ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 июля 2014 г.

თეა წულუკიანი - თუ არაბიომეტრიული დოკუმენტები ბიომეტრიულით არ შეიცვლება, ევროკავშირი საზღვრებს ვერ გაგვიხსნის

თუ არაბიომეტრული დოკუმენტების ბიომეტრულით ჩანაცვლება ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირი საზღვრებს ვერ გაგვიხსნის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

წულუკიანის ინფორმაციით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი სექტემბერში დაიხურება.

"ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომელიც რეალურად სექტემბერში უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ევროკავშირის სტრუქტურებმა დაუმტკიცონ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის წარმატებით დახურვა. ამის შესახებ ბრიუსელში ზეპირად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობამ, იუსტიციის სამინისტრომ, სერვისების განვითარების სააგენტომ, პოლიციამ და ძალიან ბევრმა სხვა უწყებამ, იმუშავა იმისთვის, რომ ეს პირველი ფაზა ჩაითვალოს წარმატებულად. ძალიან ბევრი კანონი შეიცვალა, მათ შორის ახალი კანონები შემუშავდა, როგორიც არის უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოქალაქეობის შესახებ.

მეორე ფაზა როგორც კი გაიხსნება, ჩვენ გვექნება მთელი რიგი კანონებისა გასაუმჯობესებელი, ჩვენ გვექნება აგრეთვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი იმისთვის, რომ უვიზოდ ვიაროთ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ბიომეტრული დოკუმენტების საბოლოოდ დამკვიდრება საქართველოში და არაბიომეტრული დოკუმენტების ეტაპობრივად ჩანაცვლება ბიომეტრულით. თუ ეს ჩანაცვლება ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ საზღვარს ევროკავშირი ვერ გაგვიხსნის იმისთვის, რომ ქართველებმა თავიანთი პასპორტით იქნება თუ ID ბარათით, უპრობლემოდ უვიზოდ იარონ ევროპაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ორი მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი, ეს არის კანონების გაუმჯობესება და შეცვლა და ბიომეტრიული დოკუმენტების დანერგვა.

რაც შეეხება იმას, ვიზის ლიბერალიზაცია ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო უფლების მოპოვებას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვიზა და მუშაობის უფლება, ორი სხვადასხვა რამეა.

"სამუშაო უფლების მოპოვება, ყველა ქვეყანაში სპეციალური პროცედურების დაცვით ხდება, როდესაც თქვენ ჩაბრძანდებით ევროპაში უვიზოდ, თუ თქვენ იქ გამოგიჩნდათ დამსაქმებელი, მაგალითად, საფრანგეთში, დამსაქმებელისა და დასაქმებულის ერთობლივი განცხადების შემდეგ, შესაბამისი პრეფექტურა გაძლევთ მუშაობის უფლებას, ამიტომ ვიზა და მუშაობის უფლება - ორი სხვადასხვა რამეა. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელიც უვიზოდ უშვებს თავის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში და აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ სადმე ევროპაში იმუშაოს, რა თქმა უნდა, ის უფრო ადვილად მოიპოვებს მუშაობის უფლებას, ვიდრე დღეს ჩვენი საბრალო მოქალაქეები, რომლებიც ზოგიერთი ჩუმად შედის ევროპაში, შემდეგ მისი კომპეტენციისთვის შეუსაბამო სამსახურში მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო უვიზოდ ვიაროთ ევროპაში, არამედ დიპლომების ცნობა მოხდეს, რაზეც ქალბატონი თამარ სანიკიძე აქტიურად მუშაობს და ჩვენი ქართველები, თუ ექნებათ სურვილი ევროკავშირში დასაქმდნენ, იმ კომპეტენციის შესაბამისად, რომელიც მათ აქვთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


30-06-2014


http://www.interpressnews.ge/ge/samartali/288136-thea-tsulukiani-thu-arabiometruli-dokumentebi-biometrulith-ar-sheicvleba-evrokavshiri-sazghvrebs-ver-gagvikhsnis.html


Комментариев нет:

Отправить комментарий