ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 августа 2013 г.

საფრანგეთმა აკრძალა "მონსანტოს" გმ სიმინდი

როგორც სააგენტო Pics News-ი იუწყება, საფრანგეთში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა სამთავრობო აკრძალვის დადგენილება გენეტიკურად მოდიფიცირებულ სიმინდზე, რომლის მწარმოებელია ამერიკული აგრო-ქიმიური გიგანტი Monsanto.

სასამართლოს საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანონებით ამგვარი "აკრძალვის მიღება შეუძლია მხოლოდ წევრმა-სახელმწიფომ საგანგებო ვითარების აღმოცენების შემთხვევაში ან კიდევ მაშინ, როდესაც ვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობას, ან კიდევ საშიშია გარემოსთვის".

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტეფან ლე ფოლმა განაცხადა, რომ მთავრობა "არ გამოდის გმ პროდუქტების, განსაკუთრებით MON810 სიმინდის სასარგებლოდ, რომელიც ჰერბიციდებისადმი მდგრადობით გამოირჩევა".

ადრე მან მიანიშნა, რომ აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში მთავრობა მიიღებს სხვა იურიდიულ მოქმედებებს, შემდეგ კი დაამატა, რომ ხელისუფლებას მოუწევს თავიდან გადაწყვიტოს, მოიშოროს MON810 თუ ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ ფერმერები მას 2014 წლის აპრილის თვეში დათესავენ.

ბრიუსელმა 1998 წელს MON810 აკრძალა 10 წლით, რის შემდეგ Monsanto-მ ითხოვა მოეხსნათ ეს აკრძალვა, მაგრამ იმ დროიდან ეს პროცესი შეჩერებულია.

მოთხოვნის გაგრძელების ოფიციალური არარსებობის მიუხედავად, MON810-ს ჯერაც თესავენ, ოღონდ მცირე მასშტაბებით, კერძოდ, ესპანეთსა და პორტუგალიაში, რომელთა მთავრობებს მონსანტოს ეს მავნე პროდუქტი არ აუკრძალავთ.

ინტერნეტ მასალების მიხედვით

Комментариев нет:

Отправить комментарий