ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 июля 2013 г.

ვის სჭირდება სექსოლოგიის სწავლება? - არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი

20-ე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა „მეცნიერების ახალი დარგი“, რომელსაც სახელმძღვანელოებში სექსოლოგიას უწოდებენ. ეს „მეცნიერება“ სქესთა ურთიერთობის შესახებ სინამდვილეში არის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ გავანადგუროთ სირცხვილის გრძნობა. მამაკაცისა და ქალის ერთმანეთისადმი ლტოლვა და შვილთა შობა ინსტიქტის სფეროს ეკუთვნის და არა მეცნიერებისას და ადამიანს ამის სწავლება არ სჭირდება. ეს თანდაყოლილი ინსტიქტია და გენეტიკურ კოდშია ჩადებული, მაგრამ ზნეობრივი

გრძნობა, რომელიც ასევე ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და მხოლოდ ადამიანს ახასიათებს,აკონტროლებს როგორც ამ ინსტიქტს, ისე სხვებსაც. შემაკავებელი საწყისის გარეშე ინსტინქტები გადაგვარდება და უმართავ ვნებებად იქცევა.




სხეული ადამიანის ონტოლოგიური ნაწილია-ის არის სულის ინსტრუმენტი. ამასთან, ადამიანი იმდენადაა პიროვნება, რამდენადაც ამარცხებს „ცუდ“ ბიოლოგიზმს და თავის ფსიქოფიზიკურ ცხოვრებას მარადიულ იდეებსა და მიზნებს უქვემდებარებს. არსებობს სულისა და სხეულის უთიერთდამოკიდებულების მეტაფორული სახე: მხედარი და მისი ცხენი. მხედარმა უნდა იზრუნოს ცხენზე, მაგრამ ამავე დროს, იცნობს რა მის აბორგებულ ხასიათს , არ უნდა მოუშვას ლაგამი, თორემ ცხენი მხედარს გადმოაგდებს ან კიდევ მასთან ერთად ხევში გადაიჩეხება და დაშავდება ცხენიცა და მხედარიც. ჩვენი სხეული არის ცხენი, რომელსაც უკუნტროლო თავისუფლება არ უნდა მისცე.



თუ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას საფუძვლად ზნეობრივი პრინციპები არ დაედება, კაცობრიობა გადაიქცევა ველური მხეცების ჯოგად და ადამიანი იქნება ღორისა და მგლის რაღაც ფანტასტიკური ჰიბრიდი. საკუთარი ცოდვიანობის, როგორც ადამიანის იდეალთან შეუსაბამობის შეგნება, სიძულვილი არა ბუნებრივი, არამედ გაუკუღმართებული ბიოლოგიზმის მიმართ,რომელსაც სურს სულს დაეპატრონოს -ეს სისუსტე ან ფანატიზმი კი არ არის, არამედ ადამიანი ღირსება.



ყველა დროში სირცხვილის გრძნობა და სიწმინდე ღირსების საქმედ ითვლებოდა ,ხოლო აღვირახსნილობა და ვნებების კულტი -ადამიანის დეგრედაციის მანიშნებლად. სიწმინდე განსაკუთრებით ფასობდა და ფასობს ქრისტიანობაში, სადაც ის უმაღლეს სათნოებადაა მიჩნეული.



სექსოლოგია ანტიქრიტსიანული ძალების პროვოკაციაა. ქრისტიანობა არა მხოლოდ რწმენა და დოგმატებია, არამედ ქრისტეში ცხოვრება და სახარებისეული ზნეობაა, რომელიც განსაზღვრავს როგორც საზოგადოებრევ ქცევას, ისე სულის შეინაგან მდგომარეობას. ათეისტური იდეოლოგია ცდილობდა გაენადგურებინა ქრისტიანობა სიცრუით, პირდაპირი ძალადობით, დაცინვითა და პროფანაციით. ახლა კი იმავე ძალებს სურთ ქრისტიანობა უფრო მზაკვრული და შეუმჩვნელი ხერხით მოსპონ: თავისუფლება მისცენ სარწმუნოებასა და რიტუალებს , მაგრამ გაანადგურონ ზნეობა, გახრწნან საკუთრივ ადამიანის სული. თუ ეს ჩანაფიქრი ხორცს შეისხამს, თუ ქრისტიანები დაუშვებენ თავისი თავისა და თავისი შვილების სულიერ გარწნას, მაშინ ქრისტიანობა როგორც სასიცოცხლო ძალა, აღარ იარსებებს და ის ისტორიულ არქაიზმად გადაიქცევა. ქრისტიანობის ასეთი მოკვდინება შეიძება ხდებოდეს ტაძრების გახსნის, სულიერი ლიტერეტურის გამოცემის თუ სხვათა ფონზე. ჭია, რომელიც ხეის მერქნის სიღრმეში იჭრება, მას შიგნიდან შლის.



სექსოლოგია რადიოსა და ტელევიზიის ეთერში გავიდა. საყურადღებოა, რომ ეკლესიის სწავლებით, ცისქვეშეთი დაცემულ სულთა მოქმედების ადგილია. ახლა სექსოლოგია ისწრაფვის დაიკავოს ადგილი უნივერსიტეტებსა და სკოლებში მათემატიკისა და ისტორიის გვერდით. სინამდვილეში ინფერნალურ ძალებს სექსოლოგიის სახით სურთ ჩვენს შვილებს მოუტანონ მოუტანონ ახალი მსოფლხედველობა, როგორც სატანისეული ეწყება იმის შესახებ. რომ თავად ადამიანი არის ერთგვარი „პატარა ღმერთი“, რომელიც თავისუფალია თავის მოქმედებაში, რომ ყოველივე ადამიანური ღვთაებრივია, ხოლო სირცხვილის გრძნობა უმეცრებისა და ცრურწმენის გადმონაშთია. ამ ახალ „რელიგიაში“ სირცხვილის გრძნობა უნდა გამოცხადდეს მტრად და ექსპლუატატორად , რომელიც ათასწლეულების მანძილზე იმონებდა ადამიანებს, შემდეგ სექსოლოგები, უფრო ზუსტად კი მათ უკან მდგომი ძალები მოითხოვენ ახალ კანონმდებლბოას ბავშვების „დასაცავად“ მშობლებისაგან, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ოჯახებში ქრისტიანული ზნეობების პრინციპები შეინარჩუნონ.



სექსოლოგიის უშუალო მიზანია ბავშვის სულში მთვლემარე ინსტინქტების გაღვიძება და სექსის სფეროსადმი მძაფრი ინტერესის დროზე ადრე სტიმულირება აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, პერსპექტივაში კი - ქრისტიანობის, როგორც ცხოვრების ნორმის მოსპობა ხალხში ტრადიციების განადგურებით, ერის უსახურ ბრბოდ გადაქცევითა და ნელი გადაგვარებისათვის გაწირვით. ამგვარად, პათოსექსის გამართლება და პრიპაგანდა არის სულიერი და ფიზიკური გადაგვარების დასაწყისი. სურთ დაგვარწმუნონ, რომ სექსოლოგია გამოუცდელ ბავშვებს დაეხმარებათ თავი დააღწიონ აგრესიას გამრყვნელებისა და მოძალადეების მხრიდან, თითქოს სექსოლოგია სამბოსა და ძიუდოს ილეთების სწავლების მსგავსი რამ იყოს გოგონებისთვის, რომლებიც შეიძლება თავდასხმის მსხვერპლნი გახდენ. ქცევაში სიფრთხილის გამოჩენა რას ნიშნავს, სექსოლოგიის გარეშეც გასაგებია, თუმცა სექსოლოგია ამას სულაც არ ასწავლის. პირიქით, სექსოლოგია ადამიანს ისე განაწყობს, თითქოს დასაცავი არც არაფერია და ამიტომ არ არის საჭირო ვინმესგან თავის დაცვა.

ოდესღაც ქრისტიანები საუბრობდნენ ისლამზე, როგორც ხორციელი გრძნობების კულტზე. ახლა პირიქით, მუსულმანები იმით ამაყობენ, რომ პორნოგრაფიამ არ შეაღწია მათში ისე, როგორც ეს ქრისტიანულ ქვეყნებში მოხდა, რომ მათი პრესა და ტელევიზია არ არის ისე გარყვნილი და უხამსი, როგორც ჩვენთან, რომ მათი ქუჩები არ არის აჭრელებული შიშველი სხეულის გამოსახულებებიანი სტენდებით. რას ვუპასუხებთ ამაზე?

წიგნიდან: როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება
თარგმნა: ქ. ბაცაცაშვილმა



qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий