ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 августа 2017 г.

ვიდრე ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებდე . . .

ათონის წმინდა მთაზე იყო ერთი ბერი, რომელიც კარიესში (ათონის წმინდა მთის დედაქალაქი) ცხოვრობდა. ყოველ დღე სვამდა და თვრებოდა, რის გამოც უამრავ მომლოცველთა დაბრკოლების მიზეზი ხდებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა და მორწმუნეთა ჯგუფმა, რომლებაც შვებით ამოისუნთქა, გადაწყვიტა მამა პაისთან მისულიყო და ეთქვათ მისთვის ამ ბერის აღსასრულის შესახებ. მამა პაისმა მათ უპასუხა, რომ იცოდა ამ ბერის გარდაცვალების შესახებ, რადგან იხილა ანგელოზთა ჯგუფი, რომლებმაც ამ ბერის სული მიიბარა.

მორწმუნენი განცვიფრდნენ და დაიწყეს ბჭობა ერთმანეთში, ცდილობდნენ აეხსნათ ბერი პაისისთვის ზუსტად თუ ვის შესახებ საუბრობდნენ, ფიქრობდნენ, რომ მამა პაისმა ვერ გაიგო თუ ვისზე საუბრობდნენ.
ბერმა პაისმა კი მათ მოუთხრო:
,,ეს ბერი დაიბადა მცირე აზიაში, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თურქები ვაჟებს ერთად მოუყრიდნენ თავს. იმისათვის, რომ ის არ ჩავარდნოდათ მტრებს, მისმა მშობლებმა ის მინდორში წაიყვანეს , რადგან მკის დრო იყო, და რომ არ ეტირა, მას მისცეს რაკი, (ალკოჰოლური სასმელი) ნაცვლად რძისა, რომ დასძინებოდა და არ ეტირა.
იმ დროიდან, მოყოლებული, როცა გაიზარდა ჩამოყალიბდა ლოთად. ხოლო როდესაც ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გაიგო, რომ ვერ შექმნიდა ოჯახს ამოვიდა ათონის მთაზე და გახდა მონაზონი.

აქ ნახა მოძღვარი, რომელსაც უთხრა, რომ ის იყო ლოთი.
მას უთხრა მოძღვარმა, რომ სინანულითა და ლოცვებით ეთხოვა ღმრთისმშობლისთვის შველა, და რომ მოეკლო დალევისთვის ყოველ დღე, თითო ჭიქა იმ რაოდენობისგან რასაც სვამდა. ერთი წლის სინანულისა და ღვაწლის შემდეგ მივიდა იქამდე, რომ სვამდა 19 ჭიქას, ნაცვლად 20–ისა, რასაც მანამდე სვამდა.
ეს ღვაწლი გაგრძელდა ასე წლითი წლობით და ბოლოს მოაღწია დღეში 2–3 ჭიქამდე, მაგრამ მაინც თვრებოდა.
ხალხი ხედავდა წლების მანძილზე ბერს, რომელიც აბრკოლებდა მომლოცველებს, ღმერთი კი ხედავდა მებრძოლ, მოღვაწე ბერს, რომელიც დიდი ბრძოლითა და შემართებით ებრძოდა თავის ვნებას.
ისე, რომ არ ვიცით რას და რატომ აკეთებს ადამიანი იმას რასაც აკეთებს, რა უფლება გვაქვს, განვიკითხოთ მისი მოქმედებები და მცდელობები.

წყარო: agiameteora.net
25 აპრილი, 2015

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ

Комментариев нет:

Отправить комментарий