ერთი აზრებით ცრუობს, მეორე სიტყვით, მესამე კი თავისი ცხოვრებით. აზრით ცრუობს ის, ვინც თავის დაშვებებს, ანუ მოყვასზე ამაო ეჭვებს იღებს, როგორც ჭეშმარიტებას. ამგვარი კაცი, როდესაც ხედავს, რომ ვინმე თავის მოყვასს ესაუბრება, იგონებს საკუთარ ვარაუდებს და ამბობს: ის ჩემზე საუბრობს. თუკი საუბარს შეწყვეტენ, ის კვლავ ეჭვობს, რომ მის გამო შეწყვიტეს საუბარი. თუკი ვინმე რაღაცას იტყვის, ის ვარაუდობს, რომ ეს მისი შეურაცხყოფისთვისაა ნათქვამი...
ხოლო სიტყვით სცოდავს, ვისაც, მაგალითად, მოწყინების გამო დაეზარება ღამისთევისთვის ადგომა და არ იტყვის: შემინდე, რომ დამეზარა ადგომა, – არამედ ამბობს: სიცხე მქონდა, ძალიან დავიღალე შრომით, ადგომის ძალა არ მქონდა, შეუძლოდ ვიყავი, – და ათ ცრუ სიტყვას იტყვის იმისთვის, რომ ერთი მეტანია არ გააკეთოს და არ დაიმდაბლოს თავი... კვლავ, თუკი მას რაიმე მოუნდება, არ სურს თქვას: მე ეს მინდა, – არამედ სულ ამრუდებს თავის სიტყვებს, ამბობს: ეს სნეულება მჭირს და ეს მჭირდება; ეს მაქვს ნაბრძანები, – და ცრუობს მანამდე, სანამ სურვილს არ აისრულებს. და როგორც ყველა ცოდვა წარმოიშვება ან ტკბობისმოყვარებისგან, ან ვერცხლისმოყვარებისგან, ან დიდებისმოყვარებისგან, ასევე სიცრუეც ამ სამი მიზეზისგან არის ხოლმე...
თავისი ცხოვრებით ცრუობს ის, ვინც მეძავია და თავს თავშეკავებულად აჩვენებს; ან ხარბია და მოწყალებაზე საუბრობს, აქებს მოწყალების გაცემას; ანდა ქედმაღალია და სიმდაბლეს განადიდებს... ვერც ერთი ბოროტება, ვერც ერთი მწვალებლობა ვერავის შეაცდენს, თუ არა სათნოების ნიღბით. მოციქული ამბობს: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“ (2 კორ. 11, 14-15). ასევეა ცრუ ადამიანიც, ან სირცხვილისა ეშინია, – რომ არ დამდაბლდეს, ან, როგორც ვთქვით, ვინმეს შეცდენისა და ზიანის მიყენების სურვილით საუბრობს სათნოებებზე და აქებს მათ, და (ვითომ) გაკვირვებულია მათით, თითქოს თვითონ იქცეოდა ასე და გამოცდილებით იცის ამ სათნობების შესახებ, – ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრებით სცოდავს; ეს მარტივი კაცი არ არის, არამედ გაორებული, რადგან ის შიგნით ერთია, გარეთ კი მეორე. მისი ცხოვრება ორპირი და მზაკვრულია.
(ღირსი აბბა დოროთე)

Комментариев нет:
Отправить комментарий