ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 июля 2013 г.

ეშმაკეულები ნებისმიერ სიწმინდეზე რეაგირებენ.

–წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, ადამიანი შეპყრობილია, თუ სულიერადაა დაავადებული?

–ამის მიხვედრა უბრალო, ღვთისმოსავი ექიმისთვისაც კია შესაძლებელი. ეშმაკისგან შეპყრობილი ადამიანები სიწმიდესთან მიახლოებისგან აღიგზნებიან, კანკალს იწყებენ. აქედან აშკარავდება, რომ მათში ეშმაკია. თუკი ასეთ ადამიანს მცირეოდენი წმინდა წყლის დალევას შესთავაზებ, ან წმინდა ნივთით პირჯვარის გადაწერას მოუნდომებ, წინააღმდეგობას გაგიწევენ, რადგანაც ღვთის მადლი ავიწროვებს მათში მყოფ ეშმაკს. მაგრამ თუ კაცი სულიერი ავადმყოფობით იტანჯება, ის სიწმიდეს წინააღმდეგობას არ უწევს. ჯვრით ხელში ოდნავადაც რომ მიუახლოვდები, ეშამაკეულები შფოთავენ, კანკალი ეწყებათ. ერთხელ წმინდა მთის ერთ ერთ მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მივედი. მონასტრის ძმებმა გამანდეს ეჭვი, რომ აქ მოსულ მომლოცველთაგან ერთ–ერთი უწმიდური სულით იყო შეპყრობილი. მე სტასიდიაზე ამ ადამიანის გვერდით დავჯექი და ჩემი ჯვრით, რომელშიც პატიოსანი ჯვრის ნაწილია ჩაყოლებული, შევეხე მას. შეპყრობილი აღელდა, წამოხტა და ტაძრის მეორე კუთხეს მიაშურა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხალხი დაიშალა, მასთან საუბრის წამოწყება ვცადე. მაგრამ კვლავ იგივე განმეორდა... და მივხვდი, რომ ეს კაცი ნამდვილად ეშმაკეული იყო. ზოგჯერ ჩემთან სენაკში ბავშვები მოყავთ და მეუბნებიან, რომ ისინი ეშმაკეულები არიან. დასადგენად, არის თუ არა ეს ასე, ვიღებ წმინდა არსენი კაპადოკიელის ნეშტის წმიდა ნაწილს და ერთ ერთ მუჭში ვმალავ. და უნდა ნახოთ: ორივე ხელი მომუჭული მაქვს. მაგრამ თუ ბავშვი შეპყრობილია, ის შიშით უცქერს ამ ხელს, რომელშიც წმიდა ნაწილი მაქვს დამალული. მაგრამ, თუ ბავშვი შეპყრობილი არ არის და ის მხოლოდ ტვინის რომელიმე ავადმყოფობით იტენჯება, საერთოდ არ რეაგირებს არანაირ სიწმიდეზე, არ უფრთხის მას. ზოგჯერ ბავშვს დასალევად ვაძლევ იმ წყალს, რომელშიც მანამდე წმიდა ნაწილი მქონდა ჩადებული, თუ ბავშვი ეშმაკია, ის ამ წყალს არ სვამს და გარბის. ერთხელ ერთი ეშმაკეული ბავშვი მომიყვანეს. ჯერ ბევრი ტკბილეული მივეცი, რომ მოწყურებოდა, მერე კი ასეთი წყალი მივუტანე. „ჩვენს პატარა იანიკისს უფრო გემრიელი წყალი უნდა დავალევინო, ვიდრე სხვებს“. ვუთხარი მე. როდესაც ბავშვმა წყალი მოსვა, ყვირილი ატეხა:“ ეს წყალი მწვავს, რა არის შიგ“. „არაფერი არ არის“. ვუპასუხე მე. „რას მიშვრები, მან დამწვა“! ყვიროდა საბრალო ბავშვი. „ის შენ კი არ გწვავს, არამედ ვიღაც–სხვას“. ვუპასუხე მე და ბავშვის თავზე ჯვრის გამოსახვა დავიწყე, ის აკანკალდა და კრიზისი დაემართა. მასში ჩაბუდებული ეშმაკი მის სხეულს ატრიალებდა.
გახსოვთ ის სტუდენტი, რომელიც მრავალი წლის წინ აქ, ამ მონასტერში მოვიდა? მან მითხრა: „ჩემში ეშმაკი ცხოვრობს და საშინლად მტანჯავს, სასტიკად ვიტანჯები მისგან იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად ათასგვარი სისაძაგლის თქმას მაიძულებს. სასოწარკვეთილებამდე მივედი. ვგრძნობ, როგორ მთრგუნავს შიგნიდან, ხან აქ წამიჭერს ხელს და ხან–იქ“.– და საბრალო ყმაწვილი მაჩვენებდა მუცელს, მკერდს, ნეკნებს, ხელებს. ეს საწყალი ძალიან მგრძნობიარე იყო. ამიტომ, იმისათვის, რომ მენუგეშებინა და არაფერი მევნო, ვუთხარი: „ყური მიგდე, შენში არანაირი ეშმაკი არ არის. რაც გემართება, ყველაფერი გარეგანი ეშმაკეული ზემოქმედების ბრალია“. როდესაც ერთად შევედით ტაძარში, მან სთხოვა იქ მყოფ დებს, ელოცათ ღვთის საბრალო ქმნილებისათვის. თავად მე საკურთხეველში შევედი, ავიღე ღირსი არსენის წმიდა ნაწილი, გამოვედი, ამ საბრალოს მივუახლოვდი და კვლავ ვკითხე: „მაშ რა ადგილას გგვემს და გწვავს ეშმაკი? შენი აზრით სად გიზის იგი“? მან ხელი გვერდზე დაიდო. „სად აქ“? კვლავ ვკითხე და იმ ადგილას წმიდა ნაწილი შევახე. ვაი როგორ აყმუვლდა! „შენ დამწვი, შენ დამწვი. მე წავალ, წავალ“! ის ყვიროდა, ბილწსიტყვაობდა, ათასგვარ სისაძაგლეს ამბობდა. მაშინ იესოს ლოცვის აღსრულება დავიწყე: „უფალო იესო ქრისტე, უფალო იესო ქრისტე, განაშორე უწმიდური სული შენს ქმნილებას“. ლოცვისას საბრალო ადამიანს ჯვარს ვსახავდი წმიდა ნაწილით. ეს დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მერე ეშმაკმა ააკანკალა ეს კაცი, ის ძირს დაეცა და იატაკზე იცურავა. პირიდან გადმოდენილმა ქაფმა მისი პიჯაკი იატაკის ჩვარს დაამსგავსა. მაშინ ეს უბედური ფეხზე წამოვაყენეთ. ის კანკალებდა და მკვეთრად, ციანებივით კრთოდა. წონასწორობის შესანარჩუენებლად კანკელს ეყრდნობოდა. ხელებზე ცივი ოფლი დილის ცვარივით ეყარა. მალე ეშმაკი გამოვიდა მისგან და უბედური დამშვიდდა. იგი უწმიდური სულისგან გათავისუფლდა და ახლა ცოცხალი და ჯანმრთელია, თავს შესანიშნავად გრძნობს.

მამა პაისი მთაწმინდელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий