ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 февраля 2014 г.

CNN სოჭის ოლიმპიადის შესახებ: "დაჩა", "ჭაჭა" და "გეი ბარები"

11:27 07.02.2014

„დაჩა“, ჭაჭა და გეი ბარები“ - ამ სათაურით აქვეყნებს CNN სტატიას, რომელიც სოჭის ოლიმპიადას ეძღვნება. სტატიის ავტორი მკითხველის ყურადღებას იმ 9 გარემოებაზე ამახვილებს, რაც სოჭში ჩასვლის შემთხვევაში გაგაოცებთ.

„სოჭში არაყს ხშირად მისი კავკასიელი კოლეგა – ქართული ჭაჭა ცვლის. სტუმრებს კი ქართული და სომხური კერძებით უმასპინძლდებიან“, – აღნიშნულია მასალაში.

როგორც სტატიის ავტორი, რეიჩელ ბარტი წერს, სოჭი "ცხელი წერტილია" აგარაკის მაძიებელი ოლიგარქებისთვის და პრეზიდენტ პუტინისთვის. გარდა ამისა, აქ არის გეი ბარები (მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულებისა) და არიან კაზაკები, თუმცა არა აუცილებლად გეი ბარებში.

"სამარცხვინო რუსი, რომელმაც "რუსული რივიერა" რუკაზე დაიტანა, სულაც არ იყო ისეთი მკაცრი ლიდერი, როგორსაც თქვენ ფიქრობთ. კომუნისტმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა სოჭი მას შემდეგ გააპოპულარულა, რაც 1930 წელს იქ საზაფხულო აგარაკი აიშენა. ერთი წლის შემდეგ კი ეს ადგილი საზაფხულო ადგილად იქცა რუსი პოლიტიკოსებისთვის"

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ სპორტსმენები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ადლერში, რომელიც საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიასთან მდებარეობს.

ამასთან, ავტორი ასევე ხაზს უსვამს სოჭში გეი ბარების არსებობას და ციტირებს ქალაქის მერის, ანატოლი პახმალოვის სიტყვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სოჭში ჰომოსექსუალები არ არსებობენ.

საინტერესოა, რომ სოჭში არის გეი ბარები. აქაური "კაბარე მაიაკი" ერთდროულად მასპინძლობს ჰომოსექსუალებსაც და ჰეტეროსექსუალებსაც, შუა ღამით კი კაბარეს ტრანსვესისტი მომღერლები მართავენ შოუს", - წერს რეიჩელ ბარტი.


http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=24460

Комментариев нет:

Отправить комментарий