დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით
მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
*****************
იაკობ გოგებაშვილს
დედა ძუძუს გვაწოვებდა,
გვიმღეროდა იავნანას,
შენი წიგნი „დედაენა“
გვასწავლიდა ანა-ბანას.
მასში ვკრეფდით თითო ასოს
და შევკონეთ „აი ია“,
ის წუთები ახლაც გვახსოვს,
შენი ნახვაც გვინატრია.
შენ ბუნების გასაღებით
გაგიღია ცოდნის კარი,
ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები,
აღმაფრენის ქროდა ქარი,
დაგვცქეროდი მზრუნველობით
მაღალ მთიდან გადმომდგარი.
თაობათა აღმზრდელ მამას
მშობლიური გიმღერს მხარე,
აგისრულდა გულის ნატვრა,
რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე…
უკვდავია შენი ხსოვნა,
ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე.
***************
იაკობ გოგებაშვილს
შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.
გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.
წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.
წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…
ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…
წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.
ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?… ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…
ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.
განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.
იოსებ ნონეშვილი
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით
მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
*****************
იაკობ გოგებაშვილს
დედა ძუძუს გვაწოვებდა,
გვიმღეროდა იავნანას,
შენი წიგნი „დედაენა“
გვასწავლიდა ანა-ბანას.
მასში ვკრეფდით თითო ასოს
და შევკონეთ „აი ია“,
ის წუთები ახლაც გვახსოვს,
შენი ნახვაც გვინატრია.
შენ ბუნების გასაღებით
გაგიღია ცოდნის კარი,
ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები,
აღმაფრენის ქროდა ქარი,
დაგვცქეროდი მზრუნველობით
მაღალ მთიდან გადმომდგარი.
თაობათა აღმზრდელ მამას
მშობლიური გიმღერს მხარე,
აგისრულდა გულის ნატვრა,
რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე…
უკვდავია შენი ხსოვნა,
ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე.
***************
იაკობ გოგებაშვილს
შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.
გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.
წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.
წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…
ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…
წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.
ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?… ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…
ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.
განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.
იოსებ ნონეშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий