ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 апреля 2017 г.

რას ნიშნავს ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.


რა მისცა ღმერთმა ადამიანს და რა მისცა ეშმაკმა ადამიანს.
ედემის ბაღში იყო ხე კეთილისა და ხე ბოროტის შეცნობისა,
ხე სიცოცხლისა_უკვდავების ხე.
რას ნიშნავს ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა?
შემომქმედი ნიშნავს რაიმეს , ვისიმეს შემომქმედს.
მხატვარი ნახატს ქმნის.მოქანდაკე ქანდაკებას, მწერალი ნაწარმოებს, მშენებელი აშენებს.
ყველა შემომქმედი, როცა მას რაიმეს შექმნის იდეა უჩნდება და იწყებს იდეის განხორციელებას, ქმნილებაში დებს თავის სულსა და გულს., შემოქმედებით ენერგიას. ფიქრობს თუ არა ამ დროს შემომქმედი(მხატვარი, მწერალი, შემომქმედი, თუ სხვა)იმაზე, გაუძლებს თუ არა მისი ქმნილება დროს, გამოცდას, ვინმესგან კრიტიკას, მოეწონება ვინმეს თუ არა, და ასე შემდეგ.? ფიქრობს. ანუ, შემომქმედი ადამიანი ხარისხზეც ფიქრობს.
პირველად, ადამიანმა, ალბათ, ქვიშაზე თითით მოხაზა ან ჯოხით გახაზა უბრალოდ ხაზი.შემდეგ რაიმეს ფორმაც გამოსახა, მაგრამ ეს ქვიშა ამ ნახაზს ვერ შეინარჩუნებდა, რადგან ან ქარი გადაშლიდა მას, ან წყალი, ან ადამიანი , ან სხვა სულდგმული. მაგრამ ადამიანის გონებაში შემოქმედების ნიჭი_სურვილი შექმნას რაღაც, რჩებოდა უცვლელი. იფიქრა თუ არა ადამიანმა, მისი ნიჭი მყარ ნიადაგზე გამეკვეთა? იფიქრა. ეს მყარი ნიადაგი იყო ქვა, კლდე,(ბუნებრივი, მყარი მასალა) რადგან ხისნაკეთობები დიდებისთვის  არ გამოდგებოდა , ის ადვილად ტყდება და  ის იწვის.
გადის დრო და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის სურვილი მატულობს, ხარისხიანობის სურვილიც მატულობს,რაც საფუძველია ნიმუშის დიდხანს არსებობის, უკვდავების, რაც უდრის მისივე შემქმნელის დიდხანს არ დავიწყებას ან უკვდავებას. როცა ადამიანმა ხატვის ნიჭის ტილოზე გადმოიტანა და თანაც ფერადი ნახატის შექმნა ისწავლა, იფიქრა იმაზე რამდენად გაუძლებდა საღებავი დროს, ნახატი რამდენი ხნით შეინარჩუნებდა პირველად სახეს. მან ისწავლა ხარისხიანი საღებავის შექმნა. ხარისხიანი ნიმუში ტოლია მისი შემომქმედის ხარისხიანობის. უკვდავი ქმნილება უდრის უკვდავ შემომქმედს. ეს იყო მიწიერი, იგივე , ადამიანური ხარისხი.მაგრამ, რაც ხარისხიანია ადამიანისათვის ის ღმერთისთვის ხარისხიანი არის? ან , რაც უკვდავია ადამიანისათვის, ის ღმერთისთვის უკვდავი არის? რაც დიდებულია ადამიანისათვის, ის არის ღმერთისთვის დიდებული? გაუჩნდა თუ არა ადამიან-შემომქმედს აზრი , გაეიგივებინა თავის თავი შემომქმედ ღმერთთან? იფიქრა თუ არა მან, რომ თვითონ მიწიერი ღმერთია.მასაც შეუძლია შექმნას. მაგრამ, რატომ მოუნდა ადამიანს ღმერთთან გაიგივება... იმიტომ რომ , მას გველმა უთხრა, თუ შეჭამდნენ აკრძალულ ხილს იქნებოდნენ ღმერთივით?
ანუ,
შემოქმედების ნიჭი ექნებოდათ?
შემდეგ , ადამიანს, როგორც ღმერთს, გაუჩნდა სურვილი შეექმნა მისი ხატი. მაგრამ, თავად ადამიანს შექმნას ღმერთზე აღმატებული_იმაზე მეტი რაც ღმერთმა შექმნა, არ შეუძლია.ადამიანი შობს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა იცის მისი გამრავლება ღვთისგან ბოძებული უნარია, ამიტომ, მას უნდა შექმნას ისეთი რამ, რაც თავს ღმერთად წარმოადგენინებს სხვა ადამიანების წინაშე. ესეიგი, ადამიანს სურს სხვისთვალში იყოს ღმერთივით, ერთადერთი და  განუმეორებელი, წარუშლელი თავისი იდეითა და საქმით. ამიტომ, ის ეძებს ან ქმნის მყარ ნიადაგს თავისი იდეებისა და საქმეების უკვდავსაყოფად.(უკვდავებისთვის).
ადამიანების ეს სურვილი ყოფილიყვნენ ღმერთივით ყველაზე მეტად მათ შემოქმედებაში გამოვლინდა. მაგრამ შემოქმედებითი ნიჭი რატომ უნდა იყოს ცუდი? რატომ არის ცუდი შენივე ქმნილება გიყვარდეს ისე, როგორც ღმერთს უყვარს ადამიანი? ღმერთს უყვარს ადამიანი, ნიშნავს მისცა მას ყოველივე საუკეთესო. ღმერთმა შექმნა ადამიანი მის ხატად, მისი მსგავსი. ადამიანმა გადაწყვიტა მის ხატად მისივე თავი ექცია. ანუ , საკუთარი თავი გააღმერთა, მისი ხატი გამოსახა, და რადგან ქვა ყველაზე მყარი იყო და მასზე გამოსახულის დიდხანს ხსოვნის ან უკვდავების გარანტიას იძლეოდა ,სწორედ, მასზე(ქვით გაიღმერთა თავი) გამოსახა საკუთარი თავი. ასე დარგო ადამიანმა საკუთარი უკვდავების ხე. ეს, ადამიანური უკვდავების ხე ადამიანმა ღმერთის ,,ჯინაზე'' დარგო, რადგან იცის რომ ნამდვილი უკვდავების ხე (რომელიც სამოთხის ბაღშია)სამუდამოდ დაკარგულია მისთვის.
ვინ დააკარგვინა ადამიანს უკვდავების ხე? გველმა.როგორ დააკარგვინა გველმა ადამიანს უკვდავება.ანუ, რა მისცა ღმერთმა ადამიანს და რა მისცა ეშმაკმა ადამიანს.?
არსებობენ შემომქმედი ადამიანები რომლებთაც უყვართ თავიანთი ქმნილება, რაც ბუნებრივია, რადგან მათი ნაშრომია, და ასევე არ ავიწყდებათ ვინ არის ნამდვილი , უპირატესი, ყოვლისშემძლე შემომქმედი ღმერთი, და არსებობენ შემომქმედი ადამიანები, რომლებიც ქმნიან რაღაცას იმის დასამტკიცებლად რომ თვითონ არიან უპირატესი, ყოვლიშემძლე ადამიანები, ღმერთადამიანები. ეს უკანასკნელები იყვნენ სწორედ ის ადამიანები ვინც სკუთარი თავი პლანეტებთან, სტიქიებთან გააიგივა, და თავი მზისა თუ მთვარის, წყლისა თუ ნაყოფიერების, სიყვარულისა თუ სიბრძნის, ქარისა თუ მიწის ღმერთებად გამოაცხადეს. ზეადამიანები , სხვა ადამიანებისაგან გამორჩეულები იყვნენ რადგან მათ ჰქონდათ შემოქმედებითი ნიჭი + სხვისი ქმნილების მითვისების ნიჭი. ესენი იყვნენ ანგარებიანი ადამიანები, რომლებმაც თავი ღვთისქმნილებებთან გააიგივეს. სხვისი ქმნილებით საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი თავის უკვდავყოფის თვისება განასხვავებს მათ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ქმნიან და, როგორც ქათამი წყალს სვამს და ღმერთს მადლობას სწირავს(ო),მადლობას უხდიან უფალს მონიჭებულისთვის. ნიჭი კი , ამ შემთხვევაში , არის ის, რომ მიხვდე წყალი რომელიც დალიე ღმერთმა გააჩინა და ყველასთვის გააჩინა, და ქმნილება რომელიც შექმენი, შექმენი ღვთის მონაცემებზე და მისივე საშუალებით, ანუ , აითვისე ბუნებრივი, ბუნება. მეორე ტიპის შემომქმედი ადამიანები ქმნიან და ასევე ითვისებენ სხვის_ღმერთის, ადამიანის, ბუნების ქმნილებას და მადლობას კი არ უხდიან ვინმეს, არამედ აქეთ მოითხოვენ პატივსა და დიდებას.მითვისების სურვილი-უნარი, ალბათ ყველაზე ადრე გაუჩნდა ადამიანს. როდის გაუჩნდა ადამიანს მითვისების სურვილი და როგორ განახორციელა მან ეს სურვილი?
ედემის ბაღში იყო ხე სიკეთისა და ბოროტების შეცნობისა.
რას ნიშნავს ხე სიკეთისა და ბოროტების შეცნობისა.?
ადამს რომ გასინჯული ჰქონოდა ამ ხის ნაყოფი, წინასწარ შეიცნობდა თუ არა  რა მახეს უგებდა მას გველი, როცა მან ურჩია გაეკეთებინათ ის რაც ღმერთმა აუკრძალა. ღმერთმა რატომ არ იფიქრა, თავისი ქმნილება_ადამი და ევა, იქნებოდნენ თუ არა მდგრადები შესაძლებელი გამოწვევის მიმართ. ღმერთს არც ჰქონია(არ გამოუხატავს) ადამიანის მიმართ ეჭვი და ეს სწორია ურთიერთობაში, მაგრამ გველის მიმართ რატომ არ ჰქონდა ეს ეჭვი? ან გველმა(?) რომელიც ყველაზე ჭკვიანი იყო და იცოდა , აკრძალული ხილი მომაკვდინებელი კი არ იყო, არამედ, მისი ნაყოფის ჭამა ნიშნავდა ღმერთის მსგავსად გახდომას, რაც დაადასტურა კიდეც ღემრთმა როცა თქვა,, აჰა, გახდა ადამი როგორც ერთერთი ჩვენთაგანი''(გახდა ერთერთი ჩვენთაგანი ?ანუ, გახდა შემოქმედებითი ნიჭის მქონე? თუ, გახდა ღმერთად თავის წარმოდგენის მსურველი?)
რატომ არ იფიქრა იმაზე, რომ ღმერთი აუცილებლად დასჯიდა მას საიდუმლოს გაცემის გამო? რა იყო მისი სურვილი, უბრალოდ, სიმართლე უთხრა ადამიანს? მას თუ უნდოდა ღმერთად ყოფნა , თავად შეეჭამა ნაყოფი და იქნებოდა ღმერთივით, მაგრამ ამისთვის მხოლოდ თვითონ დაისჯებოდა?ადამიანებში ახალი სურვილების აღძვრა სურდა? სურდა რომ ადამიანებს საკუთარი თავი შემომქმედის ქმნილებად კიარ ეგრძნოთ, არამედ შემომქმედის ტოლებად , მსგავსებად ეგრძნოთ თავი.???
შემომქმედის ტოლი და მსგავსი კვლავ შემომქმედია. ადამიანი გახდა შემომქმედი და ეს ნიჭი მან ბოროტად გამოიყენა. მისი შემოქმედებითი ნიჭი გაჯერებული იყო საკუთარი თავის გაღმერთებით, უპირატესობის დამტკიცების სურვილით. (ადამიანებმა შექმნა ისწავლეს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, როცა მარტო დარჩნენ, აღმოჩნდნენ ბუნების წინაშე დაუცველები.?მაგ. ადამს დანა ჰქონდა ედემის ბაღში თუ არა? კლავდა თუ არა ის ცხოველებს ან ფრინველებს საკვებად.?)
ადამიანის სურვილი ყოფილიყო ღმერთვით ან სხვა ადამიანებზე უპირატესი მაინც, ადამიანების მომრავლებისთანავე მოვიდა სისრულეში.და შემდგომში ეს სურვილი უფრო გაიზარდა_მასებზე გავრცელდა. ამ სურვილის განხორციელება  ნებისმიერი საშუალებით, მისაღები გახდა ადამიანისათვის. პირველად გამოვლინდა კაენში.
შემომქმედმა შექმნა სამყარო, ყველა სულდგმული და ყოველივე სასიკეთო ადამიანისათვის, ადამის შეცოდების(ცოდვის) მერე შემომქმედმავე აღმოუცენა ადამიანს სარეველები მიწაზე, არგუნა ტანჯვა, შიში,შვილების შობა ტანჯვით,მუდმივი მტერი_გველიც მიუჩინა, რომელსაც მუდმივად უნდა ებრძოლოს. ესეიგი, ადამიანი მტანჯველი შრომის ქვეშ არის და ასევე მუდმივი მტერიც ჰყავს.
შემომქმედს ჰქონდა სიკეთის ქმნის ნიჭი და მას ჰქონდა ბოროტის(უფროს სწორი იქნება თუ ვიტყვი_ დაბრკოლების შექმნის ნიჭი) _სარეველების გამრავლების_ქმნის ნიჭიც. ?ესეიგი ხე სიკეთისა და ბოროტის შეცნობისა ნიშანვს რომ, ღმერთს შეეძლო(შეუძლია)შეექმნა როგორც სიკეთე ასევე ბოროტებაც.(ეს ბოროტება დასჯაა შესაბამის ვითარებაში, მუდმივი მტრის , მუდმივი განსაცდელის მიცემა ადამიანზე)
რა გამოდის? ადამიანი რომელიც შეჭამდა აკრძალული  ხის ნაყოფს ის გახდებოდა როგორც სიკეთის ასევე ბოროტების ქმნის მსურველი,
შემძლებელი? ადამიანმა რომელმაც იცის შექმნა, იცის შექმნის წესი, იცის დანგრევაც და იცის ქმნილების ბოროტად გამოყენებაც.
ადამიანმა რომელმაც იცის კანონების წერა, იცის მისი დარღვევაც,დამრღვევის დასჯაც და  ამ კანონების ბოროტად გამოყენებაც.
ადამიანს შეუძლია უწამლოს და ასევე მოწამლოს.მაგრამ ღმერთის დასჯა იყო სამართლიანი და მას ადამიანი არ მოუწამლავს.პირველი მკვლელიც კი არ მოუკლავს მხოლოდ დასაჯა_განდევნით.
პირველად ადამიანს გონება გველმა მოუწამლა, აღძრა მასში სურვილი შეეგრძნოთ ღმერთად ყოფნის გემო.ადამიანთა გამრავლების შემდეგ ამ გემოს შეგრძნების, მისით გაძღომის მადა_ შემოქმედებითი ნიჭი, იზრდება და სრულდება აფიორა-ამბოხით.ადამიანი ვერ გახდა ღმერთი, მაგრამ მან შეძლო მისივე მსგავსი ადამიანებისაგან გამოედევნა ნამდვილი ღმერთი და მისი ადგილი თავად დაეკავებინა.მე ვარ ღმერთი_ეს სურვილი ადამიანებში მაინც ყოფილიყო ღმერთივით , წარმატებულად განხორციელდა. ეს განხორციელდა სხადასხვა საშუალებით, ცბიერებით, ადამიანთა აზროვნების თუ ფიზიკურად მოწამვლის გზით.
როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა, იფიქრა თუ არა მან მის ხარისხზე?იქნებოდა თუ არა ადამი მისი სიტყვის დამჯერე. გაუჩნდებოდა თუ არა ადამს სურვილი შეეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, რომელიც ადამმა მართალია არ იცოდა რას ნიშნავდა , მაგრამ ღმერთმა იცოდა. ღმერთმა იცოდა , თუ ადამი ხის ნაყოფს შეჭამდა , გახდებოდა მისი მსგავსი,მისი შემქმნელის_ შემომქმედის ტოლი. (ამით ერთადერთი ღმერთის ერთადერთობა დასრულდებოდა?) დიახ , ადამი მოაზროვნე იყო , მაგრამ ღმერთმა ის არ შებოჭა ეჭვით. თუმცა უთხრა რომ ხის ნაყოფის ჭამა სასიკვდილო იყო. შემომქმედ ადამიანს , მაგ. მხატვარს ნამუშევარი რომ მოპარო და მიითვისო, ამით მხატვარს აწყენინებ, მაგრამ შენს შემოქმედებით ნიჭს ვერ დაამტკიცებ. შემომქმედი კვლავ შექმნის მას , მიმთვისებელი კი_ვერა. თუ ადამი შეცოდავდა ღმერთს ეწყინებოდა , მაგრამ წინასწარ არ შებოჭავდა მას ეჭვით, რადგან მხატვარს არ შეიძლება ეჭვი ჰქონდეს ნახატზე, ნახატი ვერ უღალატებს მას.ღმერთი ამ შემთხვევაში არის იმ მხატვარივით, რომელმაც შექმნა ნახატი , დახედა ნახატს და კარგია,მას ესიამოვნა და სხვასაც. ეს ნახატი მან იმისთვის კი არ შექმნა, რომ მხოლოდ მუდმივი უკვდავების გარანტი ყოფილიყო.მას ანგარება არ ამოძრავებს.მაგრამ გამოჩნდა წამქეზებელი_გველი, მან მოახრეხა განხეთქილების შეტანა ადამიანსა და ღმერთს შორის. ადამიანები სიკვდილით დაისაჯნენ რადგან_გაჩნდა სიკვდილი.
უკვდავება_სიცოცხლის ხე, ადამიანებმა სამოთხის ბაღში დაკარგეს, რამაც შიში აგემა მათ. სწორედ ამ შიშმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებს მოუნდათ უკვდავება ბუნებრივი თუ ვერ იქნებოდა, ხელოვნური მაინც ყოფლიყო. ხელოვნური უკვდავების გარანტად ქვა საუკეთესო იყო, ასე დაასკვნა ადამიანმა. ადამიანის მიწიერი უკვდავების ხემ ფესვები ქვებზე გაიდგა.ადამიანების  ეს ქმედება _იყვნენ უკვდავნი ისტორიაში ნებისმიერ ფასად_ გველის ხელწერაა. ღმერთმა არ მიატოვა ადამიანი, მაგრამ ადამიანებმა გველის ცოდნა შეიძინეს და გადასცეს ის თაობებს.
ასე მოიპოვა უკვდავება ცბიერმა გველმა, რომელიც როგორც ჩანს გველიდან მფრინავ გველეშაპად იქცა_უფრო მასშტაბურია მისი ცბიერება.

სამოთხის ბაღში კი ნამდვილი უკვდავების ხე დგას და მისკენ მიმავალ გზაზე სიკვდილის საბოლოოდ დამარცხების და უკვდავების სურვილი საძრახისი არ უნდა იყოს.

ეს  თემა უსასრულოა.
იფიქრე რამდენიც გინდა.



Комментариев нет:

Отправить комментарий