ევროპის კავშირი (ინგლისურად - European Union, ფრანგულად - Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი - ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად - European Community, ფრანგულად - Communauté européenne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-ის და იაპონიას.
ევროკავშირის შექმნა
ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.
ევროზონა
შენგენის ზონა
ევროპის კავშირის დროშა წარმოადგენს ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობას. ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არა აქვს გაერთიანების წევრთა რიცხვთან. წრიულად განლაგებული ვარსკვლავები სრულყოფილებას და სისრულეს აღნიშნავს, ხოლო რიცხვი 12 ტრადიციულია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისათვის, კერძოდ:
12 - ზოდიაქოს ნიშანი;
12 - დღის საათი;
12 - წლის თვე;
12 - აპოსტოლი;
12 - ოლიმპიური ღმერთი;
12 - დაფის კანონები (Leges Duedecem Tabularum)
დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე. ევროპის საბჭოს თავიდან სურდა, რომ დროშა გამოყენებული ყოფილიყო ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამიტომ ევროკავშირის წინამორბედმა, ევროპის თანამეგობრობამ, დაამტკიცა იგი 1986 წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.
ვალუტის კურსების ცხრილებში ეს დროშა ევროს გრაფიკულ სიმბოლოდაც გამოიყენება.
12 - ზოდიაქოს ნიშანი;
12 - დღის საათი;
12 - წლის თვე;
12 - აპოსტოლი;
12 - ოლიმპიური ღმერთი;
12 - დაფის კანონები (Leges Duedecem Tabularum)
დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე. ევროპის საბჭოს თავიდან სურდა, რომ დროშა გამოყენებული ყოფილიყო ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამიტომ ევროკავშირის წინამორბედმა, ევროპის თანამეგობრობამ, დაამტკიცა იგი 1986 წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.
ვალუტის კურსების ცხრილებში ეს დროშა ევროს გრაფიკულ სიმბოლოდაც გამოიყენება.
ევროკავშირის შექმნა
ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.
ევროზონა
შენგენის ზონა
Комментариев нет:
Отправить комментарий