ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

ჰიტლერის აზრი ბავშვთა აღზრდაზე

ამონარიდი ჰიტლერის წიგნიდან "ჩემი ბრძოლა".
"ყველას, ვინც ქორწინებას აპირებს, უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინების მიზანია ბავშვები, ოღონდ აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვები.
ქვეყანა ბავშვებს თავის ყველაზე დიდ განძად უნდა თვლიდეს.
სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს და იზრუნოს იმისათვის, რომ ლამაზმა და ჯანმრთელმა ქალებმა, რაც შეიძლება მეტი შვილი შობონ.
რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებსაც უყვართ ბავშვები, მაგრამ არ აქვთ საშუალება ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენისა, მათ უნდა იშვილონ ბავშვები და აღზარდონ ისინი სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქეებად.
ბავშვთა აღზრდა ისე უნდა წარიმართოს, რომ სხეულის კულტურის ამაღლებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც სულისას.ნაციონალური სახელმწიფოს სკოლებმა უნდა იკისრონ ეს ვალდებულება.
ყოველმა ბიჭუნამ დღეში ერთი საათი მაინც უნდა დაუთმოს ფიზიკურ ვარჯიშებს და მიიღოს მონაწილეობა ტანვარჯიშულ თამაშებში.
ძალზე საჭიროა, რომ ბიჭებს ამ დროს, სულელური იდეებით არ აევსოთ თავი.ასე მაგალითად, ბევრის აზრით ფარიკაობა სპორტის ლამაზი სახეობაა, ხოლო კრივი-უშნო.
ასეთი შეხედულება სრულიად აბსურდულია.ყველანაირი სპორტი ერთნაირადლამაზი და სასარგებლოა.ხოლო სპორტი რომელიც თავდაცვას გვასწავლის კიდევ უფრო მეტად საჭიროა.რაც შეეხება ღირსების საკითხის დაცვის დროს, ფარიკაობის ან კრივის გამოყენებას, დაე, ყმაწვილმა ასეთი საკითხები მუშტებით გადაწყვიტონ და არა დაშნით.
სახელმწიფომ თავის მხრივ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდობის შესაბამის აღზრდას.არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ახალგაზრდა მზადაა ცხოვრებისათვის, თავისი სამშობლოს მსახურებისთვის.სწორედ ამ მომენტიდან იწყება მის ცხოვრებაში საკუთარ თავზე მუშაობის განსაკუთრებული ხანა.მან უნდა დაიწყოს სამწყობრო სიარულის და იარაღის ხმარების შესწავლა, რათა იმ დროს, როდესაც სამშობლო უხმობს, ნამდვილი ჯარისკაცი იყოს.
რაც შეეხება გოგონების აღზრდას, აქ უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ და ხასითის განვითარებას.რაც შეეხება ინტელექტუალურ განვითარებას, მას ქალისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
გოგონების აღზრდის უმთავრესი იდეაა-მისგან მომავალი დედა შევქმნათ.
სამეცნიერო დარგების პროგრამა უნდა შეიკვეცოს.არაა საჭირო ახალგაზრდების ტვინი ისეთი ცოდნით გადავტვირთოთ, რომელიც მალე ავიწყდებათ.
საშუალო სკოლამ თავის აღსაზრდელებს მხოლოდ იმდენი ცოდნა უნდა მისცეს, რაც საკმარისია ცხოვრებისათვის.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ისტორიის სწავლებას.საშუალო სკოლის 100 კურსდამთავრებულიდან 99-ს მხოლოდ რამდენიმე თარიღი და ეპიზოდი ახსოვს ჩვენი ისტორიიდან.უმთავრესი ფაქტები კი, რომლებიც უნდა იცოდეს და ყოველთვის ახსოვდეს, მათ არც კი გაუვლიათ.
ისტორიის შესწავლის მიზანი წარსულის გაცნობა კი არ უნდა იყოს, არამედ გამოცდილების მიღება მომავალი ცხოვრებისათვის.
ამიტომ უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს რომის ისტორიის შესწავლას, რომელიც დიდ გამოცდილებას გვძენს.
რაც შეეხება სოციალური ხასიათის მეცნიერებებს, ისინი საერთოდ უნდა იქნენ ამოღებული საშუალო სკოლის პროგრამიდან.
ახალგაზრდების აღზრდის კურსი სამხედრო სკოლაში უნდა დამთავრდეს.
სახელმწიფოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეს განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდები და მისცეს მათ საშუალება დასპეციალდნენ იმ დარგებში, რომლებიც იტაცებთ.
უმაღლესი სასწავლებლის კარები ყველა ღირსეულისათვის ღია უნდა იყოს, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა."




http://intermedia.ge/სტატია/38768-ჰიტლერის-აზრი-ბავშვთა-აღზრდაზე/53/



ბავშვთა აღზრდაზე ჰიტლერსაც კი უკეთესი აზრები ჰქონია ვიდრე დღეს აქვთ დღევანდელ ფაშისტებს.((((



Комментариев нет:

Отправить комментарий