ღმერთი

ღმერთი

понедельник, 19 августа 2013 г.

ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისთვის იყო სარწმუნოება.

სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისთვის. წმინდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდნორსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძლეველნი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთ სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისათვის აუცილებიათ განსაცდელი.




Комментариев нет:

Отправить комментарий