ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 февраля 2014 г.

ჩვენ დროში, სამწუხაროდ, მომრავლდნენ სიტყვები და წიგნები,

მაგრამ შემცირდა გამოცდილება, რადგან ხალხი ისევ მოექცა სოფლის სულის გავლენის ქვეშ, რომელიც მუდმივად კეთილმოწყობისაკენ მიისწრაფვის და ფიზიკურ შრომას გაურბის; ანუ უმრავლესობა ჩვენგან სიმშვიდეს პოულობს ბევრ კითხვაში და წაკითხულის მცირედ შეთვისებაში, - თუკი საერთოდ ხდება ასეთი შეთვისება. ჩვენ მხოლოდ აღტაცებაში მოვდივართ ეკლესიის ღვაწლმოსილი წმიდანებით და ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რამდენს შრომობდნენ ისინი, რადგან თავად არ გვიშრომია იმისთვის, რომ შეგვძლებოდა გაცნობიერება მათი შრომისა, შეგვეყვარებინა ისინი და მოშურნეობით შევდგომოდით მათ ღვაწლს.
ისინი კი, რომლებიც მოშურნეობით იღვწიან, თავს მოსვენებას არ აძლევენ და ყველაფერს საკუთარი "მე"-ს წარმოუჩინებლად აკეთებენ, დიდად ეხმარებიან სხვებს, რადგან მხოლოდ ამის წყალობით პოულობს შინაგან სიმშვიდეს მათი სული, როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე მომავალშიც.
ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ვნებათა ძალაუფლების ქვეშ არიან, მაგრამ მაინც ხელისუფლებისაკენ მიილტვიან, აგრეთვე, პირად ინტერესებს სულიერს მიაწერენ და ამა სოფლის ხელისუფლებასაც კი მიმართავენ საეკლესიო პრობლემების გადასაჭრელად, მიტოვებულნი არიან ღვთის მადლისაგან.
თუმც გაეცინოს მზაკვარს ჩვენზე, მოიყვანს რა პავლე მოციქულის სიტყვებს: "... კეისარსა უღაღადებ" (საქ. 25, 11), იმიტომ, რომ პავლე მოციქული მაშინ კეისრის ხელთ აღმოჩნდა. მანამდე კი ღმერთისაგან ეუწყა, რომ მას ქრისტე უნდა ექადაგა რომში და ამიტომაც მოითხოვა კეისრის სასამართლო, რათა იქ გაეგზავნათ (ხაზინის ხარჯზე).
მიიღებს კი ღვთის კურთხევას ადამიანი, რომელიც ცდილობს საეკლესიო საკითხები წამოჭრას მართლმადიდებლური სულისკვეთებით, მაგრამ ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავად იგი უფრო მაღლა დააყენონ ეკლესიაში?
ასევე არ უნდა აღვფრთოვანდეთ იმ ადამიანებით, რომლებიც ძალიან კარგად და მართლმადიდებლურად აყენებენ საეკლესიო საკითხებს, მაშინ როცა თვითონ საკმარისად მაღლა არ დგანან ეკლესიაში და შფოთი შემოაქვთ იქ უგუნური უკიდურესობებით ან ზედმეტი შემწყნარებლობით.





პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий