ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 февраля 2014 г.

გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: ლუსტრაციას ვითხოვ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით.


14:32 07.02.2014
[ჯაბა დათუაშვილი]

„კგბ-ს აგენტებით, ფინანსური მაქინატორებითა და პედარასტებით გაივსო საპატრიარქო", - ამ განცხადების ავტორი მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძეა. როგორც მან „პრესა.ჯი“-ს უთხრა ის საპატრიარქოში ლუსტრაციის შემოღების მომხრეა.

ვაშაკიძის ეს განცხადება უკავშირდება საპატრიარქოში მღვდლების ზნეობრივ კომისიაზე დაბარების ფაქტს, სადაც ხვალისთვის სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი ათანასე სვანიძე და სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი არიან დაბარებულნი.

იღუმენი ათანასე სვანიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მათი დაბარება ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" სტუმრობის შემდეგ მოხდა.

"რამხელა სიხარულია კაცო! საპატრიარქოში რომ გიბარებენ "ზნეობრივ" კომისიაზე. მე და მამა სერაფიმემ მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინეთ ტაბულაში მისვლით „საუბარი რელიგიაზე", - წერს მამა ათანასე.

მამა ათანასეს ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა მღვდელმონაზონმა ილია ვაშაკიძემ. ,,ზნეობაზე ღია სინოდის კრებაზე იმსჯელონ ლუსტრაციისა და საიდუმლო გრიფის მოხსნის ფონზე, კგბ-ს აგენტებით, ფინანსური მაქინატორებითა და პედარასტებით რომ გაივსო საპატრიარქო." - ასე ეხმაურება მღვდელთმონაზონი „ტაბულაში“ სტუმრობის გამო სასულიერო პირების საპატრიარქოში, ზნეობრივი კომისიის სხდომაზე დაბარებას.

„პრესა.ჯი“: მღვდლებს ნამდვილად „საუბარი რელგიაზე“ სტუმრობისთვის იბარებენ ზნეობრივ კომისიაზე?

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: ნამდვილად არ ვიცი რატომ იბარებენ მათ, საერთოდ საპატრიარქოში ლუსტრაციას ვითხოვ.

- რატომ არის საჭიროა ლუსტრაცია საპატრიარქოში?

- უნდა გაირკვევეს ვინ არის „კაგებეშნიკი“, მე ყველაზე, რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად უნდა გაირჩეს ღვარძლისგან. უნდა გაიცრას ფქვილი, რომ საჭმელად ვარგისი იყოს ადამიანისთვის.

თუმცა, მე პროცენტულობაზე ახლა თქენ ვერ გესაუბრებით, ამას გავიგებთ ლუსტრაციის შემდეგ. მათ შესახებ მექნება სრული ინფორმაცია ლუსტრაციის შემდეგ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით.

- სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, დაგვისახელეთ თუნდაც ერთი სასულიერო პირი რომელიც მსგავს ქმედებაშია მხილებული...

- მათ სახელებს ეს ლუსტრაცია გამოავლენს“.


http://presa.ge/new/?m=politics&AID=24462

Комментариев нет:

Отправить комментарий