ზოგჯერ ჩვენზე მოწევნული განსაცდელები ეს ის ანტიბიოტიკებია, რომელსაც ღმერთი ჩვენი სულიერი ავადმყოფობის განსაკურნებლად გვაძლევს. ეს განსაცდელი დიდ სულიერ შეწევნას გვანიჭებს. ადამიანი ღვთისაგან „მცირე ქიმუნჯს“ იღებს და მას გული ულბება. რა თქმა უნდა, ღმერთმა განსაცდელების მოვლენის გარეშეც იცის, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება თითოეული ჩვენგანი, მაგრამ, რამდენადაც ეს ჩვენ არ ვიცით, ის უშვებს, რომ განსაცდელის გავლით შევიცნოთ საკუთარი თავი, აღმოვაჩინოთ ჩვენში დაბუდებული ვნებები და როდესაც საშინელი სამსჯავროს დღე დადგება, გადაჭღრბგბული პრეტენზიები არ გვქონდეს. რადგანაც ღმერთი კიდეც რომ ხუჭავდეს თვალს ჩვენს ვნებებზე და მივყავდეთ სამოთხეში ისეთები, როგორებიც ვართ, მაშინ იქაც - სამოთხეში უკმაყოფილებისა და მღელვარების ტალღებს ავაგორებდით. ამიტომაც აძლევს ღმერთი ეშმაკს უფლებას, რომ მან აქვე შექმნას საცდურები, რათა ამ საცდურებმა ჩვენგან განდევნოს ვნებების მტვერი, მწუხარებების საშუალებით ჩვენი სულები დაამდაბლოს და განწმიდოს. ამის შემდეგ კი ღმირთი მადლით აღგვავსებს.
ჭეშმარიტი სიხარული იმ სიმწარიდან იშობა, რომელსაც ადამიანი სიხარულით იგემებს ქრისტეს სიყვარულისათვის, რომელმაც თავად იგემა სიმწარე ჩვენი ცხონებისათვის. ქრისტიანი განსაკუთრებულად უნდა ხარობდეს მაშინ, როდესაც მასზე განსაცდელი უმიზეზოდ მოიწევა.
ზოგჯერ ჩვენ ვეუბნებით ღმერთს: „არ ვიცი, შენ როგორ მოქმედებ და ამიტომ სრულად გადმოგცემ თავს, რომ ჩემგან ადამიანი შექმნა“. ხოლო ღმერთს, როდესაც ამ სიტყვებს მოისმენს, სურს, რომ ჩემგან შექმნას არა უბრალოდ ადამიანი, არამედ - რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ადამიანია. ამიტომ იგი ნებას აძლევს ეშმაკს, მოვიდეს და დამტანჯოს და განმცადოს. ახლა, როდესაც კიბოთი ვარ ავად, ვხედავ ეშმაკის ხრიკებს და მეცინება. ეშმაკი ხომ ასეთია! იცით, როგორი საპონით ბანს ეშმაკი ადამიანს, თუკი ღმერთმა მასთან მიახლოებისა და გამოცდის ნება მისცა? ეშმაკი კაცს თავისი ბოროტების ქაფში აბანავებს. აი, რა კარგი საპონი აქვს მას! როგორც გაბრაზებულმა აქლემმა იცის ფურთხება, სწორედ იმგვარადვე იქცევა მსგავს შემთხვევაში ეშმაკი. შემდეგ კი ის ადამიანის „გაწმენდას“ იწყებს. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჭუჭყი ჩამობანოს მას და გაასუფთაოს; არა, ამას იგი ბოროტებით იქმს. თუმცა თვით ღმერთი ანებებს ეშმაკს მანამდე რეცხოს კაცი, ვიდრე მისი ბინძური ლაქა არ გაირეცხება და ის საბოლოოდ არ გასუფთავდება. ღმერთი ეშმაკს იმის უფლებას რომ აძლევდეს, ისევე რეცხოს კაცი, როგორც აბედით წმენდენ ტანსაცმელს, ადამიანი ერთიანად დაილეწებოდა და ნამსხვრევებად იქცეოდა.
- წმიდაო მამაო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ცხოვრებაში დაშვებული სხვადასხვა განსაცდელი ღვთის ნებით აღესრულება?
- არა, ღვთის ნებას ნუ ავურევთ ყოველივე იმასთან, რაც მაცდურს მოაქვს. ღმრთი თავისუფლებას ანიჭებს ეშმაკს, რომ მან გარკვეულ მომენტამდე გამოსცადოს ადამიანი. ასევე ადამიანსაც უტოვებს იმის უფლებას, რომ მან ან სიკეთე აღასრულოს, ან ბოროტება. მაგრამ ღმერთი არ იქნება დამნაშავე იმ ბოროტებაში, რომელსაც კაცი აღასრულებს. მაგალითად, იუდა ქრისტეს მოწაფე იყო, მაგრამ განა იმის თქმა შეიძლება, რომ იგი მოღალატე ღვთის ნებით გახდა? არა, ეს თავად იუდამ მისცა ნება ეშმაკს, რომ მას დაუფლებოდა. ერთმა ადამიანმა ღვთისმსახურს უთხრა: „გთხოვ, მამაო, იუდას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადე“. ეს იგივეა, რომ თქვა „შენ, ქრისტე, უსამართლო ხარ, იუდამ რომ გაგცა, ეს შენი ნება იყო. ამიტომ ახლა დაეხმარე მას“.
იშვიათად ღმერთი უშვებს, ზოგიერთმა ღვთისმოსავმა ადამიანმა უდიდესი განსაცდელები გაიაროს იმისთვის, რომ ვიღაც, ვინც უწესო ცხოვრებით ცხოვრობს, გონს მოეგოს და მოინანიოს. ზოგიერთი ადამიანი, განსაცდელების საშუალებით საკუთარი ცოდვების საზღაურს იხდის, მაგრამ ამასთანავე გაუმართლებლად დრტვინავს. ღმერთი შესაძლებლობას აძლევს მას, შეწევნა მიიღოს იმ ადამიანების მოთმინებისაგან, რომლებიც უდანაშაულოდ იტანჯებიან და არ დრტვინავენ. ასეთი ღვთისმოსავი ხალხი ორმაგ საზღაურს იღებს. დავუშვათ, რომ ძალიან კარგი და ღვთისმოსავი ოჯახის უფროსი თავის სახლში ცოლთან და შვილებთან ერთად ზის. მოულოდნელად იწყება საშინელი მიწისძვრა, სახლი მთლიანად ინგრევა, მთელი მისი ოჯახი ნანგრევებში ჰყვება და ისინი ტანჯვა-წამებით იხოცებიან. რატომ უშვებს ამას ღმერთი? იმისათვის, რო არ დრტვინავდნენ სხვები - ისინი, ვინც დამნაშავენი არიან და სასჯელს იმსახურებენ. ამიტომ მას, ვინც მოღვაწეთა მიერ ტვირთულ დიდ ჯვრებზე ფიქრობს, ნურასოდეს აღაშფოთებს საკუთარი მცირე განსაცდელები. ასეთი ადამიანები ხედავენ, მიუხედავად იმისა, როშ თავიანთ ცხოვრებაში სხვადასხვა ცოდვებს აღასრულებდნენ, მაინც ნაკლებად იტანჯებიან, ვიდრე მართლები და ამიტომაა, რომ კეთილგონიერი ავაზაკივით აღიარებენ: „ამ ხალხს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ამდენ სატანჯველს ითმენს, რაოდენ აღმატებული ტანჯვის ღირსნი ვყოფილვართ ჩვენ?!“ მაგრამ საუბედუროდ ზოგიერთი იმ ავაზაკს უფრო ჰგავს, რომელიც ქრისტეს მარცხნივ იყო ჯვარცმული . ასეთი ადამიანი ტანჯვათა დამთმენელი მართლების შესახებ ამბობს: „ნახე ერთი, მთელი ცხოვრება ჯვარზე ეკიდნენ და მაინც როგორი უბედურება შეემთხვათ“.
ხდება ისიც, - თუმცა ძალიან, ძალიან იშვიათად - როდესაც ღმერთი რომელიმე მისგან შეყვარებულ დიდ მოღვაწეს სიყვარულით დააკისრებს რაიმე უდიდეს განსაცდელს. ამას იმისათვის აკეთებს, რომ გვირგვინით შეამკოს იგი.
სხვა შემთხვევაში იგი, ვინც ჭ,ეშმარიტად ქრისტეს მბაძავია, შესთხოვს ღმერთს, რომ მოწყალებით შეუნდოს ადამიანებს ცოდვები და თავის სამართლიან რისხვას ნუ დაატეხს თავს. ასეთი კაცი უფალს ევედრება, რომ მცოდველი ადამიანების სანაცვლოდ თვითონ იგი დასაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოა. ასეთი ადამიანი უფალთან მჭიდრო სიახლოვეშია. ღმერთს ხომ უზომოდ მოალმობიერებს და მოწყალეს ჰყოფს თავისი პირმშოს ესოდენი სიყვარული! ღმერთი არა მხოლოდ იმ წყალობას გარდამოავლენს ამ ადამიანზე, რომელიც მან ითხოვა, ანუ: არა მხოლოდ სხვებს შეუნდობს ცოდვებს, არამედ თვით ამ ადამიანის მოწამეობრივ აღსასრულსაც უშვებს - მისი გულმოდგინე ვედრების თანახმად. ამვდროულად ღმერთი მას საუკეთესო სამეფო სასახლეს უმზადებს სამოთხეში - კიდევ უფრო აღმატებული დიდებით სავსეს, რადგანაც ბევრი ადამიანი თავიანთი გარეგანი სამართლის მიხედვით უსამართლოდ განსჯიდნენ ამ ადამიანს და ფიქრობდნენ, რომ თითქოსდა ღმერთი მას საკუთარი ცოდვებისათვის სჯიდა.
მამა პაისი მთაწმინდელი

Комментариев нет:
Отправить комментарий