05-02-2014
გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა ვატიკანს ბავშვებზე მოძალადე ღვთისმსახურების ეკლესიიდან დაუყოვნებლივ ჩამოშორება და მათი მართლმსაჯულების ხელში გადაცემა მოსთხოვა. ეს კომიტეტის რეკომენდაციაშია ნათქვამი, რომელიც წმინდა ეპარქიის ანგარიშის განხილვას მოჰყვა.
"კომისიის ძირითადი დასკვნა ისაა, რომ წმინდა ეპარქიამ ისეთი პოლიტიკა და პრაქტიკა აირჩია, რომელსაც შედეგად დამნაშავეების მიერ ძალადობის გაგრძელება მოჰყვა" - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კირსტენ სანდბერგმა. კომიტეტა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, რომ ვატიკანს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად აუცილებელი ზომები არ მიუღია - სკანდალში გახვეული პედოფილი მღვდლები უბრალოდ სხვა სამრევლოებში გადაჰყავდათ. 2011 წელს პედოფილი მღვდლების გარშემო ამტყდარ სკანდალში რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქებიც აღმოჩდნენ გახვეულები. მათ თავიანთი ხელქვეითების დანაშაულების დაფარვაში და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების მიჩქმალვაში სდებდნენ ბრალს.

Комментариев нет:
Отправить комментарий