საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ლევან ასათიანის, ირაკლი ვაჭარაძის, ლევან ბერიანიძის, ბექა ბუჩაშვილისა და გოჩა გაბოძის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერსა და 2007 წლის 27 სექტემბერში გამოცემული ბრძანებების ის მუხლები, რომლებიც ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობას უკრძალავდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მოსარჩლეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები სისხლის დონორობასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებთან მიმართებით ადგენდნენ ბლანკეტურ აკრძალვას და არ ითვალისწინებდნენ იმას, დონორობის მსურველი პირი, რეალურად იყო თუ არა სარისკო სექსუალური ქცევის მქონე. ამასთანავე, სადავო ნორმების მიხედვით, ჰომოსექსულებისაგან განსხვავებით, ჰეტეროსექსულებს არ ეკრძალებოდათ დონორობა მიუხედავად იმისა, რომ ისინიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სარისკო სექსულაური ქცევის მქონე პირები და მათი დონორობაც თანაბარი საფრთხის შემქმნელი იქნებოდა რეციპიენტის ჯანმრთელობისათვის. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, მოსარჩელეთა აზრით, არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (თანასწორობის უფლება) და მე-16 მუხლით (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) განმტკიცებულ მათ უფლებებს.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი და განაცხადა, რომ სადავო ნორმების საშუალებით ხდება ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორების დისტანცირება ტრანსფუზიის პროცესისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტთათვის ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი. შესაბამისად, სადავო ნორმები ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - სისხლისა და სისხლის კომპონენტების რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
ამასთანავე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ, მოსარჩელეთა უფლებების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანებებში ტერმინი "ჰომოსექსუალიზმი" ზედმეტად ფართო შინაარსის მატარებელია და გარდა ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე სექსუალური ქცევის გარდა, მოიცავს სხვა სახის სექსუალურ კავშირებს, რომლებიც შესაძლოა არ წარმოშობდნენ რისკებს დონაციის პროცესში. უფრო მეტიც, "ჰომოსექსუალიზმი" შესაძლებელია განხილული იქნეს როგორც სექსუალური ორიენტაცია და იგი არ გულისხმობს ამგვარი სექსუალური კავშირების აუცილებლად ქონას. შესაბამისად, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვა არაპროპორციულია და არ არის ლეგიტიმური მიზნის - სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტების უსაფრთხოების შესაბამისი.
სასამართლომ ასევე მიუთითა დონორობის შეზღუდვის ხანგრძლივობაზე და მიუთითა, რომ არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლებელია აივ-ვირუსის იდენტიფიცირება ინფიცირების ფაქტიდან გარკვეული დროის (ე.წ. ღია ფანჯრის პერიოდის) შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჰომოსექსუალისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დონორობის აბსოლუტური აკრძალვა მათი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ნორმები გამოაცხადა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
ჯანდაცვის სამინისტროს გამოხმაურება
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტში, სადავო ჩანაწერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებებში აღარ არსებობდა.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, 2013 წელს დაიწყო სისხლის დონაციის რეგულაციების კომპლექსური რევიზია. აღნიშნული მუშაობა მოიცავს როგორც ტერმინოლოგიურ, ასევე ადმინისტრაციულ და ხარისხის კონტროლის საკითხებს.
"პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარდა ევროპის, ამერიკისა და სხვა რეგიონის ქვეყნებში არსებული კანონმდებლობის სრული ანალიზი სისხლის დონაციის წინააღმდეგ-ჩვენებებთან დაკავშირებით, რომ დაედგინა თუ რამდენად ეხმიანებოდა საქართველოში სისხლის დონაციის არსებული შეზღუდვები საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთანავე, სამინისტრომ სისხლის ბანკების, გაეროს სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოხდა შეთანხმება "ჰომოსექსუალიზმის" როგორც დისკრიმინაციული ტერმინის ცვლილების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუშაობის შედეგად, 2013 წლის 8 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის N01–38/ნ და N01–39/ნ ბრძანებებით სისხლის დონაციის წინააღმდეგ ჩვენებებში "ჰომოსექსუალიზმი" შეიცვალა ტერმინით "მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან", რამეთუ აღნიშნული ქცევა სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის განსაკუთრებით მაღალ რისკს. 2013 წლის 8 ოქტომბერის მინისტრის N01–38/ნ და N01–39/ნ ბრძანებებით ჯანდაცვის სამინისტრომ სისხლის დონაციის უკუჩვენებები შესაბამისობაში მოიყვანა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში მოქმედ რეგულაციებთან. "მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან" ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და სხვ.) განსაზღვრულია, როგორც სისხლის დონორობის უკუჩვენება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტში, სადავო ჩანაწერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებებში აღარ არსებობდა. თუმცა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო 2012 წლის 11 ივლისის სარჩელში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. აქვე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სისხლის დონაციის რეგულაციების შემდგომ დახვეწაზე, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ინდივიდუალური მოქალაქის უფლებები ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიული ინტერესები", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
LGBT უფლებადამცველთა პასუხი სამინისტროს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დღეს, 6 თებერვალს უპასუხა არასამთავრობო ორგანზიაცია იდენტობამ, რომელიც ქვეყანაში სექსუალური უცმირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს.
იდენტობის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ მინისტრის ბრძანებები შეესაბამება კონსტიტუციას, არასწორია, რადგან ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებები სისხლის დონორობას უკრძალავს ნებისმიერ მსმ ადამიანს (ტერმინი მსმ გულისხმობს "მამაკაცს ვისაც სქესობრივი კავშირი აქვს მამაკაცთან"). იდენტობა განმარტავს, რომ მსმ არის ფართო ჯგუფი, რომელიც აუცილებლად მოიცავს და გულისხმობს ჰომოსექსუალ კაცებს, საკონსტიტუციო სასამართლო კი ადგენს: "ჰომოსექსუალისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დონორობის აბსოლუტური აკრძალვა მათი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს".
იდენტობა ურჩევს ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად დაიწყოს მუშაობა მინისტრის N01–38/ნ და N01–39/ნ ბრძანებების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
"ამით სამინისტრო თავიდან აიცილებს ადმინისტრაციული რესურსებისა და დროის კარგვას. საკონსტიტუციო სასამართლო არაორაზროვნად აცხადებს: "არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლებელია აივ-ვირუსის იდენტიფიცირება ინფიცირების ფაქტიდან გარკვეული დროის (ე.წ. „ღია ფანჯრის პერიოდის") შემდეგ." ეს კი იმას ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება სისხლის დონორობის აკრძალვა რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის არის არაკონსტიტუციურია.
სამინისტროს მხრიდან იმ ქვეყნების ჩამოთვლის პრაქტიკა, სადაც მსმ კაცებს სისხლის დონორობა ეკრძალებათ (ა.შ.შ., ბელგია, ავსტრია, დანია, საფრანგეთ, გერმანია) ინფანტილურ დატოლებას და შეჯიბრებას მოგვაგონებს. მართალია, ეს არგუმენტი გავლენას ვეღარ მოახდენს სასამართლოზე, რომლის გადაწყვეტილებამ უკვე აჩვენა მისი არასერიოზულობა, მაგრამ მაინც ღირებულად მივიჩნიეთ განგვემარტა, რომ ეს კი არ არის ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას საზოგადო ჯანდაცვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთივე წარმატებით, ჩვენ შეგვეძლო მიგვეთითებინა ქვეყნებზე, სადაც სისხლის დონორობა არ არის აკრძალული ( არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, ჩილე, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, იაპონია, მექსიკა, ახალი ზელანდია, პოლონეთი, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი და ურუგვაი). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები მიუთითებენ ქვეყნის ვალდებულებაზე, ადგილობრივი კვლევების, კანონმდებლობის და გამოცდილების გათვალისწინებით დამოუკიდებლად დაარეგულირონ ეს საკითხები. სამინისტრომ კი, ჩვენს მიერ სარჩელის შეტანიდან 2 წლის განმავლობაშიც ვერ მოახერხა თუნდაც ერთი კვლევის ჩატარება და საკითხის მარტივი გადაწყვეტა არჩია პრობლემის მოგვარებას: აუკრძალა მთლიან სოციალურ ჯგუფს სისხლის დონორობა. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ "სადავო ნორმით გათვალისწინებული [ბლანკეტური] შეზღუდვა არ წარმოადგენდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ, მოსარჩელეთა უფლებების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას", - აცხადებს იდენტობა.
http://www.tabula.ge/ge/story/79866-sasamartlo-homoseqsualtatvis-sisxlis-donorobis-akrdzalva-arakonstituciuria

Комментариев нет:
Отправить комментарий