ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 февраля 2014 г.

წმიდა ილარიონ ქართველის (ათონელი) ცხოვრებიდან (XIX საუკუნე)

მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარსებლის მუჰამედის სიცრუეზე. უწოდებდა მას მატყუარას და ამბობდა, რომ როგორც იგი დიაღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო.

"როგორ ფიქრობ, ჩვენ საით წავალთ?" – ჰკითხა ფაშამ სიცილით.

"იქით, საითაც თქვენი მუჰამედი!" – უპასუხა ბერმა.

"და საით წავა, შენი აზრით, მუჰამედი?"

"ჯოჯოხეთში!" – უპასუხა მამა ილარიონმა, – "და თქვენც მასთან ეთრად".

"მაშ, შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?"

"მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან".

მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყვნენ ყველა მთავარი თურქი მოხელეები, აგრეთვე წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულებმა შესძახეს: "სიკვდილი მაგას!"

ამ ყვირილზე ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და თუმცა ბერის სიკვდილი არ სურდა, მაგრამ თვითონაც რომ არ შერაცხილიყო მუჰამედის კანონის უარმყოფელად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა:

"თავად მოუხმე უბედურებას, ახლა მე შენი დაცვა აღარ ძალმიძს; გაბედული სიტყვებისათვის თავი მხრებზე არ შეგრჩება!" – უთხრა ბერს.

მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: "აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!"








Комментариев нет:

Отправить комментарий