ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 апреля 2017 г.

პლაგიატი.

პლაგიატი — მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება. პლაგიატმა შეიძლება გამოიწვიოს საავტორო სამართლისა და საპატენტო კანონმდებლობის დარღვევა, რისთვისაც დამრღვევი შესაძლოა მიცემულ იქნას იურიდიული პასუხისმგებლობის ქვეშ. პლაგიატი ასევე შეიძლება მოხდეს ისეთ სფეროებში, რომლებზედაც არ ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების რაიმე ქმედება, მაგალითად, მათემატიკაში და სხვა ფუნდამენტალურ დისციპლინებში.
ყველაზე ხშირად პლაგიატი გამოიხატება სხვისი თხზულების ან იდეის პუბლიკაციაში საკუთარი სახელით, ასევე სხვისი თხზულების ფრაგმენტების სესხებაში, წყაროს მითითების გარეშე. პლაგიატის აუცილებელი ნიშნია ავტორობის მითვისება, რადგან საავტორო უფლებებით დაცული თხზულების გამოყენება, პუბლიკაცია, კოპირება და ა. შ. თავისთავად არ ითვლება პლაგიატად, არამედ საავტორო უფლებების დარღვევის სხვა სახეობად, რომელსაც ხშირად „პირატობას“ უწოდებენ. „პირატობა“ ხდება პლაგიატი მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ინტელექტუალური შრომის შედეგების არამართლზომიერ გამოყენებასთან და პუბლიკაციის ავტორობის მითვისებასთან.

ტერმინის ისტორია


დღევანდელი მნიშვნელობით სიტყვის «პლაგიატი» გამოყენება ევროპულ ენებში XVII საუკუნიდან დაიწყო. რომაულ სამართალში plagium (სიტყვა-სიტყვით – მიტაცება, ქურდობა) ნიშნავდა თავისუფალი ადამიანისმონობაში უკანონო დანაშაულებრივ გაყიდვას, რისთვისაც დამნაშავე გაროზგვით (ad plagas) ისჯებოდა. თავდაპირველად, ლიტერატურული საკუთრების ქურდობის აღსანიშნავად ხმარობდნენ ლათ. ტერმინს – "plagium litterarium"[1]. ამ მნიშვნელობით ის იხსენიება ვიქტორ ჰიუგოს რომანში «კაცი, რომელიც იცინის» ბავშვის გატაცებასთან მიმართებაში.
ქართულში ეს სიტყვა მომდინარეობს ფრანგულიდან – plagiat.

რა არის პლაგიატი

ტერმინს „პლაგიატი“ არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული მნიშვნელობა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მისი ცალსახად გამიჯვნა ისეთ მომიჯნავე ტერმინებთან, როგორიცაა – „მიბაძვა“, „ნასესხობა“, „თანაავტორობა“. ყოველ შემთხვევაში, ცალკეულ იდეათა თანხვედრა არ არის პლაგიატი, რადგან ყოველი ახალი თხზულება ეფუძნება იდეებს, რომლებიც ავტორს არ ეკუთვნის. ამასთან, ზოგი ადამიანი, რომელიც გარკვეულ აზრამდე მივა, ხშირად საკუთარ თავს ჭეშმარიტების „კოლუმბად“ თვლის და რადგან არ სურს იცოდეს რამე თავის წინამორბედებზე, საკუთარი აზრების ყოველ განმეორებას თავისი უფლებების შელახვად თვლის.
სინამდვილეში, პლაგიატის ობიექტი არის არა იდეა, არამედ მისი გაფორმება, გარეგნული მხარე. ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც შინაარსის მიხედვით ახალს არაფერს შეიცავენ, მიუხედავად ამისა, აქვთ თავისებური ფორმა, აზრის გამოთქმის ახალი შეფერილობა; მხოლოდ თხზულების ამ ღრმად ინდივიდუალური მხარის მითვისება შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად. ამიტომ, არ შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად ფაბულის სესხება (შექსპირის ბევრი დრამისა და ალექსეი ტოლსტოის ზღაპრების სიუჟეტი ნასესხებია), არც მზა მხატვრული ხერხები, რომ არაფერი ითქვას მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი ხასიათების (დონ ჟუანიფაუსტი) ახალ გადამუშავებაზე.

საინტერესო ფაქტები




............................................


პლაგიატ-ი (პლაგიატისა) [ლათ. plagio-დან ვიტაცებ] წიგნ. სხვისი (ლიტერატურული, მუსიკალური, სამეცნიერო...) ნაწარმოების მითვისება.



(მხეცი 666-პლაგიატია)

Комментариев нет:

Отправить комментарий