ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 июля 2013 г.

29.მეექვსე დღის ანტი სახე.

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი პირველი

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-1.htm

************

ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა= 5+1+1=7

იოანეს დროს რომის იმპერია არსებობდა, ამიტომ თუ ამ მონაკვეთს გავიგებთ ასე; ხუთი უკვე დაემხო და ერთი(რომი) არის , სხვა კი ჯერაც არ მოსულა,მაშინ, აქ მარტივად არის საქმე , უნდა გაგვეგო რომის იმპერიამდე ვინ იყო ხუთი, +რომი და რომის შემდგომი იმპერია იქნებოდა მეშვიდე( ანუ, ქრისტეს მოსვლის შემდეგ შექმნილი იმპერია, სამეფო)იმპერია. 

რომელი იმპერია, უფრო სწორად, როგორი იმპერია უნდა ყოფილიყო ის(მეშვიდე), მიგვითითებს  ბაბილონის დახასიათება. ბაბილონი მხარზე აზის მხეცს რომელიც ანტიღვთიური , ანტიქრისტიანული. ასეთები კი რომის იმპერიის შემდეგ მხოლოდ ერთი კიარა მეტიც იყო. ესეიგი ასეთი მიდგომა არ გამოდგება. 

ესეიგი, რაღაც არ არის მარტივად გასათვლელი.
რაღაც ჩახლართულია.

ხუთი დაემხო და ერთი არის , სხვა კი ჯერაც არ მოსულა = რომ, 5+1 იმპერიაში ახალი იმპერია არ ურევია, ანუ, ექვსში რომელიღაცა მეორდება. დამხობილი ხუთიდან უნდა მოვიდეს მერვე . ერთი კი, იყო წინა ხუთშიც, ხუთის შემდგომაც(ანუ მეექვსე) და ბოლო იმპერიაშიც იქნება . სხვა კი, არის ახალი იმპერია, ანუ, არა ექვსიდან. ხუთი დაემხო ერთი არის. წინა ხუთში იყო დათვი და იქნება მერვეშიც ანუ დათვის ფეხები. სხვა იყო სსრკ, არა ექვსიდან, მაგრამ ისიც იქნება როგორც მეშვიდე თავი და ასევე მისი მსგავსებით ავაზასთან , რადგან ავაზის საბერძნეთის, რომელიც შემდგომში მართლმადიდებელი გახდა, სხვა მხეცი მოვიდა სწორედ მართლმადიდებელ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ მე, ამ ხიდით ვაკავშირებ მას_ სსრკს_ ავაზასთან. სხვა როცა მოვა დიდხანს ვერ გაძლებს . სხვა იმპერიებისაგან განსხვავებით სსრკმ ნაკლები დროით გასტანა. წინა იმპერიები რამოდენიმე საუკუნეები ბატონობდნენ.

ესეიგი , მეექვსე(ერთი არისო რომ წერია) იყო წინა ხუთშიც(დათვი_მიდია-სპარსეთი), იყო ხუთის შემდეგაც(მეექვსე_ოსმალეთის იმპერია), და იქნება მერვე მხეცშიც(დათვის ფეხები).მერვე მხეცი როგორ აღწერილია თითქოს ჰიბრიდია. ანუ, სხვადასხვა ცხოველების(მხეცების, იმპერიების შეჯვარებით)ნაჯვარი. ევროპულ-აზიური იმპერია.


შვიდი თავი შვიდი მთაა და შვიდი მეფე....

ათი რქა შენ რომ იხილე ათი მეფეა............
ანუ,
თავიც მეფეა და რქაც მეფე?

თუ, უნდა გავიგოთ ასე?____შვიდი მხეცის(შვიდი თავი ყოფილი იმპერიის)  თანამედროვე ათი(შვიდ თავზე თავზე ათი რქა) წარმომადგენელი გადაწყვეტს რომ მეფობა მისცენ ერთს, მერვე მხეცს. ესეიგი, ეს ყოფილი მხეცები(ამ ტერიტორიებზე მყოფი თანამედროვე, წამყვანი სახელმწიფოს წამყვანი პირები მოიყვანენ) მოიყვანენ მერვეს. მერვე მხეცი ბირთვია. ეს იქნება ევროპულ-აზიური იმპერია, +ყველა დანარჩენი მასთან კავშირშია ნებით თუ ძალით.

ათ მეფეს ერთი(საერთო) აზრი აქვს = ერთ ენაზე მეტყველ ბაბილონელებს, რომლებმაც გადაწყვიტეს აეგოთ გოდოლი. არსებობს მრავალი ენები, მაგრამ ერთი აზრით გაერთიანება ხდება, იგივე მიზეზით_უსაფრთხოება.სინამდვილეში ღვთისგმობა ხდება.
როცა ეს იმპერია შეიქმნება, ის დაიწყებს  ღვთისგმობას, როგორც წერია .

ეს იმპერია იბატონებს ყველაზე, მას ექნება ბატონობა ვაჭრობაზე, ის ქრისტიანებს შეებრძოლება.

ამ იმპერიაში უკვე პოლიტიკა , პოლიტიკური თამაშები, პოლიტიკური გარიგებები, პოლიტიკური პირები საჭიროა არ იქნება, ან ვისთან უნდა იყო პოლიტიკოსი, როცა მსოფლიო ემორჩილება ერთს. მეორე დედამიწა არ არსებობს ვიღაცას რომ ექიშპონ, გაურიგდნენ და ასე შემდეგ... მისი წარმომადგენელიც, ბუნებრივია, რომ არ იქნება პოლიტიკოსი. ფაქტიურად კასტრირებული(უფუნქციო) კაცების მეთაურობაა. მათ არ უწევთ ბრძოლა ქალისთვის, მიწისთვის( დედამიწაც ქალია), არ არსებობს სიყვარულისთვის და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ქალი(ბაბილონი), რომლის ცთუნებით დედამიწის მეფეები ერთმანეთს ებრძოდნენ(პირველობისთვის), განადგურებულია.(იქნება) 

ბაბილონი -ესა მსოფლიო ბადე, მეძავი ქალი შეკრული კრიმინალებთან,ბატონობს მსოფლიოს მეფეებზე, რომლებიც პირველობის სურვილით მან აღძრა.(საიდუმლოდ ბატონობს). სიბილწეთა დედა,მთავარი ვაჭარი,მთავარი დამნაშავე, მიწიერი ეშმაკი,ინფორმაციული მეძავი, რომელმაც კარგად იცის(ისევე როგორც სატანამ) რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მაინც ეშმაკი ჰყავს კერპად და სხვასაც აცთუნებს რომ ირწმუნონ სიცრუე.. ის ეშმაკის საყვარელია. ამიტომ ბილწავს ის ყველას და ყველაფერს. ბაბილონი არის ერთი-მთავარი ცრუ პირი  მრავალი ცრუ პირით. ანუ, ერთი ანტიღვთიური ინფორმაცია ბადედ იქცა მსოფლიოში.  ეს ბადე  ანტიღვთიურად მოქმედებ(და)ს, ესეიგი, ყველა ერთის წინააღმდეგ. ყველა ცრუ პირი(ცრუ ინფორმაცია-რელიგიები, კერპთაყვანისმცემლობა) ერთი მართალი პირის წინააღმდეგ. მისთვის ათივე მცნება მიუღებელია, მაგრამ  ათივე მცნების დამრღვევი იწოდება ცოდვილად და მას შანსი აქვს მოინანიოს და ეპატიოს, ხოლო ბაბილონის ცოდვები იწოდება სიბილწედ , ანუ, ის ათ მცნებას არღვევს და ასევე  სჩადის უარესს-სიბილწეებს. ეს არის ადამიანების გარყვნა, ბავშვთა მსხვერპლთშეწირვა , ჰომოსექსუალიზმი, პედოფილია........

მეძავი ქალი განადგურებულია(იქნება), და კაცები მეძაობენ ერთმანეთთან, რადგან ეს კაცები სატანს ემსახურებიან.

ბაბილონი_ მრავალი მომწამვლელი(ანტიღვთიური) წყარო ერთი სასიცოცხლო(ღვთიური) წყაროს წინააღმდეგ.

ბაბილონი _მსოფლიო ბადე-ხაფანგი ღვთისმორწმუნეების დასაჭერად და  მოსაკლავად, ის კლავს როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. მისი ბადეშია გაბმული მსოფლიოს უმრავლესობა. ეს ბადე მსოფლიოს ეშმაკს ჩააბარებს, ეს დაწყებულია უკვე რადგან ქრისტიანობის შებილწვა , მისი ბილწად წარმოჩენა სახეზეა, რაც ნიშნავს რომ ცას უწია ბაბილონის ცოდვებმა.ახალი ბადე კი შვიდთავიანი და კრავისრქიანი მხეცები არიან.

მსოფლიო მათ ბადეში იქნება , ეს არის კონტროლი და ნიშნის მიღება, რომ საბოლაოდ დაღუპონ ადამიანები, რადგან თვითონ უკვე დაღუპულები(წაბილწულები) არიან.

შვიდთავიანი მხეცი გადაიბარებს ბატონობას, ის გადაიბარებს ვაჭრობას, კარვისრქიანი კი ბაბილონივით(გრძნეული) აცთუნებს(სასწაულმოქმედი) ადამიანებს ორივენი შეებრძოლებიან ქრისტიანებს მიწაზე. მაგრამ ბოლო ბაბილონელების მიზანი იგივეა, ღმერთს შეეჯიბრონ, ანუ, ღმერთს დაუმტკიცონ რომ უსაფრთხოება ღმერთისაგან არ სჭირდებათ, თვითონაც კარგად შეუძლიათ. რა ხდება ? იციან რომ ღმერთი არსებობს( ათეისტები არ არის) და ომს უცხადებენ ღმერთს. რამ უნდა აღძრას ასე ადამიანები?

ბაბილონმა ცრუ ინფორმაციებით,სხვადასხვა სწავლებებით, ეხლა რეკლამებით, ფილმებით ადამიანები ჩამოაშორ(ებს)ა ჭეშმარიტებას, ამიტომ ადამიანები უკვე თვითონ წყვეტენ უნდათ თუ არა , მოძებნონ თუ არა სიმართლე_ღმერთი. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ არავითარი სიმართლე არ არსებობს, ყველას შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა , არ არსებობს ფასეულობა თავისუფლების გარდა.ვერავინ ვერაფერს მიგითითებს და აგიკრძლავს, ყველაფერი შეიძლება აკეთო თუნდაც ღმერთი არსებობდეს და სხვას გარიგებდეს.ამიტომ, ღმერთი დაუშვებს ცრუებისთვის  ისეთ სიცრუეს, რომ ცრუებმა ერთმანეთი დაღუპონ. ანუ, ეს ადამიანები ღმერთისთვის არაფერს წარმოადგენს, ეს ნიშნავს რომ ადამიანები უკვე ისეთი წაბილწულები იქნებიან, მათი პატიება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ისინი ამ სიცრუეშიც ჩარჩებიან სამუდამოდ. 

წაბილწული არ ნიშანვს მხოლოდ ქურდს, მხოლოდ მკვლელს, მხოლოდ მრუშს და ასე შემდეგ. წაბილწულია ადამიანი რომელმაც თავიც დაიღუპა და სხვებიც დაღუპა სულიერად.
ვაი, იმას, ვინც სხვას დაღუპავს-ო.

(მიწიერი მსოფლიო დაპყრობილია, უფუნქციო პოლიტიკოსები ეძებენ ახალ მტერს ცაში.)

უფუნქციო კაცების  ბატონობა უქალო( ქალი არ ასრულებს თავის ფუნქციას, დედობას, რადგან ქალს ქალი მოჰყავს ცოლად, კაცი არ აინტერესებს) ქვეყანაში. უფუნქციობა ნიშნავს რომ დასაპყრობი(შესაბილწი) არავინაა. დედამიწა(ქალი) წაბილწულია, ნაყოფიერებაც არ ხდება ან უწმინდურად(არაღვთიურად) მოხდება.

ეს არის სისტემა ღვთის მეექვსე დღის წინააღმდეგ, როცა ღმერთმა კაცი ხატად შექმნა, კაცად და ქალად შექმნა, მისცა ყოველივეზე  ბატონობის უფლება და უთხრა; ინაყოფიერეთ და იმრავლეთ.

ეს სისტემა მიდის გამრავლების წინააღმდეგ რაც ნიშნავს რომ კაცები არიან უფუნქციოდ და ასევე ქალიც. თუ სატანა უფუნქციო(შექმნა არ შეუძლია) მამრია (მას მხოლოდ დანგრევა-საწინაარმდეგოს კეთება შეუძლია,სულიერად ფიზიკურად ანგრევს ღვთიურ ადამიანს), შვიდთავიანი მხეციც უფუნქციო მამრია რადგან მან მსოფლიო(დედამიწა-ქალი) დაიპყრო-შებილწა.(ნამდვილი ნაყოფიერი ქალი _ქრისტეს ეკლესია დევნაშია). კრავისრქიანი მხეციც  მეძავი კაცია. შვიდთავიანთან მეძაობს, მაგრამ ხალხის წინაშე კრავის რქა ადგას.(ბაბილონივით საიდუმლო აქვს). ისიც დამანგრეველია, რადგან კაცის საყვარელია, შექმნა არ შეუძლია(არც უნდა).

მე მჯერა რომ ეს სისტემა უფლის  მეექვსე დღის ანტი სახეს შექმნას ეცდება მსოფლიოში.

რაც იქნება კიდეც 666, ანუ, კაცის რიცხვი, კაცი- ხატება, რომელსაც  დედაკაცი არ აინტერესებს,  კაცი კაცს ირჩევს (და ქალი ქალს ირჩევს).კაციც უფუნქციო და ქალიც. დედა(ვინც შობს) არ არსებობს. ,,კაცებმა’’ საკუთარი თავი აქციეს ხატად.მათ ქალი-დედა არ აინტერესებთ. ამიტომ მოსდევენ ისინი ღვთისმშობელს,დედაეკლესიას. კაცი კაცი კაცი=666  ქმედება ნაყოფიერებისა და გამრავლების წინააღმდეგ. ანტი მეექვსე დღე. არა ღმერთის ხატად ყოფნა, არამედ  ხატად თავის გადაქცევა.(კაცუნების უკანასკნელი გადაწყვეტილება). ყველაფერი ღვთისსაწინააღმდეგოდ.

უფუნქციო ადამიანების ხატია-666. ისინი არც ფიზიკურად მრავლდებიან(შობა არ ხდება) და არც სულიერად მრავლდებიან(არც მონაზვნური სულიერი ცხოვრება აქვთ, რომელიც ღვთისსამსახურშია რწმენას აღვივებს-შობს სულიერ შვილებს).

**************************************************


თუ რამე, ჩავამატებ.............


დანარჩენი ............


დანარჩენი გააგრძელეთ სახლში.


ყველა ყველაფერს მიხვდება უბრალოდ ვინ რას აირჩევს ესაა მთავარი.

და დარჩა ანტიგმირის გამოჩენა სცენაზე, რომელსაც ტელევიზიით ვიხილავთ.

*****


28.რატომ წერია რომ 666 არის კაცის რიცხვი?
http://elasevenia.blogspot.com/2013/06/666.html





Комментариев нет:

Отправить комментарий