ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 января 2014 г.

XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება

გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვაეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამპარტავნების საწყისს უწოდებს, რომლისგანაც წარმოდგება სურვილი ღმერთის უარყოფისა, რათა მისი ადგილი ადამიანმა დაიკავოს.
ამ სენით იყო ჩვენი საზოგადოება 70 წლის მანძილზე დაავადებული. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობამ შეარყია ხალხში ღვთის შიში და საერთოდაც მის სულში ღრმა კვალი დატოვა.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის საოცარი ფაქტი, რომ ნასუფრალის მიღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ადვილად იცვლიან სარწმუნოებას, უარყოფენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, ჩვენს სარწმუნოებას, ეროვნულ კულტურას და ბრმა მიმდევარნი ხდებიან ამა თუ იმ სექტისა. ასეთნი ხშირად ამბობენ: ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რწმენა გვექნება და სად ვილოცებთო.
ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია. არ შეიძლება არსებობდეს ათი, ასი, ათასი ჭეშმარიტება და ამდენივე ღმერთი. მათ შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი და მართალი. ამ ჭეშმარიტ ნათელს ჩვენი წინაპრები მსოფლიოში ერთ-ერთნი პირველნი ეზიარნენ 2000 წლის წინ, უშუალოდ მოციქულთაგან შეითვისეს და შეისისხლხორცეს იგი. ამიტომაც, ვინც დღეს ცდილობს ეს ნათელი დაუხშოს ხალხს და ფსევდოჭეშმარიტებით შეუცვალოს (სთავაზობს რა არჩევანის დიდ შესაძლებლობას), უზარმაზარ ცოდვას იდებს ღვთისა და ერის წინაშე.




ილია II




Комментариев нет:

Отправить комментарий