ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 февраля 2014 г.

GOOGLE-ის მხარდაჭერა სექსუალურ უმცირესობებს სოჭის ოლიმპიადაზე

7 თებერვალი, 2014

კომპანია GOOGLE-მა სოჭის ოლიმპიადაზე სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა ილუსტრაცია ცისარტყელას ფერებით, რომელსაც თან ახლავს ციტატა ოლიმპიური ქარტიიდან: "სპორტით დაკავება ადამიანის უფლებაა. ყოველ პიროვნებას უნდა გააჩნდეს ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი ვარჯიშის საშუალება იმ ოლიმპიური სულისკვეთებით, რომელიც მოითხოვს ურთიერთგაგებას და ეფუძნება მეგობრობის, სოლიდარობისა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს".

GOOGLE ამ ფორმით რუსეთში გასულ წელს მიღებულ და 2014 წელს ამოქმედებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებს, რომელიც რუსეთის მასშტაბით "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას" კრძალავს. კანონის მიხედვით, დაუშვებელი გახდა LGBT უფლებების დასაცავად აქციის, ან რაიმე ღონისძიების გამართვა. აღნიშნულმა კანონმა მნიშვნელოვნად გააუარესა სექსუალურ უმცირესობათა ყოფა და მედიის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში. მაგალითად, სამართალდამცავებმა დააჯარიმეს ჟურნალისტი, რომელმაც სტატია მოამზადა სკოლიდან სექსუალური ორიენტაციის გამო გათავისუფლებულ მასწავლებელზე.

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ ის მზადაა ოლიმპიურ ქარტიას დაემატოს ჩანაწერი, რომელიც ეწინააღმდეგება სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას.

ბახის თქმით, მან რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ანტიგეი კანონით დადგენილ სანქციებს არ გამოიყენებენ ოლიმპიადის მონაწილეების წინააღმდეგ, თუკი ისინი პრესკონფერენციაზე სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად განცხადებას გააკეთებენ.


http://www.tabula.ge/ge/story/79889-google-is-mxardachera-seqsualur-umciresobebs-sochis-olimpiadaze

Комментариев нет:

Отправить комментарий