ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 февраля 2014 г.

ეშმაკის ხრიკების უგულებელმყოფთა საწინააღმდეგოდ

სიტყვა ლიმონარიდან მონაზონთა წინააღმდეგ ეშმაკთა ბრძოლის შესახებ


ჩვენი საუკუნის ადამიანები ხშირად უგულებელჰყოფენ ეშმაკისაგან მომავალ ცდუნებებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეშმაკს მათზე არავითარი გავლენა არა აქვს, რომ ის მათ ვერ შეაწუხებს და საერთოდ, არ ღირს, ეშმაკეული ცდუნებებისა გჯეროდეს. სწორად განსჯიან თუ არა ისინი? ჩემის აზრით, ერთი მხრივ სწორს ამბობენ, მეორე მხრივ კი ცდებიან. ძალიანაც შესაძლოა, რომ ეშმაკი მათ მახეს არ უგებდეს, მაგრამ ის აზრი, რომ ის უკვე არავის აღარ ერჩის, უსამართლობაა, რადგანაც, თუკი ეშმაკი სწორედ მათ არ ებრძვის, ამას შესაძლოა განსაკუთრებული მიზეზი გააჩნდეს.

აბბა მარკელმა მონასტრის ძმობას მოუთხრო: ერთხელ, როდესაც ის ღამით ლოცვად იდგა, უეცრად საყვირთა ხმაური და ჩოჩქოლი მოესმა, თითქოს სადღაც ახლოს ომი იყო გაჩაღებული. ბერი გაოცდა და შეშფოთდა: საიდან უნდა მოსულიყო საყვირთა ხმა და რა ბრძოლა უნდა ატეხილიყო შუა უდაბნოში? ამგვარ საგონებელში ჩავარდნილს, უცებ ეშმაკი გამოეცხადა და შესძახა:

- რას ჩაფიქრებულხარ? ჭეშმარიტად, აქ ბრძოლა გაჩაღებულა; მაგრამ თუ არ გინდა, რომ მე და შენ ერთმანეთს შევერკინოთ, წადი, დაიძინე და თავს აღარ დაგესხმით. უქნარებს არას ვერჩით, დავა მხოლოდ მომარხულეებთან და მღვიძარე მლოცველებთან გვაქვს, მხოლოდ მათზე ვილაშქრებთ.

თქვენ თვითონ ხედავთ, ძმანო, თუ რატომ არ აწუხებს ეშმაკი ცოდვილებს. რაღა საჭიროა მათთან ბრძოლა, ვინც უკვე ისედაც მის ხელშია? და რაღად უნდა ცდილობდეს ამ გავლენის შენაჩუნებას, როდესაც მისგან თავის დაღწევას აღარც ცდილობენ? არა, ძმებო, ასეთი ადამიანები მას აღარ აინტერესებს. მას იობი, იოანე დიდმოწამე, ანტონი, მარიამ ეგვიპტელი, იოანე ნოვგოროდელი, პიმენი, მაკარი და მათი მსგავსნი სჭირდება და არა ისინი, რომელნიც თავის ნებით ქცეულან მის ყურმოჭრილ მონებად.

უფლის სიტყვაც ეჭვმიუტანლად გვიმოწმებს, რომ ეშმაკი ვითარ-ცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა (1 პეტრ. 5. 8). რომ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელსა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (ეფეს. 6, 12). ეს გვახსოვდეს და მეომართა მსგავსად (ეფეს. 6, 11), რომ ეშმაკს ბრძოლისათვის მუდამ მზადმყოფნი დავუხვდეთ. ამინ.


„სვინაქსარი". ტომი I.


xareba.net

Комментариев нет:

Отправить комментарий