ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

თუ კაცი თავისივე ნებით აჰყვება ხორცის ნებას, შემდეგ უნებურად

ნაბუქოდონოსორის სამსახურებლად ასურეთამდეც მივა. იცოდა ეს წინასწარმეტყველმა და ამიტომ ეუბნებოდა ხალხს: ”ნუ შეხუალთ ეგჳპტედ” (იერ. 42.19). რას აკეთებთ, უბადრუკნო? დამდაბლდით მცირედ, მოიდრიკეთ მუხლნი თქუენნი და ჰმსახურეთ მეფესა ბაბილონისასა, რათა დასხდეთ ქუეყანასა მამათა თქუენთასა” (შდრ. იერ. 27.12). და კვლავ ამხნევებს და ეუბნება: ”პირისაგან მისისა ნუ გეშინინყვე, – თქუა უფალმან, – რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა” (იერ. 42.11). ნახეთ, წინასწარ როგორ უამბობს მომავალ ჭირზე: თუ ღმერთს ეურჩებით. ასევე ამბობს: უკეთუ შთახვიდეთ ეგვიპტედ, იყვნეთ საწუნელ და მონა და შეურაცხ და საყვედრელ ყოველთა (შდრ. იერ. 42.15,18).

ისინი კი ამბობდნენ: ”არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ხმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის” (იერ. 42.13,14). მაშინ ჩავიდნენ ეგვიპტეში, ნებით ემსახურნენ ფარაონს, შემდეგ კი უნებლიეთ მივიდნენ ასურეთში და, თუმცა არ უნდოდათ, ემსახურებოდნენ მათ.

დაუფიქრდით ამ სიტყვებს: ვიდრე კაცი ვნებას არ დაჰყვება, თუნდაც აზრები ებრძოდეს, მაინც თავისუფალია თავის ქალაქში და ღმერთი ჰყავს შემწედ. თუ ღვთის წინაშე დამდაბლდება, განსაცდელის სიმწარეს მადლობით მოითმენს და მცირეოდენს იღვაწებს, ღვთის მოწყალება დაიხსნის მისგან; მაგრამ თუ გასაჭირს გაექცევა, განცხრომასა და ხორცის ნებას აჰყვება, შემდეგ უნებლიეთ მივა ასურთა ქუეყანაშიც და მოემსახურება მათ.





წმიდა აბბა დოროთე 







Комментариев нет:

Отправить комментарий