ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 августа 2017 г.

რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი

რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი  Radical-Libertarian Feminism

რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი სქესობრივ-გენდერული სისტემის ანალიზისას ყურადღებას ამახვილებს პროცესზე, რომელშიც გენდერული სოციალური კონსტრუქტები წარმოჩნდება ბიოლოგიურად, ფიქსირებულად და წმინდად სქესობრივი საფუძვლების მქონედ, რასაც პატრიარქატი იყენებს კაცებთან მიმართებით ქალების პასიურ, უძლურ და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინისტების ნაწილისთვის ქალთა ჩაგვრის დასაძლევად საუკეთესო სტრატეგია ქალების გაანდროგინულებაა, რაც, მათი მტკიცებით, მოარღვევს თავად გენდერის კონსტრუქტს. ამავე მიმართულების ზოგიერთი წარმომადგენელი კი ქალთა რეპროდუქციულ როლში ხედავს ქალთა ჩაგვრის წყაროს და იმედებს ამყარებს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელმაც ქალები ამ ფუნქციებისგან უნდა გაათავისუფლოს. რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინისტების კიდევ სხვა ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჰეტეროსექსუალობის ნორმები ქალებს ერთმანეთისგან აშორებს, ხოლო ლესბოსურ იდენტობას ქალების გაერთიანებისა და მათი ჩაგვრის დასრულების პოტენციალი აქვს. 


Комментариев нет:

Отправить комментарий