როდესაც ადამიანი გვესაუბრება, პირველ რიგში მისი ხმის ტემბრს, ინტონაციას აღვიქვამთ და ამის შემდეგ, ვისმენთ მისი საუბრის შინაარსს. სრულიად განსხვავებული ინტონაციითა და ტემბრით წარმოთქმული ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვანაირად აღიქმება. მშვიდად და გაწონასწორებული ტონით წარმოთქმული უსიამოვნო ამბავიც კი გაცილებით იოლი მოსასმენია. საერთოდ, სასიამოვნო ხმის ტემბრის მქონე ადამიანს უკეთ ხელეწიფება კარიერის შექმნა. ეს მხოლოდ მსახიობებს, ტელე და რადიომაუწყებლობის თანამშრომლებს, ფსიქოლოგებს, სარეკლამო აგენტებსა და მომღერლებს როდი ეხება. ხმა – ეს ის იარაღია, რომლის რაციონალურად გამოყენება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.
ილაპარაკე იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინო
ხმის ტემბრს, საუბრის მანერას და ინტონაციას ბევრი რამ შეუძლია თქვას პიროვნების ხასიათის შესახებ. ამიტომაცაა, რომ ხშირად საკუთარი გრძნობების დაფარვას ვერ ვახერხებთ.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხმამაღლა და მკვეთრი ინტონაციით მოლაპარაკენი, გარშემო მყოფებს, ხშირ შემთხვევაში, ნევროზულ მდგომარეობაში აგდებენ. უმეტესწილად, ამ კატეგორიის ადამიანები არ არიან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულნი. აქედან მომდინარეობს მათი აგრესიაც, რაც მათ ირგვლივ მყოფთ, დაძაბულ და უსიამოვნო გარემოს უქმნის. ტირანები და დესპოტებიც კი გულის სიღრმეში (ხშირად გაუცნობიერებლად!) ძალზე განიცდიან თავიანთი ხასიათის ამგვარ სირთულეს.
სასიამოვნო, დაბალი ხმის ტემბრის მქონე ადამიანებმა კარგად იციან საკუთარი თავის ფასი. წვრილი, ბავშვური ხმა კი უმეტესწილად, მშიშრებსა და სხვაზე დამოკიდებულებს აქვთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ლაპარაკობს – საკუთარი ჩვევების, ემოციებისა და ხმის ტემბრის მიხედვით. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენი ხმა ჩვენივე მტერია. მაგალითად, თუ გინდათ, რომ ინტელიგენტი, ერუდირებული ადამიანის იმიჯი გქონდეთ, ხმამაღლა, რიხით ლაპარაკს უნდა გადაეჩვიოთ.
ხმა არც ზომაზე მეტად ნაზი და ჩუმი უნდა იყოს და არც – ძალზე ბოხი და ომახიანი. ყოველთვის გახსოვდეთ: თუ ზედმეტად ჩუმი, დაღლილი ხმით ილაპარაკებთ, თქვენთან ურთიერთობისა და საუბრის სურვილი ყველას გაუქრება. ასევე, ძალზე რთულია ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვებს ძლივს "ამოჰგლეჯ". კარგია, თუ თანამოსაუბრის ინტონაცია მკაფიო და არამონოტონური იქნება.
სპეციალისტი დეფექტებს გამოასწორებს
რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუ ადამიანს თანდაყოლილი, სასიამოვნო ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა აქვს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი ხმა თანამოსაუბრეს ყურს სჭრის? ამ პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, დასახმარებლად სპეციალისტს მივმართოთ. ზოგადად კი ამის მიზეზი, შეიძლება ყურის, ყელის ან ცხვირის პათოლოგიებიც იყოს.
ხმის გაუარესება შეიძლება ზედმეტმა ნერვიულობამ, გადაღლილობამ ან გამოუძინებლობის მუდმივმა შეგრძნებამ გამოიწვიოს. თუმცა მისი ყველაზე ვერაგი მტერი მაინც ნიკოტინია.
დაბოლოს, რჩევა ყველას: თუ თქვენს ხმას მელოდიურობა აკლია, ამაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია, რადგან თქვენვე შეგიძლიათ, საკუთარი ხმა ბევრად უფრო სასიამოვნო გახადოთ: სანამ საუბარში ჩაერთვებით (ან თავად დაიწყებდეთ ლაპარაკს), დადებითად განეწყვეთ თანამოსაუბრის მიმართ. ამგვარი დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობილება თავისთავად შეარბილებს ტემბრს, "დაათბობს" და სასიამოვნოს გახდის ხმას.
janmrtelobainfo.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий