ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი.

ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედებს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს. მკვდარი სარწმუნოება ის არის, რომელიც გულში არ მუშაობს, ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა ვერ შეაგონებს და ვერ აქმნევინებს; ერთი სიტყვით, საქმით არ გამოსჩნდება. ზოგიერთს ქრისტიანე კაცს რომ შეხედავ, ვერაფრით ვერ შეატყობ, აქვს თუ არა სარწმუნოება. საყდარშიც დადის, პირჯვარსაც იწერს, მაგრამ საქმე და ყოფა-ქცევა მისი არ აცხადებს მისსა სარწმუნოებასა; გული ცივი აქვს, ცოდვას არ ერიდება, ღვთის ნებაზედ არ დადის, არამედ თავის ბოროტს სურვილებს ასრულებს; ზოგიერთი მოუნათლავი თათარიც კი სჯობია მას ყოფა-ქცევით. არა ესრედ იქცევა ის კაცი, რომელს აქვს გულში ცხოველი სარწმუნოება! გული მისი არის მხურვალე ყოველს კეთილს საქმეზე; ფრთხილად გაარჩევს ცოდვასა და მადლსა და სხვა კაცშიაც რომ ნახავს რომელსამე კეთილს საქმეს, უხარია; არავის არ ატყუებს, არავის არ აჭირვებს, არამედ არის ყოველს კაცთან ლმობიერი და მოწყალე. ვევედროთ, ძმანო ღმერთსა, რომ მან გააცოცხლოს ჩვენს გულში სასოება და სარწმუნოება. ამინ.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე


***




ხსენება  წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

ძვ.სტ. 25 იანვარი/ახ.სტ. 7 თებერვალი



წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

http://www.martlmadidebloba.ge/index.html

Комментариев нет:

Отправить комментарий