ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

ცოდვით დაცემამდე ცხოველები ადამიანის საყვარელი მეგობრები იყვნენ.

ადამს გააჩნდა შორს მჭვრეტელობის ნიჭი - თავისებური სულიერი ტელევიზია. იგი ხვდებოდა ცხოველთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს და ეხმარებოდა მათ... ყველა ცხოველი თვინიერი იყო, ისინი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ გაუცხოვდნენ. როდესაც ადამიანები სულის მშვიდობას ჰპოვებენ, გარეული ცხოველებიც ასევე მშვიდდებიან და ადამიანს თავის მბრძანებლად აღიარებენ. სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, ადამსა და ევას გარეული მხეცები კრძალვით შეჰფოფინებდნენ და ხელ-ფეხს ულოკავდნენ, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ უკვე თავს ესხმოდნენ დასაგლეჯად. როდესაც ადამიანი უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც იყო ცოდვით დაცემამდე, ცხოველები კვლავ აღიარებენ მას თავიანთ ბატონად!...



ათონელი ღირსი მამა პაისი




Комментариев нет:

Отправить комментарий