„და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა
ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“ (დაბ. 18, 20)
„და უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი
უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24)
ჰომოსექსუალიზმი რომ კარგახანია საჭირბოროტო პრობლემად იქცა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი სენის, ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ ნაწილია და არანაკლებ აშფოთებს საზოგადოებას, ვიდრე ტერორიზმი და ნარკომანია. ამგვარ, ისედაც სავალალო ვითარებას, კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით. მხედველობაში გვაქვს ეროტიკული კინო თუ ფოტომასალის არნახული მოზღვავება, ჰომოსექსუალური მიდრეკილების მრავალი ცნობილი პიროვნების ცხოვრების ძალზე ინტიმური მხარეების საჯაროდ გამოტანა, ინტერვიუები ბევრ ცნობილ თანამედროვე ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ხელოვანთან თუ სპორტსმენთან და ა.შ. ამას გარდა, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება ე.წ. „ანალიტიკური“ ხასიათის სტატიები ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რომელთა ავტორები, როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, მედიკოსები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები), ისე ჟურნალისტები არკვევენ ამ ფენომენის რაობას, ამგვარ თუ იმგვარ შეფასებას აძლევენ მას (როგორც უარყოფითს, ისე დადებითს ან სულაც ნეიტრალურს) და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ.
ცხადია, ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არხით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას. ამას გარდა, უკვე გასული საუკუნიდან იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისებურ, „ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად“ გამოეცხადებინათ. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით გაძლიერდა ამ მოვლენის ბიოლოგიური საფუძვლის მოძიების გზები. მაგრამ არა მისი პათოლოგიური ბუნების გამოსააშკარავებლად, არამედ პირიქით – იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი სავსებით ნორმალური რამ არის. მის ბიოლოგიურ საფუძველს ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი – ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი – გენებში, მაგრამ გამოკვლევებმა არ დაამტკიცა ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური დეტერმინიზმი. ჰომოსექსუალისტებს არც რაიმე განსაკუთრებული ჰორმონები აქვთ და არც რომელიმე ჩვეულებრივი ჰორმონის დეფიციტს განიცდიან. ისინი ბიოლოგიურად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჯონ ჰორგანის სტატია წიგნში: „ადამიანი და სექსი“. სანკტ-პეტერბურგი – 1998 წ.). ზემოაღნიშნული პუბლიკაციების ავტორები იმთავითვე მცდარ წინამძღვარს ემყარებიან, რაც განაპირობებს კიდეც უმართებულო დასკვნებს. საქმე ისაა, რომ მათ თავი ვერ დაუღწევიათ მატერიალისტური მენტალიტეტისათვის და ადამიანს „სტატიკურ“, ერთგვაროვან არსებად წარმოაჩენენ. „სტატიკურობაში“ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გარემოებებს, რომ მათ ადამიანი ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე წარმოქმნილ არსებად მიაჩნიათ, რომელიც ოდენ სოციალურ-კულტურულ განვითარებას განიცდის, ხოლო მისი პნევმოქსიქოსომატური თვისებები პრინციპულად უცვლელია. ცხადია, რომ ამგვარი „თეორია“ ადამიანის შექმნის ბიბლიური აქტის სრულ იგნორირებას ახდენს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, მკვეთრად განარჩევს ადამიანის ცოდვით დაცემამდელ და მის შემდგომ დროინდელ მდგომარეობას. ამიტომაც, უპრიანია მოკლედ მიმოვიხილოთ ადამიანის შექმნის ბიბლიური ეპიზოდი და სქესის წარმოშობის საკითხი.
წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ ებრაულ დედანში ნახმარი სიტყვები – „ზახარ“ და „ნეყაბა“, ბერძნულში (სეპტუაგინტაში) თარგმნილია როგორც „არსენ“ და „თეელი“, და ორივე მათგანი საშუალო სქესისაა, ე.ი. ღმერთმა თავდაპირველად „მამაკაცება“ და „დედაკაცება“, ანუ ერთიანი ადამიანური ბუნების ორი მხარე შექმნა, ხოლო შემდგომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, „შემოქმედის სიბრძნემ განჰყო ის, რაც თავიდან ერთიანი იყო, რათა შემდგომ ქორწინებაში კვლავ შეერთებულიყვნენ“ (12 საუბარი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს („დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა“ დაბ. 2, 22), ებრაულ დედანში წერია „იშ“ და „იშა“ (ქმარი და ცოლი), ხოლო ბერძნულ თარგმანში: „ადამ“ და „გინეკა“ (დედაკაცი) და იგი უშუალოდ სქესთა რეალური განყოფის ამბავს მოგვითხრობს. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც „ღვთის ხატად“ არის შექმნილი. „ხატებად“ ადამიანის სხვადასხვა უნარის მიჩნევა (გონიერების, თავისუფლების, უკვდავების, შემოქმედებისა და ა.შ.) საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ არც მთლად მოხერხებულია. „ხატება“ უპირატესად იმითი გამოიხატება, რომ ადამიანი, ისევე, როგორც ღმერთი, პიროვნული არსებაა. გარდა ამისა, ღმერთი სამპიროვანია, რის გამოც მარტომყოფი ადამიანი ვერ იქნება ღვთის ჭეშმარიტი „ხატი“ დედამიწაზე. ღვთაებრივი ჩანაფიქრის თანახმად, ამგვარი ხატი ადამის ოჯახი უნდა ყოფილიყო. ძე და სულიწმიდა საწყისს (დროისმიღმიერ, ლოგიკურ საწყისს) მამაღმერთის პიროვნებისაგან იღებენ. მამისაგან „იშვება“ ძე და „გამოვალს“ სულიწმიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ერთი პიროვნების არსის, ბუნების სრული, მოუკლებელი გადაცემა მეორისადმი. როგორც „შობა“ ისე „გამომავლობა“ შესაქმის ანტინომები არიან, რადგან ქმნილება მხოლოდ ნაწილობრივ ატარებს და ასახავს თავისთავში შემოქმედის პიროვნებასა და ბუნებას. ამრიგად, როგორც მარადიული მამისაგან გამოდის სულიწმიდა და იშვება ძე, ასევე მიწიერი პირველმამისაგან – ადამისაგან გამოვალს დედაკაცი და იშვება ძე, ანუ როგორც სამების სამივე ჰიპოსტასი ერთი ბუნების მქონენი, ერთარსნი არიან, ასევე ევასაც, როგორც ადამის ნეკნისაგან გამომავალს, იგივე ბუნება გააჩნია. აგრეთვე კაენიც, იგი კი არ იქმნება ადამის მიერ, არამედ იშვება. როგორც წმიდა კაბადოკიელი მამები (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი) გვასწავლიან, პირველ ადამიანთა შესახებ ბიბლიური თხრობა გვეხმარება შევიცნოთ დაუსაბამო არსის სხვისადმი შეუქმნელად გადაცემის ორი გზა.
როგორც ვხედავთ, სქესის შექმნის ბიბლიური აქტი ამ პროცესის უღრმეს საღვთისმეტყველო მნიშვნელობას გვიცხადებს. მაგრამ ცოდვითდაცემის შემდგომ, ადამიანის სქესობრივმა ცხოვრებამ, ისევე როგორც მისმა მთელმა ფსიქოსომატურმა სტრუქტურამ, კარდინალური ცვლილება განიცადა. „გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა“ (დაბ. 3, 21). წმიდა მამათა განმარტებით, „ტყავის სამოსელი“ ადამიანური ბუნების გაუხეშებას, გატლანქებას, გამიწიერებას ნიშნავს. სწორედ ცოდვითდაცემული ადამიანური ბუნების გაუკუღმართებულ, ბოროტებისკენ მიდრეკილ მისწრაფებათა ერთ-ერთი სახეა სექსუალური გარყვნილების სხვადსხვა ფორმა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი.
ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს – ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანია ჰომოსექსუალიზმი. ბიბლია ამ ცოდვის შესახებ საკმაოდ მწირად, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავად და მკაცრად მოგვითხრობს, ისე, რომ რელატივაციის არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. თუ სიძვა და მრუშობა, პოლიგამია, პოლიანდრია ან პრომისკუიტეტი, ცოდვითდაცემის შემდგომ „მემკვიდრეობით“ შეძენილი ცხოველური საწყისია (ვნებაა), ჰომოსექსუალიზმი – ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა. ადამიანის სექსუალურობაში რეპროდუქტიული ფუნქცია გამიჯნულია ჰედონისტურისაგან, რომელიც შეიძლება არსებობდეს, როგორც ავტონომიური, დამოუკიდებელი საწყისი. და თუ პოლიგამია „ცხოველური გადმონაშთია“, ჰომოსექსუალიზმი – „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანურია“. იგი არანაირად არაა დამოკიდებული სქესის რეპროდუქტიულ ფუნქციასთან და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს – სქესის სპეციფიკურ ადამიანური-კულტურული ფორმის შედეგს, მის გამოვლინებას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია კომუნიკაციაზე, მარტოობის დაძლევაზე, სიამოვნების მიღებაზე, ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის შეძენასა და თვითდამკვიდრებაზე. არადა, წმიდა წერილი ადამიანის სქესობრივი ცხოვრების „ღვთაებრივ დანიშნულებად“ გვარის გაგრძელებას“ (დაბ. 1, 28), ოჯახის შექმნას (დაბ. 2, 24), შვილიერებას (1 ტომი 2, 15) მიიჩნევს. ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დამახინჯება – აი, რა არის ჰომოსექსუალიზმი, იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, კულტურით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადონ, რითაც იგი ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამის გამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს. კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დენის პრეგერი თავის ნარკვევში: „იუდაური სექსუალური რევოლუცია“ – მიმოიხილავს ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციის სექსუალურ ცხოვრებას და ასკვნის, რომ იუდაურის გარდა, არც ერთი არქაული ცივილიზაცია არ იცნობს ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის ფაქტს. ამ ცოდვის ფართო და საყოველთაო გავრცელების შესახებ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად გვიანდელი ხანის ევროპელი მოგზაურებიც მოგვითხრობენ. ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში (როგორც ედუარდ გიბონი აღნიშნავს, რომის პირველი 15 იმპერატორიდან კლაუდიუსის გარდა ყველა ჩართული იყო ამ გარყვნილებაში). არსებობს ცნობები კართაგენელებში, გალებში, კელტებში, ბრიტანეთისა და სკანდინავიის ძველ მოსახლეობაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების შესახებ. ესპანელი კონკისტადორი კორტესი ანალოგიურ ვითარებას აღწერს მექსიკის ინდიელებში, ხოლო იეზუიტი ბერი შარლევუა – ჩრდილო ამერიკის ინდიელ ტომებში. ევროპელ მისიონერებს ჰომოსექსუალიზმის უამრავი მაგალითი მოჰყავთ აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია, ინდოჩინეთი) ცხოვრებიდან. ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ისლამურ სამყაროშიც, როგორც არაბულში (მაროკო, ალჟირი, ერაყი და ა.შ.) ისე არაარაბულშიც (თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი).
ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მოღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7).
ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.
წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, – ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.
ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.
ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.
ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ.

Комментариев нет:
Отправить комментарий