ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 июля 2013 г.

დაე, იყოს ნება ღმრთისა...

ყველა ჩვენგანზე დაე იყოს ნება ღმრთისა, რომელმაც ჩვენზე გაცილებით უკეთ უწყის, რა არის ჩვენთვის უმჯობესი. რწმენით მივენდოთ უფალს - ასეთი რწმენა, როგორც ერთმა წმ. მამამ თქვა, არის სიმდაბლე, რამეთუ სიმდაბლე არის სრული მინდობა ღმერთზე და საკუთარი თავისადმი სრული უნდობლობა. ნუ შეშფოთდები, თუ ზოგჯერ გულის გასასტიკებას, გაგრილებას და ვნების მოქმედებას იგრძნობ - სულიერი ამღვრეულობის ეს პერიოდები მოთმინებით უნდა აიტანო. წმ. მაკარი დიდმა თქვა: "ყოველ ჩვენგანში, ისევე როგორც ჰაერში, ხდება ცვლილებები - ხან დარია, ხანაც წვიმა მოდის, ქარი ქრის და უამინდობაა". სხვა წმინდანს, ისააკ ასურს მაკარი დიდის ეს სიტყვები მოჰყავს და ასე განმარტვას: ყურადღება მიაქციე სიტყვა "ყოველს". ეს სიტყვა უმიზნოდ როდია გამოყენებული, არამედ იმისათვის, რომ გვიჩვენოს - უკლებლივ ყველა ადამიანს, არა მარტო ცოდვილს, არამედ წმინდასაც, ზოგჯერ ცოდვები სძლევენ. მუდმივი უცოდველობა და მუდმივად მაღალსულიერი მდგომარეობა არ არსებობს. უცვალებლობა საუკუნო ცხოვრების საკუთრებაა. ამიტომაც ჩვენს სულიერ ცვალებადობას გონივრულად უნდა მივუდგეთ: ჩვენი ცოდვილობა ღმერთს ვუჩვენოთ და გავუმჟღავნოთ, ამასთან, მის წმინდა ნებას მივენდოთ და ვითხოვოთ მისსგან წყალობა და შეწევნა.

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


Комментариев нет:

Отправить комментарий