ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკა

ამერიკა  (ესპ. América, პორტ. América, ფრანგ. Amérique, კეჩ. Amirika, გუარ. Amérika, აიმ. Amërika, ნიდერლ. Amerika)[3] — ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, ასევე ცნობილი, როგორც ახალი მსოფლიო. აერთიანებს ორ კონტინენტს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ახლომდებარე კუნძულებთან ერთად (მათ შორის, გრენლანდიას). ამერიკა დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის 8,3% მოიცავს (ხმელეთის 28,4%), აქ თავს იყრის მსოფლიო მოსახლეობის 13,5% (დაახლოებით 900 მლნ ადამიანი).


ამერიკის კონტინენტი




ამერიკის შეერთებული შტატები

  ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ - ამერიკელებად.


მოსახლეობა: 296 მლნ (2004). ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 77,1 % თეთრია, 12,9% აფროამერიკელი, 4,2% აზიელი, 1,5% აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არა აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 215,4 მლნ ადამიანი, ესპანურად - 28,1, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 1,5, გერმანულად - 1,4.
რელიგია: პროტესტანტები (52%), კათოლიკები (24%),მართლმადიდებლობა 3%, მუსულმანები (1%),იუდაისტები (1%).



დედაქალაქი: ვაშინგტონი (567 ათასი).
ქალაქები: ნიუ-იორკი (8,108), ლოს-ანჯელესი (3,903, აგლომერაცია - 16.810), ჩიკაგო (2,940), ჰიუსტონი (2,088, აგლომერაცია - 4.710), დეტროიტი (966), ფილადელფია (1,520), ფინიქსი (1,457, აგლომერაცია - 3.159), სან დიეგო (1,292).



ისტორია

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.


მემკვიდრეობა


აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

ბუნებრივი ძეგლები: იელოუსტონის პარკი, დიდი კანიონის ეროვნული პარკი, იოსემაიტის ეროვნული პარკი;
ღირშესანიშნაობები: დამოუკიდებლობის დარბაზი ფილადელფიაში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში;
ხალხური შემოქმედება: ჩრდილო-ამერიკული ეპოსი - სიმღერა ჰაიავატზე (1855).

Комментариев нет:

Отправить комментарий