მოემსახუროს მას. თუკი ადამიანს უყვარს ღმერთი, ყოველთვის ისწრაფის ის აღასრულოს, რაც მას ნებავს. თუ ადამიანს თავისი სხეული უყვარს, აკეთებს ყველაფერს, რასაც ის ითხოვს. ღმერთს სურს სიყვარული და უბიწოება, ჭვრეტა და ლოცვა, ხოლო სხეულს – ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყველაფერი, რასაც ეს ვნებები ამრავლებს. ამიტომაც სხეულის მიყოლით მცხოვრებთ ღვთის სათნო-ყოფა არ ძალუძთ. „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით“ (გალატ. 5,24). როცა გონება ღმერთს მიემსჭვალება, ის იმორჩილებს სხეულს და არ აძლევს იმაზე მეტს, რაც სიცოცხლისთვისაა საჭირო, ხოლო თუ (გონება) სხეულს მიემსჭვალება, მაშინ ვნებებს ემონება და სხეულისთვის ახალი საზრუნავები სურს.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий