ათქმევინებს: «კარგი და ცუდი თავისთავად როდია სადმე, მას მხოლოდ კაცის გონება შექმნის ხოლმე.». იგივე აზრი აქვთ ფილოსო-ფოსებსა და სოციოლოგებს. მაგ.: ზ. კაკაბაძე წერდა: «ადამიანის ცხოვრება (...) ყოველთვის რაღაც იდეალის მიხედვით წარიმართება. სხვაგვრად, ადამიანი ყოველთვის რაღაც გარკვეული იდეალის მიხედვით აღიქვამს, მნიშვნელობებს ანიჭებს და ეპყრობა გარემომცველ სამყაროს. ხოლო ყოველი იდეალის საფუძვლად (...) ყოფიერების რაღაც გაგება ძევს» . ხოლო პოლონელი ცნობილი
სოციოლოგი იან შეპანსკი წერდა: «არსებობენ გარკვეული იდეები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა; იმიდეებთან დაკავშირებული ღირებულებათა სისტემები თავის მხრივ, განსაზღვრავენ ინდივიდებისა დაჯგუფების ქცევასა და საქმიანობას, მათ აზროვნებასა და აღქმის წესებს». 


* «ადამიანთა ურთიერთობაში, ამ ურთიერთობათა განსახორციელებლად იქმნება ღირებულებათა სისტემა, რასთანაც არის დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ადამიანთა ურთიერთობა ამის გარეშე არც
წარმოიდგინება. ხალხი ქმნის გარკვეულ წესებს, ინახავს, ავითარებს მათ. მათში ვლინდება ერის, ხალხის ხასიათი, მისი თავისებურებები». 


*ამ ცოტა ხნის წინ ფრიად საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომლის გაცნიბიერება ყველასათვის აუცილებელია, რადგან დასმულ საკითხსაც ეხმიანება. იგი წერს: აშშ «ფართოდ ეყრდნობა დამოუკიდებელ უცხოურ ელიტებზე გავლენის ირიბად გამოყენებას, ერთდროულად მისი დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების მიმზიდველობიდან მნიშვნელოვანი მოგების ამოღებას. ყოველივე ზემოთქმულს საძირკველს უმაგრებს ამერიკული მბრძანებლობის ფართო, მაგრამ აღუქმელი, უხილავი გავლენა გლობალური კომუნიკაციის, სახალხო გართობისა და მასობრივი კულტურის სფეროზე. აგრეთვე ამერიკული ტექნოლოგიური უპირატესობის და გლობალური სამხედრო ყოფის პოტენციურად ძალზე საგრძნობი გავლენა. კულტურული აღმატებულობა ამერიკული გლობალური ძლიერების დაუფასებელ ასპექტს წარმოადგენს. რაც არ უნდა ამტკიცოს ზოგიერთმა თავისი ეთიკური ფასეულობების აღმატებულობა, ამერიკული მასობრივი კულტურა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისათვის, მთელ მსოფლიოში მაგნიტურ მიზიდულობას ასხივებს. მისი მომხიბლელობა საფუძველს, ალბათ, მის მიერვე ქადაგებული სოცოცხლის სიყვარულის თვისებაში იღებს. ამერიკული სატელევიზიო პროგრამები და ფილმები მსოფლიო ბაზრის თითქმის 3/4 მოიცავს. ამერიკული პოპულარული სიმღერაც ლიდერობს. მსოფლიოში სულ უფრო უჭერენ მხარს ამერიკელების გადაცემებს, მათ მისწრაფებებს, ჩვევებს. ჭამასა და ჩაცმაშიც კი ჩანს მიმბაძველობა».

† ეთნოპედაგოგიკის ცნებისა და მისი პრობლემატიკის გამოკვეთა ახლა ფორმირების პროცესშია. აქვე უპრიანია მენტალობის საკითხის შემსწავლელ მკვლევართა თვალსაზრისთგან ერთერთის მოყვანა ნ.ვაჩნაძის მიხედვით: «კ.არნოლდის აზრით, ტრადიციათა და წარმოდგენათა ეს კომპლექსი გადაეცემა მომდევნო თაობას, უპირველეს ყოვლისა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკში, აღზრდის შედეგად. ამას გარდა მას ბავშვები ითვისებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველა შესაძლებელი სახის ბრძანების, რეკომენდაციების და რეგლამენტაციების წყალობით.

--------------------------------------------------
დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 

ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.

ვ. ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.


ბერძნული ახალშენები შავი ზღვის სანაპიროებზე.


ძველთაძველი დროიდანვე კავკასია-საქართველოს ხალხებს აღებ-მიცემა  ჰქონდათ ეგეოსის ზღვის ხალხებთან. ამ გაკვალულ გზებს შემდეგში ბერძნებიც მოჰყვნენ. ძვ.წ. მე-7 საუკუნისათვის ეს ვაჭრობა ისე გაფართოვდა და გაცხოველდა რომ ბერძნებმა საჭიროდ დაინახეს შავი ზღვის სანაპიროზე მუდმივი ბინა გაეჩინათ. ისინი შეუდგნენ ახალშენების დაარსებას.
საქართველოში ბერძნული ახალშენები იყო ფასიდი( ანუ ფაზისი), დიოსკურია, პიტიუნტი. ეს იყო სანავთსადგურო ქალაქები. ფასიდი დღევანდელი ფოთის ადგილას ან მის მახლობლად მდებარეობდა, დიოსკურია - სოხუმის ადგილას, პიტიუნტი, რომელსაც ძველი ქართველები ბიჭვინთას ეძახდნენ, მდინარე ბზიფის შესართავის ახლოს იყო აშენებული.

ბერძნებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ვაჭრობა აინტერესებდათ. აქ და, საერთო, კავკასიაში ბერძნებს ბევრი თავისთვის საჭირო საქონელი ეგულებოდათ. ბერძნებს აქედან გაჰქონდათ სელი და სელის ქსოვილები, ბეწვეული, ტყავები, ძვირფასი ხის, მაგალითად - ბზის მასალა, საშენებელი ხე-ტყე, ოქრო და სხვა ლითონები.  შემოჰქონდათ კიდევ თავისი ხელოსნების ნაწარმოები: ქსოვილები, სამკაულები, ჭურჭლეულობა და კვების სხვა პროდუქტი. (მაგ.ზეთი)

მაგრამ კავკასიაში დამკვიდრებულ ბერძნებს პრაქტიკულმა ინტერესმა თანდათან ცნობის მოყვარეობა გაუცხოველა - რა ხალხი ცხოვრობენ შავი ზღვის სანაპიროზე, როგორია მათი ზნე-ჩვეულება, მეურნეობა, გზები, საზოგადოებრივი წყობილება და ისტორია, როგორია აქაური ბუნებაო. ამგვარ ცნობებს ჯერ ვაჭრები, მეზღაურები და სამხედრო პირები ჰკრებდნენ, შემდეგ იმდროინდელი მეცნიერები ამუშავებდნენ.


ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.


ამრიგად, თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას მეშვიდე-მეექვსე საუკუნემდე,ძვ.წ., უმთავრესად არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვსწავლობთ, ამ დროიდან მოყოლებული უკვე წერილობით ცნობებსაც ვიყენებთ. ძველ ბერძნულ მწერლობაში დაცულია ჩვენი ქვეყნის ბუნების, მოსახლეობისა და მისი კულტურის, სახელმწიფო საზღვრებისა და ისტორიის აღწერილობა. თავდაპირველად ეს ცნობები მცირე იყო, მაგრამ ისინი თანდათან გამრავლდა და გამდიდრდა.

უძველესი ბერძნული ცნობები( მე-6-მე-4 სს.ძვ.წ.)საქართველოს მცენარეულობით, ცხოველებითა და მინერალური ნედლეულით მდიდარ ქვეყნად გვიხატავენ. კულტურული მცენარეებიდან დასახელებულია ვაზი და აღნიშნულია, აყენებდნენ ღვინოს. მოხსენებულია კაკალი და წაბლი. აღნიშნულია, რომ წაბლის ნაყოფს დიდი რაოდენობით ხმარობდნენ ან მოხარშულს, ან პურის სახით გამომცხვარს. შავი ზღვისპირა ქვეყნების და მაშასადამე, საქართელოს შესახებაც ნათქვამია, რომ აქ აშენებენ ყოველნაირი ჯიშისა და კარგი ხარისხის მსხალსა და ვაშლს დიდი რაოდენობით, ბლომად ხარობს აქ აგრეთვე ლეღვი და ბროწეული. ზოგი ხეხილი აქედან შემდეგში სხვა ქვეყნებშიაც გავრცელდა.მაგალითად, კოლხეთის ქალაქ კერასუნტიდან რომაელებმა პირველად შეიტანეს ევროპაში ბალი, რომლის სახელი ევროპულ ენებში კერასუნტის სახელთანაა დაკავშირებული. ურეულიდან დასახელებულია ხორბალი, ასლი და ქერი. პური ზოგიერთ რაიონში ისეთი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ თურმე,რომ ახალი მოსავლის აღბეის შემდეგაც წინა წლის მოსავლიდან დიდი მარაგი რჩებოდათ. ტექნიკური (სართავი) მცენარეებიდან უკვე მეხუთე საუკუნეში, ძვ.წ., განთქმული იყო კოლხური სელი და მისი ქსოვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰქონდათ, ჩანს მნიშვნელოვანი რაოდენობით. ფასიანური ( ე.ი. მდ. ფასიდის ანუ რიონის რაიონის) თხელი სელი საუკეთესო მასალად იყო მიჩნეული აგრეთვე ბადებისათვის. იხსენიება სხვადსხვა ბოსტნეულიც.

ცნობილი იყო აგრეთვე შავი ზღვისპირის ფუტკარი, ხშირი და მდიდარი ღალა იცისო, და აქაური ,,თეთრი და სქელი თაფლი''. დასავლეთ საქართველოს ამგვარ თაფლს, რომელსაც ქართულად ,,კიპრუჭი''  ჰქვიან , შემდგომშიაც  ყოველთვის ძალიან აქებდნენ უცხოელები. მისდევდნენ შინაურ მეფუტკრეობას (ფუტკარი სკებში ჰყავდათ), და აგრეთვე ტყის ფუტკრის თაფლსაც აგროვებდნენ. შინაური ოთხფეხიდან დასახელებულია ძროხა, ცხვარი, ღორი,თხა, ცხენი, ვირი. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტეოტელე წერს: ,,ფასიდზე არის პატარა ძროხები, რომელთაგანაც თიითოეული ბევრ რძეს იძლევა''. ეს ქართული ჯიშის ძროხა, პატარა ტანისა, მაგრამ კარგი მეწველი, დღემდე არის ჩვენში შემონახული(მაგ.ხევსურეთში).

ძველი ბერძნები საქართველოს ლითონებით მდიდარ ქვეყანად თვლიდნენ, ამ ქვეყანაში ბევრია ოქრო, ვერცხლი და რკინაო. მოუთხრობდნენ, რომ კოლხეთის ერთმა უძლიერესმა მეფემ თავის სახელმწიფოში, განსაკუთრებით - სვანეთში აუარებელი ოქრო და ვერცხლი მოიპოვაო. იუწყებიან აგრეთვე სხვა მინერალების შესახებაც. მაგალითად, როგორც კოლხეთში, ისე იბერიაში ძველთაგანვე წარმოებდა სინგურის მოპოვება( ამ მინერალიდან, რომელიც ვერცხლის წყლისა და გოგირდის შენაერთია, წითელ საღებავს ამზადებენ).

კიდევ უფრო დიდი აზრისა იყვნენ ბერძნები აქაური მეტალურგების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი ცნობა დაგვიტოვეს მათ სამხრეთის ტომების  - ხალიბებისა და მოსინიკების - შესახებ. ხალიბების ქვეყანაში მდინარეებს რკინის ქვიშა ჩამოაქვს. ხალიბები ამ ქვიშას რამდენჯერმე რეცხავენ და ადნობენ ეგრეთწოდებულ ,,ცეცხლგამძლე ქვასთან'' ერთად, რომელიც ბევრია მათ ქვეყანაში. ასე ამზადებენ ხალიბები რკინას, რომელიც ბევრად ჯობია სხვა რკინას და ვერცხლში ძნელი გამოსარჩევია.

მხოლოდ ამგვარ რკინას არ ეკიდება ჟანგი. აქ აღწერილია მაღალი ხარისხის ფოლადის დამზადება. ამიტომაა რომ ფოლადის ბერძნული სახელი ,,ხალიფს'', ხალიბების სახელწოდებისაგანაა წარმოებული და ხალიბურ ლითონს ნიშნავს. ასეთივე ნახელავით ცნობილი იყვნენ ტიბარებიც, ხალიბების მეზობლები. ხალიბების სხვა მეზობელები, მოსინიკები განთქმული იყვნენ თავისი მაღალხარისხოვანი თითბერით. მოსნიკების სპილენძი კაშკაშა ელვარეა და მეტისმეტად თეთრი; სპილენძს მოსინიკები კალას არ ურევენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენო. თითბერის სახელიც ზოგიერთს ევროპულ  ენაში ( მაგ. გერმანული ,,მესინგ'') მოსინიკების სახელისაგან არის წარმომდგარი. ხალიბების, მოსინიკებისა და ტიბარების ტერიტორია, რომელიც ჭოროხის აუზზე და ტრაპიზონ-გირესუნ-ორდუს საზღვრებში მოდის, განსაკუთრებით ამ ტერიტორიის მთიანეთი, მართლაც მეტად მდიდარია ლითონის მადნებით.

ეს სიმდიდრე იზიდავდა ბერძნებს კავკასია-საქართველოსკენ. სხვა საქონელს გარდა აქ ისინი შოულობდნენ აგრეთვე მონებსაც. აი, როგორ აგვიწერს ერთი ბერძენი მწერალი საზოგადოდ შავი ზღვისპირა ქვეყნებს: ,,პონტოში ბევრი რამ არის, სხვა ხალხების ცხოვრებისათვის სასარგებლო.. პონტოს გარშემო მდებარე ქვეყნები გავაწვდიან, აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, პირუტყვს და უეჭველად საუკეთესო მონებს უდიდესი რაოდენობით, ხოლო ფუფუნების საგნებად კი უხვად გვაძლევენ თაფლს, ცვილს (თაფლის სანთელს) და დამარილებულ თევზს. ხოლო იმ ნაწარმოებიდან, რითაც მდიდარია ჩვენი ქვეყნები,იღებენ ზეთსა და ყოველგვარ ღვინოს. პურითაც აღებ-მიცემობენ ჩვენთან, ხან გვაწვდიან საჭიროების დროს , ხან იღებენ''.

დასავლეთ საქართველოს ძველად, როგორც ნათქვამია, ბერძნები კოლხეთს უწოდებდნენ, ადგილობრივ მას ეგრისი ერქვა. ამ სამეფოს შესახებ მე-7 საუკუნიდან, ძველი წელთაღრიცხვით, ბერძენი მწერლები გვიამბობენ.

ბერძნული ახალშენები დიდ სარგებლობას პოულობდნენ კოლხებთან  ვაჭრობაში. გაიზარდა და გამდიდრდა ეს ქალაქი. მარმარილოსაგან ნაკეთები შენობებით, კარგი ნავსადგურებით, არხებითა და წყალსადენებით, მტკიცე ქალაქის კედლებით შეიმკო და გამაგრდა პიტიუნტი და დიოსკურია, ფასიდი და ტრაპიზონი. უცხოელი ვაჭრებისაგან დარჩენილს სხვადსხვა ქვეყნის ფულს დღესაც პოულობენ საქართველოს ნიადაგში.

ეს ვაჭრობა სასარგებლო იყო კოლხებისთვისაც. ერთმანეთშიაც კოლხებმა ისეთი აღებ-მიცემობა  გააჩაღეს, რომ მათ უკვე უცხოეთიდან შემოტანილი ფული აღარ ჰყოფნიდათ. მე-5 საუკუნიდან კოლხეთში ადგილობრივი ფულის ჭრა დაიწყეს. ეს ვერცხლი ფული იყო, რომელზეც ჩვეულებრივ, ერთ მხარეს  ხარის თავი იყო გამოსახული , მეორე მხარეს - კოლხეთის ქალღმერთი. ფულს სხვადასხვა ზომისას ჭრიდნენ. კოლხეთის ფულს ახლაც ბლომად პოულობენ დასავლეთ საქართველოში . სამკაულები იცოდნენ ოქროსი, ვერცხლისა, ბრინჯაოსი - საყურე, ბეჭედი ქინძისთავები, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებანი. უყვარდათ ბრინჯაოს ფართო ქამრის თავები ანუ ბალთები, რომლებზედაც გამოსახული იყო სხვადასხვა ცხოველი. უყვარდათ სხვადასხვა მძივისაგან გაკეთებული ყელსაბამებიც. მიცვალებულს ხშირად ასაფლავებდნენ თიხის კუბოებში ან ქვევრებში.

მკვდრებს სამარეში, ფულის გარდა, ყოველგვარ იარაღს, ჭურჭლეულობასა და სამკაულებსაც აყოლებდნენ.

როცა ძველი კოლხების საფლავებს ვსინჯავთ, ვხედავთ, რომ ზოგ სამარეში მდიდარი კაცია დამარხული, ზოგი კი ღარიბი. ზოგისათვის ბევრი ოქრო-ვერცხლი, იარაღი და ფული ჩაუტანებიათ, სხვებისთვის - ცოტა. აშკარაა, კოლხებში იმ დროს ქონებრივი უთანასწორობა უკვე იყო ფეხგადგმული. უფრო იშვიათად ისეთი სამარხებიც გვხვდება, რომ, საფიქრებელია, იქ მეფე ან ვინმე მთავარია დაკრძალული.

400 წ. ძვ. წ. ბერძენმა სარდალმა და მწერალმა ქსენოფონტემ თავისი თვალით ნახა და დაწვრილებით აღწერა სამხრეთ-ქართული თემების, ხალიბების, მოსინიკების, ტაოხებისა და სხვების ყოფა-ცხოვრება.

ქსენოფონტეს მიერ აღწერილი თემები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე - ტრაპიზონის, კერასუნტისა და კოტიორას(ახლანდელი ორდუ) რაიონში - და ევფრატის ზემო წელზე მდებარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავბედობის წყალობით, ეს თემები იმ ხანად დასუსტებული იყვნენ, ქსენოფონტე მათს სოფლებში ყველგან დიდ სანოვაგესა და შინაურ საქონელსაც ბლომად პოულობდა.

ვაჭრობაც ამ თემებში გავრცელებული ყოფილა და მათ საკუთარი ქალაქებიც ჰქონდათ. ზღვისპირისაგან დაშორებით, მაგ, იყო გუმნიადი, დიდი და მდიდარი ქალაქი. როცა ბერძნებთან კარგი განწყობილება ჰქონდათ, ეს თემები მათ თავის ბაზრებსაც უხსნიდნენ.

აქაური ჩვეულებრივი საომარი იარაღი ყოფილა: ნაირნაირი შუბები, დაწნული და ხარის ტყავგადაკრული ფარები, სარტყელზე დაკიდებული ხანჯლები და რკინის ცულები. თავს იცავდნენ ხის ან ტყავის მუზარადით, ტანს კი სელის ჯავშნით. ატარებდნენ აგრეთვე ნაბდებს. ზღვისპირელები ლითონის დამუშავებას მისდევდნენ: მაგ, ტრაპიზონის სამხრეთით მცხოვრები ხალიბების უმრავლესობა თავს მხოლოდ ლითონის დამუშავებით ირჩენდა. მოსინიკები ზღვაოსნობაშიაც გაწაფული ყოფილან.

ქონებრივი უთანასწორობა აქ კაცს თვალში ეცემოდა. მდიდარი მშობლების ბავშვები ძალიან გამოირჩეოდნენ ღარიბებისაგან, რადგანაც ისინი თურმე განსაკუთრებულად იზრდებოდნენ და იკვებებოდნენ. ამ თემებს თავისი მთავრები ჰყავდათ. ზოგან მთავრები( ბელადები, შეიძლება უმაღლესი ქურუმები) განსაკუთრებულ კოშკებში ცხოვრობდნენ, მცველებით გარშემორტყმულნი.

ხალხი გულადი, ამაყი და დამოუკიდებლობის მოყვარული იყო. ქსენოფონტე გაკვირვებით გვიამბობს მათი გმირობისა და თავისუფლების სიყვარულის ამბებს.  როცა ქსენოფონტე და მისი ბერძენი მეომრები ტაოხის სოფლებს მიადგნენ, ტაოხმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს: მთელი ხალხი, ქალი და კაცი ციხე-სიმაგრეებში ჩაიკეტა და ისე ებრძოდა ბერძნებს. როცა მტერმა დიდი გაჭირვებით ბოლოს მაინც მოახერხა ტაოხების ციხეების აღება, მას საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ: ქალები ჯერ თავის ბავშვებს ისროდნე კლდეებიდან და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენუფსკრულში. ასევე იქცეოდნენ მამაკაცებიც. ტაოხებს არ სურდათ ბერძნებს ცოცხლად ხელში ჩავარდნოდნენ, მონობას ისევ სიკვდილი სჯობიაო. ერთი ბერძენი დახარბდა ერთი ტაოხის ლამაზ ტანისამოსს და სცადა ტაოხის დაჭერა, როცა იგი უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. მაგრამ ტაოხმა აჯობა, ბერძენიც თან გადაიყოლა და ორივენი დაიღუპნენ.

მოსინიკებშიც ასე მოხდა. როცა ბერძნებმა მოსინიკები დაამარცხეს, ისინი დაემუქრნენ მოსინიკების მთავრებს, გამოდით თქვენი კოშკებიდან, თორემ დაგწვავთ.მთავრებმა დამამცირებელ ტყვეობას ცეცხლში ცოცხლად სიკვდილი ირჩიეს, ბერძნებს მორჩილებაზე უარი უთხრეს და დაიღუპნენ.


საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.



საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.


საქართველოს მეზობელი ქვეყნები ძვ.წ. VII-VI-V საუკუნეებში.

ე. საქართველოს მეზობელი ქვეყნები ძვ.წ. VII-VI-V საუკუნეებში.

ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დიდი ცვლილებები მოხდა. მოიშალა და დაემხო ძველი სახელმწიფოები, მათ ადგილას კი ახალი აღმოცენდა. ბევრმა ტომმა გამოიცვალა თავისი ადგილსამყოფელი, ახალი მიწა-წყალი დაიპყრო და დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობა  ან გააძევა, ან შეიერთა, ან მოსპო. მოსულებისა და დამხდურების შეერთებით საფუძველი ჩაეყარა ახალ ხალხებსაც.

ურარტუს სამეფოს მიდიელებმა მოუღეს ბოლო მეშვიდე საუკუნის დამლევს. შემდეგ მიდიელებმა შემუსრეს აგრეთვე ასურეთი, რომელიც მეშვიდე საუკუნეში წინა აზიის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო.

მაგრამ არც მიდიელების ბატონობა გამოდგა ხანგრძლივი. მალე პირველობა სპარსელების ხელში გადავიდა. სპარსელების მეფემ კიროსმა ჯერ (ძვ.წ-ით 550წ.) მიდიის სამეფო დაიპყრო, შემდეგ ხმელთაშუა ზღვისკენ გაიკაფა გზა, ბოლოს ბაბილონიც დაიმორჩილა.ასე წარმოიშვა სპარსეთის უზარმაზარი სახელმწიფო, რომელსაც აქემენიდების სამეფოსაც ეძახიან, იმიტომ რომ კიროსი და მისი მემკვიდრეები აქემენიდების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ.

მე-7 მე-6 საუკუნეებში მცირე აზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებს. ბერძენი ტომები აქ საბერძნეთიდან მოვიდნენ, დიდი ხნის წინათ, და ეგეოსის ზღვისპირას დამკვიდრდნენ. ბერძენ ტომთაგან აქ განსაკუთრებით ძლიერნი იყვნენ იონიელები, რომლებმაც მთელი რიგი ქალაქები დააარსეს, მათ შორის - მილეტი. მილეტი მცირე აზიელი ბერძნებისა და, საერთოდ წინა აზიის უმნიშვნელოვანესი ქალაქთაგანი იყო. მილეტის ნავსადგურში თავდებოდა ძველი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო გზა, რომელიც შორეულ ინდოეთში იწყებოდა. აქაურ ქალაქებში, განსაკუთრებით - მილეტში ჩაისახა და განვი-თარდა ბერძნული სამეცნიერო და პოეტური მწერლობა, ბერძნული ხელოვნება.

ძვ წ. მე-6 საუკუნის დამლევისათვის მცირე აზიელმა ბერძნებმაც სპარსელების ბატონობა აღიარეს.

კავკასიონისა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მე-7 მე-6 საუკუნეებში სკვითები და სავრომატები(ანუ სარმატები) პირველობდნენ. სკვითებს ეჭირათ ტერიტორია მდინარე დუნაიდან მდინარე დონამდე, დონიდან აღმოსავლეთით კი უკვე სარმატების მიწა-წყალი იწყებოდა. ,,სკვითიცა'' და ,,სარმატიც'' კრებითი სახელები იყო და მრავალ სხვადასხვა, ძირითადად ირანული მოდგმის ტომს აღნიშნავდა. სარმატებად სთვლიდნენ ზოგჯერ კავკასიელ ტომებსაც - ჩერქეზებსაც, ქისტებსა და სხვებს.

მე-7 მე-6 საუკუნეებში განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ სკვითები. სპარსელების მეფემ დარიოსმა , რომელიც დარწმუნებული იყო, დედამიწის ზურგზე ჩემი სწორი არავინ არისო, სკვითების დამორჩილება სცადა. იგი უზარმაზარი ლაშქრით შეესია სკვითეთს, მაგრამ მწარე დამარცხება იწვნია.

იბერია-კოლხეთი და აქიმენიდების სამეფო.

აქიმენიდების დიდმა სახელმწიფომ  თავისი გავლენა კავკასიასაც გადმოუწვდინა. სპარსელებმა სხვებზე ადრე ის ქართული თემები დაიმორჩილეს, რომელნიც ახლანდელი ამიერკავკასიის სამხრეთით მდებარეობდნენ. ძვ.წ. მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში საპარსეთის სამეფოს ჩრდილოეთით მდებარე ოლქი ამ ქართულ და სხვა თემებისაგან შედგებოდა. მე-18 ოლქში, რომელიც მდ.არაქსის ხეობისა, მდ.ევფრატისა და ტიგროსის სათავეებსა და ვანის ტბის გარშემო იდო, შედიოდნენ მატიენები, სასპერები და ალაროიდები, როგორც ამას ჰეროდოტე მოგვითხრობს.  მე-19 ოლქში კი, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს ემხრობოდა, შედიოდნენ მესხები, ტიბარენები, მოსინიკები და სხვები. ეს ოლქები სპარსეთის მეფეს მძიმე ხარკს უხდიდენენ.

შემდეგ სპარსელები ამიერკავკასიაშიც შემოჭრილან , კოლხებმა და მათმა მეზობლებმა სპარსეთის მეფის სასარგებლოდ ძღვენი იკისრეს, რომ სპარსელების შემოსევისაგან თავი დაეხსნათ. დრო-გამოშვებით ისინი სპარსეთის მეფეს ტყვეებს უგზავნიდნენ.

ხარკზე არანაკლებ სამძიმო იყო დამორჩილებულთათვის მოვალეობა, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სპარსელების ყველა ლაშქრობაში, თუკი ამას მეფე მოითხოვდა. როცა, მაგ. სპარსელები ბერძნებს შეესივნენ, მათ ჯარში ქართველი მებრძოლებიც ბლომად იყვნენ.

დიაოხი და კოლხა.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა უძველესი გაერთიანებები.

დ. დიაოხი და კოლხა.

დაახლოებით ამ სამი-ოთხი ათასი წლის წინათ, ქართველი ხალხის შორეულ წინაპრებს უკვე ჰქონდათ თავისი საკუთარი სახე. ისინი ენითა და კულტურით უკვე საგრძნობლად განირჩეოდნენ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში მცხოვრებ სხვა მონათესავე თუ არამონათესავე ტომებისაგან. კიდევ უფრო მეტი: თვით ქართველთა ამ უშუალო წინაპარ მოსახლეობაშიც დიდხანს ურთიერთისაგან გათიშული ცხოვრების გამო ფეხი გაიდგა განსხვავებამ ენის, ზნე-ჩვეულებისა, მატერიალური და სულიერი კულტურის მხრით.  განსხვავება ისახებოდა არამარტო ქართველი ტომების ისეთ დიდი ჯგუფებს შორის, როგორც არიან ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები, არამედ თვით ქართების , მეგრელ-ჭანებისა და სვანების ცალკეულ ტომებს შორის.

საქართველოს ტერიტორიაზე ძველად სხვა მოდგმის ტომებსაც უცხოვრიათ. მათ შორის იყვნენ აფხაზურ-ადიღეურ, ვეინახურ, დაღესტნურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ცალკეული ტომებიც. ამ მოდგმის ტომები იმ დროს ფართოდ იყვნენ გავრცელებული უმთავრესად საქართველოს მეზობლად - ჩრდილო კავკასიაში, აგრეთვე თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სამხრეთიდან ქართველ ტომებს ემეზობლებოდნენ ძველი აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების შემქმნელი ხალხები - ხურიტები (მითანის სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა), ხეთები (მცირე აზრია), ურარტუელები (ხურიტების მონათესავე ხალხი, რომელმაც ვანის ტბის რაიონში შექმნა ჩვ.წ. აღ-მდე IX საუკუნის ძლიერი სახელმწიფო  ურარტუ), ძველთაგანვე ქართველთა ტომების უშუალო მეზობლები იყვნენ სომეხი ტომებიც , რომლებიც ამ დროს მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ცხოვრობდნენ.

ამ ხანაში, როგორც ზევით დავინახეთ, საქართველოს ტერიტორიაზე იწყება ტომთა დიდი კავშირების ჩამოყალიბება. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ერთი დიდი გაერთიანება იყო   დ ი ა ო ხ ი რომლის სახელიც შემდგომ საქართველოს ერთ-ერთ ოლქს, ტაოს, შემორჩა. სამხრეთით დიაოხის ტომთა კავშირის ტერიტორია დღევანდელ ქალაქ არზრუმის რაიონამდე აღწევდა.

უკვე ჩვ. წ. აღ-მდე XII საუკუნის ბოლოს დიაოხი საკმაოდ გაძლიერდა. ამიტომ იყო, რომ , როდესაც ჩვ.წ. აღ-მდე  1112 წ. ჩრდილო მესოპოტამიაში მდებარე დიდ სახელმწიფოს - ასურეთის - ლაშქარმა ჩრდილოეთისაკენ გამოილაშქრა, დიაოხის ბელადი სიენი ჩაუდგა სათავეში ამ მხარეში მცხოვრები ტომების ბრძოლას ასურელების წინააღმდეგ. ბრძოლაში ასურელებმა გაიმარჯვეს. მაგრამ შორეულ ასურეთს ძალა არ შესწევდა ნამდვილად დაემორჩილებინა დიაოხი.

უფრო გართულდა დიაოხის მდგომარეობა მაშინ, როდესაც მის მეზობლად, ვანის ტბის ირგვლივ მდებარე მიწა-წყალზე, ჩვ.წ. არ-მდე IX საუკუნეში ძლიერი ურარტუს სამეფო ჩამოყალიბდა. ურარტუს მეფეები ცდილობდნენ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, დაემორჩილებინათ მადნეულითა და ლითონით მდიდარი ეს ქვეყანა. შავი ზღის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ტომები ძველთაგანვე განთქმული იყვნენ ლითონის დამუშავების ოსტატობით.  ამ დროს კი აქ ფართოდ იწყებს განვითარებას რკინის მეტალურგია. ძველი ბერძნები ამ ადგილებში მცხოვრებ ზოგიერთ ტომს ,,რკინის გამომგონებლად'' თვლიდნენ.

ურარტუს მეფეებმა მრავალგზის ილაშქრეს დიაოხის ,, ძლევამოსილი ქვეყნის '' წინააღმდეგ, როგორც თავიანთ წარწერებში უწოდებენ მას. რამდენჯერმე დაამარცხეს მისი მეფე უტუფურში, რომლისგანაც ერთდროულად ხარკის სახით დიდძალი პირუტყვი(ცხენი, ხარი, ძროხა, ცხვარი) და აგრეთვე რამდენიმე ათეული კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და ტონობით სპილეძი მიიღეს; ყოველწლიური ხარკის სახით კი დიაოხს უნდა ეხადა 5 ტონაზე მეტი სპილენძი , აგრეთვე ოქრო, პირუტყვი და სხვა. ურატუელებმა შეძლეს დიაოხისათვის სამხრეთი რაიონები მოეწყვიტათ და ისინი თავიანთ სამეფოს შეუერთეს.

ჩვ. წ. აღ-მდე მე-8   საუკუნის შუახანებში დიაოხის ეს დიდი გაერთიანება გაანადგურეს, ერთი მხრივ ურარტუმ და, მეორე მხრივ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა მეორე დიდმა გაერთიანებამ - კ ო ლ ხ ა მ.

კოლხა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ტომების გაერთიანება იყო, რომელიც ძალიან ადრე ჩამოყალიბდა. მან დიდი როლი შეასრულა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მცხოვრები ტომების ისტორიაში. მოაქცია რა ისინი თავისი გავლენის ქვეშ, ამით მან დიდად შეუწყო ხელი აქ მცხოვრები ტომების დაახლოებას, მათ კულტურულ მონაპოვართა ურთიერთგაზიარებას და გვიანი ბრინჯაოს ხანის ერთგვაროვანი მატერიალური კულტურის დიდი არის შექმნას.

ბერძნები ამ ადგილებს სწორედ კოლხური ტომების ამ გაერთიანების ძლიერების ხანაში გაეცვნენ.

კოლხას ამ ძლიერ გაერთიანებაზე ხსოვნამ გამოხატულება ჰპოვა ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ. თქმულება მოგვითხრობს, რომ კოლხეთში ერთ დროს მეფობდა ძლიერი მეფე აიეტი. იგი სხვა ბევრ სიმდიდრესთან ერთად, ფლობდა ოქროს საწმისს - ზღაპრულ ოქრისმატყლიან ცხვრის ტყავზე. ამ საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთს გაემართა ორმოცდაათიოდე ბერძენი გმირი იაზონის მეთაურობით. თქმულება მათ არგონავტებს უწოდებს, რადგან მათ იმგზავრეს ხომალდით, რომელსაც სახელად ,,არგო'' ერქვა.

კოლხეთის მეფე აიეტმა არგონავტები თავის ბრწყინვალე სასახლეში მიიღო. იაზონმა ამცნო მეფეს მოსვლის მიზანი და ოქროს საწმისის სანაცვლოდ მეზობლებთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა.

აიეტმა იაზონს უპასუხა: ოქროს საწმისს მოგცემ, ოღონდ მანამდე სამი რამ უნდა გააკეთო: სპილენძის ჩლიქიანსა და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მიწა მოათხრევინო, ურჩხული მოკლა და მისი კბილები დათესო; და , ბოლოს, იმ ნათესიდან რომ დევგმირები ამოვლენ, ისინი დახოცო.

იაზონი ვერც ერთ პირობას ვერ შეასრულებდა, აიეტის ასულს, მზეთუნახავ მედეას რომ არ აღმოეჩინა მისთვის დახმარება. მედეამ ეს იაზონისადმი ტრფობის გამო ჩაიდინა. მედეას დახმარებით იაზონმა აიეტის ყველა დავალება შეასრულა. მიუხედავად ამისა, აიეტი მაინც არ აპირებდა მისთვის ოქროს საწმისის მიცემას. მაშინ იაზონმა და მისმა თანამგზავრებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი - ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც მოაჯადოვა და მიაძინა საწმისის მცველი ურჩხული. არგონავტებმა მედეაც თან წაიყვანეს და საბერძნეთისაკენ გაემართნენ. გზაში მათ წამოეწივნენ აიეტის მიერ დადევნებული მეომრები, მედეას ძმის აფსირტეს მეთაურობით, მაგრამ არგონავტებმა დაამარცხეს მდევრები და თვით აფსირტეც მოკლეს.

ზღაპრულ ამბებთან ერთად ამ თქმულებაში ისტორიული სინამდვილეც არის ასახული.
კოლხეთის სამეფოს აღწერისას აქ ნაწილობრივ აირეკლა რეალურად არსებული დიდი კოლხური გაერთიანების დიდება და ბრწყინვალება.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ეს ორი დიდი გაერთიანება - დიაოხი და კოლხა - საუკუნეთა განმავლობაშ უპირსპირდებოდა ერთმანეთს. ხშირად იყო მათ შორის შეტაკებებიც. ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 ს. შუა ხანებში ურარტუსთან გამუდმებული ბრძოლით დასუსტებულმა დიაოხიმ ვეღარ გაუძლო ძლიერი კოლხას შემოტევას და განადგურდა.

დიაოხის მიწა-წყლის ნაწილი კოლხას შემადგენლობაში მოექცა. ურარტუ და კოლხა უშუალო მეზობლები გახდნენ. ახლა ბრძოლა მათ შორის გაჩაღდა. ამ ბრძოლებმა დიდად დაასუსტა კოლხა. მალე მას უფრო საშიში მტერი გამოუჩნდა ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო კავკასიონის იქეთა მხრიდან ხალხის დიდი მასების შემოსევა. ამ შემოსევის პირველ ტალღას შეადგენდნენ კიმერიელები, რომლებიც სამხრეთისაკენ გამოიჭრნენ შავი ზღვის კოლხური სანაპიროს გამოვლით. ეს შემოსევა საბედისწერო აღმოჩნდა კოლხეთისათვის, რომლის მიწა-წყალზე გადაიარეს კიმერიელებმა. ამას კოლხის გაერთიანების განადგურება მოჰყვა შედეგად.

მალევე ისევე ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ, ახლა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გზით , კიდევ ახალი ტომები - სკვითები. სკვითებისა და კიმერიელების ნაწილი ამიერკავკასიისა და სამხრეთით მის მოსაზღვრე ზოგიერთ ოლქში დამკვიდრდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ ზოგჯერ მტრული ურთიერთობა ჰქონდათ, ზოგჯერ კი მათ მოკავშირეებად ხდებოდნენ გარეშე მტრებთან ბრძოლაში.

ამგვარად, ჩვ.წ.აღ-მდე მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში განადგურდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ორი დიდი გაერთიანება (ალბათ უკვე ადრეკლასობრივი სახელმწიფო) - დიაოხი და კოლხა.



საქართველოს ისტორია-დან.

უძველესი რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები ჩვენ წელთაღრიცხვამდე.

გ. უძველესი რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები ჩვენ წელთაღრიცხვამდე.

პირველყოფილი ადამიანი უმწეო იყო ბუნების ძალებთან ბრძოლაში. ბუნება, მისი ყოველი მოვლენა და თვით უსულო საგნებიც კი მისთვის საიდუმლოებით მოცულ სამყაროს წარმოადგენდა.ბუნება ზოგჯერ მოწყალე თვალით გადმოხედავდა ადამიანს, ზოგჯერ კი დიდად გაამწარებდა. ამიტომ, ადამიანს ეგონა, რომ სამყარო სავსეა კეთილი და ბოროტი ძალებით, ანუ სულებით. ყოველ საგანში იგი ამა თუ იმ სულს ხედავდა და ცდილობდა კეთილი სულისათვის პატივი ეცა, ხოლო ბოროტის გული მოელბო. სულთა ასეთი თაყვანისცემ იყო რელიგიის ერთ-ერთი უძველესი საფეხური.

ამგვარივე თაყვანისცემის საგნად იქცეოდა  ხოლმე ზოგჯერ ესა თუ ის ცხოველიც - განსაკუთრებით ისეთი, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ადამიანის სამეურნეო ცხოვრებაში.

შემდგომ ადამიანის რელიგიურ წარმოდგენებში გარკვეული გარდატეხა მოხდა. თუ ძველად მთავარი ადგილი საგნებისა და ცხოველების გაღმერთებას, ახლა უკვე ბუნების ძალების გაღმერთებას წამყვანი როლი მიენიჭა. თაყვანისცემის საგანი გახდა, მაგ :მიწა , წყალი, მნათობები - მზე, მთვარე, ვარსკვლავები. დიდი გახდა ნაყოფიერების  იდეის გამომხატველი ღვთაებებისა და ამასთან დაკავშირებული რელიგიური წეს-ჩვეულებების მნიშვნელობა.

ყველა ტომს თავისი საკუთარი მფარველი ღვთაება ჰყავდა. მაგრამ, თუ, ერთი მხრივ, ყალიბდებოდა ერთგვაროვანი ნივთიერი კულტურის დიდი არეები, მეორე მხრივ, თანდათან დიდ ტომთა კავშირების ფარგლებში და მათ მეზობლადაც ხდებოდა რელიგიურ წარმოდგენათა შერწყმა. იქმნებოდა აგრეთვე ღვთაებათა საერთო პანთეონი. რა თქმა უნდა , რაც რამ საერთო იყო იმდროინდელ ტომთა სარწმუნოებაში, ყველაფერი როდი იყო ამ ტომთა დაახლოების შედეგი, ზოგი რამ მათი საერთო წარმოშობის შედეგიც იყო, მათი საერთო წინაპარი ტომისაგან მიღებულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა.

რთულდება სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულებებიც. ღმერთის პატივსაცემად, მათ გულის მოსაგებად იმდროინდელი მოსახლეობა მრავალ სხვადსხვა რელიგიურ წესს ასრულებდა. თრიალეთში აღმოჩენილ შუაბრინჯაოს ხანის ვერცხლის სასმისზე გამოსახულია ერთი ასეთი სარწმუნოებრივი ცერემონია: სასმისის ზედა ნაწილზე გამოხატულია ტახტზე მჯდომი ადამიანისებრი არსება, რომელსაც ხელშ სასმისი უწირავს. მის უკან ხე დგას, ხოლო წინ - სამსხვერპლო, რომლის აქეთ-იქეთ ორი მხეცია გამოსახული. ტახტზე მჯდომისაკენ მიემართება მისივე მსგავსი არსებების პროცესია: ამათაც ხელში სასმისი უჭირავთ. ყველა ერთნაირადაა ჩაცმული, სახეზე თითქოს ნიღბები აქვთ აფარებული, ხოლო უკან ნადირის კუდები ჰკიდიათ. სასმისის ქვედა ნაწილზე კი ირმების მსვლელობაა გამოსახული.

ძველ დროს ქართველ ტომებს ჰქონდათ მრავალი თქმულება, რომლებშიაც,ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ხალხის ამგვარ თქმულებებში, დიდი ადგილი ეკავა კეთილი გმირების ბოროტ ძალებთან ბრძოლის მოტივს. კერძოდ, უკვე ამ დროს ქართველ ტომებში გავრცელებული იყო სხვადასხვა თქმულება , რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდა ცნობილი ძველი ქართული ეპოსი ამირანის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ , უკვე ბრინჯაოს ხანის ზოგიერთ ნივთზე წარმოდგენილ გამოსახულებებში მეცნიერები არჩევენ ამირანის ეპოსის ცალკეულ მოტივებს.

ამირანის ეპოსი გადმოგვცემს კეთილი გმირთა-გმირის ამირანის ბრძოლას ბოროტ არსებებთან და ამირანის მიერ ამ არსებათა დამარცხებას. გმირთა-გმირი ამირანი ნახევრად ღმერთია და ნახევრად ადამიანი. მამამისი ადამიანია , ხოლო დედა კი ღვთაება - ნადირობის ქალღმერთი დალი. ბოროტ სულებთან ამირანის ბრძოლის მოტივს გარდა, ეპოსში დიდი ადგილი უჭირავს ამირანის მიერ ,,ღრუბელთ მეფის''(ცის, ჭექა-ქუხილის ღვთაებას) ქალის , მზეთუნახავ ყამარის მოტაცების ამბავს. ყამარის მამა თავისი ღვთიური ლაშქარით დაედევნება ამირანს, მაგრამ მარცხდება ამირანთან ბრძოლაში. ამირანი ამ გამარჯვებას თვით ყამარის დახმარებით აღწევს. თქმულება თავდება ღმერთის მიერ ამირანის კლდეზე მიჯაჭვის ამბით. ღმერთმა ამირანი იმიტომ დასაჯა, რომ მან თავისი ძალითა და გამარჯვებით გაამაყებულმა , ღმერთთან შებრძოლებაც კი მოინდომა.

ამირანის ეპოსმა დროთა განმავლობაში მრავალგზისი ცვლილება განიცადა. მასში ბევრი სხვადასხვა ფენაა, მაგრამ, როგორც ვთქვით, თქმულებანი, რომლებიც ამ ეპოსის ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად, უეჭველია, უკვე ძალიან ძველ დროს, ბრინჯაოს კულტურის ხანაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული ქართველ ტომებში.

среда, 12 июля 2017 г.

პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.

ბ. პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.

თანდათან გამოიცვალა ჩვენი წინაპრების პირველყოფილ-თემური ცხოვრება. შემოვიდა ლითონის იარაღი, ჯერ სპილენძის, შემდეგ - ბრინჯაოსი(სპილენძისა და კალის შეანდნობი) და ბოლოს -რკინაც. ქართველმა ტომებმა ძალიან ადრე ისწავლეს ლითონის დამუშავება. ამიტომ ქართველი ტომების ისტორიაში ლითონის იარაღის გავლენა უფრო ადრე გამოჩნდა.

ბრინჯაოს და განსაკუთრებით რკინის იარაღმა ადამიანის შრომა უფრო ნაყოფიერი გახადა. ვისაც ახლა ხელში ასეთი იარაღი ეჭირა, ის ბუნებასთან ბრძოლაშიაც უფრო  ღონიერი იყო, ვიდრე ძველად - ქვისა და ხის იარაღების დრო. ამიტომ ხალხი უფრო შეძლებული და მდიდარი გახდა და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა.
ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ კულტურაზე ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვმსჯელობთ.საქართველოს ნიადაგში აუარებელი ძეგლი და ნივთია ჩამარხული, ჩვენი წინაპრების ნახელავი და ნაკვალევი. ზოგი მათგანი საფლავში ჩაუტანებიათ, ზოგი განძად შეუნახავთ, ზოგი სხვა შემთხვევის გამო არის გადარჩენილი. დიდმა გათხრებმა მცხეთაში, გათხრებმა კოლხეთის დაბლობში, თრიალეთში, ჩვენ უმდიდრესი მასალა შეგვძინა. ნივთიერი კულტურის ეს ნაშთები წარსულის უტყუარი მოწმეა.

თრიალეთში, 1936-1939 წწ გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი სამარხი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული(ამობურცული) სამარხები ძვ.წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრისა. ამ უზარმაზარ საფლავებში(ზოგჯერ -100-175 კვადრატული მეტრის ფართობის) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია დაკრძალული, შესაძლოა  - ბელადები და მათი ოჯახის წევრები. ერთ სამარეში აღმოჩნდა ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც ,ჩანს, მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში ჩასვენებული.  მიცვალებულისათვის თან ჩაუტანებიათ უძვირფასესი ნივთები - ოქრო, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა. ლითონისაგან გაკეთებული ნივთები შემკულია ნაირ-ნაირი ორნამენტებით, ფერადი თვლებით(ფირუზით, სარდიონით და სხვა) და რელიეფურად შესრულებული სურათებით, რომლებშიაც ადამიანები, სხვადასხვა ცხოველები და მცენარეებია გამოსახული. თრიალეთში ნაპოვნი როგორც ოქრომჭედლის ნივთები, ისე თიხის ჭურჭელი, ხელოსნობისა და ხელოვნების განსაცვიფრებელი ძეგლებია. ისინი თვალსაჩინოდ ამჟღავნებენ საქართველოს იმდროინდელი მოსახლეობის განვითარების მაღალ დონეს, კერძოდ - ხელოსანთა და ხელოვანთა დახვეწილ ოსტატობას.

ამ ხანაში საქართველოს მოსახლეობა უკვე ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა. მოჰყავდათ სხვადასხავა პურეული - ხორბალი, ქერი, ფეტვი. იმდროინდელი ხორბლის ნაშთები ნაპოვნია ჩვენს ნიადაგში.

მისდევდნენ მევენახეობას - განათხარ მასალებში ყურძნის წიპწაც არის აღმოჩენილი.

ფართოდ იყო განვითარებული მესაქონლეობაც. შინაური პირუტყვებიდან ჰყავდათ - ცხვარი, ზროხა, ღორი ,ცხენი, ძაღლი.

მაღალ დონეზე იდგა ხელოსნობა. უკვე იყვნენ კარგად გაწაფული ოსტატები, რომელნიც აკეთებდნენ მშვენიერ, ზოგჯერ საუცხოოდ მოხატულ, თიხის ჭურჭელს, საუკეთესო ბრინჯაოს იარაღს, ლამაზი ორნამენტებით შემკულ, მატყლისა და სელის ქსოვილებს. ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთავალ ურმებსა და ეტლებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.

განვითარებული ყოფილა იმდროინდელ საქართველოში ხელოვნებაც. თითქმის ყველა ნივთს, განსაკუთრებით კი სამკაულებს, ჭურჭლეულობას, იარაღს, საყოფაცხოვრებო საგნებს(მაგ.სარტყლის ბალთებს)ალამაზებდნენ, რთავდნენ ჩუქურთმებით, ადამიანის, შიანური და გარეული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებით. ნივთების ეს მორთულობა და მოხატულობა მოწმობს იმდროინდელ ხელოვანთა დაოსტატებისა და გემოვნების მაღალ დონე. ამასვე ამჟღავნებს თვით ნივთების ნაკეთობაც.

ხუროთმოძღვრების ყველაზე ძველი ძეგლები ჩვენს ქვეყანაში მეგალითებია. ,,მეგალითი'' ბერძნული სიტყვაა და ,,დიდ ქვას '' ნიშნავს. ასეთი ძეგლები დიდი ლოდებისაგან არის აგებული, მაგრამ უკიროდ და უდუღაბოდ.საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ბლომად მოიპოვება მეგალითური ციხე-დარბაზები, ნაქალქარები, დოლმენები(ჩვეულებრივად ხუთი ლოდისაგან გაკეთებული ბინაა, მეტწილად _მიცვალებულისათვის; გვხვდება აფხაზეთში), მენჰირები (მიწაში ჩასმული მაღალი ქვის სვეტები) და ,,ვეშაპები''(მიწაში ჩასმული უზარმაზარი სალოცავი თევზის გამოსახულებანი).

მეგალითურ ძეგლებს ციკლოპურსაც ეძახიან, როგორც ვითომც ზღაპრული არსებების -ციკლოპების - მიერ აშენებულთ. ჩვენში ხალხი მათ გმირთ-ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს, ქვაკაცებს უწოდებს. ეს მეგალითები ბრინჯაოს ხანის ძეგლები უნდა იყოს.

ბრინჯაოს ხანაში ჩვენს წინაპრებს აღებ-მიცემობა ჰქონიათ საკმაოდ შორეულ მხარეებთან - ხმელთაშუა ზღვის, მცირე აზიის, მესოპოტამიის ქვეყნებთან და ეგვიპტესთანაც, ფულად ბრინჯაოს რგოლებიც გამოუყენებიათ.

უკვე იმ დროს ბარის მოსახლეობაში მდიდარი ხალხი განირჩეოდა ღარიბებისაგან.საზოგადოებრივი უთანასწორობაც უკვე გაჩენილი იყო; ჰყავდათ მონები, არსებობდნენ მთავრებიც(ბელადები),მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბე, დიდკაცობა და სიბეჩავე-უუფლებობა განსაკუთრებით გაძლიერდა და გავრცელდა მას შემდეგ , რაც რკინა გაჩნდა.

პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.

ბ. პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.

თანდათან გამოიცვალა ჩვენი წინაპრების პირველყოფილ-თემური ცხოვრება. შემოვიდა ლითონის იარაღი, ჯერ სპილენძის, შემდეგ - ბრინჯაოსი(სპილენძისა და კალის შეანდნობი) და ბოლოს -რკინაც. ქართველმა ტომებმა ძალიან ადრე ისწავლეს ლითონის დამუშავება. ამიტომ ქართველი ტომების ისტორიაში ლითონის იარაღის გავლენა უფრო ადრე გამოჩნდა.

ბრინჯაოს და განსაკუთრებით რკინის იარაღმა ადამიანის შრომა უფრო ნაყოფიერი გახადა. ვისაც ახლა ხელში ასეთი იარაღი ეჭირა, ის ბუნებასთან ბრძოლაშიაც უფრო  ღონიერი იყო, ვიდრე ძველად - ქვისა და ხის იარაღების დრო. ამიტომ ხალხი უფრო შეძლებული და მდიდარი გახდა და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა.
ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ კულტურაზე ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვმსჯელობთ.საქართველოს ნიადაგში აუარებელი ძეგლი და ნივთია ჩამარხული, ჩვენი წინაპრების ნახელავი და ნაკვალევი. ზოგი მათგანი საფლავში ჩაუტანებიათ, ზოგი განძად შეუნახავთ, ზოგი სხვა შემთხვევის გამო არის გადარჩენილი. დიდმა გათხრებმა მცხეთაში, გათხრებმა კოლხეთის დაბლობში, თრიალეთში, ჩვენ უმდიდრესი მასალა შეგვძინა. ნივთიერი კულტურის ეს ნაშთები წარსულის უტყუარი მოწმეა.

თრიალეთში, 1936-1939 წწ გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი სამარხი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული(ამობურცული) სამარხები ძვ.წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრისა. ამ უზარმაზარ საფლავებში(ზოგჯერ -100-175 კვადრატული მეტრის ფართობის) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია დაკრძალული, შესაძლოა  - ბელადები და მათი ოჯახის წევრები. ერთ სამარეში აღმოჩნდა ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც ,ჩანს, მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში ჩასვენებული.  მიცვალებულისათვის თან ჩაუტანებიათ უძვირფასესი ნივთები - ოქრო, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა. ლითონისაგან გაკეთებული ნივთები შემკულია ნაირ-ნაირი ორნამენტებით, ფერადი თვლებით(ფირუზით, სარდიონით და სხვა) და რელიეფურად შესრულებული სურათებით, რომლებშიაც ადამიანები, სხვადასხვა ცხოველები და მცენარეებია გამოსახული. თრიალეთში ნაპოვნი როგორც ოქრომჭედლის ნივთები, ისე თიხის ჭურჭელი, ხელოსნობისა და ხელოვნების განსაცვიფრებელი ძეგლებია. ისინი თვალსაჩინოდ ამჟღავნებენ საქართველოს იმდროინდელი მოსახლეობის განვითარების მაღალ დონეს, კერძოდ - ხელოსანთა და ხელოვანთა დახვეწილ ოსტატობას.

ამ ხანაში საქართველოს მოსახლეობა უკვე ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა. მოჰყავდათ სხვადასხავა პურეული - ხორბალი, ქერი, ფეტვი. იმდროინდელი ხორბლის ნაშთები ნაპოვნია ჩვენს ნიადაგში.

მისდევდნენ მევენახეობას - განათხარ მასალებში ყურძნის წიპწაც არის აღმოჩენილი.

ფართოდ იყო განვითარებული მესაქონლეობაც. შინაური პირუტყვებიდან ჰყავდათ - ცხვარი, ზროხა, ღორი ,ცხენი, ძაღლი.

მაღალ დონეზე იდგა ხელოსნობა. უკვე იყვნენ კარგად გაწაფული ოსტატები, რომელნიც აკეთებდნენ მშვენიერ, ზოგჯერ საუცხოოდ მოხატულ, თიხის ჭურჭელს, საუკეთესო ბრინჯაოს იარაღს, ლამაზი ორნამენტებით შემკულ, მატყლისა და სელის ქსოვილებს. ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთავალ ურმებსა და ეტლებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.

განვითარებული ყოფილა იმდროინდელ საქართველოში ხელოვნებაც. თითქმის ყველა ნივთს, განსაკუთრებით კი სამკაულებს, ჭურჭლეულობას, იარაღს, საყოფაცხოვრებო საგნებს(მაგ.სარტყლის ბალთებს)ალამაზებდნენ, რთავდნენ ჩუქურთმებით, ადამიანის, შიანური და გარეული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებით. ნივთების ეს მორთულობა და მოხატულობა მოწმობს იმდროინდელ ხელოვანთა დაოსტატებისა და გემოვნების მაღალ დონე. ამასვე ამჟღავნებს თვით ნივთების ნაკეთობაც.

ხუროთმოძღვრების ყველაზე ძველი ძეგლები ჩვენს ქვეყანაში მეგალითებია. ,,მეგალითი'' ბერძნული სიტყვაა და ,,დიდ ქვას '' ნიშნავს. ასეთი ძეგლები დიდი ლოდებისაგან არის აგებული, მაგრამ უკიროდ და უდუღაბოდ.საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ბლომად მოიპოვება მეგალითური ციხე-დარბაზები, ნაქალქარები, დოლმენები(ჩვეულებრივად ხუთი ლოდისაგან გაკეთებული ბინაა, მეტწილად _მიცვალებულისათვის; გვხვდება აფხაზეთში), მენჰირები (მიწაში ჩასმული მაღალი ქვის სვეტები) და ,,ვეშაპები''(მიწაში ჩასმული უზარმაზარი სალოცავი თევზის გამოსახულებანი).

მეგალითურ ძეგლებს ციკლოპურსაც ეძახიან, როგორც ვითომც ზღაპრული არსებების -ციკლოპების - მიერ აშენებულთ. ჩვენში ხალხი მათ გმირთ-ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს, ქვაკაცებს უწოდებს. ეს მეგალითები ბრინჯაოს ხანის ძეგლები უნდა იყოს.

ბრინჯაოს ხანაში ჩვენს წინაპრებს აღებ-მიცემობა ჰქონიათ საკმაოდ შორეულ მხარეებთან - ხმელთაშუა ზღვის, მცირე აზიის, მესოპოტამიის ქვეყნებთან და ეგვიპტესთანაც, ფულად ბრინჯაოს რგოლებიც გამოუყენებიათ.

უკვე იმ დროს ბარის მოსახლეობაში მდიდარი ხალხი განირჩეოდა ღარიბებისაგან.საზოგადოებრივი უთანასწორობაც უკვე გაჩენილი იყო; ჰყავდათ მონები, არსებობდნენ მთავრებიც(ბელადები),მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბე, დიდკაცობა და სიბეჩავე-უუფლებობა განსაკუთრებით გაძლიერდა და გავრცელდა მას შემდეგ , რაც რკინა გაჩნდა.

პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე.

I თავი.

საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.


ა. პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე.

მრავალი მილიონი წლის წინათ ახლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით ყოფილა დაფარული. მაგრამ ნელნელ,უთვალავი საუკუნეების განმავლობაში , წყალი ხმელეთს უთმობდა ადგილს.ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა გრეხილებმა, დასასრულ კავკასიის ზღვა მოსწყდა შავ ზღვას და მათ შორის კავკასიის ყელი გამოჩნდა.

მაღალი ქედების წარმოშობას შემდეგში გამყინვარება ზედ დაერთო. ერთ დროს მყინვარი მთის კალთებზეც ჩამოდიოდა,ზოგან მთების ძირამდე.შემდეგში ისინი მწვერვალებსღა შემორჩნენ. ხმელეთის გაჩენასთან ერთად თანდათან მოშენდა და მომრავლდა მცენარეულობა და ცხოველები.ბოლოს აქ გაჩნდა ადამიანიც. საქართველოში რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი ამ პირველყოფილი ადამიანის კვალი: ზემო იმერეთში, ქვემო იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, თრიალეთში. სოხუმში ნაპოვნი იმდროინდელი ზოგი ნაშთი ყველაზე ძველია საბჭოთა კავშირში. ამ უძველესი ადამიანების სადგომებს ზოგჯერ გამოქვაბულებში ვხვდებით. მაშინდელი ადამიანი სიცივე-ავდრისაგან თუ საშიში მხეცისაგან თავს ხშირად გამოქვაბულში იცავდა.

მაშინდელი ბუნება განირჩეოდა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბუნებისაგან. ტყეები იყო ბევრად უფრო მეტი და ხშირი, მდინარეებიც წყალმრავალი.მცენარეებშიაც და ცხოველებშიაც მას შემდეგ ბევრი რამ გამოიცვალა. ასე, მაგალითად, მაშინ ჩვენში იყო გამოქვაბულის დათვი, რომელიც ახლა უკვე აღარ გვხვდება.გადაშენდა მას აქეთ ბევრი სხვა ცხოველიც. სამაგიეროდ, გაჩნდა ზოგიერთი ახალი ცხოველი და მცენარე.
უმწეო და განუვითარებელი იყო იმდროინდელი ადამიანი. მას არც მიწის დამუშავება შეეძლო, არც შინაური ცხოველი ჰყავდა. იგი თავს ირჩენდა ტყის ნაყოფითა და ნადირის ხორცით. იარაღიც მას ისეთი ჰქონდა,რომ ბუნებასთან ბრძოლაში ბევრს ვერაფერს გახდებოდა - კაჟსა და ობსიდიანის(ვულკანური მინაა) ნამტვრევები, წვეტიანი ძვალი, ხის კეტი. ქვასა და ძვალს ადამიანი ტკეცავდა და ჩორკნიდა ისევ ქვით, მოსახმარ ფორმას აძლევდა მათ და ასე ამზადებდა საჭრისებს, საფხეკებს, სახვრეტებს. აკეთებდა ის აგრეთვე ხელის ცულს. ასეთი ტლანქად დამუშავებული იარაღის ნაშთები ბლომად არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გამოქვაბულებში, მაგალითად - გამოქვაბულ ,,დევის-ხვრელში'' ხარაგოულის მახლობლად. ცხოვრობდნენ მაშინ პატარ-პატარა ჯგუფებად. ეს ჯგუფები ერთად მიდიოდნენ სანადიროდ, რაკი იარაღი ისეთი სუსტი ჰქონდათ, რომ მარტოხელა კაცი ვერასგზით დიდ ნადირს ვერ მოერეოდა. ყველგან სხვა სამუშაოსაც ადამიანები მაშინ მეტწილად საერთო ძალით ასრულებდნენ. 
ტანისამოსით ვერ დაიკვეხნიდა იმდროინდელი ადამიანი, ტანის დასაფარად მაშინ ნადირის ტყავს ხმარობდნენ.
თიხის ჭურჭელის კეთება ჯერ არ იცოდნენ. იმდროინდელი ადამიანის ენაც განუვითარებელი იყო.
ეს პირველყოფილი ადამიანი საქართველოშიაც ,ისევე როგორც სხვაგან, იცნობდა და ხმარობდა უკვე ცეცხლს. 
ამ ხანას ,,ძველი ქვის'' ანუ ,,პალეოლითის'' ხანას ეძახიან. თანდათან ადამიანმა გააუმჯობესა თავისი იარაღები, თავისი მეურნეობა. კულტურა ახალ საფეხურზე ავიდა. ეს იყო უკვე ,,ახალი ქვის'' ანუ  ,,ნეოლითის'' ხანა.

მრავალი ათასმა წელმა გაიარა, ვიდრე ადამიანი პალეოლითისაგან ნეოლითზე გადავიდა. ნელნელ ადამიანმა ისწავლა ქვის ხეხვა, ხერხვა, ხვრეტა და გაკრიალება. კაჟზე უფრო რბილი რიყის ქვისაგან ის უკვე აკოპიტებდა დიდ ცულებს, რომელსაც ყურს უხვრეტდა  ხის ტარისათვის, აკეთებდა აგრეთვე სატეხებს, ხერხებსა და სხვა იარაღს. ახლა მშვილდ-ისარი იქცა ადამიანის მთავარ საბრძოლო-სანადირო იარაღად. ისარს უკეთებდა  მაგარ წვერს, მეტწილად კაჟისაგან, აგრეთვე ძვლისაგან.

გაჩნდნენ იარაღის ოსტატები და მათი სახელოსნოები, რადგანაც ამგვარი იარაღის გაკეთებისათვის დახელოვნება იყო საჭირო.

ქვის ცულით, ხერხითა და სატეხით ადამიანი უფრო კარგად ამუშავებდა ხესაც. ხისას აკეთებდნენ შინაურ ჭურჭელს, მარხილებს, ნავებს,ძელურ(ჯარგვალ) სახლებს.
ადამიანმა ნეოლითის ხანაში ისწავლა კალათების წვნა, ქსოვილების ქსოვა, თიხის ჭურჭელის კეთება.
ახლა ადამიანი უფრო ძლიერი იყო ბუნებასთან ბრძოლაში, ვიდრე პალეოლითის დროს. ის ნადირსაც უფრო ადვილად ერეოდა და უსულო ბუნებსაც.
მონადირეობის წყალობით ადამიანმა თანდათან მოაშინაურა ცხოველები, ყველაზე ადრე- ძაღლი, შემდეგ ირემი, თხა, ცხვარი, ღორი, ზორხა(ხარ-ძროხა). შინაურ საქონელს ადამიანი ხმარობდა თავდაპირველად ხორცად(საჭმელად) და შესაბმელად( ძაღლი, ირემი, ზროხა), შემდეგში წველაც ისწავლეს.
თანდათან შეითვისა ადამიანმა მიწათმოქმედებაც. წვეტიანი ჯოხისა და სადა თოხის (ქარჩის) საშუალებით ამუშავებდნენ მიწას და სთესდნენ ქერს, ფეტვს, ხორბალს. 
ნეოლითური იარაღები ნაპოვნია იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში. სამეგრელოში _სოფელ ოდიშში აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სადგო-სახელოსნო ნაშთი.
ნეოლითური ხანის მეურნეობის წყალობით ადამიანი უფრო ადვილად იკვებავდა თავს და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა. მოსახლეობა გახშირდა და ერთ ადგილას დაბინავდა. ხალხი ახლა სოფლებად ცხოვრობდა.


საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.