ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

ვინმე დიდი ბერი თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა ერთგან,

 სადაც სხვადასხვანაირი კვიპაროსები იყო, დიდებიც და პატარებიც. ბერმა ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: ”ამოთხარე ეს კვიპაროსი!“ კვიპაროსი ძალიან პატარა იყო და მოწაფემაც მყისვე ამოთხარა ცალი ხელით. მაშინ უფრო დიდი კვიპაროსი უჩვენა. მან ისიც ამოთხარა დიდი წვალებით. კიდევ უჩვენა სხვა, მოზრდილი. მივიდა, ბევრი იწვალა და ისიც ამოთხარა. შემდეგ სხვა, უფრო დიდი უჩვენა. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ ამოთხარა. როცა ნახა, ძმა უძლური იყო, სხვას უბრძანა, დახმარებოდა, და ასე, ორივვმ ამოთხარა იგი. მაშინ ბერმა ძმებს უთხრა: ”აი, ძმებო, ასევე არის ვნებებიც: რაც უფრო პატარანი არიან, მით უფრო უწვალებლად შეგვიძლია მათი აღმოფხვრაც; ხოლო რამდენადაც მძლავრდებიან, იმდენად მეტი შრომაც გვჭირდება; და თუ მეტისმეტად გამძლავრდებიან, წმინდა კაცთა შეუწევნელად ვეღარც შრომით ვძლევთ მათ“. ხედავთ, რა ძალა აქვს წმინდა ბერების სიტევებს?

ასევე, წინასწარმეტყველიც ამბობს მის შესახებ: ”ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგვ ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჳილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“ (ფსალმ. 136.8-9) გავარკვიოთ, რას ნიშნავს თქმული. ბაბილონს გულისთქმას უწოდებს. ასე ითარგმნება იგი.

პირველად გული ეუბნება სულს და ამგვარად ჩადის ცოდვას. უბადრუკს კი იმიტომ უწოდებს, რომ, როგორც უწინ ვთქვი, ცოდვა უსხეულოა, არაარსი, და ჩვენი სიზარმაცით იქცევა არსად. თუ მოვიწადინებთ, ჩვენი მოწადინებით იგი უჩინარი და არარა გახდება. წინასწარმეტყველი მას მიმართავს: ”ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!“ დავფიქრდეთ, რა ვიცით, ან მან რა მოგვაგო, ან ჩვენ რისი მიგება გვსურს.

მივეცით ჩვენი ნება და სანაცვლოდ მივიღეთ ცოდვა. წინასწარმეტყველი კი იმათ შენატრის, ვინც უკუმიაგებს მათ. ხოლო რა არის მიგება? – აღარ მოიმოქმედონ იგი. კიდევ ამბობს: ”ნეტარ არს,რომელმან შეიპყრნეს ჩჳილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“

ეს ნიშნავს: ნეტარია, ვინც თავის თავში შენს შვილებს, ანუ ბოროტ აზრებს აღზრდისა და ბოროტების აღსრულების საშუალება არ მისცა, არამედ, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ და მასზე გააფთრდებოდნენ, შეიპყრო და კლდეს, ანუ ქრისტეს შეახეთქა (შდრ. l კორ. 10.4). აი, ძმებო, იხილეთ, როგორ ერთხმად გვასწავლიან წმინდა მამები და წმინდა წერილი ვნებების აღმოფხვრას, სანამ ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, ვიდრე მათი უკეთურება და სიმწარე არ გვიგემია. 



წმიდა აბბა დოროთე 




Комментариев нет:

Отправить комментарий