1991 წლის ზაფხულის ერთ დღეს ბერი პაისის კელიის ეზოში ბევრი მომლოცველი შეგროვდა. მათ შორის გერმანიაში მაცხოვრებელი ბერძენიც ერია და მან როგორც ჭეშმარიტმა პროტესტანტმა ბერთან პაექრობა სცადა:
faith.ge
— თქვენ მარლთმადიდებლები და განსაკუთრებით წმ. მთის ბინადრები აღმერთებთ ქალწულ მარიამს და გავიწყდებათ რომ ის უბრალო ქალია. ასევე თაყვანს სცემთ ხატებს და იმედი გაქვთ, რომ ისინი სასწაულებს მოახდენენ! კიდევ უარესად ექცევით თქვენი წმინდანების ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი იხრწნებიან, თქვენ ზიზღის გარეშე ეამბორებით მათ! ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მარლთმადიდებლები ძალიან ცდებით!
მაშინ ბერმა, ეკლესიის წმ. მამების მსგავსად, რომლებიც შეურაცყოფას და ცილისწამებას უდრტვინველად იღებდნენ და ერესს სიკვდილამდე ებრძოდნენ, პროტესტანტს მკაცრად უპასუხა:
— რა გიპასუხო საბრალო ? ამ სამარცხვინო საქციელში შენ კი არა, დედაშენია დამნაშავე, რომელმაც ვერ აგღზარდა!
პროტესტანტი მამა პაისის ამ სიტყვებზე გაცხარდა და შეუღრინა:
— მომისმინე ბერო! არ გაბედო დედაჩემის ხსენება, შენ არ გაქვს დედაჩემის ხსენების უფლება!
ბერი თითქოს ამ სიტყვებს ელოდა და უპასუხა:
— ხედავ, როგორც კი დედაშენს შევეხე როგორ გაბრაზდი. როგორ გგონია ჩვენ ღმერთს და ჩვენ მარლთმადიდებლებს არ გვწყინს, როცა ჩვენ დედას-ღვთისმშობელს ლანძღავ? კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ. დედაშენმა რომ თხოვნით მოგმართოს და ეს თქხოვნა შენთვის ძალიან იოლი შესასრულებელი იყოს, როგორ მოიქცევი?
— ავუსრულებ თხოვნას აუცილებლად-უპასუხა პროტესტანტმა.
— ასევე უწმინდეს ქალწულთან, ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ გვიშუამდგომლოს თავის ძესა და ჩვენ უფალთან, რათა მან შეგვიწყალოს და კიდევ, ალბათ სახლში ცოლშვილის, მშობლების და მეგობრების უამრავი ფოტო გაქვს, არა?
— რა თქმა უნდა!
— ჩვენ კი, ვინაიდან ჩვენი მამის უფლის, ჩვენი დედის-ღვთისმშობლის და ჩვენი და-ძმების წმინდანების და მოწამეების „ფოტოები“ არ გაგვაჩნია, ამიტომ ხატებს ვუყურებთ და მათ შევთხოვთ დახმარებას. რაც უფრო გულმხურვალეა ჩვენი თხოვნა, მით ძლიერია მათი შეწევნა. რაც შეეხება წმინდანების სხეულებს, ისინი იმდენად სავსე არიან ღვთის მადლით, რომ მათთან შეხებით ჩვენც ამ მადლს ვეზიარებით, თუ წმინდანის ნაწილები უხრწნელია, მით მეტია ღვთის მადლიც, და ჩვენ წმინდა ნაწილების თაყვანისცემით ამ მადლს ვღებულობთ!
პროტესტანტმა პასუხი ვერ გასცა და ჩაფიქრებულმა დატოვა მამა პაისის ეზო, ბერმა კი როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში ლოცვა დაიწყო:
დაე შეეწიოს უფალი ამ ადამიანს გადარჩენის სწორი გზის პოვნაში
faith.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий