სტალინი სავსებით შეიძლება გათანაბრებულიქნას ჰიტლერთან.
– მე მიმაჩნია, რომ სტალინი იყო მხეცი, სულიერად მახინჯი, რომელმაც შექმნა ქვეყნის მართვის საშინელი, ადამიანის საწინაამღდეგო სისტემა, დაფუძნებული ტყუილზე, ძალადობასა და ტერორზე. მან წამოიწყო გენოციდი თავისივე ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ და მასზეა პირადი პასუხისმგებლობა მილიონობით ადამიანის სიკვდილზე. ამ კუთხით, სტალინი სავსებით ეთანადება ჰიტლერს.ორივემ სამყაროს მოუტანეს იმდენი უბედურება, რომ არც ერთი სამხედრო თუ პოლიტიკური წარმატებით არ შეიძლება ამ დანაშაულის გამოსყიდვა კაცობრიობის წინაშე. არანაირი არსებითი განსხვავება არ არის ბუტოვოს პოლოგონსა და ბუჰენვალდს, გულაგსა და ჰიტლერულ სიკვდილის ბანაკებს შორის. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი სავსებით ეთანადება ჩვენს დანაკარგს დიდ სამამულო ომში.
გამარჯვება დიდ სამამულო ომში ნამდვილად საოცრება იყო, რადგან სტალინმა ომის წინ ყველაფერი გააკეთა ქვეყნის განადგურებისთვის. მან მოსპო ჯარის მთელი უმაღლესი მთავარსარდლობა, მასობრივი რეპრესიების გზით ერთხანს ძლიერი ქვეყანა მიიყვანა გადაშენების პირას. 1937 წელს, როდესაც აღიწერა მოსახლეობა, გამოტოვეს ათობით მილიონობით ადამიანი, სად წავიდნენ ეს მილიონები? ისინი გაანადგურა სტალინმა. ომში ქვეყანა ჩაერთო ფაქტობრივად დასისხლიანებული, მაგრამ, მრავალი მხეცური რეპრესიების მიუხედავად, ერმა გამოავლინა არნახული გმირობა. სხვაგვარად ამის სასწაულად სახელდება შეუძლებელია. ომში გამარჯვება–ეს ერის გამარჯვებაა. ხალხი, რომელმაც გამოავლინა დიდებული ნებისყოფა წინაამღდეგობისათვის. ომში გამარჯვება ეს ჩვენი ხალხის სულის ძალის დიდი გამოვლინებაა, რომელიც ვერ გაეტეხეს ვერც სტალინმა და ვერც ჰიტლერმა.
არ მჯერა სტალინის შენანების
– როგორ შეაფასებდით სტალინის შეხვედრას მღვდელმთავრებთან კრემლში 1943 წლის სექტემბერში, როდესაც გაიცა ნებართვა აერჩიათ პატრიარქი, გაეხსნათ სასულიერო სკოლები და გადაეწყვიტათ მრავალი იურიდიული პრობლემა, რომლებიც წლები გროვდებოდა გადაუწყვეტელი? ამბობენ, რომ ეს იყო ხელისუფლების შენანების აქტი, უპირველეს ყოვლისა თავად სტალინისა, იმ დევნის გამო, რომელსაც განიციდა ეკლესია. მეორეს მხრივ, რაღაც დროის შემდეგ ეს დევნა განახლდა.
მე არ მჯერა სტალინის შენანების, იმისა რომ მან შეინანა ომის დროს ან მის შემდეგ. არ მჯერა იმ მითოლოგიის, რომელიც შეიქმნა ამ პიროვნების ირგვლივ. მე დანაშაულებრივად მიმაჩნია მისი პოლიტიკა თავისი ხალხისა და ეკლესიის მიმართ. ის რომ ჩვენ მოვიგეთ ომი, სტალინის დამსახურება არაა, არამედ მთელი ერისა – გამოჩენილი მხედართმთავრების, მეომრებისა და ოფიცრების, მშრომელთა და ყველა იმ ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა თავისი ქვეყნისთვის.
მიმაჩნია,რომ ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება უკავშირდება პირველ რიგში ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივას. სტალინს სურდა ეჩვენებინა ინგლისელებისა და ამერიკელებისათვის საბჭოთა კავშირის „ცივილიზებული სახე“ და აქ წინ წამოიწია ეკლესიის საკითხმა, რადგან ცნობილია, რომ ინგლისელებმა საბჭოთა კავშირში გამოგზავნეს დელეგაცია,რომლის შემადგენლობაში იყო იორკელი მთავარეპისკოპოსი. საჭირო იყო შექმნილიყო სარწმუნოებრივი თავისუფლების ხილვადობა სსრკ–ში,და ინგლისელებზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად, გაახსენდათ რომ ჩვენ ასევე გვაქვს ეკლესია და მისი მეთაური, საპატრიარქო მოსაყდრე, რომელსაც ეკრძალებოდა შესვლა მოსკოვში. იგი სასწრაფოდ გამოიძახეს და კრემლში სტალინის მიტროპოლიტებთან შეხვედრის შემდეგ დაუშვეს კრების მოწვევა და პატრიარქის არჩევა უმოკლეს დროში. შედეგად უცხოელებს წარუდგინეს, რომ ეკლესია საბჭოთა კავშირში არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა.
რათქმაუნდა, ეს აქტი თავისთავად ცინიკური იყო, მაგრამ ეკლესიისთვის მან დიდი მნიშვნელობა იქონია, რადგან ამ მომენტიდან სისხლიანი და მასშტაბური დევნა ეკლესიაზე შეაჩერეს ან უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ – შეამცირეს, შეასუსტეს. 1943 წლიდან სტალინის სიკვდილამდე პერიოდი, შედარებით მშვიდია ეკლესიის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი აგრძელებდა ცხოვრებას მძიმე პირობებში.
თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა
03/07/2015
orthodoxtheology.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий