რაც დანამდვილებით და კარგად ვიცით, და რის გამოც ღვთის წინაშე პასუხის გაცემა მოგვიხდება? რატომ მივიტაცებთ ღვთის სამართალს? რას ვერჩით მის ქმნილებას? არ ვძრწით, როცა გვესმის, რა დაემართა იმ დიდ ბერს, რომელმაც, როცა რომელიღაც ძმის შესახებ გაიგო, სიძვით დაეცაო, თქვა: ”ჰოი, ცუდი საქმე ჩაიდინა!“
არ იცით, რას წერენ მამები ამის შესახებ? წმინდა ანგელოზმა იმ ძმის სული ბერთან წაიყვანა და უთხრა: ”აი, შენ რომ განიკითხე, აღესრულა. სად ბრძანებ მის შთაგდებას, სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში?“ არსებობს ამ სიმძიმეზე უფრო საშინელი რამ? ბერისთვის ნათქვამი ანგელოზის სიტყვები ნიშნავს: რაკი ცოდვილთა და მართალთა მსაჯული შენ ხარ, რას იტყვი ამ სულზე, შეიწყალებ თუ დატანჯავ? წმინდას ზარი დაეცა და მთელი ცხოვრება ოხვრასა და ტირილში გაატარა, ღმერთს რომ ეს ცოდვა შეენდო. ასე შენდობის შემდგომ მოიქცა, რადგან ანგელოზმა უთხრა: ”აი, ღმერთმა გიჩვენა განკითხვის სიმძიმე, აღარ გააკეთო ეს!“ ეს კი შენდობის სიტყვებია. მაგრამ ბერის სული სიკვდილამდე არ დამშვიდებულა.
წმიდა აბბა დოროთე

Комментариев нет:
Отправить комментарий