ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

პარაზიტები ხრწნიან ევროპას: პატიმრობა პორნო გაკვეთილის გაცდენისთვის.

ბავშვების იძულება ველურ დასავლეთში ადრინდელი ასაკიდანვე ისწავლონს სექსის ანბანი და დაკავდნენ სექსით უმძიმესი დანაშაულია ადამიანთა წინაშე. ამგვარ ბავშვებს უაზროდ ეხარჯებათ სასიცოცხლო ენერგია, და საკმაოდ შესამჩნევად უნელდებათ ევოლუციური განვითარება...

ევროპაში, რომელიც უდიდესი სიჩქარით მიექანება ჯოჯოხეთში, სასკოლო პროგრამაში აუცილებელ საგნად შემოტანილია პორნოგაკვეთილები. როგორ არის შესაძლებელი აბსურდი ნორმა გახდეს? რატომ დაუშვა საზოგადოებამ, რომ ეს, პრინციპში, შესაძლებელი გახდა? სექსუალური "განათლება" დამწყები კლასებიდან - ეს არ გახლავთ ბავშვების გახრწნის კიდევ ერთი ვარიანტი, არამედ სერიოზული შეტევა ბავშვების ფსიქიკაზე. არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიაში ათეულობით მოზარდი მეექვსეკლასელი სასწრაფოდ გაწერეს ჰოსპიტალში ამგვარი გაკვეთილის შემდეგ, დანარჩენები წინაშოკურ მდგომარეობაში იყვნენ.

კიდევ ერთი შემთხვევა, ოღონდ უკვე გაგრძელებებით, მოხდა იმავე გერმანიაში. მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა ცუდად გახდა პორნოგაკვეთილზე, მაგრამ კლასიდან გავიდა. ამისთვის მის მშობლებს პასუხისგება უწევთ სასამართლოში:

"კორესპონდენტის თქმით, სკოლის დირექტორმა და კიდევ ერთმა მასწავლებელმა ძალით შეათრიეს მელიტა უკან კლასში, სადაც მიდიოდა პორნოგაკვეთილი. ხოლო იმის შემდეგ, რაც გოგონამ თითქოსდა წინააღმდეგობა გაუწია სასწავლო გეგმას, ის აიძულეს დარჩენილიყო სამასწავლებლოში გაკვეთილების ბოლომდე. მეტიც, როდესაც სახალხო განათლების განყოფილებას აცნობეს იმის შესახებ, რომ მელიტამ, რომელიც ამ დროს სამასწავლებლოში იყო, გააცდინა სექსუალური განათლების გაკვეთილი, გერმანული ბიუროკრატიული მანქანის "გამანადგურებელი ძალა" ამოქმედდა.

მელიტას მშობლებმა გერმანელი ხელისუფლებისგან ჯერ მიიღეს ჯარიმის ქვითარი მათი ქალიშვილის მიერ პორნოგაკვეთილის გაცდენისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც მშობლებმა უარი განაცხადეს ჯარიმის გადახდაზე, საქმე სასამართლო გარჩევამდე მივიდა. ამის შემდეგ პორნოგაკვეთილის გამცდენი ბავშვის მშობლებს ეწვია სასამართლო აღმასრულებელი. საბოლოო ჯამში, მელიტას საქმე გადაეცა საოლქო სასამართლოს, რომელზეც მშობლებს უკვე არ გააჩნდათ დამოუკიდებელი დაცვის უფლება.

იმის შემდეგ, რაც ბავშვის დედ-მამამ უარი თქვა ჯარიმის გადახდაზე, სასამართლომ მშობლებს აუწყა, რომ სექსგანათლების გაკვეთილის გაცდენისთვის, გოგონას მამასა და დედას ერთი დღით პატიმრობა მიესაჯათ. მშობლებს გამოუგზავნეს უწყება, რომ ისინი ნებაყოფლობით უნდა მისულიყვნენ შესაბამის ციხეში.

ბავშვის მამამ უარი განაცხადა ციხეში ნებაყოფლობით მისვლაზე, ამიტომაც, ის პოლიციელთა მეშვეობით აიყვანეს. იგივე განაჩენი ემუქრებოდა მის ფეხმძიმე მეუღლეს. აი, რატომ შეიკრიბნენ 2013 წლის 17 აგვისტოს ქ. ჰამის ციხის წინ დემონსტრანტები (მშობლები და ბავშვები). ისინი აქ მოვიდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა, რომ სექსგანათლება გერმანიაში შემოაქვთ აბსოლუტურად ძალდატანებით, მშობლებისა და თვით ბავშვების აზრის გაუთვალისწინებლად.
დემონსტაცია ციხის კედლებთან ელოდნენ მრავალშვილიანი მამის გათავისუფლებას, რომელიც სერიოზულად არის შეშფოთებული საკუთარი ბავშვების პორნო-განათლების მეთოდებით, რომელსაც გერმანიის დაწყებით სკოლებში ასწავლიან. სამწუხაროდ, როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, გერმანიაში მრავალი მშობელი, რომელსაც სურდა საკუთარი შვილის დაცვა მსგავსი სექს-გაკვეთილებისგან, დაპატიმრებულ იქნენ გარკვეული ვადით.

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს გამომცემლობა "კოოპმა" გააშუქა მრავალი შემთხვევა, როდესაც აპატიმრებენ და კვირეებით ციხეში სვამენ დედებსა და მამებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან, რათა მათმა შვილებმა მიიღონ სექსგანათლება დაწყებით კლასებში. რატომღაც ეს თემა გერმანიის მასმედიაში არ შუქდება. სამაგიეროდ პატიოსან მშობლებს ხშირად აკერებენ უმწეოთა იარლიყებს.

ციხის შენობასთან მდგომი მომიტინგეები სკანდირებდნენ: "კიდევ რამდენი ხნით მიაჩუმებს მთავრობა ამ სკანდალს?", "ჩვენ მშობლების სიყვარული გვჭირდება, და არა სექსი", - ყვიროდნენ ბავშვები. – "ჩვენ გვინდა სიყვარული, და არა ძალადობრივი სექსაღზრდა".

კორესპონდენტმა ინტერვიუ აიღო მომიტინგეებისგან. ასევე მამისგან, რომელიც იმ დღეს პირდაპირ მომიტინგეებთან გამოვიდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა ქ. ჰამში გამოთქვეს აზრი, რომ აუცილებელია სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს უბრალო ადამიანებს იმის შესახებ თუ როგორ ნერგავენ სექსგანათლებას გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, არა მარტო მშობლების, არამედ ბავშვების დაუკითხავადაც..."

ამ დროს, ოჯახები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი შვილების ზნეობრივი სიწმიდის დაცვით, ტოვებენ გერმანიას...

წყარო: http://patriotka.livejournal.com/48185.html


http://www.apocalypse.ge/sxv_parazitebi_xrcnian_evropas_patimroba_pornogakvetilis_gacdenistvis.html

Комментариев нет:

Отправить комментарий