როგორი ცოდვაა მწვალებლობა?
მწვალებლობა გონების ცოდვაა. იგი უფრო სატანური ცოდვაა, ვიდრე ადამიანური.
*
რა არის ერესი?
ქრისტიანული რწმენის დოგმატებში შეტანილი ადამიანური სიბრძნე ერესად, ანუ მწვალებლობად იწოდება
*
ითვლებიან თუ არა ლათინო–პაპისები ერეტიკოსებად?
ლათინები არა მარტო განხეთქილების მოქმედნი არიან, არამედ ერეტიკოსებიც.
*
რას წარმოადგენს მწვალებლობა?
მწვალებლობა რაიმეს შესახებ თვითმყოფად განსჯას წარმოადგენს, რომელიც არ ითვალისწინებს, თუ უფალმა როგორ დაუდგინა ამის განსჯა ეკლესიას.
*
როგორია კათოლიციზმის სული?
კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის პოლიტიკური კორპორაცია, რომელიც ეყრდნობა კაცობრივ ძალებსა და საშუალებებს, როგორიცაა: ინკვიზიცია, ინდულგენციები, ხილული მეთაური (პაპი)
*
ებრძოდნენ თუ არა წმინდანები მწვალებლობას?
წმ. მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეთა გვირგვინი დაიდგა მწვალებლობასთან ბრძოლაში. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა–წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმერთისმგმობი სწავლების გაზიარებას.
*
როგორ საქმეებად ითვლება ღვთის წინაშე ის კეთილი საქმეები, რომლებსაც აღასრულებენ წარმართები, მაჰმადიანები და ყველა, ვინც არ სცნობს ქრისტეს?
ეს კეთილი საქმეები და სათნოებები, როგორც ბოროტების შერევით წაბილწულნი, ღმერთის წინაშე საძაგელნი არიან.
*
რა არის პაპიზმი?
პაპიზმი ეწოდება მწვალებლობას, დასავლეთი რომ მოიცვა. სწორედ პაპიზმისაგან, ვითარცა ხისაგან რტონი, ამოიზარდა სხვადასხვა პროტესტანტულ–მწვალებლური სწავლება. პაპიზმი ქრისტეს თვისებებს აკუთვნებს რომის პაპს და ამით თვით ქრისტეს უარყოფს! პაპი არის პაპისტების კერპი, იგი მათი ღვთაებაა.
*
შეიძლება თუ არა შესვლა მწვალებელთა ეკლესიაში?
უფალი ამბობს: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“ (მათ.10. 5). დავიმარხოთ ეს მცნება მწვალებელთა მიმართ და ნუ შვალთ მათ ეკლესიებში და ნურც მათ სახლებში, არამედ იქ დავივანოთ, სადაც იყოს ძე მშვიდობისა და თესლი კეთილმსახურებისა.
*
შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიან?
თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო. საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესად უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ, სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი.
*
თუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის აბბა ერესითაა დასნეულებული, უნდა მიატოვოს თუ არა ძმამ ის?
თუ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ერესითაა დასნეულებული, მაშინ უნდა მიატოვოს. ხოლო, თუ მხოლოდ ეჭვი აქვთ მასზე, არ უნდა მიატოვოს, და არც უნდა გამოიძიოს ეს. რამეთუ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რასაც ხედავს, ღმერთმა კი დაფარული უწყის.
*
რა ადგილი მიანიჭეს პაპს კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა?
პაპისტებმა ეკლესიის თავად სცნეს რა რომის პაპი, ამით აღიყვანეს იგი უზენაეს საყდარზე ქრისტეს მსგავსად და გააღმერთეს; ხოლო ქრისტე უკანა პლანზე გადასწიეს; პაპი დასვეს ქრისტეს ნაცვლად მაშინ, როცა ქრისტე ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28.20).
***
ჭეშმარიტი სარწმუნოება დევნას უნდა განიცდიდეს, ეს თავად მაცხოვარმა აუწყა მოციქულებს. მწვალებლობანი ჩვეულებისამებრ ამქვეყნიურ, დემონურ სულს ენათესავებიან, დემონები კი თავის დამქაშებს არ დევნიან.
sibrdzne.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий