ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 апреля 2017 г.

თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი!

თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი!...თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი!.. შეფეთქილ საფლავებს ჰგავხართ, რომელნიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით კი სავსენი არიან მკვდრების ძვლებით და ათასგვარი უწმინდურებით!.. სხვების დასანახად დიდხანს ლოცულობთ! ბაგით მცემთ თაყვანს, ფიქრი თქვენი კი ჩემგან შორსაა!.. სამოთხისაკენ მიმავალ კარს ჰკეტავთ, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ!.. მკვდრები ხართ და მკვდართა დამმახავნი! ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი! მართალთა და თქვენთან გამოგზავნილთა მკვლელებო! აჰა, გჩებათ თქვენი სახლ-კარი ოხრად!.. შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან! გაიქეცი ბაბილონიდან! გაიქეცი!
მათეს სახარება თავი 8 : 22;




ფსალმუნნი

ფსალმუნი 126 (127)

1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.


Комментариев нет:

Отправить комментарий